გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2018
საქმის ნომერი
330310018002722990
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--ს სახელით

საქმე N3/7155-18 15 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ს----------–--"

წარმომადგენლები - გ---------–--–---–---–ი, ზ------------------ე, ლ-–--–-------ე

მოპასუხე - ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისია

წარმომადგენლები - კ---------------–-–---–ი, მ-----–-------–---ა, ნ-----------–-–---–ი, გ--------------------ი

მოპასუხე - ს--–--------------–--ლი

წარმომადგენელი - ა-------–-–---–ი

მესამე პირი - პრეზიდენტობის კანდიდატი N- გრ-----–---–--ე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

მესამე პირები - პრეზიდენტობის კანდიდატის - ს--–--------------–--ლის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები - თ---------------–----ი, ვ---------–----ძე, რ------------–--------ე, ს-----------------სი, ი-------------–--ე, გ-----------–-----–---–ი, გ-----------–----ია, ქ--------------------------–-–---–ი, თ-------------------------------ი, ა-------–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ს----------–--ს" თავმჯდომარის გ---------–--–---–---–ის 2018 წლის 10 ნოემბრის საჩივრის (ცესკოში რეგისტრაციის N-486; 11.11.2018) შესახებ ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 ნოემბრის N14-/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;

1.2. ს----------–--ს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის ს--–--------------–--ლის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს N-3/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;

1.3. ს----------–--ს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის ს--–--------------–--ლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 სექტემბრის N9-/2018 განკარგულების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. მესამე პირების პოზიცია

მესამე პირი ა-------–-–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

მესამე პირებს - პრეზიდენტობის კანდიდატი N- გრ-----–---–--ეს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), თ---------------–----ს, ვ---------–----ძეს, რ------------–--------ეს, ს-----------------სის, ი-------------–--ეს, გ-----------–-----–---–ს, გ-----------–----იას, ქ--------------------------–-–---–ს, თ------------სა და ი----------------- სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს N-3/2018 განკარგულებით 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარდა პრეზიდენტობის კანდიდატის ს--–--------------–--ლის წარმდგენი ამომრჩევლების საინიციატივო ჯგუფი თ---------------–----ის, ვ---------–----ძის, რ------------–--------ის, ს-----------------სის, ი-------------–--ის, გ-----------–-----–---–ის, გ-----------–----იას, ქ--------------------------–-–---–ის, თამარ ჩხეიძის, ივანე მაჭავარიანისა და ა-------–-–---–ის შემადგენლობით, ასევე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ა---------–-–---–ი.

მტკიცებულება: განკარგულება (ს.ფ. 18);

 

4.2. ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 9 სექტემბრის N9-/2018 განკარგულებით ს----------–--ს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის - თ---------------–----ის, ვ---------–----ძის, რ------------–--------ის, ს-----------------სის, ი-------------–--ის, გ-----------–-----–---–ის, გ-----------–----იას, ქ--------------------------–-–---–ის, თამარ ჩხეიძის, ივანე მაჭავარიანისა და ა-------–-–---–ის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარდა ს--–--------------–--ლი.

მტკიცებულება: განკარგულება (ს.ფ. 19).

 

4.3. 2018 წლის 10 ნოემბერს ს----------–--ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ს----------–--ს" თავმჯდომარე გ---------–--–---–---–მა ადმინისტრაციული საჩივარი წარუდგინა, რომლითაც ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს N-3/2018 და 2018 წლის 9 სექტემბრის N9-/2018 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, ახალი გარემოება მისთვის ცნობილი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადების პასუხიდან, კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ს--–--------------–--ლი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის იმავდროულად იყო სხვა ქვეყნის - საფრანგეთის მოქალაქე, რის თაობაზეც არ იყო ცნობილი ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის. საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული გარემოება საფუძველია სადავო აქტების ბათილად ცნობისთვის.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 20-23).

 

4.4. ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 ნოემბრის N14-/2018 განკარგულებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ს----------–--ს" თავმჯდომარის გ---------–--–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა. განკარგულების მიხედვით, დარღვეულია საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა და წესი, ამასთან, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ს----------–--ს პრეზიდენტობის კანდიდატად ს--–--------------–--ლის რეგისტრაციაში გატარების მიზნით ცეესკოში წარდგენილ იქნა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა შესაბამის სახელმწიფო უფლებამოსილ ორგანოს მიმართა საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

მტკიცებულება: განკარგულება (ს.ფ. 15-17).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ს----------–--ს საარჩევნო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

ს----------–--ს პრეზიდენტის, ს----------–--ს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, ს----------–--ს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს ს----------–--ს ორგანული კანონი - ს----------–--ს საარჩევნო კოდექსი ადგენს.

მითითებული კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, მე-101 მუხლის მიხედვით კი, განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.

ს----------–--ს საარჩევნო კოდექსით არ არის გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მიღებული განკარგულების ბათილად ცნობის შესაძლებლობა და ამგვარი ინსტიტუტის დამდგენი ზოგადი ადმინისტარციული კოდექსისა თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების საარჩევნო დავებზე გამოყენების დაშვება წინააღმდეგობაში მოდის ორგანული კანონით დადგენილ მართლწესრიგთან. სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესი, ცალკეული მოქმედებები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, მისი კონსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს მყისიერ და დაუყოვნებელ რეაგირებას, სწორედ ამ გარემოებებითაა განპირობებული საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნა, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსათვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (ს----------–--ს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით). უფრო მეტიც, ამავე კოდექსის საფუძველზე აქტის გასაჩივრების ვადა არ უკავშირდება მხარისათვის აქტის გადაცემის მომენტს, ისევე როგორც საჩივრისა თუ სარჩელის საფოსტო განყოფილებაში ჩაბარება არ იწვევს გასაჩივრების ვადის დენის შეჩერებას. ამდენად, ს----------–--ს საარჩევნო კოდექსი ადგენს საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და ს----------–--ს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების დამოუკიდებელ ვადასა და წესს, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს, რომელიც პირდაპირპროპორციულად აისახება არჩევნების საბოლოო შედეგზე, საარჩევნო დავაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება დაექვემდებაროს წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო მექანიზმს და შესაბამისად, დაუშვებელია ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო სადავო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. სასამართლოს ამგვარი შეხედულება შეესაბამება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ოქტომბრის N3ბ/1598 განჩინებით დადგენილ პრაქტიკას.

დასახელებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო რეგისტრაციებთან დაკავშირებით ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს N-3/2018 განკარგულებისა და 2018 წლის 9 სექტემბრის N9-/2018 განკარგულების გასაჩივრება დაინტერესებულ პირებს სასამართლოში შეეძლოთ ამ განკარგულებების მიღებიდან 2 დღის ვადაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 12 ნოემბრის განკარგულებით მართლზომიერად დატოვა განუხილველად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ს----------–--ს" თავმჯდომარის გ---------–--–---–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი და უსაფუძვლოა დასახელებული განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა, ისევე, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 აგვისტოს N-3/2018 განკარგულებისა და 2018 წლის 9 სექტემბრის N9-/2018 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა.

 

8. საპროცესო ხარჯები

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟს. მოცემულ შემთხვევაში, ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე (ს.ფ. 29).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 24--ე, 257-ე, 364-ე, ს----------–--ს საარჩევნო კოდექსის 77-ე-78-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ს----------–--ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილი მოსარჩელის მიერ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია