გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.11.2018
საქმის ნომერი
330310018002717312
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №-/7071-18

 

11 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ი

თავმჯდომარე - და----–---------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - კა--------------–-–---–ი, მი----–-------–---ა

 

მოპასუხე - №--------------–----------–---------------------სია

თავმჯდომარე - აკ-------------ე

 

მოპასუხე - №----------------------–----------------------ია

წარმომადგენლები - ას-----------ა, ნა--------ა

 

მესამე პირები - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები: მიხ---–-------ე, და-------------, ვა--------------ა, გრ-----–---–--ე, შა-–---------–-–---–ი, ზვ------------–---–ი, გი--------–--–---–---–ი, აკ-----------ნი, კა--------ვა, ოთ-------------ია, ირ---–----------ე, და-------------–---–ი, ზვ---------------ძე, მი----–----–---–---–ი, ზვ-------–---–ი, თა------–-----------–ი, გე-–-----–-–---–ი, ზუ--------------ძე, ლე----------ე, სა-–--------------–---–ი, ბე----------------–--ლი, გი---------------ძე, კა-------------ძე, ვლ----------------–--ლი, თე----------–-–--–---–ი.

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის №-------- განკარგულების ბათილად ცნობა.

 

1.2. 2018 წლის 7 ნოემბრის №-------------–---------–--------------- კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.

 

1.3. №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.

 

1.4. 2018 წლის 7 ნოემბრის №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.

 

1.5. №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ა(ა)იპ „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ი“ ახორციელებდა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამების და საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვის პროცესის მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ №0-------------–--- და №--------------- საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბნებში კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო პროცედურების დარღვევით. კერძოდ, ადგილი ჰქონდა წილისყრის, საკონტროლო ფურცლის შევსების და მარკირების პროცედურების დარღვევას, ხმების დათვლის და შეჯამების პროცედურის დარღვევას, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ №-------------------------------–-–--–------–---- საარჩევნო უბანში საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო პროცედურების დარღვევით, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს კენჭისყრა მინდინარეობდა საარჩევნო პროცედურების დარღვევით ასევე №-------------–-------------------–-–--–------–---- საარჩევნო უბანში. კერძოდ, ადგილი ჰქონდა წილისყრის, საკონტროლო ფურცლის შევსების და მარკირების პროცედურების დარღვევას, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე. მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ №-------------–-------------------–-–--–------–---- საუბნო საარჩევნო კომისიის არაპროფესიონალიზმს ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ №2-------–- 56 ბიულეტენი იქნა მიჩნეული ბათილად. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები და ოქმები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.

 

2. მოპასუხეებისა და მესამე პირების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა №--------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის

 

ნაწილში მოითხოვეს სარჩელის განუხილველად დატოვება, დარჩენილ ნაწილში მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მოპასუხე - №--------------–----------–---------------------სიისა და №----------------------–----------------------იის წარმომადგენლები დაეთანხმნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობას სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ხოლო დარჩენილ ნაწილში მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.3. მესამე პირები - მიხ---–-------ე, და-------------, ვა--------------ა, გრ-----–---–--ე, შა-–---------–-–---–ი, ზვ------------–---–ი, გი--------–--–---–---–ი, აკ-----------ნი, კა--------ვა, ოთ-------------ია, ირ---–----------ე, და-------------–---–ი, ზვ---------------ძე, მი----–----–---–---–ი, ზვ-------–---–ი, თა------–-----------–ი, გე-–-----–-–---–ი, ზუ--------------ძე, ლე----------ე, სა-–--------------–---–ი, ბე----------------–--ლი, გი---------------ძე, კა-------------ძე, ვლ----------------–--ლი, თე----------–-–--–---–ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ (მხარეთათვის ცნობილი იყო სხდომის თარიღი კანონით დადგენილი წესით).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 01 აგვისტოს №01/08/02 განკარგულება.

 

3.1.2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 10 აგვისტოს №1------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა და მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი ყველა დონის შესაბამის საარჩევნო კომისიაში ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას - ა.(ა).ი----------------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–----–---ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 10 აგვისტოს №1------- განკარგულება (ს.ფ. 30).

 

3.1.3. 2018 წლის 28 ოქტომბრის №--------------- ს--------------–------- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1435, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო

 

რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 674. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მიხ---–-------ე - 1 ხმა, და------------- - 93 ხმა, ვა--------------ა - 0 ხმა, გრ-----–---–--ე - 298 ხმა, შა-–---------–-–---–ი - 13 ხმა, ზვ------------–---–ი - 1 ხმა, გი--------–--–---–---–ი - 1 ხმა, აკ-----------ნი - 0 ხმა, კა--------ვა - 10 ხმა, ოთ-------------ია - 1 ხმა, ირ---–----------ე - 0 ხმა, და-------------–---–ი - 8 ხმა, ზვ---------------ძე - 0 ხმა, მი----–----–---–---–ი - 1 ხმა, ზვ-------–---–ი - 0 ხმა, თა------–-----------–ი - 0 ხმა, გე-–-----–-–---–ი - 0 ხმა, ზუ--------------ძე - 2 ხმა, ლე----------ე - 1 ხმა, სა-–--------------–---–ი - 217 ხმა, ბე----------------–--ლი - 0 ხმა, გი---------------ძე - 0 ხმა, კა-------------ძე - 0 ხმა, ვლ----------------–--ლი - 0 ხმა, თე----------–-–--–---–ი - 0 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 22.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 ოქტომბრის №--------------- ს--------------–------- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 28).

 

3.1.4. 2018 წლის 29 ოქტომბრის №--------------–-------------------–------- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1338, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) შეადგინა - 724. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მიხ---–-------ე - 0 ხმა, და------------- - 32 ხმა, ვა--------------ა - 0 ხმა, გრ-----–---–--ე - 154 ხმა, შა-–---------–-–---–ი - 18 ხმა, ზვ------------–---–ი - 0 ხმა, გი--------–--–---–---–ი - 0 ხმა, აკ-----------ნი - 0 ხმა, კა--------ვა - 15 ხმა, ოთ-------------ია - 0 ხმა, ირ---–----------ე - 1 ხმა, და-------------–---–ი - 73 ხმა, ზვ---------------ძე - 0 ხმა, მი----–----–---–---–ი - 1 ხმა, ზვ-------–---–ი - 0 ხმა, თა------–-----------–ი - 2 ხმა, გე-–-----–-–---–ი - 1 ხმა, ზუ--------------ძე - 58 ხმა, ლე----------ე - 0 ხმა, სა-–--------------–---–ი - 296 ხმა, ბე----------------–--ლი - 1 ხმა, გი---------------ძე - 12 ხმა, კა-------------ძე - 2 ხმა, ვლ----------------–--ლი - 1 ხმა, თე----------–-–--–---–ი - 1 ხმა. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 56.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 29 ოქტომბრის №--------------–-------------------–------- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 26).

 

3.1.5. 2018 წლის 07 ნოემბრის №0-------------–--- საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 129 757. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ საარჩევნო ოლქში შეადგინა 65 412. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მიხ---–-------ე - 61 ხმა, და------------- - 4281 ხმა, ვა--------------ა - 63 ხმა, გრ-----–---–--ე - 19024 ხმა, შა-–---------–-–---–ი - 2177 ხმა, ზვ------------–---–ი - 22 ხმა, გი--------–--–---–---–ი - 82 ხმა, აკ-----------ნი - 166 ხმა, კა--------ვა - 1365 ხმა, ოთ-------------ია - 45 ხმა, ირ---–----------ე - 21 ხმა, და-------------–---–ი - 4455 ხმა,ზვ---------------ძე - 13 ხმა, მი----–----–---–---–ი - 151 ხმა, ზვ-------–---–ი - 27 ხმა, თა------–-----------–ი - 237 ხმა, გე-–-----–-–---–ი - 89 ხმა, ზუ--------------ძე - 4586 ხმა, ლე----------ე - 106 ხმა, სა-–--------------–---–ი - 23497 ხმა, ბე----------------–--ლი - 213 ხმა, გი---------------ძე - 1248 ხმა, კა-------------ძე - 97 ხმა, ვლ----------------–--ლი - 42 ხმა, თე----------–-–--–---–ი - 500 ხმა. ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ (მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი) შეადგინა - 62 568, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 2791.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 07 ნოემბრის №0-------------–--- საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 59).

 

3.1.6. 2018 წლის 07 ნოემბრის №--------------- საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 120 616. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ საარჩევნო ოლქში შეადგინა 4905. ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მიხ---–-------ე - 1 ხმა, და------------- - 525 ხმა, ვა--------------ა - 6 ხმა, გრ-----–---–--ე - 2353 ხმა, შა-–---------–-–---–ი - 99 ხმა, ზვ------------–---–ი - 1 ხმა, გი--------–--–---–---–ი - 1 ხმა, აკ-----------ნი - 1 ხმა, კა--------ვა - 44 ხმა, ოთ-------------ია - 3 ხმა, ირ---–----------ე - 0 ხმა, და-------------–---–ი - 27 ხმა, ზვ---------------ძე - 0 ხმა, მი----–----–---–---–ი - 7 ხმა, ზვ-------–---–ი - 0 ხმა, თა------–-----------–ი - 7 ხმა, გე-–-----–-–---–ი - 1 ხმა, ზუ--------------ძე - 24 ხმა, ლე----------ე - 5 ხმა, სა-–--------------–---–ი - 1615 ხმა, ბე----------------–--ლი - 5 ხმა, გი---------------ძე - 16 ხმა, კა-------------ძე - 1 ხმა, ვლ----------------–--ლი - 0 ხმა, თე----------–-–--–---–ი - 8 ხმა. ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ (მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი) შეადგინა - 4763, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 137.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 07 ნოემბრის №--------------- საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 79).

 

3.1.7. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამავე კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 08 ნოემბერს წარუდგინა №0------ და №0------ სამსახურებრივი ბარათები, რომლითაც დგინდება, რომ №- საბურთალოს და №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგენილია საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმებისა და თანდართული შესწორების ოქმების/ახსნა-განმარტებების საფუძველზე და ზუსტად ასახავს მათში შეტანილ მონაცემებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 08 ნოემბრის №0------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 60).

 

- საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 08 ნოემბრის №0------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 80).

 

3.1.8. 2018 წლის 07 ნოემბერს (რეგისტაციის თარიღი 2018 წლის 08 ნოემბერი) ადგილობრივი ა(ა)იპ „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ თავმჯდომარემ და----–---------–---–მა და ამავე ორგანიზაციის დამკვირვებელმა გ-----------მ საჩივარი (რეგისტრაციის ნომერი - 5---) წარადგინეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვეს №-------------–---------–--------------- კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.

 

2018 წლის 08 ნოემბერს ადგილობრივი ა(ა)იპ „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ თავმჯდომარემ და----–---------–---–მა და ამავე ორგანიზაციის დამკვირვებელმა მა--------------მ (რეგისტრაციის ნომერი - 5---) საჩივარი წარადგინეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვეს №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 07 ნოემბრის (რეგისტაციის თარიღი 2018 წლის 08 ნოემბერი) №5--- საჩივარი (ს.ფ. 57);

- 2018 წლის 08 ნოემბრის №5--- საჩივარი (ს.ფ. 77).

 

3.1.9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 ნოემბრის №1------- განკარგულებით განუხილველი დარჩა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ თავმჯდომარის და----–---------–---–ისა და ამავე ორგანიზაციის დამკვირვებლების მა--------------ს და გი----------ის 2018 წლის 08 ნოემბრის საჩივრები (ცესკოში რეგისტრაციის №5---, №5---) №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიისა და №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში.

 

აღნიშნული განკარგულებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ ვინაიდან №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი შედგა 2018 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების

 

შემაჯამებელი ოქმი შედგა 2018 წლის 28 ოქტომბერს, საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეს შეეძლო შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაესაჩივრებინა 2 კალენდარული დღის ვადაში, საჩივრის ავტორის მიერ კი საჩივარი ცესკოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 08 ნოემბერს, რითაც დარღვეულ იქნა საჩივრების შეტანის ვადა და წესი.

 

კომისიამ ამავე განკარგულებაში მიუთითა საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის მე-20 და 23-ე პუნქტებზე და განმარტა, რომ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ დამკვირვებლებს მა--------------ს და გი---------------ეს არ გააჩნდათ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რის გამოც ისინი არ წარმოადგენდნენ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების უფლების მქონე პირებს.

 

დადგენილია, რომ №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში არ გასაჩივრებულა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 ნოემბრის №1------- განკარგულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 ნოემბრის №1------- განკარგულება (ს.ფ. 101-104).

-საქმეში არსებული მასალები, მხარეთა განმარტებები, 2018 წლის 11 ნოემბრის სხდომის ოქმი.

 

3.1.10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის №-------- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ საჩივარი №--------------- და №--------------–---------–--------------- კომისიების მიერ შედგენილი 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

 

აღნიშნული განკარგულებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ გასაჩივრებული საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები შედგენილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიების კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმებისა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №---------), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №---------), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №---------), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

 

2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №--------) და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №--------)) გათვალისწინების შედეგად და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის №-------- განკარგულება (ს.ფ. 17-21).

 

3.1.11. დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის (საქმე №--------) გადაწყვეტილებით ააიპ „სა------–-------------------–------------------–---“ სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №-- საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების №---- შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასა და №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიის №2------ განკარგულების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 04 ნოემბრის №---------- განჩინებით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის (საქმე №--------) გადაწყვეტილება (ს.ფ. 121-132);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 04 ნოემბრის №---------- განჩინება (ს.ფ. 105-119).

 

3.1.12. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის (საქმე №--------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა(ა)იპ სა---------–--------–---------------------------–--–--ს სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიის 30.10.2018წ. №2------ განკარგულების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის (საქმე №--------) გადაწყვეტილება (ს.ფ. 133-142).

 

3.1.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის (საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აა(ი)პ სა---------–--------–---------------------------–--–--ს დამკვირვებლის მ-----– ჯ-----ს სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №-------------–---------–--------------- კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №4------ განკარგულების ბათილად ცნობასა და №-------------–---------–--------------- კომისიისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას №- საბურთალოს საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის - ირ-----------–---–----ვის და №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - მაი--–-------–---–----ვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე №---------) გადაწყვეტილება (ს.ფ. 169-179).

 

3.1.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ნოემბრის (საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ სა---------–--------–---------------------------–--–--ს სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №--------------–---------–--------------- კომისიის 2018 წლის 1 ნოემბრის №------- განკარგულების №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში ბათილად ცნობასა და №--------------–---------–--------------- კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას №-- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის - ნი----–--------------თვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ნოემბრის (საქმე №---------) გადაწყვეტილება (ს.ფ.157-168).

 

3.1.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ნოემბრის (საქმე №---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ სა---------–--------–---------------------------–--–--ს სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა №--------------–---------–--------------- კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის №------- განკარგულების №-- საუბნო საარჩევნო კომისიის ნაწილში ბათილად ცნობასა და №--------------–---------–--------------- კომისიისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე №---------) გადაწყვეტილება (ს.ფ. 143-156).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი -საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის №-------- განკარგულება, 2018 წლის 7 ნოემბრის №-------------–---------–--------------- კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, 2018 წლის 7 ნოემბრის №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

6.2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. ხოლო 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

 

6.3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს №--------------- ს--------------–------- საარჩევნო უბანზე შედგენილ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ხოლო 2018 წლის 29 ოქტომბერს №--------------–-------------------–------- საარჩევნო უბანზე შედგენილ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 07 ნოემბერს №0-------------–--- საარჩევნო ოლქში და №--------------- საარჩევნო ოლქში შედგენილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.

 

ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 07 ნოემბერს (რეგისტაციის თარიღი 2018 წლის 08 ნოემბერი) ადგილობრივი ა(ა)იპ „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ თავმჯდომარემ და----–---------–---–მა და ამავე ორგანიზაციის დამკვირვებელმა გ-----------მ (რეგისტრაციის ნომერი -5---) საჩივარი წარადგინეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვეს №-------------–---------–--------------- კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა. ასევე, 2018 წლის 08 ნოემბერს ადგილობრივი ა(ა)იპ „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ თავმჯდომარემ და----–---------–---–მა და ამავე ორგანიზაციის დამკვირვებელმა მა--------------მ საჩივარი (რეგისტრაციის ნომერი - 5---) წარადგინეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვეს №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად

 

ცნობა. საჩივრებში აღინიშნა, რომ საარჩევნო უბნებში არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი კანონდარღვევებით, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 ნოემბრის №1------- განკარგულებით განუხილველი დარჩა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ თავმჯდომარის და----–---------–---–ისა და ამავე ორგანიზაციის დამკვირვებლების მა--------------ს და გი----------ის 2018 წლის 08 ნოემბრის საჩივრები (ცესკოში რეგისტრაციის №5---, №5---) №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიისა და №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის №-------- განკარგულებით კი არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის“ საჩივარი №--------------- და №--------------–---------–--------------- კომისიების მიერ შედგენილი 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

 

6.4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე №- საბურთალოს და №----------------------–----------------------იების

 

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს ამავე ოლქების საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე (მოსარჩელის განმარტებით, ადგილი ჰქონდა წილისყრის, საკონტროლო ფურცლის შევსების და მარკირების პროცედურების დარღვევას და სხვ.). თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, №-------------–-------------------–------- და №--------------- ს--------------–------- საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ, ასევე, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი არ წარუდგენია.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/ პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგების შეჯამებას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე და ასევე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების (მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები) გათვალისწინებით, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმში.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის №--------- და 2018 წლის 04 ნოემბრის №--------- და №--------- გადაწყვეტილებებით, ასევე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის №-------- და №-------- გადაწყვეტილებებით კანონშესაბამისად იქნა ცნობილი გასაჩივრებული საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს №- საბურთალოს და №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგა სწორედ ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ №- საბურთალოს და №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საარჩევნო ოლქში კენჭისყრის შედეგები შეაჯამეს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების

 

გათვალისწინებით, ხოლო მოსარჩელის მიერ განცხადება/საჩივარი არ იქნა წარდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესის მიხედვით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სასამართლო შეფასებით, სადავოდ ქცეული 2018 წლის 7 ნოემბრის №- საბურთალოს და №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი მოთხოვნებთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს 2018 წლის 7 ნოემბრის №- საბურთალოს და №--------------- საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და შესაბამისად, №--------------- და №--------------–---------–--------------- კომისიების მიერ შედგენილი 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის №-------- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - №-------------–-------------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

ამავე კოდექსის მე-14 (ცესკოს უფლებამოსილება), 21-ე (საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება) და 26-ე (საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება) მუხლების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პირველ (ქვედა) რგოლს წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისია და იგი ექვემდებარება ზემდგომ ორგანოებს - საოლქო საარჩევნო კომისიას და ცესკოს, ასევე, სისტემის მეორე (შუალედურ) რგოლს წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისია და მისი ზემდგომი ორგანოა ცესკო; სისტემის მესამე (უმაღლეს) საფეხურს იკავებს ცესკო.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის (გასაჩივრების ვადა და წესი) ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელმა საარჩევნო პროცესების ჭრილში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაადგინა კონტროლის ორი მექანიზმი - შიდა და სასამართლო კონტროლის მექანიზმები. შიდა კონტროლის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის ზედა რგოლი ამოწმებს ქვედა

 

რგოლის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების კანონიერებას, ხოლო სასამართლო კონტროლი გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას, შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში შეამოწმოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი რგოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების, მათ მიერვე განხოციელებული ქმედებების კანონთან შესაბამისობა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შიდა და სასამართლო კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ფუნქციონირებს გარკვეული წესრიგის მიხედვით, შესაბამისი, ლოგიკურად თანმიმდევრული ეტაპების გავლის გზით; შიდა და სასამართლო კონტროლის შესახებ საკითხის დეტალურ რეგულაციას გვთავაზობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პირველი და მეორე რგოლის (ანუ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების) მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები (დავის საგნიდან გამომდინარე მართებულია, რომ დაკონკრეტდეს - შემაჯამებელი ოქმები) პირველ რიგში უნდა გასაჩივრდეს ზემდგომი საფეხურის ადმინისტრაციულ ორგანოში და მხოლოდ ამის შემდეგ - სასამართლოში; ანუ, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი სასამართლო კონტროლის საგნად მას შემდეგ იქცევა, რაც მისი კანონიერების საკითხს შიდა კონტროლის პირობებში განიხილავს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო - საოლქო საარჩევნო კომისია; ფაქტიურად, კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ერთიანი სისტემა უბნის შემაჯამებელ ოქმთან მიმართებაში წარმოადგენს სამსაფეხურიან სისტემას იმ თვალსაზრისით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არის დავის გადაწყვეტის პირველი და სავალდებულო საფეხური, პირველი ინსტანციის სასამართლო - მეორე საფეხური, ხოლო სააპელაციო სასამართლო - მესამე და ბოლო საფეხური.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ №-------------–-------------------–------- და №--------------- ს--------------–------- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები ზემოაღნიშნული ნორმების დაცვით არ იქნა გასაჩივრებული საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომ (შუალედური რგოლი) ორგანოში - საოლქო საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დარღვეულია კანონმდებლის მიერ იმპერატიულად განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა და წესი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მითითებული ოქმების კანონიერების საკითხზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, ზემოაღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს კონტროლის საგნად ვერ იქცევა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის (თავმჯდომარე - და----–---------–---–ი) სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა(ა)იპ სა---------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–---ის (თავმჯდომარე - და----–---------–---–ი) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-).

 

მოსამართლე ნანა აფციაური