განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#---------
#(------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ა----–----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
თ------ ტ-------ე - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------, ა------–-----–---------------; ფაქტობრივად მცხოვრები -თბილისი, გ--------–-----.
კვალიფიკაცია: თ------ ტ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 6 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------ის მიმდებარედ, თ------ ტ-------ემ გაღიზიანების საფუძველზე, მუშტის რამდენიმე დარტყმით დააზიანა ,------------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სენსორული მინა. ამის შემდეგ, ვ-–----–----–----------------ის მიმდებარედ ძირს დაგდებითა და მუშტების რტყმით დააზიანა ,------------- ბ----- სწრაფი ჩარიცხვის კიდევ ერთი აპარატი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 580 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.1. ბრალდებულმა თ------ ტ-------ემ, თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რომ 2018 წლის 6 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------ის მიმდებარედ, თ------ ტ-------ემ გაღიზიანების საფუძველზე, მუშტის რამდენიმე დარტყმით დააზიანა ,------------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სენსორული მინა. ამის შემდეგ, ვ-–----–----–----------------ის მიმდებარედ ძირს დაგდებითა და მუშტების რტყმით დააზიანა ,------------------- სწრაფი ჩარიცხვის კიდევ ერთი აპარატი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 580 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ------ ტ-------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. თ------ ტ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების : ბ----- კ-----ის, ზ----- წ---–-----ის, გ------- გ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, თავად თ------ ტ-------ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის N------ და N------ დასკვნები და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ ტ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ------ ტ-------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. თ------ ტ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება თ------ ტ-------ეს არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. თ------ ტ-------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ნასამართლობის არ მქონეა, არ გააჩნია სამუშაო ადგილი, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას თ------ ტ-------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თ------ ტ-------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. ,------------------- სწრაფი ჩარიცხვის ორი აპარატი, რომელიც ინახება ქ. თბილისის, ვ-–----–----–----------------------------–-------------------’’-ში მდებარე ,--------------ს“ ოფისში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. სამი ცალი კომპიუტერული დისკი, მასზე არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული სურათებით დაულუქავი სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ტ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. თ------ ტ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
3. თ------ ტ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულ თ------ ტ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ნივთმტკიცებები:
5.1. ,------------------- სწრაფი ჩარიცხვის ორი აპარატი, რომელიც ინახება ქ. თბილისის, ვ-–----–----–----------------------------–-------------------’’-ში მდებარე ,--------------ს“ ოფისში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.2. სამი ცალი კომპიუტერული დისკი, მასზე არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული სურათებით დაულუქავი სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/