განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
№(------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ი-----–- გ---–--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ბ---- ჯ--–---ე - დაბადებული 1--- წლის 7-------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ზ--------ის რაიონი სოფელი ჭ----–-----, ნ--------ს ქ-------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ე-------------------- N--
ადვოკატი - მ------- ღ----–----
კვალიფიკაცია:
ბ---- ჯ--–---ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ის პ------–---------------ში მდებარე ა---------– ბაზარში, ბ---- ჯ--–---ე მივიდა ნ----- წ-------სთან და საფულედან ამოაცალა 100 (ასი) ლარიანი კუპიურა. აღნიშული ფაქტი შენიშნა ნ----- წ-------მ და ბ---- ჯ--–---ეს ხელი დაუჭირა, მას მიეხმარა იქვე მყოფი მეუღლე ა---- თ-----ე, რომლებიც ცდილობდნენ ბ---- ჯ--–---ისთვის თანხის გამორთმევას, თუმცა ბ---- ჯ--–---ემ ცივი იარაღის მსგავსი საგანი მიადო მუცელზე ა---- თ-----ეს და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ნ----- წ-------სა და ა---- თ-----ეს მისი გაშვება, რის შემდეგაც გაიტაცა 100 (ასი) ლარიანი კუპიურის მოხეული ნაწილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ნ----- წ-------მ განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დილით, დაახლოებით 11-ის ნახევარზე, მეუღლესთან - ა---- თ-----ესთან ერთად იმყოფებოდა ,,ა-------–-ს’’ მეტროსთან მდებარე ა---------– ბაზარში, სადაც შეიძინა პროდუქტი და გამყიდველს გადაუხადა თანხა. ამ დროს ხელში ეჭირა საფულე გადაშლილ მდგომარეობაში, საიდანაც ჩანდა 100 ლარიანი და 10 ლარიანი კუპიურები. უეცრად მასთან მივიდა ახალგაზრდა (როგორც შემდგომ დადგინდა ბ---- ჯ--–---ე), რომელმაც ამოაცალა 100 ლარიანი კუპიურა, მაგრამ მას ნ----- წ-------მ დაუჭირა მარცხენა ხელი, აღნიშნული დაინახა ა---- თ-----ემ და მან ბ---- ჯ--–---ეს დაუჭირა ორივე ხელი, ამ ჭიდილში ნ----- წ-------მ ბ---- ჯ--–---ეს ხელში დაუნახა დანის მაგვარის საგანი, რომელიც მუცელზე მიადო მის მეუღლეს. ნ----- წ-------ს შეეშინდა და მეუღლეს დაუძახა დაენებებინა თავი, რადგან დანა ქონდა მუცელთან მიდებული. ბ---- ჯ--–----ეს მათთვის სიტყვებით არაფერი არ უთქვამს, მაგრამ რადგან წინააღმდეგობა გაუწიეს ნ----- წ-------მ და მისმა მეუღლემ, ბ---- ჯ--–---ემ მეგრული აქცენტით უთხრა მათ, აჰა თქვენი 100 ლარიანი და კუპიურა მიაწოდა, რის შემდეგაც გაუშვეს ხელი, მაგრამ კუპიურა აღმოჩნდა 100 ლარიანის ნახევარი. აღნიშნულის შემდეგ ბ---- ჯ--–---ე გაიქცა, ხოლო ნ----- წ-------მ და ა---- თ-----ემ მიმართეს იქვე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ნ----- წ-------მ ბრალდებული ამოიცნო გრძელი ცხვირით, ხორბლის ფერი კანით და სიმაღლით. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა ზიანი აუნაზღაურა.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ა---- თ-----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს 11 საათზე მეუღლესთან - ნ----- წ-------სთან ერთად იმყოფებოდა ა---------– ბაზარში, რა დროსაც მეუღლემ იყვირა, რომ ფული ამოაცალეს და ბრალდებულს დაუჭირა მარცხენა ხელი, მას დაეხმარა ა---- თ-----ე და ბრალდებულს დაუჭირა ორივე ხელი, მეუღლემ დაუძახა, რომ ქონდა დანა და გაეშვა, ა---- თ-----ემ დაინახა, რომ ბრალდებულს მარჯვენა ხელში ქონდა ვერცხლისფერი საგანი, რომელიც მიდებული ქონდა მისთვის მუცელზე, ხოლო მარცხენა ხელში ეკავა თანხა. ა---- თ-----ის განმარტებით, ბრალდებულს დანა თავიდანვე ეკავა ხელში, რადგან მას ეკავა ბრალდებულის ხელები და მის ამოღებას ვერ შეძლებდა, აღნიშნული გაგრძელდა 3-4 წუთი, რის შემდეგაც ბრალდებულმა უთხრა არ ეყვირა და მის ცოლს დაუბრუნა კუპიურა, რის შემდეგაც თ-----ემ გაუშვა ხელი, ფულის ამოღების მომენტი არ დაუნახავს, ბრალდებულის და გამყიდველების გარდა იმ ადგილას სხვა არავინ ყოფილა, ბრალდებულის მხრიდან მუქარას ადგილი არ ქონია.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ა-–---- ჭ----------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 19 მაისს კავშირზე მყოფი პირისაგან მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 13 აპრილს გ-–----ის პ------–----------------ში არსებულ ა---------– ბაზარში მოქალაქე ნ----- წ-------ს ყაჩაღობის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა 1--- წელს დაბადებულ ბ---- ჯ----–ის ძე ჯ--–---ეს, რომელიც რეგისტრირებულია ზ--------ში, ჭ----–----ში, ნ--------ს ქუჩაზე, ფაქტობრივი საცხოვრებელია - თბილისი, ბ-–---–---–--------, რომელიც გადაადგილდებოდა ფეხით ბ-–---–---–--------ზე, ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ხელმძღვანელობას.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ------ ა----–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 17 აპრილს მის მიერ მიღებული იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ ამა წლის 13 აპრილს გ-–----ის პ------–------ში არსებულ ა---------– ბაზარში ყაჩაღობის ფაქტზე ინფორმაციას ფლობდა ამავე ბაზარის გამყიდველი გ-–----ის პ------–----------------ი, კ------------------------ში მცხოვრები მ--------- შ----–--ე, ინფორმაცია პატაკის სახით მოხსენდა ხელმძღვანელობას.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ--------- შ----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს გ-–----ის პ------–---------------ში მდებარე ა---------– ბაზარში, 2018 წლის 13 აპრილს გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მან დაინახა მაღალი პიროვნება, რომელიც იმ დროს როცა აღნიშნული ქმედება მოხდა, გარბოდა ქვემოდან ზემოთ მდებარე გასასვლელის მიმართულებით.
2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ------ შ--------ემ დაადასტურა პოლიციის თანამშრომლის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში, გ-–----ის პ------–----------------ის, მ-----------------ებს შორის მდებარე ,--------------ს“ ფილიალის კამერების ჩანაწერების ამოღების ფაქტი.
2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ----- კ------ემ, რომელიც მუშაობს შპს ,,ბ--------ში“ დაადასტურა მიმდინარე წლის აპრილის თვეში გამომძიებლების მიერ სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების ფაქტი.
2.8. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აპრილს ნ----- წ-------ს მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურის ნახევარი, რომელზეც აღენიშნება 100 (ასი) ლარიანი კუპიურის ლოგო და დატანილია ბანკნოტის ნომერი G---------
2.8.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–--მ.
2.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე ნ----- წ-------ს მითითებით შევიდნენ ა---------– ბაზარში, მივიდნენ ერთ-ერთ ბოსტნეულის დახლთან, სადაც ნ----- წ-------მ მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 13 აპრილს მოხდა მისი ყაჩაღობის ფაქტი.
2.9.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ლ-–- ც----------მ და ექსპერტმა ლ---–- გ-----–--მ.
2.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩვენების ადგილზე გადამოწმების მიზნით მოწმე მ--------- შ----–--ე გაყვანილ იქნა ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რა დროსაც მოწმე მ--------- შ----–--ემ მიუთითა თავისი სამუშაო ადგილი, ასევე ის ადგილი, საიდანაც 2018 წლის 13 აპრილს გამოიქცა მისთვის უცნობი პიროვნება და შემდგომი გაქცევის მიმართულება, კერძოდ, ბაზრის გასასვლელის მხარე, სადაც ბ--------–---–--------------------------ის მიმდებარედ დგას მაღაზია ,,ბ--------” რომელზეც გარედან დამონტაჟებულია სამი ცალი გარეთა სათვალთვალო კამერა, ასევე აჩვენა შპს ,--------------ს“ აფთიაქი, სადაც ასევე დამონტაჟებულია გარეთა სათვალთვალო კამერები.
2.10.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–--მ და ექსპერტმა ლ---- ბ-------–---–მა.
2.11. ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ----- წ-------მ ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან სიმაღლით, სახის ფორმით, თმების ფერით და ვარცხნილობით, წარბებით, ცხვირით, ტუჩებით საერთო ვიზუალური აღნაგობით ამოიცნო ისპიროვნება - ბ---- ჯ--–---ე, რომელმაც დანის მუქარით გასტაცა თანხა.
2.11.1. ამოცნობის ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- კ-----–---–--მ.
2.12. ამოცნობის ოქმის თანახმად, ა---- თ-----ემ ამოსაცნობად წარდგენილ პირთაგან სახის ფორმით და მოყვანილობით, სიმაღლით, თმების ფერით და ვარცხნილობით, წარბებით, ცხვირით, ტუჩებით, საერთო ვიზუალური აღნაგობით ამოიცნო ბ---- ჯ--–---ე და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც დანის მუქარით მის მუღლეს გასტაცა ფულადი თანხა.
2.12.1. ამოცნობის ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა გ------- კ-----–---–--მ.
2.13. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------–-ს N-------- განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს ,,ბ--------დან“, რომელიც მოცემულია ერთ ცალ PRINGO_BUDGET-ს ფირმის DVD-R ფორმატის 16X4,7 GB/120 min ტევადობის დისკი, რომელშიც ჩაწერილია ვიდეო ფაილი 2018 წლის 13 აპრილს 10:00 საათიდან 2018 წლის 13 აპრილის 11:00 საათამდე პერიოდი, რომელიც მოთავსებულ იქნა ქაღალდის კონვერტში და ადგილზევე დაილუქა N------- ლუქით პაკეტებისთვის დაისვა ხელმოწერები და თარიღი.
2.13.1. ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–--მ.
2.14. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------–-ს N-------- განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს ,--------------დან“, რომელიც მოცემულია ერთ ცალ PRINGO_BUDGET-ს ფირმის DVD-R ფორმატის 16X4,7 GB/120 min ტევადობის დისკი, რომელშიც ჩაწერილია ვიდეო ფაილი 2018 წლის 13 აპრილს 10:00 საათიდან 2018 წლის 13 აპრილის 11:00 საათამდე პერიოდში, რომელიც მოთავსებულ იქნა ქაღალდის კონვერტში და ადგილზევე დაილუქა N------- ლუქით პაკეტებისთვის დაისვა ხელმოწერები და თარიღი.
2.14.1. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–--მ.
2.15. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 აპრილს დათვალიერებულ იქნა „Transcend” -ს ფირმის 4 GB ტევადობის მეხსიერების ბარათი, რომელშიც ასახულია ქ. თბილისი, გ-–----ის პ------–----------------ში არსებული ა---------–ი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწმე მ--------- შ----–--ე მითითებით სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირის გაქცევის მიმართულება, მაღაზია ,,ბ--------ს’’ და შპს „ფ---------ოს“ მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები
2.15.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჯ---- ბ-------–--მ.
2.16. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 მაისს ქ. თბილისში გ-–----ის მ----------------- შორის გ----------------------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებულ იქნა ბ---- ჯ--–---ე, საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის დასრულების შემდეგ, როდესაც მოწმეებმა პირადად ამოიცნეს ბ---- ჯ--–---ე როგორც პირი, რომელიც ცდილობდა მათი ფულადი თანხის დაუფლებას, ძალადობრივი გზით, ბ---- ჯ--–---ის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი ვერ იქნა, მისგან ამოღებულ იქნა ტანთცმული მუქი ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, საყელოსთან ლათინურენოვანი წარწერით ,,marco barren”.
2.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–----ი-ნ----–--------------------–--------–-–-------- განყოფილების თანამშრომლებმა ლ-–- ც----------მ, გ------- კ-----–---–--მ, გ------- გ---------–---–მა და ჯ---- ბ-------–--მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე.
2.18. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ---- ჯ--–---ემ გამოიყენა დუმილის უფლება და თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
2.19. ბრალდებულ ბ---- ჯ--–---ის ადვოკატის პოზიციით, ბ---- ჯ--–---ეს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება - ყაჩაღობა. დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბ---- ჯ--–---ე შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ნ----- წ-------ს საფულედან ფულად თანხას 100 ლარს, მაგრამ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ქონია დაზარალებულებზე თავდასხმასა და ძალადობას. ადვოკატის პოზიციით, ბ---- ჯ--–---ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ქურდობის მცდელობად, რომლის ჩადენაც ბრალდებულმა აღიარა და დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. დაცვის მხარემ მოითხოვა ყაჩაღობის ბრალდებაში ბ---- ჯ--–---ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.20. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ბ---- ჯ--–---ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის.
2.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, ზოგჯერ თავდასხმის მუქარა განზრახვის განუსაზღვრელი სახით ვლინდება. ყაჩაღობას აქვს ადგილი ისეთი ძალადობის დროსაც, რაც მიმართულია ისეთი პირების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ წინ აღუდგნენ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს, რომ მუქარა რეალიზებული იქნება თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
2.22. კონკრეტულ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ---- ჯ--–---ის ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს. კერძოდ:
2.22.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 13 აპრილს გ-–----ის პ------–----------------ში მდებარე ა---------– ბაზარში, ბ---- ჯ--–---ე ნ----- წ-------ს საფულედან შეეცადა დაუფლებოდა 100 ლარიან კუპიურას, რაც შემჩნეულ იქნა დაზარალებულ ნ----- წ-------ს მიერ.
2.22.2. დაზარალებულების ნ----- წ-------ს და ა---- თ-----ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ნ----- წ-------მ დაინახა როგორ ამოაცალა ბ---- ჯ--–---ემ საფულიდან 100 ლარიანი კუპიურა, მას დაუჭირა ხელი და არ მისცა თანხის დაუფლების შესაძლებლობა. მას წამოეშველა მეუღლე ა---- თ-----ე, რომლმაც ბრალდებულს დაუჭირა ორივე ხელი; ამასთანავე, როგორც ნ----- წ-------, ასევე ა---- თ-----ე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თანხის გამო ჭიდილისას ბრალდებულ ბ---- ჯ--–----ის ხელში მათ დაინახეს დანისმაგვარი ვერცხლისფერი გრძელი საგანი, რომელიც ბრალდებულს ა---- თ-----ის მუცელთან ქონდა მიტანილი; ნ----- წ-------ს ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დანისმაგვარი საგნის მისი მეუღლისთვის მიდების ფაქტმა მასში გამოიწვია შიში, რის გამოც უთხრა მეუღლეს დაენებებინა თავი თავმდამსხმელისთვის; იმ ფაქტს, რომ დანისმაგვარი საგანი ბრალდებულს თან ქონდა თანხის დაუფლების მომენტში ადასტურებს ა---- თ-----ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ რადგან ა---- თ-----ემ ბ---- ჯ--–----ეს თანხის დაუფლებისთანავე დაუჭირა ორივე ხელი და მათ შორის ჭიდილი გაგრძელდა დაახლოებით 3-4 წუთი, ჭიდილის დროს ბრალდებული დანისმაგვარ საგანს ვერ ამოიღებდა.
2.22.3. დაზარალებულების ჩვენებით და ამოღების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული წინააღმდეგობის გაწევისას ასლარიანი კუპიურა იქნა დაზიანებული და ნ----- წ-------სგან ამოღებულ იქნა კუპიურის ნახევარი, აღნიშნული მიუთითებს თანხის დაუფლების მიზნით თავდასხმის აშკარა ხასიათზე.
2.22.4. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ ბ---- ჯ--–---ის დანაშაულებრივი ქმედება დაწყებული სავარაუდოდ ქურდობით (როგორც ამას დაცვის მხარე აღნიშნავს) გადაიზარდა ყაჩაღობაში. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბ---- ჯ--–---ეს დაზარალებულებმა გაუწიეს წინააღმდეგობა, ბ---- ჯ--–---ემ დაზარალებულების მიმართ გამოიყენა ფსიქოლოგიური ძალადობის ისეთი სახე, როგორიცაა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დანისმაგვარი საგნის გამოყენება და დაზარალებულისთვის მუცელზე მიდება, რა დროსაც დაზარალებულებს საფუძვლიანად გაუჩნდათ შიში მისი გამოყენების. აღნიშნული აშკარად მიუთითებს თანხის დაუფლების მიზნით დაზარალებულების მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი ფსიქიკური ძალადობის გამოყენებაზე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგელობას ქმნის.
2.22.6. მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა თანხის დაუფლების მიზნით არა მარტო ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია დაზარალებულებს, არამედ წინააღმდეგობის გადალახვის მიზნით გამოიყენა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი ფსიქიკური ძალადობის სახე, რაც მოწმობს, რომ ბ---- ჯ--–---ემ თავისი ქმედებით ხელყო დაზარალებულების როგორც საკუთრების უფლება, ასევე საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული გარემოებები უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ძალადობა ინტენსიფიცირებულ და მიყვანილ იქნა ძალადობის იმ ხარისხამდე, რაც დამახასიათებელია ყაჩაღობისათვის.
2.22.5. ის ფაქტი, რომ ბ---- ჯ--–---ემ ვერ შეძლო თანხის დაუფლება, არ ნიშნავს რომ მას არ ჩაუდენია დამთავრებული დანაშაული, რადგან ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება - ყაჩაღობა - კანონმდებლის მიერ კონსტრუირებულია, როგორც ფორმალური შემადგენლობის მქონე და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან.
2.22.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბ---- ჯ--–---ის ქმედების ქურდობის მცდელობად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
2.23. სასამართლომ შეაფასა რა ბ---- ჯ--–---ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ---- ჯ--–---ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----ის პ------–---------------ში მდებარე ა---------– ბაზარში, ბ---- ჯ--–---ე მივიდა ნ----- წ-------სთან და საფულიდან ამოაცალა 100 (ასი) ლარიანი კუპიურა. აღნიშული ფაქტი შენიშნა ნ----- წ-------მ და ბ---- ჯ--–---ეს ხელი დაუჭირა, მას მიეხმარა იქვე მყოფი მეუღლე ა---- თ-----ე, რომლებიც ცდილობდნენ ბ---- ჯ--–---ისთვის თანხის გამორთმევას, თუმცა ბ---- ჯ--–---ემ ცივი იარაღის მსგავსი საგანი მიადო მუცელზე ა---- თ-----ეს და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ნ----- წ-------სა და ა---- თ-----ეს მისი გაშვება, რის შემდეგაც გაიტაცა 100 (ასი) ლარიანი კუპიურის მოხეული ნაწილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2.24.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბ---- ჯ--–---ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ---- ჯ--–---ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ---- ჯ--–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ---- ჯ--–---ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ბ---- ჯ--–---ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ბ---- ჯ--–---ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა - არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ბ---- ჯ--–---ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. შპს ,, ფ---------ოდან“ და შპს ,,ბ--------დან“ გამოთხოვილი ორი ცალი კომპაქტ დისკი, დალუქული N------- ლუქით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. ნ----- წ-------საგან ამოღებული კუპიურის ნაგლეჯი დალუქული N------- ლუქით, რომელიც ინახება გ-–-----------–------------–-–----------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დალუქული სახით F---------, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.4. ბ---- ჯ--–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი ლურჯი ფერის მაისური დალუქული N------- ლუქით, რომელიც ინახება გ-–----ი------–------------–-–-------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- ჯ--–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1- ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ბ---- ჯ--–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. ბ---- ჯ--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ბ---- ჯ--–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 მაისიდან.
5. ნივთმტკიცება:
5.1. შპს ,, ფ---------ოდან“ და შპს ,,ბ--------დან“ გამოთხოვილი ორი ცალი კომპაქტ დისკი, დალუქული N------- ლუქით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.2. ნ----- წ-------საგან ამოღებული კუპიურის ნაგლეჯი დალუქული N------- ლუქით, რომელიც ინახება გ-–-----------–------------–-–----------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დალუქული სახით F---------, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.4. ბ---- ჯ--–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი კუთვნილი ლურჯი ფერის მაისური დალუქული N------- ლუქით, რომელიც ინახება გ-–----ი------–------------–-–-------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითის განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/