განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს---------------
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1----------------------–--–- თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ-----------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - მ---------–----ე, თ----------------–---–ი
ბრალდებული - გ------–--------–---–ი (პ--------------), დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, დ------–--–---------–--------------ში
კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2014 წლის 27 დ--------ს, დაახლოებით 20:1- საათზე, გ------–--------–---–ი მართავდა ,,S------ს‘‘ მარკის ავტომობილს და მოძრაობდა თბილისში, კ----------------–--–-------------------- ხიდების მხრიდან ლ--–--ს ბაზრობის მიმართულებით. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე, დიდი ლ--–--ს გადასახვევის მიმდებარედ მსვლელობისას, გ------–--------–---–მა მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულების დროს ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რა დროსაც მას შეეჯახა საპირისპირო სავალ გზაზე მოძრავი, კ--------------ის ქვეშ მყოფი ავტომობილი ,,B--‘‘. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ,,B---ს‘‘ მგზავრმა ე------------–--–--ლმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც
ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
ბრალდებულმა გ------–--------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2014 წლის 27 დ--------ს, საღამოს საათებში, კ----------------–--–-------------------- ხიდებთან, სადაც არის მისი სოფლის გადასახვევი და სადაც მრავალი წელია მოძრაობს, ჩართო მოხვევის მანიშნებელი და შეხვევისთანავე გაჩერდა, ისე, რომ არ გადაუკვეთავს ღერძულა ხაზი, გაატარა ერთი მანქანა და ამ დროს, წამებში, დიდი სისწრაფით მოძრავი ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანა დაეჯახა, მარცხენა მხრიდან მარჯვენა მხარეს. დაახლოებით 20 მეტრი ,,სოკარის‘‘ ბენზინგასამართ სადგურამდე ათრია და დაატრიალა. სარკისთვის ჰქონდა თავი დარტყმული. უკან სასწრაფო დახმარების მანქანა მიდიოდა და ყველაფერი დაინახა. ვიღაც მიეხმარა კარის გაღებაში, გადმოვიდა მანქანიდან და ჩამოჯდა სასწრაფოს კართან. ამ დროს მის წინ იდგა ,,B---ს‘‘ მანქანა. საკაცეზე იწვა ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო თვითონ მისმა ძმისშვილმა და მეზობელმა პოლიციის თანამშრომელმა ლ------------–---–-- წაიყვანეს საავადმყოფოში, რომლებიც მაშინვე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. საავადმყოფოდან გაწერეს 29 დ--------ს. გამოსვლის შემდეგ შეამოწმა ადგილი, სადაც სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, გზას ჯერ კიდევ ეტყობოდა კვალი, რომ ,,B---ს‘‘ ჰყავდა გათრეული დარტყმის შედეგად. გამომძიებელმა შეცდომაში შეიყვანა ჩვენების მიცემისას, დააწერინა, თითქოს, მან გადაკვეთა ღერძულა ხაზი, რაც ტყუილია. საბოლოოდ დამნაშავე თვითონ გამოიყვანეს. ამ დროს მეორე ავტომანქანის საჭესთან ქალი იჯდა, კაცი არ მჯდარა. შემთხვევის შემდეგ ეკონტაქტებოდა ავტომანქანა ,,B---ს‘‘ პატრონი და სთხოვდა ფულს ცოლის საოპერაციოდ. მინდობილობის თანხა - 110 ლარი მან გადაუხადა. საბოლოოდ 1200 ლარი მოითხოვა და ვერ შეთანხმდნენ.
მოწმე კ--------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2014 წლის 27 დ--------ს, დაახლოებით 19:30 საათზე, მეუღლე, ორ თანამშრომელთან ერთად, მოჰყავდა სამსახურიდან, დაახლოებით 70 კმ/სთ-დან 90 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობდა, ლ--–--ს დასახლებიდან ვ---------–-- მიმართულებით. კ------- გზატკეცილზე, როდესაც გადმოვიდა გზაჯვარედინიდან და დადგა ძირითად გზაზე, გარე განათება არ იყო და შუქნიშანი არ მუშაობდა, დაახლოებით 400 მეტრი გაიარა, რა დროსაც მის სავალ გზაზე საწინააღმდეგო მხრიდან გზა გადმოკვეთა გ------–--------–---–ის ავტომანქანამ, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება. როდესაც მანქანა შენიშნა, დაახლოებით 30 მეტრში, სცადა შეჩერება, მუხრუჭიც იხმარა, მაგრამ ვერ ააცილა, რადგან მთლიანად გადავიდა მის სავალ ნაწილზე, არადა - თვითონ იყო პრიორიტეტულ მდგომარეობაში და მისთვის უნდა დაეთმო გზა. შეჯახება მოხდა წინა მარჯვენა კუთხეზე, წინა მარჯვენა თვალზე, გ------–--------–---–ის წინა მარჯვენა თვალით. მანქანა ისე დატრიალდა, რომ საპირისპირო - ლ--–--ს მიმართულებით ჰქონდა წინა მხარე. გადმოიყვანა მეუღლის თანამშრომელი და მეუღლე, რომელიც დააწვინა ასფალტზე. ვინაიდან შეჯახება წინა მარჯვენა მხარეს მოხდა და მეუღლეც მის გვერდით წინა სავარძელზე იჯდა, დაზიანებებიც მან მიიღო, მარჯვენა ხელის და ფეხის მოტეხილობები, და თვეების განმავლობაში იწვა საავადმყოფოში.
დაზარალებულ ე------------–--–--ლის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს მეუღლემ მიაკითხა სამსახურში და წამოიყვანა თანამშრომლებთან ერთად. კ------- გზატკეცილზე შუქნიშანი გათიშული იყო, რადგან გარე განათება არ იყო. დაინახა, როგორ გადაუჭრა გზა საპირისპირო მხრიდან მუქი ფერის ჯიპის ტიპის ავტომანქანამ და ამ დროს მან იგრძნო ძლიერი დარტყმა, რის შედეგადაც მიიღო მოტეხილობა ხელზე და ფეხზე. დაინახა, მეუღლე როგორ გადავიდა მანქანიდან და პირველად დახმარება უკან მჯდომ ნ------------–--ეს გაუწია, შემდეგ კარი გააღო და გადმოიყვანა თვითონ, დააწვინა ასფალტზე. სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში. დაზიანება მიიღო მისმა თანამშრომელმა თამრიკომაც. ბრალდებულის მხრიდან არანაირი მოკითხვა და ზიანის ანაზღაურება არ ყოფილა.
მოწმე თ-------------ძის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, სამსახურიდან წამოიყვანა თანამშრომლის - ე------------–--–--ლის მეუღლემ, ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანით. საჭესთან კახა იჯდა, ე------ს მეუღლე, გვერდით - ე------, თვითონ და ნ----- კი უკან ისხდნენ. ის იჯდა ცოტა შუაში, მარჯვენა მხარეს. ა-------------ს გზაზე, ხელმარცხნივ შესახვევთან, გაიგო ძლიერი ხმა და გვერდითა მხრიდან იგრძნო შეჯახება, თუმცა პირადად არ დაუნახავს, რადგან ნ-----ს ესაუბრებოდა. შედეგად ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა საავადმყოფოში, სიარული არ შეეძლო, ხელიც მოტეხილი ჰქონდა, ასევე, მიიღო ტვინის შერყევა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან სამი წელი გავიდა, დღემდე მკურნალობს. არავინ მისულა მის მოსაკითხად, მხოლოდ კახა ურეკავდა შეწუხებული.
მოწმე ნ------------–--ის ჩვენების თანახმად, დაახლოებით 19:30 საათზე, სამსახურიდან წამოიყვანა თანამშრომლის - ე----- მეუღლემ ის და თ-------------აძე. მარცხენა მხარეს მძღოლის უკან იჯდა, გვერდით კი თ-----ა ეჯდა, ე---- და მისი მეუღლე წინ ისხდნენ. ტრასაზე გამოსვლის შემდეგ იგრძნო შეჯახება გვერდიდან. ამ დროს მიიღო დაზიანებები, დაზიანდა თ-------------აძეც, ხელი ჰქონდა მოტეხილი. ე----- მდგომარეობა მძიმე იყო, ადგილზე გონებას კარგავდა და კონტაქტზე არ გამოდიოდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითონ, რადგან შოკში იყო იმ მომენტში და ტკივილი არ უგრძვნია, არ გაჰყვა სასწრაფოს.
საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ, ასევე, დაცვის მოწმეები - ვ-----------–--ლი, ბ------------–-–--ლი და ი-----–-------–--ლი, რომლებიც, მათი განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან შორიახლოს იმყოფებოდნენ.
მოწმე ვ-----------–--ლის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2014 წლის 27 დ--------ს, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა გაჩერებაზე, ლ--–--ს ასახვევთან, კ------- გზატკეცილზე, რა დროსაც შეესწრო მანქანების შეჯახებას. მუხრუჭის ხმა არ გაუგია. კ------- გზატკეცილზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ერთი მანქანა ძლიერად დაეჯახა თბილისის მხრიდან მომავალ გაჩერებულ მანქანას, რომელიც ადგილზე დატრიალდა და ცხვირი ისევ უკან მოექცა. მანქანებს შორის დაშორება დაახლოებით 20-30 მეტრი იქნებოდა. მაშინვე მივიდნენ ადგილზე და ნახა, რომ ჯიპის ტიპის ავტომანქანა ბიძამისის - გ------–--------–---–ის იყო. მეორე მანქანაც იქვე იყო. ბიძამისი გადმოვიდა მანქანიდან. მეორე მანქანასთან იყო ხალხი, ქალბატონი საჭესთან დაბლა ეწვინათ, სასწრაფოც იყო, პატრულის თანამშრომლებიც. შეჯახებამდე სხვა მანქანამ გაიარა, რის გამოც ფიქრობს, რომ ჯიპს არ ექნებოდა ღერძულა ხაზი გადაკვეთილი და მეორე მანქანა - ,,B--‘‘ დაეჯახა ა-----–---–ის ავტომანქანას.
მოწმე ბ------------–-–--ლის ჩვენების მიხედვით, 2014 წლის 27 დ--------ს, დაახლოებით 8 საათზე, დიდი ლ--–--ს ასახვევთან, გაჩერებაზე, ელოდებოდა ტრანსპორტს, ვ-----------–--ლთან და ი-----–-------–--ლთან ერთად, რა დროსაც გამოჩენილმა ჯიპის ტიპის ავტომობილმა მიიქცია მათი ყურადღება. მანქანა გაჩერდა ღერძულა ხაზთან, გაატარა თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რის შემდეგაც ჯიპს მარჯვენა მხარეს დაეჯახა დაახლოებით 100-120 კმ/სთ სიჩქარით მომავალი ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანა. მუხრუჭის ხმა არ გაუგია, ყურადღება მიიქცია შეჯახების ხმამ და დაინახა, რომ დაახლოებით 20-25 მეტრის მანძილზე საათის საწინააღმდეგო მიმართულებით დაატრიალა ჯიპი, რომლის მძღოლი ვ-----------–--ლის ბიძა გ------–--------–---–ი აღმოჩნდა. ის გადმოვიდა მანქანიდან, შეამოწმა და გადაკეტა გაზის აპარატი. ამასობაში სასწრაფო დახმარებაც მივიდა. ,,B---დან‘‘ გადმოიყვანეს ქალბატონი, რომელიც, როგორც ახსოვს, საკაცეზე დააწვინეს. საავადმყოფოში წაიყვანეს გ------–--------–---–იც. მანქანა ძლიერად იყო დაჯახებული, ირგვლივ ნაწილები ეყარა, საბურავიც მომძვრალი, გატეხილი იყო, მანქანას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. გზაზე მანქანის თრევის კვალი აღინიშნებოდა, იყო ნაკაწრების კვალი და დაღვრილი იყო ზეთი.
მოწმე ი-----–-------–--ლმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ, ბ------------–-–--ლთან და ვ-----------–--ლთან ერთად, გაჩერებაზე მდგომმა დაინახა, რომ დაახლოებით 100-110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ,,B-- 525‘‘ მარკის მანქანა, რომელიც სხვა ზოლში არ გადასულა, პირდაპირ დაეჯახა ჯიპის ტიპის მანქანას, რა დროსაც მუხრუჭის ხმა არ გაუგია. ჯიპი გაჩერებული იყო, თეთრი ფერის მიკროავტობუსი გაატარა, რის შემდეგაც დაეჯახა მას მანქანა. მისი შეფასებით, ჯიპი ღერძულა ხაზს ვერ გადმოსცდებოდა, რადგან ასე რომ მომხდარიყო, ვერც პირველი მანქანა ასცდებოდა. ჯიპის მძღოლი თანასოფლელი და მეგობრის ბიძა გ------–--------–---–ი აღმოჩნდა, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან და გაზი გადაკეტა. მისი მანქანა დაახლოებით 20-25 მეტრით იქით იყო გასრიალებული. ,,B---ში‘‘ სამი ქალი და ერთი კაცი იჯდა. სასწრაფოთი წაიყვანეს დაზარალებულები, ხოლო გ------–--------–---–ი წაიყვანა ლ------------–---–-- თავისი მანქანით. გ------–--------–---–ის მანქანას წინა საბურავი ჰქონდა გახეთქილი და ნაწილებიც მოშლილი ჰქონდა. შემთხვევის ადგილას იქვე იყო ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანა.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა სახის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები იქნა ჩატარებული. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევი იყო გ------–--------–---–ი, რომელიც მის მიერ ორჯერ დაიკითხა, რა დროსაც არ დაუფიქსირებია, რომ საჭესთან ქალი იჯდა. ჩვენების მიცემისას, ასევე, არ ჰქონია ადგილი ქაღალდის დახევის ფაქტს. ოქმში დაფიქსირებულია მის მიერ მიცემული ჩვენება, რაზეც მოაწერა ხელი.
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ცნობის თანახმად, 2014 წლის 27 დ--------ს, 20:1- საათზე, თბილისში, კ------- გზატკეცილზე, #------–.ბოძთან, ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანები: ,,სუძუკი‘‘, სახ.#M------, რომელსაც მართავდა გ------–--------–---–ი, და ,,ბმვ‘‘, სახ#K-----, რომელსაც მართავდა კ--------------ე. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ,,ბმვ-ს‘‘ მგზავრებმა - ე------------–--–--ლმა და თ-------------ძემ, რომლებიც გადაიყვანეს გადაუდებელი ქირურგიის ტრავმატოლოგიის ცენტრში.
2014 წლის 27 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს კ------- გზატკეცილზე, #------–.განათების ბოძის მიმდებარედ, სადაც ავტომანქანების სავალი გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის ა-------------ს ხიდების მხრიდან ლ--–--ს ბაზრობის მიმართულებით და საპირისპიროდ. გზას შუაზე ყოფს გზისგამყოფი ბეტონის ბორდიური, რომელიც წყდება და გზას შუაზე ყოფს ორმხრივი გამყოფი ზოლი. ამ ზოლთან არის წყვეტილი ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზები ა-------------ს ხიდების მხრიდან ლ--–--ს ბაზრობის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანების სავალ გზაზე, ხოლო გზისგამყოფი ბეტონის ბორდიურის გამწვანებაში არის განთავსებული #------–.განათების ბოძი და საგზაო ნიშანი - შესვლა აკრძალულია, მოძრაობა პირდაპირ და მარცხნივ, ასევე, საგზაო ნიშანი - დაბრკოლების ავლა. ხიდების მხრიდან ლ--–--ს ბაზრობის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანების სავალი გზა დაყოფილია ორ სამოძრაო ზოლად. შემთხვევის ადგილზე, #------–.განათების ბოძიდან 70 მეტრში, ლ--–--ს ბაზრობის მიმართულებით გაჩერებულია ავტომანქანა ,,სუძუკი‘‘, სახ.#M------, რომელსაც წინა ნაწილი მიმართული აქვს ა-------------ს ხიდების მხრიდან ლ--–--ს ბაზრობის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანების სავალი გზისკენ და აღნიშნული ავტომანქანა წინა ნაწილით დგას გზის გამყოფ ზოლზე, ხოლო უკანა ნაწილით დგას ლ--–--ს ბაზრობის მხრიდან ა-------------ს ხიდების მიმართულებით მოძრავი ავტომანქანების სავალ გზაზე. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარცხენა კუთხიდან ლ--–--ს ბაზრობის მიმართულებით 18 მეტრში დგას ავტომანქანა ,,ბმვ‘‘, სახ.#K-----, რომელსაც წინა ნაწილი მიმართული აქვს ლ--–--ს ბაზრობის მხარეს. შემთხვევის ადგილზე მიმოფანტულია შუშისა და პლასტმასის ჩამონაყარი, ასევე, არის სითხის ჩამონაღვარი. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ იქნა ფოტოსურათები. ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და ნახაზის შედგენის ირგვლივ სასამართლოს ჩვენებები მისცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა - ლ-------------–იამ და ი-–--------------ძემ. ლ-------------–იას ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს კ------- გზაზე, დიდი ლ--–--ს გადასახვევთან, ორივე ავტომანქანა იდგა კახეთიდან თბილისის მიმართულებით მომავალ საავტომობილო გზაზე, იყო ჩამონაყარი ღერძულა ხაზიდან დაახლოებით 8,80 მეტრის დაშორებით, ადგილზე არ ყოფილა მუხრუჭის კვალი. ,,S------სა‘‘ და ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად დაზარალებული ქალბატონი გადაყვანილი იყო საავადმყოფოში, ამასთან, ადგილზე არ დახვდათ ,,S------ს‘‘ მძღოლი, რადგან ისიც შეუძლოდ იყო. ადგილზე იყო ,,B---ს‘‘ მძღოლი, რომელიც შეამოწმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე და გაუშვა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. გაირკვა, რომ სადაც გ------–--------–---–ი მოძრაობდა ,,S------ს‘‘ მარკის ავტომანქანით, შეჯახება იქ არ მომხდარა, შეჯახება მოხდა მოხვევის ადგილას, სავალ ნაწილზე. ქალაქის მხრიდან კ------- მიმართულებით მოძრაობისას ლ--–--ს გადასახვევთან არის გზის გამყოფი ბორდიური და ნიშანი - ხელმარცხნივ, რაც ნიშნავს, რომ უნდა გადავუხვიოთ დიდი ლ--–--ს მიმართულებით, ამავდროულად, არის უწყვეტი ღერძულა ხაზი, რომელსაც გვერდზე გასდევს წყვეტილი ხაზი. აღნიშნული იძლევა საშუალებას, რომ მოძრაობა გაგრძელდეს დიდი ლ--–--ს მიმართულებით, მაგრამ ეს მანევრი უნდა შესრულდეს მძღოლის მხრიდან უსაფრთხოდ, ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოძრაობს მარცხნივ და მარჯვნივ, გზა დაუთმოს და ამის შემდგომ გააგრძელოს მოძრაობა. როდესაც მძღოლი აპირებს მოხვევას სხვა მიმართულებით, უნდა ჩართოს მაჩვენებელი, ვალდებულია, გაატაროს სხვა სატრანსპორტო საშუალებები და როდესაც დარწმუნდება, რომ საფრთხეს არ უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებას, დაიწყოს მოძრაობა უსაფრთხო მანევრით. როგორც ლ-------------–იამ, ასევე, ი-–--------------ძემ სასამართლოს განუმარტეს, რომ ადგილზე ავტოავარიის თვითმხილველი პირები არ ყოფილან, თორემ მათ შესახებ ინფორმაციას აუცილებლად ჩაინიშნავდნენ.
201- წლის 5 მარტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის #2---- დასკვნით (ექსპერტი ლ--------------შვილი) დადგენილია, რომ
· მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ------–--------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-9 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო;
· ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი კ--------------ე, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
201- წლის 18 მაისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (ექსპერტი კ--------------–----------–--ლი) დადგენილია, რომ:
· მოცემულ პირობებში, ავტომობილ ,,ბმვ-ს‘‘, სახ.K------, მძღოლ კ--------------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;
· კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ ,,სუძუკის‘‘, M------, მძღოლ გ------–--------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-9 პუნქტების მოთხოვნათა უგულებელყოფამ.
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული, 201- წლის 25 ნოემბრის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის (ექსპერტი დ------------–ი) თანახმად:
· საქმის მასალებში არსებული მონაცემების, ავტომობილების საბოლოო განლაგებისა და მათი მასების გათვალისწინებით, ავტომობილი ,,ბმვ 5----‘‘ შეჯახების წინ მოძრაობდა დაახლოებით 103 კმ/სთ სიჩქარით;
· თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც ამას შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეები აღწერენ თავიანთ გამოკითხვის ოქმებში, კერძოდ, თუ ავტომობილი ,,სუძუკი X---‘‘ საპირისპირო სამოძრაო ზოლში მასზე ავტომობილ ,,ბმვ 5-----ის‘‘ დაჯახებამდე იდგა 4-5 წმ-ის განმავლობაში, მაშინ ავტომობილ ,,ბმვ 5-----ის‘‘ მძღოლ კ--------------ეს შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, მისი მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა;
· ავტომობილ ,,სუძუკი X----ის‘‘ მძღოლ გ------–--------–---–ს უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა;
· ავტომობილ ,,ბმვ 5-----ის‘‘ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი, თუ ის იმოძრავებდა ნებადართული 80 კმ/სთ სიჩქარით, შეადგენს დაახლოებით 72 მეტრს. ავტომობილ ,,ბმვ 5-----ის‘‘ სრული გაჩერებისათვის საჭირო დრო შეადგენს დაახლოებით 5 წმ-ს.
ანალოგიური შინაარსისაა, კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველზე, განსხვავებულ აზრზე დარჩენილი, ამავე ექსპერტის მიერ 2017 წლის 14 მარტს გაცემული სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც:
· თუ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც ეს ავტომობილ ,,სუძუკი X----ის‘‘ მძღოლ გ------–--------–---–ის ადვოკატის მოყვანილ მოწმეთა ჩვენებებში არის აღწერილი, მაშინ ავტომობილ ,,ბმვ-ს‘‘ მძღოლ კ--------------ის მოქმედება კონკრეტულ შემთხვევაში არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა;
· ავტომობილ ,,სუძუკი X----ის‘‘ მძღოლ გ------–--------–---–ს მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
რაც შეეხება ექსპერტების - ლ--------------შვილისა და კ--------------–----------–--ლის მიერ გაცემულ 2017 წლის 13 მარტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, დადგენილია შემდეგი:
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ განვითარდებოდა ისე, როგორც ამას ავტომობილ ,,სუძუკი‘‘ M-------ის მძღოლი გ------–--------–---–ი განმარტავს და შესაძლებელია განვითარებულიყო ისე, როგორც ამას ავტომობილ ,,ბმვ‘‘ K-------ის მძღოლი კ--------------ე განმარტავს;
· ავტომობილ ,,ბმვ-ს‘‘ მძღოლ კ--------------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. კონკრეტული შემთხვევა განაპირობა ავტომობილ ,,სუძუკის‘‘ მძღოლ გ------–--------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-9 პუნქტების მოთხოვნათა უგულებელყოფამ.
საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--------------შვილმა დაადასტურა, როგორც მის მიერ ერთპიროვნულად ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის #2---- დასკვნის, ასევე, კ--------------–----------–--ლთან ერთად ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ კვლევის შედეგად მიიღეს დ------------–ისგან განსხვავებული დასკვნა. დვალის დასკვნა აგებულია ,,S------ს‘‘ მძღოლის ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, ის 4-5 წამის განმავლობაში იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილზე არსებული ჩამონაყარი და ავტომობილების საბოლოო განლაგება, ,,B--‘‘ გადაადგილებული იყო უკან თავისი მოძრაობის მიმართულებით, ხოლო ,,S-----‘‘ შეჯახების შედეგად გადაადგილებული იყო თავისი მოძრაობის მიმართულებით, მიუთითებს, რომ ,,S-----‘‘ არ იყო გაჩერებულ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამონაყარიც სხვანაირი იქნებოდა. 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი თუ შეეჯახებოდა გაჩერებულ ობიექტს, აუცილებლად ორივე ობიექტი გადაადგილდებოდა იმ ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც გააჩნია რაღაც სიჩქარე და კინეტიკური ენერგია. როდესაც ,,B---მ‘‘ გარკვეული ენერგია მიანიჭა ,,S------ს‘‘, გადაადგილდა თავისი მოძრაობის მიმართულებით, შემოტრიალდა საათის ისრის საწინააღმდეგოდ და გაჩერდა სავალ გზაზე. გ------–--------–---–ი რომ გაჩერებული ყოფილიყო, მისი მანქანა გადაადგილდებოდა ,,B---ს‘‘ მიმართულებით და ,,B---ც‘‘ გადაადგილდებოდა თავისი მოძრაობის მიმართულებით. რაც შეეხება მუხრუჭის კვალს, თანამედროვე მანქანებს აქვს ე.წ. ABS, რაც შესაძლებლობას ქმნის, რიგ შემთხვევებში მუხრუჭის კვალი არც დარჩეს ზედაპირზე.
ექსპერტმა კ--------------–----------–--ლმა მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე, დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზების დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ, ლ--------------შვილთან ერთად, მივიდა დასკვნამდე, რომ გამორიცხულია, ,,S-----‘‘ ყოფილიყო გაჩერებულ მდგომარეობაში, ორივე მანქანა მობრუნებულიყო 1800-ით, ვერავითარი ძალა მანქანას ვერ მოატრიალებდა, თუ ძალა კინეტიკურ ენერგიას არ მიაყენებდა მარცხნიდან მარჯვნივ. ამ დროს სრულიად სხვაგვარი იქნებოდა ჩამონაყარის მოცულობა და გაშლაც. ამასთან, ,,B---ს‘‘ 80 კმ/სთ სიჩქარითაც რომ არ ემოძრავა და ემოძრავა 60 კმ/სთ სიჩქარით, ავტომობილების ურთიერთკონტაქტს მაინც ექნებოდა ადგილი, რადგან ,,B---ს‘‘ მეტი მანძილი დასჭირდებოდა გაჩერებისთვის. რაც შეეხება ექსპერტ დ------------–ს, მას ჰქონდა განსხვავებული აზრი და დაწერა ცალკე დასკვნა.
ექსპერტმა დ------------–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მე----დური ლიტერატურის გამოყენებით გამოიანგარიშა სიჩქარე, რითაც ,,B--‘‘ მოძრაობდა და მიიღო, რომ აღნიშნული ავტომანქანა სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა 103 კმ/სთ სიჩქარით. შეისწავლა მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, გ------–--------–---–ის ჩვენება. ვინაიდან გ------–--------–---–მა გადაკვეთა სავალი ნაწილების გამყოფი უწყვეტი ხაზი და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, გაჩერდა 4-5 წამით, გამოანგარიშებულ იქნა, 103 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა რა მანძილით იქნებოდა დაცილებული შეჯახების ადგილიდან და მიიღო, რომ ის დაცილებული იქნებოდა 114 მეტრით. რაც შეეხება იმას, თუ რა მანძილი დასჭირდებოდა გასაჩერებლად 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ მანქანას, მიიღო 72 მეტრი. შეადარა 5 წამი, 72 და 114 მეტრი და გამოვიდა, რომ ,,B---ს‘‘ მძღოლს ასეთ შემთხვევაში შეეძლო, თავიდან აეცილებინა სატრანსპორტო შემთხვევა. ამასთან, მოწმემ დაადასტურა, რომ მოძრაობისას საფრთხე შექმნა გ------–--------–---–მა, რომელმაც გადაკვეთა ღერძულა ხაზი და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში. რაც შეეხება იმ გარემოებას, მისი მანქანა იყო თუ არა მოძრაობაში, ვერ მიუთითა, რადგან დადგენა შეუძლებელი იყო. მძღოლ გ------–--------–---–ის ბრალეულობა იკვეთება იმდენად, რამდენადაც, იმ ადგილას, სადაც მან გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, არ უნდა გადაეკვეთა. თუკი იგი 4-5 წამის განმავლობაში იდგა, მაშინ ,,B--‘‘ შეჯახების ადგილიდან დაცილებული ყოფილა 114-144 მეტრით და ის მძღოლი შეძლებდა გაჩერებას და თავიდან იქნებოდა აცილებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ამასთან, თუ გ------–--------–---–ი არ გადავიდოდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, შეჯახებას ადგილი არ ექნებოდა.
201- წლის 1- იანვრის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის #8-/სტ დასკვნით დადგენილია, რომ
· წარდგენილ ავტომობილებზე წარმოქმნილი დაზიანებები დამახასიათებელია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის;
· ავტომობილ ,,ბმვ-ს‘‘, სახ.#K------, საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია;
· ავტომობილ ,,სუზუკის‘‘, სახ.#M------, სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს;
· ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე (შეჯახების კუთხე) შეადგენდა დაახლოებით 60 გრადუსს;
· ავტომობილი ,,სუზუკი‘‘, სახ.#M------, შეჯახების მომენტში იმყოფებოდა მოძრაობაში.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შოთა აფრიდონიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დათვალიერებულ იქნა ,,B---სა‘‘ და ,,S------ს‘‘ მარკის ავტომანქანები. ,,B---ს‘‘ დაზიანებები ჰქონდა წინა მხარეს, წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, წინა ნაწილში თითქმის ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა. ,,S------ს‘‘ დაზიანებები იყო წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ. მასაც დაზიანებული ჰქონდა წინა ნაწილში გარე შემადგენელი, თითქმის, ყველა ნაწილი და მარჯვენა საკიდარი, რის შედეგად საჭით მართვის მექანიზმი მწყობრიდან იყო გამოსული. შემთხვევამდე ორივე ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში იყო. შეჯახების კუთხით დაადგინა, რომ ,,S-----‘‘ იყო მოძრაობაში. ასევე, განმარტა, რომ ტრასოლოგიური კვლევის ამოსავალი არის დაზიანების განვითარების მექანიზმი და მიმართულება. დაზიანებები ამგვარად ვერ განვითარდებოდა, თუკი ,,S-----‘‘ მოძრაობაში არ იქნებოდა და თუ ის გაჩერებული იყო, ,,B---ს‘‘ არ ექნებოდა ასეთი დაზიანებები.
201- წლის 6 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მოქ. თ-------------ძეს 2014 წლის 27 დ--------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: პირველი დონის ტრავმატოლოგიური დახმარება. მარჯვნივ შუბლის არეში კანქვეშა ჰემატომა. დაზიანება მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
201- წლის 2 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ე------------–--–--ლი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოუთავსებიათ კლინიკაში 2014 წლის 27 დ--------ს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ექსკორიაციები ცხვირზე, სისხლნაჟღენთები ორბიტის არეში, მარჯვენა სხივის ძვლის იზოლირებული მოტეხილობა, მარცხენა ქუსლის ძვლის ღია დამსხვრეული მოტეხილობა, მარჯვენა მტევნის პირველი თითის მოტეხილობა, ჰემართროზი, თვალისა და თვალბუდის ტრავმა-რქოვანას შეშუპება. დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, აღენიშნება სისხლმდენი ჭრილობა მარჯვენა კოჭის არეში. აღნიშნული ჭრილობის მიმყენებელი საგნის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული მისი მორფოლოგიური სურათი. ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები, ერთად აღებული, ეკუთვნიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ექსპერტმა ე-–----------ავამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ კვლევა ჩაატარა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე. დაზიანების ხარისხის განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდი დასჭირდებოდა მოცემული დაზიანების/ჭრილობის შეხორცებას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამის განსასაზღვრად რაიმე ნორმატიული აქტი, არსებობს სახელმძღვანელო, რასაც იყენებენ კვლევისას, ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სახელმძღვანელო ძველი იქნებოდა თუ ახალი, მოტეხილობა ე------------–--–--ლის სხეულზე არ შეიცვლებოდა, რადგან მისი ჯანმრთელობის აღდგენას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდებოდა, რაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშანია.
201- წლის 5 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის #1---- დასკვნით დადგენილია, რომ
· ,,ბმვ 5-----ზე‘‘, სახ.#K------, დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 9600 ლარს;
· ,,სუზუკი ,,X----ზე‘‘, სახ.#M------, დაზიანებებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 8000 ლარს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა დაცვის მხარის ინიციატივით მოწვეულმა ექსპერტმა მ-----------–--–-ილმა, რომელმაც განმარტა, რომ ავტომანქანების დაზიანებების საორიენტაციო ფასი დაადგინა საბაზრო ღირებულებით, რაც განისაზღვრება ანალოგიური მანქანების ღირებულებით როგორც ბაზრობებზე, ისე - ინტერნეტსაიტებზე მითითებული ფასებით.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე - საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმით დადგენილი წესები მძღოლ გ------–--------–---–ს ავალდებულებდა, მიეღო ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ზემოთ მითითებული კანონის მე-9 პუნქტი მძღოლს, ასევე, ავალდებულებს, მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მოხვევისას, გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორებმა - ლ-------------–იამ და ი-–--------------ძემ დეტალურად აღწერეს შემთხვევის ადგილი. ლ-------------–იამ მიუთითა, რომ ქალაქის მხრიდან კ------- მიმართულებით მოძრაობისას, ლ--–--ს გადასახვევთან, არის გზის გამყოფი ბორდიური და საგზაო ნიშანი - ხელმარცხნივ, რაც ნიშნავს, რომ მძღოლმა უნდა გადაუხვიოს დიდი ლ--–--ს მიმართულებით, ამავდროულად, უწყვეტი ღერძულა ხაზია, რომელსაც გვერდზე გასდევს წყვეტილი ხაზი. აღნიშნული იძლევა საშუალებას, რომ მოძრაობა გაგრძელდეს დიდი ლ--–--ს მიმართულებით, თუმცა იმ პირობით, რომ მძღოლმა უსაფრთხოდ შეასრულოს მანევრი, ჩართოს მაჩვენებელი, გზა დაუთმოს მარცხნივ და მარჯვნივ მოძრავ ყველა სატრანსპორტო საშუალებას.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ჩატარებული კომისიური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------–--------–---–ის მიერ დარღვეულია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომლის დაცვის პირობებში კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. გ------–--------–---–ის მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნის დარღვევის ფაქტი სასამართლოში დაადასტურა, ასევე, დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმაც, მოწმე დ------------–მა, რომელმაც განმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გ------–--------–---–ი არ გადავიდოდა ღერძულა ხაზიდან საპირისპირო მოძრაობის ზოლში, ,,B---სთან‘‘ მის შეჯახებას ადგილი არ ექნებოდა.
სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (ექსპერტები: კ--------------–----------–--ლი და ლ--------------შვილი), ასევე, დადგენილია, რომ, გარდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა, გ------–--------–---–ის მიერ არ იქნა დაცული ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებიც. განსხვავება დასკვნებს შორის მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ კომისიურმა ექსპერტიზამ გამორიცხა ავტომანქანა ,,S------ს‘‘ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის შესაძლებლობა, ასევე, გამორიცხა ავტომანქანა ,,B---ს‘‘ მძღოლ კ--------------ის სიჩქარის მნიშვნელობა გ------–--------–---–ის მიერ საპირისპირო ზოლში გადასვლით შექმნილი სიტუაციის დროს. ექსპერტმა კ--------------–----------–--ლმა განმარტა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა სიჩქარით მოძრაობდა შექმნილ სიტუაციაში ,,B---ს‘‘ მძღოლი, რამდენადაც გ------–--------–---–ის მიერ ზემოხსენებული მანევრით, რაც უსაფრთხო არ იყო, ავტომობილების ურთიერთკონტაქტს მაინც ექნებოდა ადგილი. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ------–--------–---–ი არ იყო გაჩერებული მარცხნივ მოხვევის დროს, რისი ვალდებულებაც ჰქონდა მას, რათა გზა დაეთმო მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ,,B---ს‘‘ მძღოლს თავიდან აეცილებინა განვითარებული შეჯახება გ------–--------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ,,S------ს‘‘ მარკის ავტომანქანასთან. ექსპერტმა ლ--------------შვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ გ------–--------–---–ი გაჩერებული იქნებოდა, ის შეტრიალდებოდა არა 1800-ით, არამედ - გადაადგილდებოდა თავისი მოძრაობის მიმართულებით.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულ თანხვედრაშია ავტოტექნიკური ექსპერტიზის #2---- დასკვნასთანაც, რომლის მიხედვითაც, გ------–--------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-9 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა შესაძლებელი იყო თავიდან ყოფილიყო აცილებული. ამავე დასკვნის თანახმად, მძღოლი კ--------------ე, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მოწმეების - ბ-------------–-–---–-ს, ი-----–-------–--ლისა და ვ-----------–--ლის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს. მართალია, დასახელებულმა მოწმეებმა, სრული კატეგორიულობით ვერა, თუმცა თავიანთ ჩვენებებში ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ გ------–--------–---–ი გაჩერდა ღერძულა ხაზთან, თუმცა, ამავდროულად, დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ავტომანქანა ,,B--‘‘ მოძრაობდა თავის გზაზე და ის გ------–--------–---–ის ავტომანქანასთან შეჯახებამდე სხვა სამოძრაო ზოლში არ გადასულა. შესაბამისად, თუკი ავტომანქანა ,,B--‘‘ მოძრაობდა მისთვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლში და არც გ------–--------–---–ს გადაუკვეთავს ღერძულა ხაზი, გაუგებარია, როგორ მოხდა შეჯახება ამ ორ ავტომანქანას შორის. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მითითებული ავტომანქანების შეჯახების შესაძლებლობას იმ პირობებში, თუკი გ------–--------–---–ს არ გადაუკვეთავს ღერძულა ხაზი და ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა ღერძულა ხაზთან, როგორც ამას თავად ბრალდებული და დაცვის მოწმეები უთითებენ.
სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტებმა - კ--------------–----------–--ლმა და ლ--------------შვილმა კატეგორიულად გამორიცხეს ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის შესაძლებლობა გ------–--------–---–ის ავტომანქანაზე გაჩერებულ მდგომარეობაში. ამასთან, მიუხედავად მათგან განსხვავებული მოსაზრებებისა ავტომანქანა ,,B---ს“ მძღოლის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაშიც ექსპერტმა დ------------–მა დაადასტურა, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ,,S----- X----ის‘‘ მძღოლ გ------–--------–---–ს უგულებელყოფილი ჰქონდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, რაც მან დაადასტურა, აგრეთვე, როგორც კომისიური ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გაცემულ დასკვნაში, ასევე, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით უტყუარად დგინდება, რომ გ------–--------–---–ის მიერ შესრულებული მანევრი არ იყო უსაფრთხო, რამაც გამოიწვია საავარიო სიტუაცია, საფრთხე შეუქმნა საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავ ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანას, რომელმაც მოახდინა მასზე შეჯახება, რა დროსაც აღნიშნული ავტომანქანის მგზავრმა ე------------–--–--ლმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლოში დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებით, მათ შორის, თავად ბრალდებულის ჩვენებით, დადგენილია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ,,B---ს‘‘ მარკის ავტომანქანაში მჯდომმა ქალბატონმა მიიღო დაზიანებები და იგი შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დახმარების მანქანით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რაც გაცემულ იქნა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ე------------–--–--ლის დაზიანებები, ერთად აღებული, მიეკუთვნებიან ჯანმრთელობის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. აღნიშნული დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ე-–----------ავამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, ხდება მკურნალობის დროის გათვალისწინებით, რამდენადაც ე------------–--–--ლის ჯანმრთელობის აღდგენას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდებოდა, აღნიშნული მიუთითებს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლაზე, რამაც განაპირობა ჯანმრთელობის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხის განსაზღვრა, იმ მიღებული დაზიანებების გამო, რაც განაპირობა გ------–--------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფამ.
სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს ბრალდებულის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა ,,S------ს‘‘ საჭესთან იჯდა ქალი და არა - კ--------------ე. აღნიშნული ფაქტი, გარდა თავად ბრალდებულისა, სასამართლოში დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, მათ შორის, არც დაცვის მოწმეებს. მიუხედავად იმისა, რომ, ბრალდებულის განმარტებით, არსებობდნენ ამის თვითმხილველი მოწმეები, დაცვის მხარის მიერ ამ ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მოწმე სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანები გამომძიებელს საქმის განხილვის დასრულებამდე არ უნდა დაებრუნებინა მხარეებისთვის, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანოს მიერ მესაკუთრის ან მფლობელისთვის სატრანსპორტო საშუალებების დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული. ის გარემოება, რომ აღნიშნულით ბრალდებულს (დაცვის მხარეს) მოესპო შესაძლებლობა, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და დაედგინა ავტომანქანებზე არსებული დაზიანებები, რაც, თითქოს, გავლენას მოახდენდა გ------–--------–---–ის ბრალეულობის საკითხის დადგენაზე, უსაფუძვლოა, რამდენადაც, მართალია, ექსპერტ დ------------–ს მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული აქვს, რომ მან ავტომანქანების გამოსაკვლევად წარუდგენლობის გამო ვერ გასცა პასუხები შეკითხვებს, თუ რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ ავტომანქანებს და რითი იყო ისინი განვითარებული, თუმცა ავტომანქანების წარუდგენლობას ხელი არ შეუშლია ექსპერტისთვის, ეპასუხა მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანების მძღოლთა მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, რისთვისაც ავტომანქანების წარდგენის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. ავტომანქანებზე არსებული დაზიანებები ასახულია როგორც სატრანსპორტო ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნების კვლევით ნაწილში, ასევე, დაფიქსირებულია დასკვნებზე თანდართულ ფოტოსურათებზე.
სასამართლოში ვერ იქნა დადასტურებეული, ასევე, ბრალდებულის განცხადება მის მიერ გამომძიებელისთვის მიცემული ჩვენების დახევასთან დაკავშირებით. აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა მოწმის სახით დაკითხულმა, საქმის გამომძიებელმა ი-----–-----ემ, რომლის დაკითხვის დროსაც, ისევე, როგორც მთელი პროცესის მიმდინარეობისას, გ------–--------–---–ი სრულად იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ჰქონდა მისი ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა კიდეც.
ამასთან, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ბრალდებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომელშიც ის მიუთითებს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მასსა და ავტომანქანა ,,B---ს‘‘ მძღოლს შორის არსებულ მოლაპარაკებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მან გარკვეული თანხა მინდობილობისთვის გადაუხადა მეორე მხარეს და მათ შორის მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი გახდა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე შეუთანხმებლობა. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ გ------–--------–---–ის ბრალეულობით იყო გამოწვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, საწყის ეტაპზე მისი თანხმობა ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მკურნალობის ხარჯების გაღებაზე, რასაც სთხოვდა დაზარალებული მხარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვისგამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლის საპირწონე ზემოხსენებულ გარემოებათა და უზუსტობათა გამო, ვერ გახდა დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ იქნა, რომ გ------–--------–---–მა, რომელიც მართავდა ,,S------ს‘‘ მარკის ავტომანქანას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რა დროსაც ე------------–--–--ლმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნებით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში, გ------–--------–---–ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული. გაუფრთხილებლობით დანაშაულად კი ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ან სხვა უფრო მძიმე შედეგი, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დასჯად ქმედებას.
გაუფრთხილებლობა წარმოადგენს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად დარღვევას. წინდახედულობის ვალდებულება ნიშნავს, რომ პირი მოვალეა, კონკრეტული ურთიერთობიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელიც ემუქრება სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს, შეიცნოს და მასთან მიმართებაში სწორად იმოქმედოს. ის ვალდებულია, საკმარისი უსაფრთხოების ღონისძიებები გაატაროს, სახიფათო მოქმედების შესრულებაზე უარი თქვას და თავიდან აიცილოს მართლსაწინააღმდეგო შედეგი. კონკრეტული წინდახედულობის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას სპეციალური სამართლებრივი დებულებებიდან, მაგალითად, მოძრაობის უსაფრთხოების წესებიდან. გ------–--------–---–მა სწორედ გაუცნობიერებლად, წინდახედულობის ნორმის უგულებელყოფით, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალდებულ გ------–--------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ გ------–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ გ------–--------–---–ის მიერ ჩადენილია ბრალად შერაცხული დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. შესაბამისად, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------–--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა როგორც კერძო, ისე, ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან საგზაო მოძრაობის მონაწილე მძღოლები, საკუთარ შესაძლებლობებში მცდარად დარწმუნებით, დაკისრებული მოვალეობების (მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულება) შესრულებისადმი იჩენენ ზერელე დამოკიდებულებას, რის გამოც ხშირად აქვს ადგილი ისეთ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვება. შესაბამისად, ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე, ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის, სასჯელთან მიმართებაშიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე, სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა და მომავალში მძღოლები უფრო გულდასმით და ყურადღებით მოეკიდონ საგზაო მოძრაობის წესებს და გამოირიცხოს, ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფა და ამით გამოწვეული მძიმე შედეგი. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც, ასევე, მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასჯელის მიზნის შესრულების საშუალებას განსაზღვრავს არა მისი სიმკაცრე, არამედ - ის, რომ დანაშაული არ დარჩეს რეაგირების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის პრევენციის, ბრალდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის, დანაშაულის გაუფრთხილებლობითი ხასიათის, ასევე, ბრალდებულის ასაკის (70 წლის შესრულდება დეკემბრის თვეში) და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია თითქმის 4 წელი და არც ამ ფაქტამდე და არც შემდგომში ის სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის გამოვლენილი არ არის, გ------–--------–---–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე