განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-----------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------------------------–-.
ბრალდებული - გ---------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჭ----------------------------–----------–--
ადვოკატები - რ---------------------------------------
კვალიფიკაცია:
ლ--------------- მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გ----------------- მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2----–-–------------------- დაახლოებით 22:30 საათზე, ქ------–--–-----------------–----–-----------------------------------–------–---------–----------–--------–--------------- ტერიტორიაზე არსებულ N----–------------- ეზოში, ი---------------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანა დაარტყა მ-----------------, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ლ--------------- ნამდვილად იცოდა, რომ ი------------------ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - მ----------------- განზრახ მკვლელობა, რის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
2----–-–------------------- დაახლოებით 22:30 საათზე, ქ------–--–-----------------–----–-----------------------------------–------–---------–----------–--------–--------------- ტერიტორიაზე არსებულ N----–------------- ეზოში, ი---------------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანა დაარტყა მ-----------------, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა გ----------------- ნამდვილად იცოდა, რომ ი------------------ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - მ----------------- განზრახ მკვლელობა, რის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ--------------- და გ----------------- დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ლ--------------- და გ----------------- მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიებულებებით (მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა), ბრალდებულების - ლ--------------- და გ----------------- დაკავების ოქმებით, მოწმეების: გ----------------------------------------------------------–-----–--------------------------------------------------------------–---------------------- ჩვენებებით, მოწმე გ---------------- მიერ ბრალდებულების - გ-----------------, ლ---------------ა და ი------------------ ამოცნობის ოქმებით, ბრალდებულების ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმებიან თავად ბრალდებულები.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--------------- და გ----------------- ჩაიდინეს:
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ლ---------------ა და გ----------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. კერძოდ, სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულების აღიარებას, იმას, რომ წარსულში არ არიან ნასამართლევი რაიმე დანაშაულის ჩადენისთვის, სასამართლო ასევე ითვალისწინებს მათ როლს იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის შეუტყობინებლობაც ედებათ ბრალად.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ---------------ა და გ----------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მათ მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ--------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ ლ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------------------------–-–------------------- ჩათვლით.
გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------------------------–-–------------------- ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულებს - ლ--------------ს და გ----------------ს დაეკისროთ მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მათ ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ანაწმენდის ნიმუშები, ი------------------, ლ---------------, გ----------------- ნერწყვის ანაწმენდის და ნაბეჭდის ნიმუშები, მ------------------ ნერწყვის ნიმუში, მ----------------- დაქტილობარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ხელის ანაბეჭდები, ბოთლი, დანა, რეზინის ხელთათმანები, რაც ინახება------–---------–-–-----------------------------------–----–-–------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ გ----------------- ტანსაცმელი, ლ--------------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული მაისური, გ----------------გან ამოღებული ტანსაცმელი, ი------------------ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული წითელი მაისური, ი------------------ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჯინსის შარვალი, ი------------------გან ამოღებული ფეხსაცმელი, განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჟილეტი, მობილური, საზაფხულო ჩუსტები, რაც ინახება------–---------–-–-----------------------------------–----–-–------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
_ გ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური და პასპორტი, რაც ინახება------–---------–-–-----------------------------------–----–-–------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, მეხსიერების ბარათი ვიდეო კამერის ჩანაწერებით, რაც ინახება------–---------–-–-----------------------------------–----–-–------–-- შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი