განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----------------------------- დაბადებული 1-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–--------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–------–-----------------------–--
ადვოკატი - დ----------------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–------------ ღამის საათებში ქ------–--–---------–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თ--------------- ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს - მ-------------- სახეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2----–-–-------------------- დაახლოებით 12:00 საათზე, ქ------–--–-----------------------–---------------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე თ--------------- ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს - მ-------------- სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა თ--------------- მიერ 2----–-–------------ ყოფილი მეუღლის - მ-------------- მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
1). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ მ-------------- ჩვენებით, 12 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ თ---------------თან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. 2----–-–------------ მეგობრებთან ი------------------------------------------------–------------------- და გ---------------------- ერთად აპირებდა მამის საფლავზე მისვლას, მაგრამ იმის გამო, რომ ი------------------ გზაში გახდა შეუძლოდ, გადაიფიქრეს საფლავზე მისვლა და ა/მანქანა გააჩერეს თ---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ ამ დროს, დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე თ--------------, რომელიც იმყოფებოდა შორიახლოს და თვალყურს ადევნებდა მას. სატელეფონო საუბრისას თ-------------- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ითხოვდა მის სახლში წასვლას, რაზეც უპასუხა, რომ იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად. თ-------------- მალევე მივიდა ადგილზე, რომელიც დარწმუნდა, რომ იგი ნამდვილად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა მარცხენა მკლავზე, ხოლო მას შემდეგ, რაც შეეცადა მის დაწყნარებას, თ-------------- გახდა უფრო აგრესიული და ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი და დაეცა ძირს. რაც შეეხება 2----–-–------------------ მომხდარ ძალადობის ფაქტს, ვინაიდან გარკვეული პერიოდით სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, გადაწყვიტა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედროდა მისი შვილის მასწავლებელს. სკოლაში მისვლის თაობაზე ცნობილი იყო თ---------------თვის, რომელიც დახვდა #-----------------–------- სადაც კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა სახის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ი------------------ს ჩვენებით, 2----–-–------------ მეგობრებთან ლ-------------------- გ---------------------- და მეუღლე გ--------------------- ერთად აპირებდა მეგობრის საფლავზე მისვლას, სადაც მათთან ერთად წასვლა შესთავაზა მ--------------, რომლის მამაც დაკრძალულია იმავე სასაფლაოზე. მ--- დათანხმდა მათთან ერთად წასვლას, თუმცა გზად შენიშნეს გველი, რაზეც თავად გახდა ცუდად და ა/მანქანა გააჩერეს თ---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მალევე მივიდა თ--------------, რომელმაც მ-------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა სახის არეში. რაც შეეხება 2----–-–------------------ მომხდარ ინციდენტს, თავად ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა როგორც თ---------------გან იცის, #-----------------–----იმდებარე ტერიტორიაზე მან მ-------------- ხელი გაარტყა სახის არეში.
მოწმე ლ--------------- ჩვენებით, დაზარალებულ მ--------------თან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, რომელთან ერთადაც 2----–-–---------------–- აპირებდა საფლავზე გასვლას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათი მეგობარი ი------------------ გზაში გახდა შეუძლოდ, ვერ შეძლეს საფლავზე მისვლა და გაჩერდნენ გზად, სადაც მალევე მივიდა თ--------------, რომელმაც მ-------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა ორჯერ სახის არეში, რის შედეგადაც მ--- გახდა შეუძლოდ და ჩაიკეცა.
მოწმე კ----------------------- ჩვენებით, 2----–-–------------------ მ-------------- განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. დაკითხა დაზარალებული მ-------------- რომელმაც დაადასტურა მეუღლე - თ--------------- მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, დაკითხა მოწმეები, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, თ--------------- წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე და დაკითხა იგი მოწმის სახით.
მოწმე ნ-------------- ჩვენებით, მუშაობს თბილისის #-----------------–-–------------- თანამდებობაზე. ნაცნობობა აკავშირებს დაზარალებულ მ--------------თან და ბრალდებულ თ---------------თან, რომლებიც არიან მისი მოსწავლის - ე-–------------ მშობლები. 2----–-–------------------ დაახლოებით 12:00 საათზე, იმყოფებოდა სკოლაში და ელოდებოდა მ-------------- მისვლას, რომელმაც მისვლამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკა და სთხოვა ს----–-- კიბეებთან დახვედრა, რის მიზეზსაც აუხსნიდა მოგვიანებით, თუმცა მ--- შეხვდა ს----–-- შენობაში, რომელიც იყო აღელვებული და ვერ შეძლო მომხდარი ფაქტის მოყოლა. მოგვიანებით მ------------- დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ თ--------------- ს----–-- მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და უნდოდა იმის გარკვევა თუ რა პერიმეტრს აფიქსირებდნენ ს----–------ განთავსებული ვიდეო კამერები. როგორც შემდგომ გაირკვა, ს----–-- რემონტთან დაკავშირებით ვიდეო კამერები იყო გათიშული და არ ხდებოდა ვიდეო ჩაწერა. მოწმის განმარტებით, მ--------------გან მისთვის ცნობილი იყო მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის თაობაზე, რომელიც თ---–------------ ტერიტორიაზე ხელით შეეხო მას.
2----–-–------------------- გაცემული სამედიცინო ესპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, მოქ. მ-------------- პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2----–-–------------------- თ--------------- წარედგინა ბრალდება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი).
2). დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე ზ--------------- ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს ბრალდებულ თ---------------თნ, რომელსაც 2----–-–------------------ მისივე თხოვნით გაჰყვა #-----------------–------- სადაც იგი უნდა შეხვედროდა მის ყოფილ მეუღლე - მ--------------. ადგილზე მისვლისას თ--------------- და მ-------------- შეხვედრას აკვირდებოდა მანქანიდან და მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
ბრალდებულ თ--------------- ჩვენებით, 12 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ--------------თან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. მეუღლესთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდა 2----–--–- სამსახურიდან გამომდინარე მისი პატიმრობაში ყოფნა და სამსახურიდან გათავისუფლება. ბრალდებულის განმარტებით, იგი აღიარებს 2----–-–------------ მ-------------ზე სახის არეში ხელის გარტყმის ფაქტს, რაც გამოწვეული იყო მ-------------- მხრიდან მასზე მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფით. რაც შეეხება 2----–-–------------------ ეპიზოდს, მ-------------- თხოვნით შეხვდა მას #-----------------–------- სადაც პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით მისული იყო მეგობარ ზ---------------თან ერთად. შეხვედრისას მ------------- იყო აგრესიული, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც თავადაც უპასუხა გინებით და ისე, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია დატოვა ტერიტორია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ--------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–------------------------- გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ თ--------------- მხრიდან, 2----–-–------------ მ-------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, დაზარალებულმა მ-------------მ სრულად დაადასტურა მისი ყოფილი მეუღლის - თ--------------- მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–------------, თ---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ--------------- ეჭვიანობის ნიადაგზე, გაშლილი ხელის სახის და მკლავის არეში ჩარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაეცა ძირს.
დაზარალებულ მ-------------ზე ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასევე ადასტურებენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები ი------------------ და ლ--------------- რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტეს, რომ 2----–-–------------ თ---–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას თ--------------- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ--------------, რაც გამოიხატებოდა სახის და მკლავის არეში ხელის დარტყმაში, რის შედეგადაც მ------------- გახდა შეუძლოდ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ კ----------------------- ჩვენებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი მ-------------- განცხადების საფუძველზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად ბრალდებულ თ--------------- ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დასტურდება 2----–-–------------ მეუღლე მ-------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
რაც შეეხება, თ--------------- მიმართ ბრალად წარდგენილ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------------ ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ თ--------------- ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. დაზარალებულმა მ-------------მ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში მართალია დაადასტურა 2----–-–------------------ თ--------------- მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რა დროსაც განიცადა ტკივილი, რაც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა ი---------------------------------------- თუმცა მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ფაქტის უშუალო თვითმხილველები არ არიან და მომხდარის შესახებ მათვის ცნობილი გახდა გადმოცემით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ვერ ადასტურებს---------------- თ--------------- მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ზ--------------- ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ იგი თავად იყო თვითმხილველი თ-------------- და მ-------------- შეხვედრის ფაქტის, რა დროსაც მათ შორის არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ანალოგიური დადასტურდა მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ თ--------------- ჩვენებით, რომელმაც კატეგორიულად უარყო 2----–-–------------------ ყოფილ მეუღლე - მ-------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ურთიერთანალიზის შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია 2----–-–------------, თ--------------- მხრიდან მ-------------- მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება 2----–-–------------------ ეპიზოდს, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ბრალდების მხარის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, თ--------------- მხრიდან მეუღლე მ-------------ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ--------------- ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–------------------------- გათვალისწინებული დანაშაული და ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება თ.----–-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------------ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ.----–-ას მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის გამოც თ-------------- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------------ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მიაჩნია, რომ თ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ--------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–------------------------- გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------------ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
თ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–------------------------- გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- განჩინებით, თ--------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2----–-–---------------- განჩინებით, მსჯავრდებულ თ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, დ-------------------------------- და თ--------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: მ--------–----------–---------------------–----------------------------------- დაზუსტებული ფართობი 4997.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით -------------- დადებული ყადაღა.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მ-------------- განცხადებაზე თანდართული კომპიუტერული დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი