გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/713-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე მ-----------–--–---–ი
მოპასუხე ფ-----------------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ფრიოდონ თამარაშვილს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------–- დაბადებული მ----------–--–---–ის და 2----–-–---------–--ს დაბადებული თ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულისთვის 150-150 (ასორმოცდაათ-ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სულ 300 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 04 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე მ-----------–--–---–ი მოპასუხე ფ-----------------–---–თან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა 2002 წლის 27 იანვრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - მ----------–--–---–ი, დაბადებული 2----–-–------------–- და თ-------------–---–ი, დაბადებული 2----–-–---------–--ს. ორი წელია რაც მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ და ბავშვების მოვლა-პატრონობა მთლიანად დედაზეა დამოკიდებული, ფ-----------------–---–ი მატერიალურად არ ეხმარება შვილებს. მ-----------–--–---–ის განმარტებით, იგი არ მუშაობს, არ გააჩნია სტაბილური ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე ფ-----------------–---–ს აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, მაღალი სახელფასო ანაზღაურებით. იგი დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში ტრაქტორის ოპერატორად. მოსარჩელე მ-----------–--–---–მა სარჩელის აღძვრის დროს მოითხოვა ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე 250 ლარის დაკისრება, სულ 500 ლარი ორივე ბავშვისთვის. 2018 წლის 17 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე მ-----------–--–---–მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისთვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 150 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ფ-----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და დაეთანხმა ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისთვის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდას, ამასთან, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე და მთავარ სხდომაზეც მოპასუხემ განაცხადა თანხმობა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდაზე, იმ საფუძვლით, რომ მას ამჟამად არ აქვს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხემ აღნიშნა ისიც, რომ პერიოდულად მუშაობს სხვადასხვა კომპანიებში, მაგრამ ამჯერად იგი უმუშევარია, ჰყავს კმაყოფაზე მეუღლე და პენსიონერი დედა, რომელსაც ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ-----------–--–---–ი და ფ-----------------–---–ი 2002 წლის 27 იანვრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2 მ-----------–--–---–ს და ფ-----------------–---–ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ შვილები, 2003 წლის 25 აპრილს დაბადებული მ----------–--–---–ი და 2----–-–---------–--ს დაბადებული თ-------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ----------–--–---–ის დაბადების მოწმობა აჩ # 0041580 (ს.ფ.15);
- თ-------------–---–ის დაბადების მოწმობა აჩ # 0219158 (ს.ფ.16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე მ-----------–--–---–ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს, არ მუშაობს, არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. ფ-----------------–---–ს არასრულწლოვანი შვილების - მ----------–--–---–ის და თ-------------–---–ის გარდა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე ნატო ქუბრიაშვილი და დედა მარინა თამარაშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფ-----------------–---–ის დაბადების მოწმობა აჩ#1217;
- ქორწინების მოწმობა აჩ #01173008407;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- ჯანმრთელობის ცნობა ს.ფ. 32-33;
3.1.4. ფ-----------------–---–ი წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის არგუმენტი, რომ ფ-----------------–---–ის შემოსავალი ყოველთვიურად აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს, მოწინააღმდეგე მხარემ სადავოდ გახადა, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე მოპასუხისთვის დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს ყოველთვიურად 150-150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თითოეული ბავშვისთვის.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები - 2----–-–------------–- დაბადებული მ----------–--–---–ი და 2----–-–---------–--ს დაბადებული თ-------------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვები ფაქტობრივად ცხოვრობენ დედასთან, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. სასამართლოს მიერ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით მოპასუხე არ არის დასაქმებული მითითებულ კომპანიაში. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მოსარჩელის განმარტება, იმის შესახებ, რომ ფ-----------------–---–ის ყოველთვიური შემოსავალი აჭარბებს 2000 ლარს, ხოლო მ-----------–--–---–მა ვერ შეძლო მისი დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე შრომისუნარიანია.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტს, რომელთაგან უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობა ანუ მხედველობაში მიიღება იმ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობა, რაც მათ გააჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში, ასევე, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია;
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით კი, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნას; ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, მის კმაყოფაზე მყოფ პირთა წრეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობსას, ასაკს, და ასე შემდეგ; სასამართლო ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში იღებს ინდივიადუალურ გადაწყვეტილებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც გარემოებათა შეცვლის შემთვევაში ექვემდებარება გადაანგარიშებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის, უნდა იქნეს დადგენილი.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, ასევე იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ამასთან, სასამართლო, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე იმყოფება ასევე დედა და მეუღლე და იგი შრომისუნარიანია.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისთვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად თითოეულისთვის 150-150 (ას ორმოცდაათ- ას ორმოცდაათი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 04 სექტემბრიდან, მ----------–--–---–ის და თ-------------–---–ის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. შესაბამისად, მოსარჩელე მ-----------–--–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა სსსკ 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხე ფ-----------------–---–ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ფ-----------------–---–ს (პირადი №1----------) არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–------------–- დაბადებული მ----------–--–---–ის და 2----–-–---------–--ს დაბადებული თ-------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეულისთვის ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
3. ალიმენტის გადახდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 04 სექტემბრიდან.
4. ფ-----------------–---–ს (პირადი №1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 35.64 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: მიმღების სახაზინო კოდი 300783150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა