განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
330100116001563220
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სხდომის მდივანი - სოფიკო უგრეხელიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული ი---------------------------დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---–-----–--------------------–---–-------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ----------------------------------------------------

ადვოკატი - დ-------------- მ-------------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2----–-–------------–-, დაახლოებით 1---- საათზე, ი---------------- მართავდა ავტომანქანა „---------------- და მოძრაობდა ქ------–--–------------–-------–----------------–-------–------------------------–----------- მიმართულებით. აღნიშნული ქუჩისა და-–-------–--------- კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობისას ი----------------მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითთა გადასასვლელზე ქვეითად მოძრავ რ--------------, რომელიც აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ვ-–----------------- ჩვენებით, 2----–-–------------–- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი რ------------- იყო მისი მამა. მომხდარ ფაქტს თავად არ შესწრებია, აღნიშნულის შესახებ აცნობეს რ-------------- საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ. საქმიდან გამომდინარე იცნობს ბრალდებულ ი----------------ს, რომელიც მისული იყო საავადმყოფოში რ-------------- მოსანახულებლად. როგორც ი----------------სგან იცის, ა/მანქანის მოხვევის დროს გაჰკრა რ--------------, რის შედეგადაც იგი დაეცა ძირს. ი----------------სთან ოთხჯერ არის შეხვედრილი, იგი გრძნობდა პასუხისმგებლობას მომხდარის გამო და ცდილობდა მისი მდგომარეობის შემსუბუქებას. ი----------------ს მატერიალური სახით რაიმე დახმარება არ გაუწევია. მის მიერ გაცემული იქნა ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომ მას რაიმე სახის პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნდა. ჰყავდა ახალგაზრდა ოჯახი, თავს ირჩენდა ტაქსაობით და ნოტარიული წესით განუცხადა თანხმობა ესარგებლა აღნიშნული ა/მანქანით. დაზარალებული რ------------- საავადმყოფოში იყო უგონო მდგომარეობაში და ავტოავარიის ფაქტთან დაკავშირებით მასთან საუბარი არ ჰქონია.

მოწმე გ---------------- ჩვენებით, 2----–-–------------–-, შუადღის საათებში, მიღებული იქნა შეტყობინება მ------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ. ადგილზე გამოცხადდა მეწყვილე ი--------------------- ერთად, რა დროსაც გაირკვა, რომ ა/მანქანა „--------------- დაჯახებული იყო ქვეითს, რომელიც მოთავსებული იყო სასწრაფო დახმარების ა/მანქანაში. ვინაიდან ადგილი ჰქონდა სხეულის დაზიანების ფაქტს, გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური. მძღოლთან საუბრის შედეგად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ქვეითთან შეჯახებას. დაათვალიერა შემთხვევის ადგილზე მდგომი „----------------ს მარკის ა/მანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა კონკრეტულად რა ადგილზე ჰქონდა დაზიანებები და აღნიშნული გამოწვეული იყო თუ არა მოცემული ავტო-საგზაო შემთხვევით, აღნიშნულის თქმა არ შეუძლია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემსწრე პირი, რომელიც გამოძიებას მიაწვდიდა ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოძიებული ვერ იქნა.

მოწმე ი----------------- ჩვენებით, 2----–-–------------–-, მეწყვილე გ----------------თან ერთად, გამოცხადდა მ------------------------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ა/საგზაო შემთხვევის ფაქტს, კერძოდ, „----------------ს მარკის ა/მანქანა შეჯახებული იყო ქვეითს. ა/მანქანის მძღოლი, ი----------------, აღიარებდა ქვეით მამაკაცზე მანქანის გაკვრის ფაქტს. დაზარალებული რ------------- იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და მასთან გასაუბრება ვერ შეძლო. დაათვალიერა ა/მანქანა, თუმცა აღენიშნებოდა თუ არა მას შეჯახების კვალი, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ა/საგზაო შემთხვევის შემსწრე პირი, რომელიც მიაწვდიდა მას ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვერ იქნა მოძიებული.

მოწმე დ------------------- ჩვენებით,------–-–-----------–-, 1---- საათზე, მ-------------------------–---- მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ,----------–-------–------------- და-–-------–--------- კვეთაზე, ქვეითთა მოსიარულეთა გადასასვლელზე, ადგილი ჰქონდა ა/საგზაო შემთხვევის ფაქტს, კერძოდ ა/მანქანა „---------------, რომელსაც მართავდა ი----------------, შეჯახებული იყო ქვეითად მოძრავ რ--------------. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილი იქნა ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რომლის მე-17 გრაფაში მიეთითება შემთხვევის შემსწრე პირთა მონაცემები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი პიროვნება ვერ იქნა მოძიებული, აღნიშნული გრაფა არ იქნა შევსებული.

მოწმე რ-------------------- ჩვენებით, 2----–-–------------–- მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მ------------------------–---- მოპირდაპირე მხარეს არსებულ ქვეითთა გადასასვლელ ადგილზე, სადაც ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ავარიის მონაწილე ი----------------, ხოლო დაზარალებული რ------------- სასწრაფო დახმარებას გადაყვანილი ჰყავდა საავადმყოფოში. ი----------------მ განუმარტა, რომ-–-------–------------ ჩამოსვლისას, მარჯვენა მხარეს შეხვევისას გაიგო დაჯახების ხმა და დაინახა წაქცეული მამაკაცი. მოწმის განმარტებით, ადგილზე ფაქტის თვითმხილველი მოწმე, რომელსაც შეეძლო დაენახა დაჯახების მომენტი, მოძიებული ვერ იქნა. დაათვალიერა „----------------ს მარკის ა/მანქანა, რომელსაც ვიზუალურად შეჯახების კვალი არ აღენიშნებოდა. მოწმის სახით დაკითხა ბრალდებული და დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. მოწმის ჩვენებით, პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც თავდაპირველად მიღებული შეტყობინება არ ასახავდა საქმეზე საბოლოო მიღებული გადაწყვეტილების სურათს. მოწმის განმარტებით, მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც არ ჩანდა მანქანის და ქვეითის კონტაქტი, თუმცა ჩანს მანქანის დამუხრუჭების და დაზარალებულის გაქრობის ფაქტი, რაც მისი ვარაუდით გამოწვეული იყო მანქანის დარტყმის ბიძგის შედეგად. შინაგანი რწმენის საფუძველზე გამორიცხავს მამაკაცის ა/მანქანაზე თავისით მიჯახების და ამის შედეგად დავარდნის ფაქტს.

მოწმე ი------------------ ჩვენებით,------–-–---------–-- თვეში მუშაობდა შ----------------------------–-------–-–-------------------------------------–-----------------------–-- განყოფილებაში.------–-–------------–-, გამომძიებელს შესაბამისი მიმართვის საფუძველზე გადასცა მ---------------------–----- განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის---------–-- ჩანაწერი ერთ ცალი დისკის სახით.

მოწმე რ------------------ ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც გამომძიებელი, ჩაერთო დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ. ბრალდებულ ი----------------ს წაუყენა ბრალი და დაკითხა ბრალდებულის სახით, ასევე დაკითხა მოწმეები და დაათვალიერა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს „ზებრაზე“ ხელჯოხით მოსიარულე მამაკაცი, რომელმაც გადაკვეთა საპირისპირო მოძრაობის სავალი გზა და გადადის გზაზე, რა დროსაც ი---------------- ა/მანქანით გამოდის სავალ გზაზე, შედის ზებრაზე და დროის მცირე ხნით მანქანა ჩერდება, რის შემდეგაც კვლავ აგრძელებს მოძრაობას.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ----------------- ჩვენებით,------–-–------------–- მის მიერ გაცემული იქნა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #-------- რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ა/მანქანა „-------- სახ. #--------- არსებული მექანიკური დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთმოქმედებს შედეგად. ავტომობილზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. მოწმის განმარტებით თეორიულად ა/მანქანას შესაძლებელია ჰქონდეს კონტაქტი რბილ ქსოვილზე, მაგრამ მისი ასახვა ვერ მოხდეს მანქანაზე, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ა/მანქანის მოძრაობის სიჩქარეზე. მის მიერ გაცემული დასკვნიდან გამომდინარე იმის დანამდვილებით თქმა, რომ კონკრეტულ ავტომანქანასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ადამიანის სხეულზე შეჯახებას არ შეუძლია. აღნიშნულს ვერც დაადასტურებს და ვერც გამორიცხავს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე-–--------------- ჩვენებით,------–-–---------–--- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად რ-------------- გვამს გარეგნული და შინაგანი გამოკვლევით აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, სუბდურული და სუბარაქნიოდული სისხლჩაქცევები თავის ტვინის ნივთიერებაში, ტვინის რბილი გარსების და თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება. მოგრძო ტვინის დისლოკაცია და კეფის დიდ ხვრელში ჩაჭედვა. ქალა-სარქველისა და ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში რ-------------- სიკვდილთან. მოწმის განმარტებით, ნაადრევი გვამური მოვლენების მონაცემების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომის დრო არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ სიკვდილის დადგომის დროს - 0---------–-–-----------------

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ--------------- ჩვენებით, ექსპერტ ე-–------------------- ერთად მონაწილეობა მიიღო რ-------------- გვამის გამოკვლევაში, რასთან დაკავშირებითაც გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა-----------, რომლის თანახად საექსპერტო კვლევის პროცესში გამოკვლეული იქნა გარდაცვლილის თავის ტვინი, გული, ღვიძლი, თირკმელი და ელენთა, რითაც დადგინდა, რომ თავის ტვინის რბილ გარსებში იყო სისხლჩაქცევები, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ჩაქცეულმა სისხლმა განაპირობა თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სხვადსახვა შინაგანი ორგანოების დაზიანება. თავის ტვინში ასევე იყო სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, რაც სერიოზული დაავადებაა, რომელიც აქვეითებს მასზე დაქვემდებარებული ორგანოს სისხლით მომარაგების საკითხს. შესწავლილი იქნა გული, სადაც ასევე ფიქსირდებოდა ათეროსკლეროზის ცვლილებები, მაგრამ გარდა ამისა, დაზიანებული იყო გულის კუნთი, გადატანილი ინფარქტების სახით. ყველაზე მწვავე პროცესი, რომელსაც სიცოცხლისათვის საშიში სახე ჰქონდა ეს იყო ფილტვების ანთება, შეერთებული სახის ბრონქოპნევმონია. აღნიშნულ ანთებას თან ახლდა დაჩირქებული კერები. ფონი შექმნილი იყო თავის ტვინის დაზიანებიდან გამომდინარე. კონკრეტულ შემთხვევაში სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი ბრონქოპნევმონია იყო. რაც შეეხება თირკმელებს, ფიქსირდებოდა ინტრარენული სისხლის ძარღვების ათეროსკლეროზი, რომელთა სიახლოვით და მათგან მოშორებით, საშარდე მილაკებში და ინტერსტიციაში იყო ანთებადი უჯრედული ინფილტრატები - ტუბულო- ინტერსტიციული ნეფრიტი. მოწმის განმარტებით, როდესაც თავის ტვინზე არის დაზიანება სხვა შინაგანი ორგანოები თავის ტვინის დაზიანებას ექვემდებარებიან და ისინი უფრო ინტენსიურ და აქტიურ ხასიათს ღებულობენ. მოცემულ შემთხვევაში დაზიანებული იყო თირკმელი, მაგრამ ეს არ იყო დაკავშირებული თავის ტვინის დაზიანებასთან, რადგან იყო ათეროსკლეროზი. გარდაცვლილს აღნიშნული ტრავმა რომ არ მიეღო, შესაძლებელი იყო თირკმლის ფილტრაციის უნარი არ დაქვეითებულიყო და შენარჩუნებულიყო, თუმცა ვინაიდან თავის ტვინთან დაკავშირებულია ყველა შინაგანი ორგანო, თავის ტვინის დაზიანებით გამწვავდა პროცესი და მანიფესტაცია მოხდა მისი სუნთქვის უკმარისობის. მოცემულ შემთხვევაში რომ არ დაზიანებულიყო თავის ტვინი, რომ არ მომხდარიყო სისხლის ჩაქცევა და შემდეგ არ განვითარებულიყო რბილი გარსების ანთება, შესაძლებელია შინაგანი ორგანოების დაავადებათა მანიფესტაცია არ მომხდარიყო. თუ რამდენ ხანს იცოცხლებდა დაზარალებული დიზიანების მიყენების გარეშე ძნელი სათქმელია. ფილტვების ანთება და დაჩირქება განვითარებული იყო ტრავმის შემდგომ, ხოლო ნაწილი დაზიანებების იყო უფრო ხანდაზმული ვიდრე თავის ტვინზე განვითარებული დაზიანება.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ------------------- ჩვენებით,------–-–------------ მის მიერ გაცემული იქნა სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა #---------, ხოლო------–-–------------------ ექსპერტ თ---------------------- ერთად გაცემული იქნა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #---------, რომლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „--------------- სახ. #----------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მოწმის განმარტებით, ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერების მიხედვით, ქვეითი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას იწყებს ქვეითთა მონიშნულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველ მწვანე სიგნალზე, ხოლო საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გამყოფ ხაზთან მიახლოების შემდეგ ქვეითი-----–---- ქუჩის მიმართულების სამოძრაო ზოლის გადაკვეთას შეუჩერებლად აგრძელებს შუქნიშნის ამკრძალავ წითელ სიგნალზე. როდესაც-–-------–-- ქუჩის მხრიდან მოძრავი ავტომობილი „--------------- შედის გზაჯვარედინის ფარგლებში ამ მომენტში ქვეითი იმყოფება და აგრძელებს მოძრაობას ქვეითთა გადასასვლელზე პირველი სამოძრაო ზოლის დასაწყისის ფარგლებში. როდესაც ავტომობილმა „---------------- დაიწყო მარჯვნივ მანევრი გამზირის პირველი ზოლისაკენ ქვეითი მოძრაობს ამ ზოლის დაახლოებით შუა ნაწილში ავტომობილ „---------------- მძღოლის მხედველობის არეში. ქვეითზე დაჯახება მოხდა პირველი სამოძრაო ზოლის მარჯვენა ნახევარში ისე, რომ „---------------- მძღოლისათვის რაიმე სახის გარეშე ფაქტორი, რასაც შეეძლო ხილვადობის შეზღუდვა, არ წარმოქმნილა. მარჯვნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან დაჯახების მომენტამდე ქვეითი მთლიანად იყო და გადაადგილდებოდა მძღოლის მხედველობის არეში. ყოველივე ზემო აღწერილობიდან გამომდინარე, იმის აუცილებელი გათვალისწინებით, რომ მარჯვნივ მოხვევის მანევრის დაწყებიდან ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილით ქვეითზე დაჯახების მომენტამდე ქვეითი მთლიანად იყო და გადაადგილდებოდა ქვეითთა მონიშნულ გადასასვლელზე ავტომობილ „----------------ს მძღოლის მხედველობის არეში ისე, რომ რაიმე სახის გარეშე ფაქტორი, რასაც შეეძლო მძღოლისათვის ხილვადობის შეზღუდვა, არ წარმოქმნილა, შემდგომი გამოთვლების გარეშეც ვღებულობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „----------------ს მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.

მოწმის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის ფარგლებში დანამდვილებით და კატეგორიულად იმის თქმა, რომ რ--------------თან კონტაქტში მოვიდა ი----------------ს მართვის ქვეშ მყოფი მანქანა, არ შეუძლია. დასკვნის შედგენისას დინამიკაში გადაადგილების სიჩქარე არც ა/მანქანის და არც რ-------------- არ დაუდგენია და ერთმანეთთან ურთიერთქმედების კოეფიციენტი არ გამოუყვანია. დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა ბრალდებულის და მოწმეთა გამოძიების პერიოდში მიცემული ჩვენებებით. მოწმის შეფასებით, იგი ვერ გამორიცხავს რ-------------- თავად წაქცევის ფაქტს იმ მომენტში, როდესაც ი---------------- ა/მანქანით გვერდს უვლიდა მას. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------------

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობის თანახმად, 2----–-–------------–-, დაახლოებით 1---- საათზე,--------–--–------------–-------–-------------ა და-–-------–--------- გადაკვეთაზე, ა/მანქანა „--------------- სახ. #---------, რომელსაც მართავდა ი---------------- შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ--------------, რომელიც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გადაყვანილი იქნა „------–---------–-------------–---------–-------------------------------–-----–--- აღნიშნული ცნობის მე-14 გრაფაში მითითებულია სატრანსპორტო საშუალების შესახებ, კერძოდ - ა/მანქანა „--------------- სახ. #---------, მე-15 გრაფაში მითითებულია ცნობები სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე - ი----------------ზე, მე-16 გრაფაში მითითებულია ინფორმაცია შემთხვევის დროს დაზარალებულ რ-------------- შესახებ, ხოლო მე-17 გრაფა, სადაც მითითებული უნდა იყოს შემთხვევის შემსწრე პირების შესახებ, არის ცარიელი, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ფაქტის შემსწრე თვითმხილველი პირი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს--------–--–-,----------–-------–-------------ა და-–-------–--------- კვეთაზე. გზა არის მშრალი, რომელიც განკუთვნილია ჯვარედინი მოძრაობისათვის და გზები მიმართულია-----–---- ქუჩის მხრიდან--–------------ ქუჩის მიმართულებით,----------–---–-- ქუჩის მიმართულებით,-–-------–-- ქუჩის მხრიდან,----------–---–-- ქუჩის მიმართულებით და-----–---- ქუჩის მიმართულებით.-–-------–-- ქუჩაზე სავალი გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის და გზა შედგება სამი სამოძრაო ზოლისგან.-----–---- ქუჩის მიმართულებით სავალი გზის პირველ ზოლში 14,40 მეტრის დაშორებით ირიბად დგას ა/მანქანა „--------------- სახ. #---------, რომლის წინა კუთხე ტროტუარიდან დაშორებულია 0,30 მეტრით, უკანა მარჯვენა კუთხე 0,60 მეტრით.-----–---- ქუჩის მიმართულებით მიმავალი სავალი გზა შედგება სამი სამოძრაო ზოლისგან, რომელსაც ქუჩის კვეთაზე გააჩნია საგზაო მონიშვნა „ქვეითთა გადასასვლელი“.

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების თანახმად, დათვალიერებული იქნა მ---------------------–----- განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის კამერის------–-–-----------–-- ჩანაწერი, რომლის თანახმად, ჩანაწერში ჩანს----------–-------–-------–-------–----------- კვეთა. სავალი ნაწილი---–-------–-------------- განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის,--–------------ ქუჩის მხრიდან-----–---- ქუჩის მიმართულებით და პირიქით. 12:54:59 საათზე კადრში ჩანს----------–-------–-------------- განთავსებული ერთი შუქნიშანი, რომელზედაც ანთია ყვითელი სიგნალი. 1----:02 საათზე ინთება წითელი ფერი, იწყება მოძრაობა------------ ქუჩის მიმართულებით--------–------------------ მხრიდან და ქვეით მოსიარულეთა გადასვლა საავადმყოფოს გამზირზე მ---------------------------–----- მიმართულებით. 1----:18 საათზე კადრში მარცხენა მხრიდან-----------–-------–-- გამზირზე არსებული ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელზე ე.წ. ზებრაზე ჩამოდის ქვეითი მამაკაცი ხელჯოხით, რომელიც იწყებს გადასვლას დინჯი ნაბიჯებით „---------------–---------------- მხარეს. 1----:26 საათზე უსწორდება ღერძულა ხაზს და იწყება ა/მანქანების მოძრაობა----------–-------–-- გამზირზე--–------------ ქუჩის მიმართულებით და პირიქით, ასევე-–-------–-- ქუჩიდან მარჯვნივ----------–-------–-- გამზირზე-----–----------- მიმართულებით, ქვეითი მამაკაცი ჩვეული ნაბიჯებით აგრძელებს მოძრაობას 1----:33 სთ-ზე იგი იმყოფება-----–---- ქუჩის მიმართულების სავალი ნაწილის მე-2 და მე-3 ზოლების გამყოფ წყვეტილის გასწვრივ, ამ დროს-–-------–-- ქუჩიდან იწყებს მოძრაობას ყვითელი ფერის მიკრო ავტობუსი, მამაკაცი კვლავ აგრძელებს იმავე ტემპით მოძრაობას. კადრში-–-------–-- ქუჩიდან შემოდის თეთრი ფერის მსუბუქი ა/მანქანა 1----:37 საათზე მამაკაცი გადასულია მეორე სამოძრაო ზოლიდან და უკან მხრიდან ფარავს მის უკან მიმავალი თეთრი ფერის მიკრო ავტობუსი, მას უკან მიჰყვება წითელი ფერის მსუბუქი ა/მანქანა, ამ დროს მსუბუქი თეთრი ფერის ა/მანქანა შემოსულია-–-------–-- ქუჩაზე არსებულ ქვეითთა მოსიარულეთა „ზებრაზე“, მოძრაობს საშუალო სიჩქარით. 1----:39 საათზე ქვეითი ტროტუარამდე დაშორებულია ხუთი მონიშვნის თეთრი ხაზით, ხოლო თეთრი მსუბუქი ა/მანქანის უკანა საბურავებით კვლავ დგას-–-------–-- ქუჩაზე არსებულ „ზებრაზე“, რის შემდეგაც 1----:41 საათზე უხვევს მარჯვნივ და შედის-----------–-------–-------------- არსებულ „ზებრაზე“, მის წინ გადადის მამაკაცი, რომელიც ცდება ოდნავ მის წინა მარჯვენა ფრთის და კარებს შორის და ჩანს მისი ზედა ნაწილი. 1----:43 საათზე ა/მანქანა მყისიერად ამუხრუჭებს, ჩერდება და მამაკაცი არ ჩანს. ა/მანქანა გაჩერებულია ხუთი წამი, 1----:49 საათზე იძვრის და აგრძელებს წინ მოძრაობას და უახლოვდება ტროტუარს და რამდენიმე მეტრში ჩერდება. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი გამოკვლეული და დათვალიერებული იქნა სასამართლო სხდომაზე.

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ,------–-–------------------ ი----------------ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ბ) დაცვის მხარის მტკიცებულებები.

ბრალდებულ ი----------------ს ჩვენებით,------–-–-----------–-, დღის საათებში, ტაქსაობდა „----------------ს მარკის ა/მანქანით.---------------------------------- ჩამოდიოდა----------–-------–-- გამზირზე და აპირებდა მარჯვნივ შეხვევას, რა დროსაც მანქანა გააჩერა შუქნიშანზე. მწვანე ნიშნის ანთების შემდგომ დაიწყო მოძრაობა, დაინახა ქვეითი, რომელიც გადადიოდა ქვეითთა სავალ გზაზე, ჩაუარა მას, რა დროსაც ქვეითი იმყოფებოდა მისგან ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე და როდესაც გაცდა მას, კარის შუა ნაწილამდე, გაიგო ხმა და დაინახა, რომ ძირს ეგდო მამაკაცი. ხალხი ყვიროდა კაცი დაეცაო. გააჩერა მანქანა, მივიდა მასთან, რა დროსაც მივიდა საპატრულო პოლიციაც, რომლებმაც შეამოწმეს სიმთვრალეზე და მისი მანქანა გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, ხოლო დაზარალებული სასწრაფომ დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. შემთხვევის თვითმხილველი მოწმე ნ-------------------, პატრულის თანამშრომლებს უხსნიდა, რომ მამაკაცი თავისით წაიქცა და მანქანის დაჯახების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მისი ა/მანქანა არის მარჯვენა საჭიანი და იგი კარგად აკონტროლებდა მარჯვენა მხარეს და ხედავდა პიროვნების „ზებრაზე“ გადასვლის მომენტს და ნელი მოძრაობით ჩაუარა მას.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ-------------------------- ჩვენებით,------–-–---------------- მის მიერ გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა #--------------, რომლის თანახმად, მომხდარ ავტო საგზაო-სატრანსპორტო შემთხევვაში ავტომობილ „----------------ს მძღოლის ი----------------ს მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოწმის განმარტებით, ქვეითი, როგორც მოძრაობის მონაწილე ვალდებულია იხელმძღვნელოს საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ „ 24-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტების მოთხოვნებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას, თუ გადასასვლელზე არსებობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, ქვეითმა უნდა შეასრულოს ამ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნით; თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნლი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე, ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა. გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შემდეგ ქვეითმა არ უნდა დააყოვნოს გადასვლა, არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე და გადასვლა უნდა გააგრძელოს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ ან მარეგულირებლის სიგნალების გათვალისწინებით. მოწმის განმარტებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ექსპერტიზაზე წარდგენილი არ ყოფილა. ა/მანქანაზე ქვეითის კონტაქტის თაობაზე იხელმძღვანელა სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სადაც აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული მექანიკური დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედების შედეგად. ავტომობილზე რაიმე რბილი საგნის მქონე სხეულთან, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეული, შეჯახების ურთიერთქმედებისათვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ქვეითისა და ავტომობილის ურთიერთკონტაქტის ქვეითის სხეულზე რაიმე ნაკვალევის არსებობის თაობაზე არ არის მითითებული. რაც შეეხება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მონაკვეთზე სატრანსორტო საშუალების გადაადგილების ვიდეო ჩანაწერის ქრონომეტრულ განხილვას, დადგენილია, რომ 1----:19 საათზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხრიდან (კადრში მარცხენა მხრიდან)----------–-------–-------------- არსებული ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე ე.წ „ზებრაზე“ გამოდის ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ხელჯოხით და იწყებს მოძრაობას „---------------–--------------- მიმართულებით. 1----:26 საათზე შუქნიშანზე ავტომობილებისათვის ინთება მწვანე, მოძრაობის ნებადამრთველი სიგნალი, ქვეითი ამ დროს იმყოფება „ზებრაზე“ მოძრაობის გამყოფ ღერძულა ხაზამდე ორ თეთრი ხაზის დაშორებით (ამ დროს შუქნიშანზე ამკრძალავი სიგნალი ანთია). 1----:27 საათზე ავტომობილები მოძრაობენ, ხოლო ქვეითი იგივე ფორმით მოძრაობს და კვეთს ღერძულა ხაზს. 1----:39 საათზე ვიდეო ჩანაწერის მარჯვენა კუთხეში,-–-------–-- ქუჩიდან----------–-------–-------------- შემოდის დაბალი სიჩქარით თეთრი ფერის მსუბუქი მანქანა. ამ დროს ქვეითი იმყოფება სავალი გზის კიდიდან „ზებრაზე“ მესამე-მეოთხე თეთრ ხაზებს შორის. 1----:40 საათზე თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანა იმყოფება ზებრასთან. 1----:42 საათზე ა/მანქანა იმყოფება ქვეითთა გადასასვლელზე და ამ დროს ავტომობილის მარჯვენა მხარეს ჩანს ქვეითის ზედა ნაწილი - ჭაღარა თავი. ჩანაწერის დისკრეტულობიდან გამომდინარე კადრში მანქანა ჩერდება. 1----:47 საათზე ავტომანქანა აგრძელებს წინ მოძრაობას, რამდენიმე მეტრში უახლოვდება ტროტუარს და ჩერდება. მისი დაძვრის და გადაადგილებისას მამაკაცი აღარ ჩანს. მოწმის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი სამედიცინო და ტექნიკური საექსპერტო დასკვნები ქვეითის და ავტომობილის კონტაქტს არ აღნიშნავენ. ვიდეო ჩანაწერი იმ მხარეს არ აფიქსირებს, სადაც ქვეითი ვარდება. ჩანაწერი სხვადასხვა რაკურისით არ არის, შესაბამისად საქმის მასალებიდან გამომდინარე ავტომობილის და ქვეითის კონტაქტის არგუმენტირებული მტკიცებულებები არ იკვეთება. მოწმის განმარტებით, მოცემული ჩანაწერის მიხედვით ქვეითი იმყოფებოდა მოძრაობაში, იგი მოძრაობდა 40-60 სმ ნაბიჯებით, გზის დასრულებამდე დარჩენილი ჰქონდა 2.5 ზებრის ხაზი, ამასობაში ა/მანქანაც იმყოფებოდა მოძრაობაში და ა/მანქანის მოხვევის ტრაექტორიის და ქვეითის მოძრაობის გათვალისწინებით, სანამ ა/მანქანა მოუხვევდა იგი კიდევ უფრო დაშორდებოდა ქვეითს და იგი მოასწრებდა გზაზე გადასვლას, მაგრამ ვინაიდან არ არის შეხების კონტაქტი, მიაჩნია, რომ შეხებას ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში იმის თქმა, რომ ა/მანქანის მძღოლს უნდა დაეთმო ქვეითისთვის მოძრაობა და დალოდებოდა მის გზაზე გადასვლას გაუჭირდება, რადგან არ არსებობს ვიდეო ჩანაწერის სხვა რაკურსი და ამასთან ქვეითს ფაქტიურად დასრულებული ჰქონდა მოძრაობა და ორივე მათგანი იყო მოძრავ მდგომარეობაში.

მოწმე ნ-------------------ს ჩვენებით,------–-–-----------–- იმყოფებოდა-----------------------–---------------- გაჩერებასთან, რა დროსაც დაინახა მოხუცებული მამაკაცი გადადიოდა ქვეითთა სავალ გზაზე. ბარდიულამდე დარჩენილი იყო 1-2 მეტრი, რა დროსაც მამაკაცი გაჩერდა, დაბარბაცდა და უკანა სვლით მიეჯახა ი----------------ს ა/მანქანას, რომელიც გაცდენილი იყო მას და მამაკაცი დაეცა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მამაკაცი თავდაპირველად გაითიშა, თუმცა შემდეგ მოვიდა გონებაზე და ითხოვდა წყალს და ტაქსით სახლში წაყვანას. მანქანიდან გადმოსულ ი----------------ს თავად უთხრა, რომ თვითმხილველი იყო იმის, რომ იგი მამაკაცს არ დაჯახებია და დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად იყო მიეცა ჩვენება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ ი----------------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ი----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება, როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთანავე, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასევე მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ი----------------ს ბრალეულობას. ბრალად შერაცხულ ქმედებაში ი----------------ს მონაწილეობის დადგენისათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ა/მანქანა „--------------- სახ. #----------ზე რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან, როგორც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც, შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა, ხოლო ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მოცემული დასკვნიდან გამომდინარე დანამდვილებით იმის თქმა, რომ კონკრეტულ ავტომანქანასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ადამიანის სხეულზე შეჯახებას არ შეუძლია.

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სრულ თანხვედრაშია ფაქტის თვითმხილველი მოწმე ნ-------------------ს ჩვენებასთან, რომელიც თავად შეესწრო---------------------------–------- განვითარებულ მოვლენებს და დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ ი----------------ს მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანას და ქვეით მამაკაცს შორის ფიზიკური კონტაქტი არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ი---------------- გასცდა ქვეითთა გადასასვლელ გზაზე მიმავალ მამაკაცს, იგი წაბარბაცდა თავისით და დაეცა ძირს.

ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი----------------მ, რომელმაც განმარტა, რომ------–-–-----------–- მოძრაობდა „----------------ს მარკის ა/მანქანით და აპირებდა----------–-------–-- გამზირზე გასვლას და მარჯვნივ მოხვევას, რა დროსაც შეჩერდა შუქნიშანზე და მწვანე ნიშნის ანთების შემდგომ დაძრა ა/მანქანა ისე, რომ კარგად ხედავდა ქვეითს, რომელიც გადადიოდა გზაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ა/მანქანა არის მარჯვენა საჭიანი, კარგად აკონტროლებდა მარჯვენა მხარეს და მას შემდეგ, რაც ნელი სვლით ჩაუარა მამაკაცს, რომელიც მისგან დაშორებული იყო ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე, გაიგო ხმა, რაზეც გააჩერა მანქანა და დაინახა წაქცეული მამაკაცი, რაზეც ხალხი ყვიროდა „კაცი დაეცაო“.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სატრანსპორტო ტექნიკურ, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების იმ ნაწილზე, რითაც მართალია დადგენილია, რომ ავტომობილ „„--------------- სახ. #----------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რასაც ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული ექსპერტები ზ------------------ და თ-----------------, თუმცა აღნიშნული დასკვნის ფარგლებში დანამდვილებით და კატეგორიულად იმის თქმა, რომ რ--------------თან კონტაქტში მოვიდა ი----------------ს მართვის ქვეშ მყოფი მანქანა შეუძლებელია. ასევე არ დადგენილა არც ა/მანქანის და არც რ-------------- დინამიკაში გადაადგილების სიჩქარე.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები წინააღმდეგობაშია სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის #-------------- დასკვნასთან, რითაც დადგენილია, რომ მომხდარ ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში ავტომობილ „----------------ს მძღოლის ი----------------ს მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეითი, როგორც მოძრაობის მონაწილე ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ „ 24-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტების მოთხოვნებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას, თუ გადასასვლელზე არსებობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, ქვეითმა უნდა შეასრულოს ამ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნით; თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე, ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა. გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შემდეგ ქვეითმა არ უნდა დააყოვნოს გადასვლა, არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე და გადასვლა უნდა გააგრძელოს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ ან მარეგულირებლის სიგნალების გათვალისწინებით. ექსპერტის შეფასებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით, მათ შორის არც სამედიცინო, ტექნიკური საექსპერტო დასკვნებით და არც ვიდეო ჩანაწერით არ იკვეთება ქვეითსა და ავტომობილს შორის კონტაქტის არგუმენტირებული მტკიცებულებები, შესაბამისად მისი დასკვნა არის კატეგორიული ხასიათის.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მონაკვეთზე არსებულ ვიდეო ჩანაწერზე, სადაც თანმიმდევრულად არის აღწერილი ი----------------ს და გარდაცვლილ რ-------------- გადაადგილების მიმართულება და ნათლად ჩანს 1----:39 საათზე როგორ შედის----------–-------–-------------- დაბალი სიჩქარით მოძრავი თეთრი ფერის მსუბუქი მანქანა, რა დროსაც ქვეითი იმყოფება სავალი გზის კიდიდან „ზებრაზე“ მესამე-მეოთხე თეთრ ხაზებს შორის. 1----:41 საათზე ა/მანქანა უხვევს მარჯვნივ და შედის---–-------–-------------- არსებულ „ზებრაზე“, რა დროსაც მის წინ გადადის მამაკაცი, რომელიც ცდება მას. 1----:43 საათზე ა/მანქანა ჩერდება და მამაკაცი არ ჩანს. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ჩანაწერის სხვა რაკურსი, ხოლო მოცემულ ჩანაწერში არ ფიქსირდება ა/მანქანის შეჯახების ფაქტი, ამასთან სამედიცინო და ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები არ აღნიშნავენ ა/მანქანის და ქვეითის კონტაქტის ფაქტს, ხოლო ერთადერთი თვითმხილველი მოწმე ნ-------------------ს საერთოდ გამორიცხავს ა/მანქანის და ქვეითის კონტაქტს, კატეგორიულად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ რ-------------- გარდაცვალება გამოწვეული იყო ი----------------ს ა/მანქანაზე შეჯახებით განვითარებული დაზიანებებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ი----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც ი---------------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-280-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი---------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ი----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის------–-–------------------ განჩინებით, ი----------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის------–-–------------------- განჩინებით, მსჯავრდებულ ი----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 4000 (ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, მ---------------------------------------- საკუთრებაში, არსებულ უძრავ ქონებაზე - ბინა, მდებარე: ქ---------–------------------------------------------------------------ -ის წილზე დადებული ყადაღა.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი