გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/1-197-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს ,,ს---------------------------–----ი’’
წარმომადგენელი - თ------------------ე
მოპასუხე - ი/მ კ------------ე გ------ა, ალ---------ე ა-------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ი/მ კ------------ე გ------ას და ალ---------ე ა-------–--ეს სს ,,ს---------------------------–----ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 5 040 ლარის გადახდა.
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 07 მაისს და 16 ივნისს თბ--–--–ი, აღ--–-----–-ს ხე-----ს მე-12 კილომეტრზე, ავტო გასამართ ,,ლუ-----–-’’-ს მიმდებარედ მიწის სამუშაოების წარმოებისას ალ---------ე ა-------–--ის მიერ დაზიანდა შპს ,,ს---------------------------–----ი’’-ს გაზის მილსადენი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის მიერ შედგა აღნიშნულის თაობაზე შედგენილი რეაგირების ოქმი.
აღნიშნულ მიწის გათხრით სამუშაოებს ასრულებდა ალ---------ე ა-------–--ე, ხოლო სამშენებლო სამუშაოს აწარმოებდა ი/მ კ------------ე გ------ა. დაზიანებების შედეგად, მოსარჩელეს ჰაერში გაფრქვეული გაზდანაკარგის სახით ორივე შემთხვევისას ჯამში მიადგა ზიანი 6 866 ლარის ოდენობით, ხოლო უშუალოდ 2017 წლის 07 მაისს მომხდარი შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობაა 5 040 ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე კ------------ე გ------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, სარჩელში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მილსადენის დაზიანების ფაქტი. საპატრულო პოლიციის ოქმის მასალებით და მასში არსებული მითითებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვისი მილი დაზიანდა 2017 წლის 07 მაისს მომხდარი შემთხვევის დროს. სამუშაოები წარმოებდა საქართველოს მთავრობის 20-- წლის 57-ე დადგენილების და თბილისის საკრებულოს N19-75 დადგენილების სრული დაცვით, შესაბამისად, არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის, ასევე არ არის სახეზე განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, მაგრამ მათი მხრიდან არ მომხდარა რაიმე რეაგირება დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არ შემდგარა გაფრთხილების ოქმი, არ მოხდა სიტყვიერი გაფრთხილება პროქტის შესრულებისას მათ კუთვნილ მილსადენთან მიახლოების ან/და გადაკვეთის თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დარღვეული იყო მოსარჩელის მხრიდან ტექნიკური ნორმა, რადგან მილსადენის თავზე არ იყო გამაფრთხილებელი ლენტი, რაც მისცემდა მოპასუხეს დაზიანების თავიდან აცილების საშუალებას. გარდა აღნიშნულისა, თუ მილსადენი მოსარჩელის კუთვნილება იყო, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო შემთხვევის ადგილზე და მიეღო ყველა ზომა ზიანის შესამცირებლად. დაზიანების აღდგენისათვის აუცილებელი მასალები შეძენილია თავად მოპასუხის მიერ.
მოპასუხე ალ---------ე ა-------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ასევე არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვისი მილსადენი დაზიანდა შემთხვევის დროს. მითითებულ პერიოდში იგი არ იმყოფებოდა სამუშაო ობიექტზე. მის მიერ განმარტებული იქნა, რომ სამუშაოებს აწარმოებდა ი/მ კ------------ე გ------ას დაკვეთით. მოპასუხემ კ------------ე გ------ას მსგავსად ასევე მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სამუშაოები წარმოებდა საქართველოს მთავრობის 20-- წლის 57-ე დადგენილების და თბილისის საკრებულოს N19-75 დადგენილების სრული დაცვით, შესაბამისად, არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის, ასევე არ არის სახეზე განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, მაგრამ მათი მხრიდან არ მომხდარა რაიმე რეაგირება დაზიანების თავიდან ასაცილებლად, არ შემდგარა გაფრთხილების ოქმი, არ მოხდა სიტყვიერი გაფრთხილება პროქტის შესრულებისას მათ კუთვნილ მილსადენთან მიახლოების ან/და გადაკვეთის თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დარღვეული იყო მოსარჩელის მხრიდან ტექნიკური ნორმა, რადგან მილსადენის თავზე არ იყო გამაფრთხილებელი ლენტი, რაც მისცემდა მოპასუხეს დაზიანების თავიდან აცილების საშუალებას. გარდა აღნიშნულისა, თუ მილსადენი მოსარჩელის კუთვნილება იყო, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო შემთხვევის ადგილზე და მიეღო ყველა ზომა ზიანის შესამცირებლად. დაზიანების აღდგენისათვის აუცილებელი მასალები შეძენილია თავად მოპასუხის მიერ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,ვ--------ი’’-ს განცხადება და მიეცა მას თანხმობა განეხორციელებინა თბ--–--–ი, ავ---–-დან დი-----------ში, ყოფილი ტე-–------------ს ქა-----სა და მე-4 მ/რ-ის მე-5 კორპუსის მიმდებარედ თბ--–---ს სა---------------- კო------- კუთვნილ ტერიტორიამდე გა--------------- მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება, დანართი N1, დანართი N2, თანდართული ნახაზები (ს.ფ.71-116);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 25 აპრილს შპს ,,ე-------ი’’-ს , როგორც დამკვეთს, და ი.მ კ------------ე გ------ას, როგორც შემსრულებელს შორის დაიდო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულები შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას დამკვეთის სამშენებლო ობიექტზე - თბ--–---, სო----–- გლ-----დან შპს ,,თბ--–---ს სა---------------- კო-------’’ ავ---------- ტერიტორიაზე (მის: დი------------ი, ყოფილი ტე-–------------ს ქა-----სა და მე-4 მ/რ-ის, მე-5 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) განახორციელოს 6 400 მეტრი სიგრძის დ=250 მმ-იანი პოლიეთილენის მილის (ხაზობრივი ნაგებობა) მშენებლობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები, დამკვეთის და მის ძირითად დამკვეთთან - შპს ავ------------ ავ---------- აი--------- სა--------------- სა--------- გა--------------- მოწყობის (გაზსადენი მილის ლოკალური მაგისტრალის მშენებლობა) პროექტის ფარგლებში.
ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულებას იღებს აწარმოოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, საქართველოში მოქმედი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების, გარემოს დაცვის ნორმების და მშენებლობის წარმოების ნორმების დაცვით. სამშენებლო სამუშაოების პროცესში მისი ბრალით მოქმედი კანონმდებლების დარღვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება შემსრულებელს.
აღნიშნული სამუშაოების ი/მ კ------------ე გ------ა აწარმოებდა მასთან დამოუკიდებელ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირების - მათ შორის მოპასუხე ალ---------ე ა-------–--ის მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.65-70);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მისამართზე ქ.თბ--–---, და---- აღ--–-----–-ს ხეივნის მიმდებარედ 6 566 მ სიგრძის მილსადენი (ობიექტის აღწერა: გაზმომარაგების ქსელი) აღრიცხულია შპს ,,ა-----------ი A--------i’’-ს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.55-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბ--–---, ბო-------ს ინსტიტუტის და შპს ,,ო-----ი’’-ს მიმდებარე ტერიტორია, დაზუსტებული ფართობით 858 კვ.მ (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4 (ფარდული) გაზგასამართი სადგური) საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ა-----------ი A--------i’’-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.222-223);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2014 წლის 17 დეკემბერს შპს ,,სო--------------–--------------- ’’-ს (მოიჯარე) და შპს ,,ა-----------ი’’-ს (მეიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად საიჯარო ქონებას წარმოადგენს: მეიჯარის საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგური ინვენტარით, მდებარე მისამართზე: ქ.თბ--–---, ბო-------ს ინსტიტუტის და შპს ,,ო-----ი’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საკადასტრო კოდი: 01.1-.01.0--.0--. ასევე 6 566 მეტრი სიგრძის ბუნებრივი გაზის მილსადენი მაგისტრალური გაზსადენიდან გაზგასამართ სადგურამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება, შეთანხმება (ს.ფ. 227-232);
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2017 წლის 07 მაისს, ი/მ კ------------ე გ------ას მიერ მისამართზე თბ--–---, აღ--–-----–-ს ხე-----, მე-12 კმ-ის მიმდებარედ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების შედეგად დაზიანდა 2014 წლის 17 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,სო--------------–---------------’’-ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის მილსადენი. დაზიანებული გაზის მილსადენის შესაკეთებლად და მისი აღდგენისათვის საჭირო ხარჯი, ამავე დღეს გაიღო მოპასუხე ი/მ კ------------ე გ------ამ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეაგირების ოქმი (ს.ფ.15-16);
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 174);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 07 მაისს მისამართზე თბ--–---, აღ--–-----–-ს ხე-----, მე-12 კმ-ის მიმდებარედ შპს ,,ე-------ი’’-ს მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ადგილზე არ იმყოფებოდა და სამუშაოს უშუალოდ არ ასრულებდა მოპასუხე ალ---------ე ა-------–--ე. ასევე დადგენილია, რომ ი/მ კ------------ე გ------ასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ალ---------ე ა-------–--ეს სამშენებლო ობიექტზე მხოლოდ მეთვალყურეობის მოვალეობა ეკისრებოდა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ალ---------ე ამბროლაზე მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმის ჩვენება.
3.2.2. თბ--–--–ი, ავ---–-დან დი-----------ში, ყოფილი ტე-–------------ს ქა-----სა და მე-4 მ/რ-ის მე-5 კორპუსის მიმდებარედ თბ--–---ს სა---------------- კო------- კუთვნილ ტერიტორიამდე გაზმომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები და, მათ შორის, აღ--–-----–-ს ხე-----, მე-12 კმ-ის მიმდებარედ მიწის გათხრითი სამუშაოები, შეთანხმებული იყო ამ ზონაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეებთან/მართლზომიერ მფლობელებთან. სამუშაოების წარმოების პროექტი შეთანხმებული იყო შპს ,,ს---------------------------–----’’-თანაც, რაც დასტურდება მოწმის ჩენებითა და საქმეში წარმოდგენილ რუქაზე კომპანიის ბეჭდით (ს.ფ. 116).
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი/მ კ------------ე გ------ა გაფრთხილებული იყო ძირითად ხაზობრივ ნაგებობასთან არსებული განშტოების შესახებ კლინიკა „ლა-–----“-ს მიმართლებით (სწორედ ამ ზონაში მოხდა დაზიანება). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით კი დასტურდება, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არც შპს ,,ს---------------------------–----ი’’ არ ფლობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი/მ კ------------ე გ------ასათვის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას წინასწარ სავარაუდო არ იყო დაზიანებული მილსადენის ადგილმდებარეობა.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ი/მ კ------------ე გ------ა, როგორც გათხრითი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, სამუშაოებს აწარმოებდა არა მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების და მათი ნებართვის საფუძველზე, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ტერიტორიაზე განთავსებული ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეებთან შეთანხმებითაც (ს.ფ. 45, ს.ფ. 116). კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის უფლებამოსილმა წარმომადგენლმა - მ-----–-----–-–---–-ა ცალსახად განმარტა, რომ ს.ფ. 116-ზე სს ,,ს---------------------------–----ი’’-ს დასმული ბეჭედი თავისთავად გულისხმობს მოპასუხის მხრიდან სამუშაოების პროექტის შეთანხმებას მოსარჩელესთან. ამასთანვე მან მიუთითა, რომ ზოგადად პროექტის შეთანხმებისას ხდება მასზე გაზსადენი მილის შესაბამისი კვეთების დატანა, თუმცა რატომ არ განხორციელდა აღნიშნული ამ შემთხვევაში მისთვის უცნობია, ვინაიდან პროექტი უშუალოდ მასთან არ შეთანხმებულა (იხ. მოწმის ჩვენება, 2018 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, რომც გაიზიაროს სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა ზიანის ოდენობასთან მიმართებით, არ დგინდება საქმის მასალებით რაში გამოიხატა მოპასუხე ი/მ კ------------ე გ------ას მართლსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ.71-115);
- რუქა (ს.ფ. 116);
- 2018 წლის 18 მაისის წერილი დანართით (ს.ფ.45-48);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება 2017 წლის 07 მაისს, ი/მ კ------------ე გ------ას მიერ მისამართზე თბ--–---, აღ--–-----–-ს ხე-----, მე-12 კმ-ის მიმდებარედ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების შედეგად, შპს ,,ს---------------------------–----ი’’-სათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
2017 წლის 07 მაისს მომხდარი დაზიანების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასტურად, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 26 ივლისს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა N0---------- (ს.ფ. 224-226), რომელშიც დასკვნის სახით მითითებულია შემდეგი: ,,2017 წლის 7 მაისსა და 16 ივნისს ქ.თბ--–--–ი აღ--–-----–-ს ხეივნის მე-12 კმ. მიმდებარედ ი.მ კ------------ე გ------ასა და ალ---------ე ა-------–--ის მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანებული იქნა შპს ,,ს---------------------------–----ი’’-ს კუთვნილი მაღალი წნევის გაზსადენი. კონკრეტულმა დაზიანებებმა თავის მხრივ გამოიწვია ჰაერში ბუნებრივი გაზის გაფრქვევა და შესაბამისად გაზის დანაკარგი. გაზსადენის დაზიანების შედეგად შპს ,,ს---------------------------–----ისადმი’’ მიყენებული მატერიალური ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 6 866 ლარი’’.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნის თუ აუდიტორული დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-633-966-07).
სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს - დასკვნა საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის შეფასებისა და ექსპერტის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო თვლის, რომ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მსჯელობა და დასკვნა არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას მოცემულ დავაში ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დასკვნის შედგენის თარიღზე - იგი შედგენილია სადავო შემთხვევიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ და ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, მოპასუხემ სადავოდ გახადა რა ზიანის დაანგარიშების ხერხი და მეთოდი, ექსპერტის ახსნა-განმარტებების შედეგად ვერ იქნა გაქარწყლებული დასკვნის მიმართ წაყენებული პრეტენზიები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.224-226);
- ექსპერტის ახსხნა-განმარტება
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,ს---------------------------–----ი’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 463-ე, 465-ე, 998-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა 2017 წლის 07 მაისს 2017 წლის 07 მაისს მისამართზე თბ--–---, აღ--–-----–-ს ხე-----, მე-12 კმ-ის მიმდებარედ შპს ,,ე-------ი’’-ს სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა გაზის მილსადენი. აღნიშნული გაზის მილისმილსადენის შესაკეთებლად და მისი აღდგენისათვის საჭირო ხარჯი ამავე დღეს გაიღო მოპასუხე კ------------ე გ------ამ. შესაბამისად, თავად ქმედება - მილსადენის დაზიანება არ არის სადავო მიმდინარე დავის ფარგლებში. მოპასუხეთა მხრიდან სადავოდაა გამხდარი როგორც მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე მიზეზშედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასების შედეგად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 07 მაისს მომხდარი დაზიანებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა 5 040 ლარს. შესაბამისად, ვერ დგინდება დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის არსებობის ფაქტი. თუმცა, აღნიშნულის გაზიარების შემთხვევაშიც კი არ დასტურდება ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი, ვინაიდან, არ იკვეთება საქმის მასალებით მოპასუხე ი/მ კ------------ე გ------ას მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედება, რაც თავისთავად გამორიცხავს განსახილველ შემთხვევაში მის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. საქმის მასალებით კი დასტურდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხე გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა წინასწარ შეთანხმებული გეგმით, და მისთვის სავარაუდოც კი ვერ იქნებოდა ამ მონაკვეთზე გაზის მილის ან/და მისი რაიმე განშტოების არსებობის თაობაზე. აღნიშნული სასამართლოს შეფასებით გამორიცხავს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, შესაბამისად, ზიანის ოდენობასთან მიმართებით მოსარჩელის პოზიციის სრულად გაზიარების შემთხვევაშიც კი წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ განაპირობებს მოპასუხე კ------------ე გ------ასათვის ზიანის დაკისრებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობას, რის გამოც არ არსებობს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხე ალ---------ე ა-------–--ის, როგორს სამუშაოს უშუალოდ განმახორციელებელი პირის სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერი მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩებოდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთიდაიმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის ასევე აუცილებელია, თითოეული მათგანი მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე იყოს ვალდებული. ამით განსხვავდება სოლიდარული ვალდებულება წილობრივი ვალდებულებისგან. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა. კანონის საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაა მაგალითად 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზიანის დადგომაში მონაწილე პირების სოლიდარულ პასუხისმგებლობას აწესებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 07 მაისს მისამართზე თბ--–---, აღ--–-----–-ს ხე-----, მე-12 კმ-ის მიმდებარედ შპს ,,ე-------ი’’-ს მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ადგილზე არ იმყოფებოდა და სამუშაოს უშუალოდ არ ასრულებდა მოპასუხე ალ---------ე ა-------–--ე. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ალ---------ე ა-------–--ის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რაც შესაბამისად გამორიცხავს მის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 206 ლარი (ს.ფ. 24), რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს---------------------------–----ი’’-ს სარჩელი მოპასუხეების ალ---------ე ა-------–--ის და ი/მ კ------------ე გ------ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია