განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330100118002452189
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – გიორგი მუკბანიანის,ადვოკატის - ნ------------–---–---

ბრალდებულის – გ----------–-–---–ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

გი---------–----------------–-–---–ის, დაბადებულის - 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ------–------------------------------–-----------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ გ----------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

გ----------–-–---–მა ქ.თბილისში, ა-----–-------–-----------------ში მდებარე გადამზიდი კომპანია ,,----------–-----–--------------------------“) ოფისში 2018 წლის 12 აპრილს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–--------------გან აიღო ნ----–---ან მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი, რომელშიც მოთავსებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცვლელი ნივთიერება.

2018 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 14:40 საათზე, თბილისში, ა-----–-------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------–------–---- მიერ გ----------–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ხსენებული ამანათი, რომელშიც მოთავსებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, 2018 წლის 04 აპრილს ნ----–---ან გამოგზავნილ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გავლით საქართელოში ჩამოსულ ამანათში, რომელიც 2018 წლის 12 აპრილს მიიღო გ----------–-–---–მა, მოთავსებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1523,8938 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

ბრალდებულმა გ----------–-–---–მა წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალა, ქიმიური ექსპერტიზის N------------------------------------------------------------------- დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას, მაგრამ არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ არის უდანაშაულო და ითხოვა გამართლება, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან ბრალდებულის პოზიცია არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ გ----------–-–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა გ----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

გ----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ გ----------–-–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

<

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ----------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით

2. გ----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან.

3. გ----------–-–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

4. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5. ნივთმტკიცება:

- პასპორტი, პირადობის მოწმობა, პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი და მასში არსებული სიმბარათები, ქანდაკებები და ქანდაკების ნაწილები, ერთი ცალი კომპიუტერი, ერთი ცალი ნოუთბუქი, ერთი ცალი მეხსიერების ბარათ და ერთი ცალი სიმბარათი, რომლებიც ინახება ქ.თბილისის ც--------–---------------–----------–-–-------------------–ი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ნარკოტიკული საშუალება და მისი ნიმუშები, მუყაოს ყუთი, ამანათის პაკეტი, ერთი ცალი ხის ჩიბუხი, მუყაოს ქაღალდში მოთავსებული მცენარის თესლები, რკინის ცილინდრის ფორმის ნივთი, დისკო, გამოსახულების ნიმუში, ხმის ნიმუში, ხელის ანაწმენდის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------–ი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის ამსახველი კომპიუტერული დისკი, ,,ფარული ვიდეო აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ ამსახველი კომპიუტერული დისკი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია კომპიუტერულ დისკზე, პირადი ჩხრეკის ამსახველი ფოტოილუსტრაცია კომპიუტერულ დისკზე, ხელწერის და ხელნაწერის ნიმუშები, შპს ,,ჯ--------------------- სათაო ოფისიდან ამოღებული ხელმოწერილი გზავნილის მიღების ბარათი და მის მიერ თაბახის ფურცელზე ხელით დაწერილი გზავნილის კოდი დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი