განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე N---------
(N------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - ა------- გ-------–ი, თ------- ს---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ ე-–-----ის ძე ლ---–----ე - დაბადებული 1----–-–----- მ------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------------).
ადვოკატი - კ-------------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ზ------ ლ---–----ე ქ. თბილისში, გ-–----------- მ-------------ში, 8-------------–- განთავსებულ ს-----–--------------“-ს ოფისში თავს დაესხა მ---–------------------ებს, რომელსაც პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 1995 (ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - ა---–---–--ს, ს-----–--- ბ----–---ის და დ----- შ--------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ზ------ ლ---–----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ზ------ ლ---–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. მოწმე დ----- შ--------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და განმარტა, რომ მუშაობს შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უ----------------------------ლად. 2018 წლის 29 მაისს, დილის საათებში, თავის მეწყვილე - გ------- შ-----–--სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები, თავისი კუთვნილი ,,ს--------ს” მოდელის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ გ-–----------- მ-------------ში. როდესაც N-- კ--------თან ,,ლ-------------ის“ ფ--–---–თან გააჩერეს ავტომანქანა, მათ შენიშნეს პიროვნება, რომელსაც თავზე ეფარა ქუდი, ხელზე ეკეთა ხელთათმანები და სახეზე ჰქონდა სამედიცინო პირბადე, რამაც მათი ყურადღება მიიქცია. ბ----ს თანამშრომელმა, რომელიც გარეთ იმყოფებოდა, მათ ხელით ანიშნა აღნიშნულ პიროვნებაზე, რომ ყურადღება მიექციათ. ისინი გადავიდნენ მანქანიდან და ვინაიდან ,,ლ-------------ს“ აქვს მინის ფასადი, დაინახეს, რომ აღნიშნული პიროვნება იარაღისმაგვარი საგნით ემუქრებოდა ბ----------–------------------ებს და სთხოვდა თანხას. ბ----დან გამოსულს დ----- შ--------ემ და მისმა მეწყვილემ აღნიშნულ მამაკაცს წარუდგინეს თავი და მოუწოდეს შეჩერებულიყო, მაგრამ მამაკაცმა ხელი წაიღო უბისკენ, რა დროსაც სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დ----- შ--------ემ მოახდინა ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლა, რის შემდეგაც პიროვნებამ ხელები ასწია და იგი ადგილზე დააკავეს.
3.2. მოწმე ა---–---–--მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და განმარტა, რომ მუშაობს ,,ლ-------------ში“, კერძოდ, ქ. თბილისში, გ-–----------- მ-------------ის N-- კ--------ში განთავსებულ ,,გ-–-------“-ის ს------–------–-----------ი მ---–------------------ის თანამდებობაზე. 2018 წლის 29 მაისს, სამსახურში მისულმა, ჩვეულებისამებრ, მუშაობა დაიწყო 10:00 საათზე. დაახლოებით თერთმეტის წუთებზე, ბ---ში შევიდა მამაკაცი, რომელსაც თავზე ჰქონდა წამოფარებული ქუდი, სახეზე ეკეთა პირბადე, ხელში ეჭირა ლურჯი პოლიეთილენის პარკი და იარაღი. აღნიშნულმა მამაკაცმა იარაღი მიმართა მისკენ და ბ----ს თანამშრომლებისკენ და მოუწოდა მათ არ განძრეულიყვნენ, თორემ სისხლს დაღვრიდა. მან მამაკაცის ხელში არსებული იარაღისმაგვარი საგანი აღიქვა, როგორც იარაღი. აღნიშნული მამაკაცი ჯერ ა---–---–--ს თანამშრომელთან, ხოლო შემდეგ მასთან მივიდა და ა---–---–--მ ფული ჩაუყარა პოლიეთილენის პარკში, ასევე მისმა თანამშრომლებმაც ჩაყარეს ფული პოლიეთილენის პარკში, რის შემდეგაც მამაკაცმა ს------–------ი დატოვა. მოგვიანებით ა---–---–--მ შეიტყო, რომ აღნიშნული მამაკაცი დააკავა პოლიციამ.
3.3. მოწმე ს-----–--- ბ----–---მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და განმარტა, რომ მუშაობს ,,ლ-------------ში“, კერძოდ, ქ. თბილისში, გ-–----------- მ-------------ის N-- კ--------ში განთავსებულ ,,გ-–-------“ ს------–------ში მ---–------------------ის პოზიციაზე. 2018 წლის 29 მაისს სამსახურში იმყოფებოდა, ჩვეულებისამებრ, მუშაობა დაიწყო 10:00 საათზე, რა დროსაც ბ---ში იმყოფებოდა ხალხი. დაახლოებით 1---------- წუთზე, ბ---ში შევიდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც სახეზე ეკეთა პირბადე, ხელში ეჭირა ლურჯი პოლიეთილენის პარკი და შავი ფერის იარაღი. აღნიშნულმა მამაკაცმა თქვა, რომ ყაჩაღობაა და მისთვის ფული უნდა მიეცათ, რისთვისაც პირველად მივიდა იმ ოპერატორთან, რომელიც ბ----ს შესასვლელ კართან ზის. ყველამ მისცა ფული, მასთანაც მივიდა ფულისთვის ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკით და მანაც სალაროში რაც ფული ჰქონდა ყველა ჩაუყარა ლურჯი ფერის პარკში, რადგან მამაკაცს ხელში იარაღი ჰქონდა მომარჯვებული, რის გამოც ს-----–--- ბ----–---ს ძალიან შეეშინდა. აღიშნული მამაკაცი ბ----დან გასვლის შემდეგ დააკავეს.
3.4. ბრალდებულმა ზ------ ლ---–----ის საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
3.5. ზ------ ლ---–----ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მოწმეების: ა---–---–--ს, ს-----–--- ბ----–---ის და დ----- შ--------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა და თავად ბრალდებულ ზ------ ლ---–----ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ა---–-------–ის, თ---------------ის, კ------- წ---–-----ის, ბ-------------ის, გ------- ჩ----–---–ის და გ------- შ-----–--ს გამოკითხვის ოქმებს; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 29 მაისის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 29 მაისის ოქმს; დ----- შ--------ისგან იარაღის ამოღების 2018 წლის 29 მაისის ოქმს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნას; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნას; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 26 ივნისის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ზ------ ლ---–----ის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების - ა---–---–--ს, ს-----–--- ბ----–---ის და დ----- შ--------ის გამოკითხვის ოქმის გარდა, მხარეებს სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.9. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.11. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების - ა---–---–--ს, ს-----–--- ბ----–---ის და დ----- შ--------ის ჩვენებების გარდა, მხარეებს სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.4. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.5. სასამართლო ბრალდებულ ზ------ ლ---–----ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ა---–---–--ს, ს-----–--- ბ----–---ის და დ----- შ--------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით; ასევე, მოწმეების - ა---–-------–ის, თ---------------ის, კ------- წ---–-----ის, ბ-------------ის, გ------- ჩ----–---–ის და გ------- შ-----–--ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 29 მაისის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 29 მაისის ოქმით; დ----- შ--------ისგან იარაღის ამოღების 2018 წლის 29 მაისის ოქმით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 26 ივნისის ოქმით, თავად ბრალდებულის - ზ------ ლ---–----ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ბრალდებული ზ------ ლ---–----ე ქ. თბილისში, გ-–----------- მ-------------ში, 8-------------–- განთავსებულ ს-----–--------------“-ს ოფისში თავს დაესხა მ---–------------------ებს, რომელთაც პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 1995 (ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ლ---–----ემ ჩაიდინა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ------ ლ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2. ზ------ ლ---–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არის პ---–-–-----------–--------–-----ელი.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ზ------ ლ---–----ე არის პ---–-–-----------–--------–-----ელი, შესაბამისად, მას როგორც ს---------–----–----------------------–-------–-----ელს გაცილებით მეტი პატივისცემის გრძნობა უნდა გააჩნდეს კანონის მიმართ, ვიდრე სხვა მოქალაქეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ ლ---–----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1.ზ------ ლ---–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1995 ლარის ოდენობით; 1 (ერთი) ცალი მუქი ფერის კეპიანი ქუდი; მოყავისფრო ფერის საფულე; 1 (ერთი) ცალი ,,ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი; 2 (ორი) ცალი გასაღები; ზ------ ლ---–----ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; შ-------------ოს მიერ ზ------ ლ---–----ის სახელზე გაცემული ს--------------------–----ა; 2 (ორი) ცალი მაღაზიის ფასდაკლების ბარათი; დ----- შ--------ისაგან ამოღებული მასზე განპირობებული ს-–--------–-–--–--------–--------------------–---ი), რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–----------------–--აში - - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
7.2. 1 (ერთი) ცალი სამედიცინო პირბადე; 1 (ერთი) ცალი შავი ფერის პნევმატური პისტოლეტი ,,1-----“; 1 (ერთი) წყვილი მონაცრისფრო ფერის ხელთათმანი; მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკი; 2 (ორი) ცალი ფურცელი მასზე გაურკვეველი წარწერებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ამოღებული ხელის კვლები 3 (სამი) ცალ დაქტილოფირზე მოთავსებული სპეც.პაკეტში, 2 (ორი) ცალი სუნის კვალის ნიმუში 2 (ორი) ქილად მოთავსებული სპეც.პაკეტში; 2 (ორი) ცალი ანაწმენდი მოთავსებული სპეც.პაკეტში; 2 (ორი) ცალი მასრის მაგვარი საგანი მოთავსებული სპეც.პაკეტში; 4 (ოთხი) ცალი ანაწმენდი მოთავსებული სპეც.პაკეტში, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–----------------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.3. CD დისკი შემთვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7.4. CD დისკი შემთვევის ადგილის სურათებით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–----------------–--აში - დაერთოს მოცემულს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
1. ზ------ ლ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ ზ------ ლ---–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მაისის 10:21 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ზ------ ლ---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ზ------ ლ---–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1995 ლარის ოდენობით; 1 (ერთი) ცალი მუქი ფერის კეპიანი ქუდი; მოყავისფრო ფერის საფულე; 1 (ერთი) ცალი ,,ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი; 2 (ორი) ცალი გასაღები; ზ------ ლ---–----ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; შ-------------ოს მიერ ზ------ ლ---–----ის სახელზე გაცემული ს--------------------–----ა; 2 (ორი) ცალი მაღაზიის ფასდაკლების ბარათი; დ----- შ--------ისაგან ამოღებული მასზე განპირობებული ს-–--------–-–--–--------–--------------------–---ი), რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–----------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- 1 (ერთი) ცალი სამედიცინო პირბადე; 1 (ერთი) ცალი შავი ფერის პნევმატური პისტოლეტი ,,1-----“; 1 (ერთი) წყვილი მონაცრისფრო ფერის ხელთათმანი; მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკი; 2 (ორი) ცალი ფურცელი მასზე გაურკვეველი წარწერებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ამოღებული ხელის კვლები 3 (სამი) ცალ დაქტილოფირზე მოთავსებული სპეც.პაკეტში, 2 (ორი) ცალი სუნის კვალის ნიმუში 2 (ორი) ქილად მოთავსებული სპეც.პაკეტში; 2 (ორი) ცალი ანაწმენდი მოთავსებული სპეც.პაკეტში; 2 (ორი) ცალი მასრის მაგვარი საგანი მოთავსებული სპეც.პაკეტში; 4 (ოთხი) ცალი ანაწმენდი მოთავსებული სპეც.პაკეტში, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–----------------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- CD დისკი შემთვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- CD დისკი შემთვევის ადგილის სურათებით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–----------------–--აში - დაერთოს მოცემულს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე