განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
330100118002612563
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ--------------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული ------------------------------------------ - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------------------–-.

ბრალდებული - ლ---------------------------- - დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------–------------------------–-------------------–--

ადვოკატები - დ----------------------------

 

კვალიფიკაცია:

კ-------------------------- მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

ლ-------------- მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

2----–-–----------- ლ-------------- და შპს „----------- დირექტორმა კ--------------------------, შპს „----------- სახელით, შემდგომი გასაღების მიზნით, ჯგუფურად დაამზადეს 2----–-–------------- დათარიღებული ყალბი სასაქონლო ზედნადები N--–------------ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა N------------- რომელთა მიხედვითაც თითქოსდა შპს „----------- შპს „---------------- მიყიდა 3მ3 ხის მასალა (ძელი). ყალბად შედგენილი საგადასახადო დოკუმენტები იმავე დღეს გაასაღეს ღონისძიებაში ჩართულ პირზე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ-------------------------- და ლ-------------- დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

კ-------------------------- და ლ-------------- მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება,რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე დ.--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებული მტკიცებულებებით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, ბრალდებულების დაკავების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმებიან თავად ბრალდებულები.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ-------------------------- და ლ-------------- ჩაიდინეს:

ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

კ-------------------------- და ლ-------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, ასევე ითვალისწინებს ბრალდებულების აღიარებას.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კ-------------------------- და ლ-------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მათ მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, კ-------------------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–---------–---------------–-–-----------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

კ-------------------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2----–-–---------–---- განჩინებით დაყადაღებულ კ-------------------------- (პირადი №------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 10000 (ათიათასი) ლარის პროპორციულ წილს, მდებარე ქ-----------------------------------------–- მდებარე უძრავ ქონებას, დაზუსტებული ფართობი 7----------- საკადასტრო კოდი 3------------

ლ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, ლ-------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–---------–---------------–-–-----------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

ლ-------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2----–-–---------–---- განჩინებით დაყადაღებულ ნ--------------------- (პირადი №------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 10000 (ათიათასი) ლარის პროპორციულ წილს, მდებარე ზ--------------------------------------------- მდებარე შენობა-ნაგებობებს, ჩამონათვალი N------------------- დაზუსტებული ფართობი 1------------ საკადასტრო კოდი 3------------

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ 03 ცალი ელექტრონული დისკი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი