განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
820100115775003
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100115775003

№1-76/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - დ----- ხ------–---–ი

 

ბრალდებული - ო---- ფ--–---------ი (არ გამოცხადდა)

ადვოკატი - დ----- კ----–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173091213001

 

ბრალდებულ ო---- ფ--–---------ის მიმართ

მამის სახელი: ო----ი;

დაბადებული: 02.09.1--- წელი;

დაბადების ადგილი: თურქეთი, ი-------

მოქალაქეობა: თურქეთის

რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი ი-------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი ი-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2008 წელს, შპს „ა----- გ-----მა“ სასათბურე მეურნეობის მშენებლობისათვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში შეიძინა 83000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. აღნიშნულმა კომპანიამ 2009 წლის 01 თებერვალს, სასათბურე მეურნეობის ასაშენებლად ხელშეკრულება გააფორმა სპეციალიზირებულ თურქულ საამშენებლო კომპანია შპს „ო------------ ს---- ს-------–---- თ-------- მ------–----------------------- ს-------ან“, რომლის ხელმძღვანელი იყო ო---- ფ--–---------ი. ო---- ფ--–---------მა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამუშაოებს, დაარღვია სამშენებლო წარმოებისას უსაფრთხოების წესები, არასწორედ მოაწყო სათბურის შენობის საძირკველი, ზეძირკველი და არასწორედ ჩაამაგრა მზიდი კონსტრუქციები (სვეტები), რის გამოც 2013 წლის 09 დეკემბერს, სასათბურე მეურნეობაში სამუშაო პროცესის დროს ჩამოინგრა რკინის კონსტრუქცია, რის შედეგადაც სათბურში მომუშავე ლ---–- ა--–---მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ი----- ჩ------ე და ზ--- მ---–----–-–---–ი ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

უსაფრთხოების წესების დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

2. მოწმის სახით დაკითხული ლ---–- ა--–--ის ჩვენების თანახმად 2013 წლის 09 სექტემბერს მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში მდებარე სასათბურე მეურნეობაში. დაახლოებით 14 საათსა და 20 წუთზე გაიგონა ძლიერი ხმაური და სახის არეში იგრძნო დარტყმა, დაინახა, რომ მთელი სათბურის კონსტრუქცია დაინგრა მან კი მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

 

3.სასამართლო სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ლ---–- ა--–---მ სასათბურე კონსტრუქციის ნგრევის შედეგად მიიღო ზედა ყბის ალოვერული მორჩის მოტეხილობა მარჯვნივ მე-15,14,13 კბილების ამოვარდნილობა, ჰემატომა მარჯვენა თვალბუდის არეში., რაც ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

4. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი----- კ--------ის ჩვენებით, 2013 წლის 09 დეკემბერს, ჩამოინგრა სათბურის კონსტრუქციები და ქვეშ მოყვა მისი მეუღლე ი----- ჩ------ე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მისივე ჩვენებით, 2009 წელს შპს ა----- გ-----მა სასათბურე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო და ის იმ დღიდან მუშაობდა მშენებლობაზე მუშა მოსამსახურედ, მშენებლობას აწარმოებდა თურქული კომპანიადა თვითონ მშენებლები ყავდათ თურქეთიდან ჩამოყვანილები. კონსტრუქციის საყრდენი ბოძები იმდენად სუსტი იყო რომ დაჭერის მომენტისათვის იღუნებოდა და მისი აზრით სწორედ ეს საყრდენი ბოძებია მიზეზი სათბურების ნგრევის რადგან ვერ გაუძლო სიმძიმეს.

 

5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ი----- ჩ------ემ სასათბურე მეურნეობის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა,6. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ----- მ---–----–-–---–ის ჩვენების თანახმად 2013 წლის 09 დეკემბერს ჩამოინგრა სათბურის კონსტრუქციები და ქვეშ მოყვა მისი დედა ზ--- მ---–----–-–---–ი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

 

7.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზ--- მ---–----–-–---–მა სასათბურე მეურნეობის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა

 

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დადგინდა, რომ ადგილი მდებარეობდა სოფელ წინსვლაში მდებარე შპს ა----- გ-----ის სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე, ადგილზე დანგრეული იყო სათბურები, რკინის კონსტრუქციები, რომელთა ნანგრევებში მოჰყვა რამოდენიმე პირი, მათგან 2 გარდაიცვალა.

 

9. მოწმე ნუგზარ ძნელაძის ჩვენებით 2011 წლიდან მუშაობდა აჭარის არ ფინანსათა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსად,მანამდე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსად. 2010 წლის აპრილში, ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობისათვის დააჯარიმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში შპს ა----- გ-----ის სასათბურე მეურნეობის წარმომადგენელი, უკანონო მშენებლობისათვის და მისცეს პერიოდი მშენებლობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად. შპს ა----- გ-----ის წარმომადგენელმა მიმართა ხელვაჩაურის გამგეობას მშენებლობის ნებართვის მისაღებად, რაც დაეწერა განსახილველად, მასალებით დადგინდა, რომ სანებართვო ობიექტი განეკუთვნებოდა მე-4 კლასს, რის გამოც დოკუმენტაცია შესათანხმებლად გადაეგზავნა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელიორგანო, შეთანხმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე 2010 წლის 18 მაისს არქიტექტურის სამსახურის მიერ N 96 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული იქნა სოფელ წინსვლაში შპს ა----- გ-----ის სასათბურე მეურნეობის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცა მშენებლობა დაწყებულ ობიექტზე, რის გამოც სანებართვო პირობებში ვერ მოხვდებოდა მშენებლობის იმ ეტაპების დასრულების ჩამონათვალი, რომელიც უკვე აშენებული იყო. არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმდა საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საპროექტო ორგანიზაციის მიერ ფაქტიურად შესრულდა მშენებლობა განხორციელებული ობიექტის აზომვითი ნახაზი, თურქული ქარხნული წარმოების კონსტრუქცის ნახაზების გადათარგმნა ქართულ ენაზე, განხორციელებული მშენებლობა შეფასებული იქნა ექსპერტის მიერ, რომლითაც დასტურდება მშენებლობა განხორციელებული ობიექტის მდგრადობა და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობა. კანონმდებლობა მოითხოვდა ფუძე საძირკვლების ძირითადი კონსტრუქციული სქემის და გეოლოგის ექსპერტიზას. შპს ა----- გ-----ის სასათბურე მეურნეობის დასრულებულ შენობა ნაგებობაზე ვარგისად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წარმოადგენდა გამგეობის მიერ შექმნილი კომისია რომელიც ვარგისად აღიარების დროისათვის გამგეობის თანამშრომელთა გადაადგილების გამო შეჩერებული იყო, რის გამოც შპს ა----- გ-----ის განცხადების განხილვა შეჩერებული იყო და ექსპლუატაციაში მიმღები ორგანოს გარკვევის შემდგომ საკითხი გადაეგზავნა ზედამხედველობის სამსახურს. შპს ა----- გ-----მა გამგეობას ადრეც მიმართა ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით,მაგრამ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო დაუბრუნდა გამოსასწორებლად. მშენებლობის სამშენებლო ნორმებთან მით უმეტეს უნებართოდ წარმოებული მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთსა და სამშენებლო კომპანიას,საექსპერტო კვლევებისას მშენებელი ვალდებული იყო ეთანამშრომლა ექსპერტთან და მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ.სასათბურე მეურნეობის ვარგისად აღიარების პროცედურა გაიწელა გამგეობაში მიმდინარე გადაადგილებებისა და კომისიის მუშაობის ვერ შედგენის გამო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების დებულებებში ცვლილებების შეტანის გამო(სავარაუდოდ),მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებას ახორციელებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მის მიერ უფლება აღჭურვილი კომისია ან სამსახური,ჩვენ შემთხვევაში კომისია ძალადაკარგულად გამოცხადდა და აღნიშნული უფლებით აღიჭურვა ზედამხედველობის სამსახური,რამაც გამოიწვია გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება.

 

10 მოწმე დ----- ჯ--------ეს ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობდა შპს ,,მ-----''-ში ფინანსურ დირექტორად. 2013 წლის 30 მაისს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში შპს მანოს მიერ შპს ა----- გ-----ისაგან 6 წლიანი იჯარით აღებული იქნა სასათბურე მეურნეობა. 2013 წლის 9 დეკემბერს, იყო ცუდი ამინდი, თოვდა, მამაკაცები მუშაობდნენ თოვლის მიერ დაზიანებული პოლიეთილენის პარკის გასაწმენდად და შესაკეთებლად, ხოლო ქალები ასუფთავებდნენ და მუშაობდნენ პომიდრის ახვევაზე. შესვენების შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, შემოესმა ხმაური და დაინახა, რომ ცენტრალური შესასვლელის საპირისპირო კუთხიდან კონსტუქციები იშლებოდა და წვებოდა მიწაზე. სათბური 2-3 წამში მთლიანად დაინგრა და ხუთმა თანამშრომელმა ლია კორძაიას ,ბინაზ კორძაიას, ლელა ა--–---ს,გულო ა--–---ს და დარინა მ---–----–-–---–ს მიიღო დაზიანებები, ხოლო ი----- ჩ------ე და ზ--- მ---–----–-–---–ი ადგილზე გარდაიცვალა.

 

11. მოწმეების ი-----–-----------–----------------------------------------------------------–------------------------------------–-------ის ჩვენებების თანახმად 2013 წლიდან მუშაობდნენ შპს მ-----ში .სათბურებში დასაქმებული იყო დაახლოებით 50 მუშა. 2013 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე მე-10 სექციაში ყოფნისას, დომინოს პრინციპით წაიქცა სათბურის კონსტრუქციები და სხვებთან ერთად მოყვა ქვეშ. ხუთმა თანამშრომელმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ორი თანამშრომელი გარდაიცვალა.

 

12. მოწმე ტ------– დ------ის ჩვენების თანახმად შპს "ა----- გ-----მა" სოფ წინსვლაში სასათბურე მეურნეობის მშენებლობა. ვინაიდან ფირმას ესაჭიროებოდა მუშა მოსამსახურეები, ამიტომ დაიწყო მათთან მუშაობა. იმ დროისათვის იყო ტრიალი მინდორი და აპირებდნენ სასათბურე მეურნეობის აშენებას. სათბურების მშენებლობისათვის ხელმძღვანელებმა დაიქირავეს თურქული კომპანია, რომელმაც ააშენა სათბურები და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იყო ო---- ფალაბუიუქი. ფუნდამეტის ამოსაღებად მოყვანილი ყავდათ ჭაბურღილიანი მანქანა,რომელიც მუშაობდა და იღებდა ფუნდამეტს.მოჰქონდათ ბეტონი და ახდენდნენ ფუნდამეტში ანკერების ჩამონტაჟება-ჩაბიტონებას. შემდეგ მოხდა აღნიშნულ ანკერებზე კონსტრუქციების აგება დამონტაჟება. 2013 წლის 9 დეკემბერს იმყოფებოდა სათბურში, რა დროსაც მოესმა ხმაური და დაახლოებით 2-3 წამში სათბურის კონსტრუქციები მთლიანად წაიქცა.

 

13. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმეების თ----- სურ---------------------------------------------–----–-----–-----------------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----–----------–-------------------–------------–-----------------------------–--------------ის ჩვენებებით დასტურდება სათბურების ნგრევის, თანამშრომელთა დაზიანებისა და 2 თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტი .

 

14. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმეების ნ--------------------------------–---------------------------------–----------–--ის ჩვენებების თანახმად ისინი მუშაობდნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. წინსვლაში მდებარე სასათბურე მეურნეობაში. სათბურებს გააჩნდა სამი გათბობის სისტება, ორი ბოილერი ქვანახშირზე და ერთი ბოილერი ბუნებრივ გაზზე. დაბალი ტემპერატურის დროს ირთვებოდა ქვანახშირი და გაზი, სამივე ბოილერი ირთვებოდა ერთდროულად იმ მიზნით, რომ მოსავალი არ გაყინულიყო და სპეციალური გაყვანილობის მილებით დაედნო თოვლი სახურავზე, 2013 წლის 8-9 დეკემბერს გათბობის ყველა სისტემა მუშაობდა გამართულად.

 

15. მ-------- ქ------–--ის ჩვენების თანახმად იგი მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში სასათბურე მეურნეობის მშენებლობაზე, სასათბურე მეურნეობას აშენებდა თურქეთიდან ჩამოსული ბრიგადა. სამონტაჟო საქმიანობას ეწეოდნენ თურქეთიდან შემოტანილი პროფილებით, მიდიოდა კონსტრუქციების აწყობა. მშენებლობა გაგრძელდა დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში, საძირკველის ორმოები ითხრებოდა ჭაბურღილის ავტომანქანით ერთი მეტრის სიღრმეზე, თუმცა იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ნიადაგი ხვდებოდა ქვიანი, ამ დროს საძირკველის სიღრმე ითხრებოდა დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი. შემდეგ ისხმებოდა ბეტონი და შიგ მაგრდებოდა პროფილის ანკერები, მასზე მაგრდებოდა ბოძები ორ ჭანჭიკზე და ეწყობოდა კონსტრუქციები. მშენებლობლობას დაწყებიდან დასრულებამდე ხელმძღვანელობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები.

 

16. ო----- ჩ------ის ჩვენების თანახმად 2007 წლიდან მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია შპს მეგაპოლისის დირექტორად. მისი მოვალეობა იყო პროექტების შედგენა კანონის შესაბამისად.2010 წლის იანვრის ან თებერვლის თვეში მათ მიმართა შპს ა----- გ-----ის წარმომადგენელმა იურისტმა დათო ჯაიანმა შპს ა----- გ-----ის სასათბურე მეურნეობისათვის პროექტის შესადგენად. მოთხოვეს წინა საპროექტო მოსამზადებელი დოკუმენტაცია, კერძოდ პირველად შეთანხმდნენ დაპროექტება დამზადების საფასურზე, შემდეგ მოთხოვეს საჭირო დოკუმენტაცია საკადასტრო რუქა, რეესტრის ამონაწერი და სამეწარმეო ამონაწერი. ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ დაიწყეს დაპროექტება. ამ დროისთვის მშენებლობა თითქმის დამთავრებული იყო პროექტის გარეშე. მათ ასევე წარმოადგინეს მათი პროექტი თურქულ ენაზე შედგენილი, რომლითაც განახორციელეს სასათბურე მეურნეობის მშენებლობა სოფელ წინსვლაში, პროეტი გადმოითარგმნა ქართულ ენაზე და მოარგეს არსებული ტერიტორიის გაბარიტებს, ცვლილება არ შეუტანიათ, რადგან ადგილზე გასვლით და შესწავლით, უკვე საძირკველი ჩასხმული იყო და ზედ დამონტაჟებული იყო კონსტრუქციებიც, შეფუთული იყო ცელოფნით და პლასტიკატებით, ასევე მოყავდათ ბოსტნეული კულტურები, კონსტრუქციის ელემენტები და სვეტები აღარ შეუცვლიათ. ანუ პროექტის შედგენა განხორციელდა ა-----გ-----ის მიერ წარმოდგენილი თურქული პროექტის მიხედვით.

 

17. მოწმე გ-------------–--ეს ჩვენების თანახმად მუშაობდა ზედამხედველობის სამსახურში ინსპექტორად. 2010 წლის გაზაფხულზე ხელვაჩაურის ზედამხედველობის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით დაიწყო საქმის წარმოება შპს ა----- გ-----ის მიერ სასათბურე მეურნეობის სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობასთან დაკავშირებით და მათი სამსახურის მხრიდან დაჯარიმდა შპს ა----- გ-----ი. ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებული პროექტი თავისი ნებართვით არქიტექტურის სამსახურიდან, რის გამოც საქმის წარმოება შეწყდა

 

18. მოწმე გ----–-------ის ჩვენების თანახმად იგი 2009 წელს მუშაობდა შპს ა----- გ-----ში ფინანსურ მენეჯერად, ა----- გ-----ის სასათბურე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო 2009 წლის მაისში, დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წლის დეკემბერში. სათბურების მშენებლობას აწარმოებდა თურქული კომპანია ოზთოფრაკ ს---- სისტემლარ სანაი ვე თიჯარეთი, რომლის ხელმძღვანელი და მშენებლობაზე პასუხისმგებელი იყო ო---- ფ--–---------ი . ა----- გ-----მა 2013 წლის მაისში იჯარით გადასცა შპს მანოს აღნიშნული სათბურები, ხოლო 2013 წლის 9 დეკემბერს ხსენებული სატბური დაინგრა მთლიანად.

 

19. საინჟირო და საინჟირო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად შპს ,,ა----- გ-----ის"- სასათბურე მეურნეობის ნაგებობა ძირითადად აშენებულია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, თუმცა არის რიგი უზუსტობანი, კერძოდ; სასათბურე მეურნეობის ნაგებობის წერტილოვანი საძირკველი უნდა იყოს ზომით 0,80x0,80 მ,რეალურად არის დიამეტრით 0,45 - 0,55 მ; ზეძირკველის სიგანე უნდა იყოს ზომით 0,25 მ,რეალურად არის 0,20 მ; სვეტები და ფახვერკების სვეტები უნდა იყოს მილკვადრატები შესაბამისად ზომით 150 x 150 მმ და 100 x 100 მმ, რეალურად არის მილკვადრატები ზომით 80 x 80 მმ; ფერმები განლაგებული უნდა იყოს ბიჯით 5,00 მ, რეალურად განლაგებულია ბიჯით 2,50 მ; სვეტის ვერტიკალური კავშირები უნდა იყოს 1-2,17-18,19-20,და 35-36 ღერძებს შორის ,,ა"-დან,,ფ"-მდე ღერძებზე,რეალურად მოწყობილია 2-3,17-18 და 34-35 ღერძებს შორის ,,ა"- დან ,,ფ"მდე ღერძებზე; თბომომარაგების ლითონის მილები გადის პერიმეტრზე (დიამეტრი150 მმ) და იატაკის დონეზე (დიამეტრი 50 მმ),რეალურად დამატებულია ფერმის ქვედა ძირის დონეზე,,ა"და ,,ფ" ღერძებზე ორ-ორი ლითონის მილი (დიამეტრი 50 მმ),ხოლო ,,ბ"-დან ,,უ"-მდე ღებძებზე ოთხ-ოთხი ლითონის მილი ( დიამეტრი 50 მმ); 18-ე ღერძისა და ,,გ", ,,ე", ,,ი", ,,კ", ,,უ" ღერძების გადაკვეთაზე დარღვეულია სვეტების დაკვალვა, სვეტები, როგორც სხვა შემთხვევაში არ არის ჩამოცმული საძირკველში ჩამონტაჟებულ ანკერებზე. ანკერები გადაჭრილია, ერთმანეთთან მიდუღებულია ერთი გვერდით და ზოგან არმატურის ღეროთი, ფურცლოვანი ლითონის ზოლანათია დამაგრებული ერთმანეთთან შპს ,,აიკ.შონ გ-----ი"-ს სასათბურე მეურნეობის ნაგებობის ნგრევა გამოიწვია პროექტირებისას და მშენებლობისას დაშვებულმა შეცდომებმა შპს ,,აინკონ გ-----ის" სასათბურე მეურნეობის ნაგებობის პროექტირებისას არ იქნა გათვალისწინებული მაქსიმალური თოვლის დატვირთვა, ნაცვლად 50 კგ/კვ.მ.გაანგარიშებულია 25 კგ/კვ.მ . წარმოდგენილი მასალების და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ წინსვლაში მდებარე სათბურის შენობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე 2013 წლის 9 დეკემბერს რთული კლიმატური პირობების (სათბურის შენობაზე არათანაბრად განაწილებული მაღალ წყალშემცველობის თოვლის დროს, სათბურის შენობის ჩამონგრევის ძირითადი მიზეზია სათბურის შენობის შესასვლელიდან უკანა პერიმეტრზე სამშენებლო ნორმების დარღვევით შესრულებული ზეძირკველის ზედა ფენის დაუკავშირებლობა ქვედა ფენასთან და ჩაკეტილი კვადრატული პროფილის მქონე სვეტების არასაკმარისი ჩამაგრება. სასათბურე მეურნეობის მშენებლობის დროს მშენებლის (შპს ,,ო------------ ს---- სისთემლარ სანაი ვე თიჯარეთი"სამუშაოთა მწარმოებელი ო---- ფალაბუიუქი) მიერ არასწორად იყო განხორციელებული სათბურის შენობის საძირკველისა და ზეძირკველის მოწყობა და მზიდი კონსტრუქციების (სვეტები) ჩამაგრება შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში მდებარე შპს ,,ა------გ-----ი"-ს კუთვნილ სასათბურე მეურნეობაში სათბურის ნაგებობის ჩამონგრევის გამოიწვია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების არასათანადოდ შესრულებამ, რაზეც პასუხისმგებელია სამშენებლო ორგანიზაცია შპს ,,ო------------ ს---- სისთემლარ სანაი ვე თიჯარეთი" სამუშაოთა მწარმოებელი ო---- ფ--–---------ი.

 

20. ო---- ფ--–---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება - გამოძიების დაწყების აღრიცხვის დაწყების ბარათით; 2013 წლის 10 დეკემბრის შემთხვევის ადგილის და გვამების დათვალიერების ოქმით; 2009 წლის 1 თებერვლის, 2009წლის 21 აპრილის, 2013 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებებით და 2013 წლის 18 დეკემებრის გარემოს ეროვნული სააგენტოს №01/334 ცნობით

 

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა - ო---- ფ--–---------მა ჩაიდინა უსაფრთხოების წესების დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

23. სასამართლოს მიერ გამოკვლეულიმ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ფ--–---------მა ჩაიდინა უსაფრთხოების წესების დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით და 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

24. ო---- ფ--–---------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

25. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით-იგი მიიმალა და აღარ ცხადდებოდა გამოძიების ორგანოებში და სასამართლოში, ასევე დანაშაული ჩადენილია საჯარო ადგილას, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ ო---- ფ--–---------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ო---- ფ--–---------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-271-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ო---- ფ--–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით და 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. ო---- ფ--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

3.გაუქმდეს ო---- ფ--–---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

4.მსჯავრდებული ო---- ფ--–---------ი დაპატიმრების შემდეგ მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;

 

5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილებაში შენახული ნივთიერი მტკიცებულებები: კომპიუტერის პროცესორი, ზედამხედველობის სამსხურის 01 მარტის №5 ბრძანება და მასალები დედნების სახით, აზომვითი ნახაზი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ელექტრო მომარაგების პროექტი, სათბურების მეურნეობის ობიექტის პროექტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს;DVD დისკი, დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.მსჯავრდებულ ო---- ფ--–---------ს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8.განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი