განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/476-18 (N041160418003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.09.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ---- მ----
მამის სახელი: მ------
დაბადების თარიღი: 20.07.1995 წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, მ–-------ის ქ. N4ა
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ჩ------ის ქ. N13/9
ადვოკატები - მიხეილ ნემსაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (02 ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ნ---- მ---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორსულის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე ქუთაისში, ჩ------ის ქუჩა N13/9-ში მდებარე სახლში ნ---- მ---მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს ა-–--- კ-----–--–---–ს კერძოდ ხელი დაარტყა მარცხენა ყურში, მოქაჩა თმებში, ასევე ხელი დაარტყა ზურგში და ხელის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე. ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
2. ნ---- მ---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 8 მარტს, ქუთაისი, ფ--–--–---–ის 37-ში მდებარე ,,ა----------“-ში ნ---- მ---მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს ა-–--- კ-----–--–---–ს კერძოდ სიგარეტი, რომელსაც ეწეოდა დაადო მარცხენა ბეჭზე, მხარის ზედა ნაწილზე. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე. ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
3. ნ---- მ---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2017 წლის დეკემბრის თვეში, ქუთაისში, ჩ------ის ქუჩა N13/-ში მდებარე სახლში ნ---- მ---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ა-–--- კ-----–--–---–ს კერძოდ ჯერ თმებში დაქაჩა ძლიერად, ხოლო შემდეგ სცემა ზურგის და ხელების არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე. ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ნ---- მ----, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (02 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორსულის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ხ-----–---–მა განმარტა, რომ დაზარალებული ა-–--- კ-----–--–---–ი არის მისი მეგობარი, რის გამოც, ხშირად სტუმრობს მას ოჯახში. შემთხვევის დღეს, დილის საათებში, იგი მივიდა ა-–--- კ-----–--–---–ისა და ნ---- მ----ს ოჯახში, სათვალის წამოსაღებად, რომელიც იქ დარჩა წინა დღეს მატთან სტუმრობის დროს, განმარტავს, როდესაც სახლში შევიდა ნახა, რომ ა-–--- კ-----–--–---–ი იჯდა საწოლზე და ეკამათებოდა მის მეუღლეს ნ---- მ---ს. ამ დროს მათი ბავშვი იმყოფებოდა ამავე ოთახში და ტიროდა. ა-–---მ უთხრა მას, რომ იყო აღელვებული და სთხოვა ბავშვი წაეყვანა საბავშვო ბაღში. ა-–--- კ-----–--–---–მა განუმარტა მას, რომ მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ სურდა რუსეთში წასვლა, რისი წინააღმდეგიც იყო მისი მეუღლე. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში მის მიერ მიცემული განმარტების დროს არასწორად გაიგო დაზარალებულ ა-–--- კ-----–--–---–ის პირველი მონათხრობიდან, თუ რატომ ეტყობოდა სახეზე ძალადობის კვალი. კერძოდ, ა-–---მ უთხრა მას, რომ ,,დაზიანება კამათის დროს მივიღეო“ თვითონ კი ჩათვალა, რომ ა-–---ს მისმა მეუღლემ ნ---- მ---მა დაარტყა ხელი სახის არეში, არადა შემდგომ ა-–---მ აუხსნა მას, რომ დაზიანება მიიღო შემთხვევით, როდესაც აღებდა აბაზანის კარებს და კარები შემთხვევით მოხვდა სახის არეში. განმარტავს, რომ ა-–--- კ-----–--–---–ისა და ნ---- მ----ს შვილი დილის საათებში ყოველთვის ტირის, რადგანაც ბავშვს არ უნდა ბაღში წასვლა და მიიჩნევს, რომ იმ დღესაც ალბათ ამის გამო ტიროდა ბავშვი.
მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა ი-–-- კ--------ემ განმარტა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დილის საათებში, დაახლოებით 10.00 საათისთვის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, აღნიშნული საფუძველზე განყოფილებაში შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. განმარტავს, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, დაზარალებულ ა-–--- კ-----–--–---–თან და ექსპერტ-კრიმინალისტთან ერთად. როგორც ა-–--- კ-----–--–---–მა აუხსნა მათ, მისმა მეუღლემ ნ---- მ---მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მათ მისვლამდე რამდენიმე წუთის წინ. განმარტავს, რომ დაზარალებული ა-–--- კ-----–--–---–ი ძალიან აღელვებული იყო და ვიზუალურადაც ეტყობოდა სიწითლე სახის არეში. განმარტავს, რომ უშუალოდ არ შესწრებია ა-–--- კ-----–--–---–სა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტს.
ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ----- გ-------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. განმარტავს, რომ ადგილზე მისვლისას დახვდათ დაზარალებული ა-–--- კ-----–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ იყო შეტყობინების ინიციატორი, ითხოვდა დახმარებას და ამბობდა, რომ მისმა მეუღლემ ნ---- მ---მა დილით, როდესაც ბავშვი უნდა წაეყვანათ საბავშვო ბაღში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ჰკრა ხელი, რის შედეგადაც წაიქცა და მიიღო დაზიანება და ამ ყველაფერს ესწრებოდა მათი პატარა ბავშვი. ამის საფუძველზე მოხდა ნ---- მ----ს დაკავება და იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ სხვა საპროცესო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელმა ი----- დ------–---–მა დაადასტურა, რომ საქმეზე მის მიერ გამოკითხული და დაზარალებულად იქნა ცნობილი ა-–--- კ-----–--–---–ი, ასევე, მის მიერ იქნა ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხვის დროს დაზარალებულმა ა-–--- კ-----–--–---–მა განუმარტა მას, რომ სურდა რუსეთში წასვლა, რათა გაერკვია მისი ,,სტატუსი,“ რისი უფლებაც მის მეუღლე ნ---- მ---ს არ მიუცია, ამის გამო მოხდარა შეკამათება მათ შორის შემთხვევის დღეს, რა დროსაც, როგორც ამას დაზარალებული აცხადებდა, ნ---- მ---ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის, ძირს წაუქცევია და წაქცეულისთვის დაარტყამს ხელი ტუჩის არეში, ამ დროს მათთან სახლში მისულა მათი მეგობარი, რის გამოც, სიტუაცია შედარებით დაწყნარებულა. მოწმის განმარტებით, გარდა ამისა დაზარალებულმა განუმარტა მას, რომ 2018 წლის 8 მარტს, როდესაც მეუღლესთან და სხვა ახლობლებთან ერთად აღნიშნავდა 8 მარტის დღესასწაულს, რესტორნიდან გამოსვლის დროს მეუღლემ სიგარეტი დაადო ბეჭზე და ისე ჩაუქრია იგი. ა-–--- კ-----–--–---–მა დაადასტურა, რომ დაქორწინების დღიდან მისი მეუღლე უმიზეზოდ ეჭვიანობდა მასზე, რის გამოც, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას.
საქმეში არსებული N002587818 სასამართლოო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თნახმად,“შემოწმებისას მოქ. ა-–--- კ-----–--–---–ს, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ძველი ნაწიბური და დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის,ნაჭდევისა და სისხლნაჟგენთის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის(საგნები) ზემოქმედების შედეგად,ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“
მოწმის სახით დაკითხულმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა, მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ქუთაისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა მოქალაქე ა-–--- კ-----–--–---–ი. აღნიშნულ მოქალაქე უჩიოდა უსიამოვნო შეგრძნებას ქვედა ტუჩის მიდამოში ქვედა ტუჩზე ქონდა ჭრილობა და სისხლჩაქცევები, ასევე მარჯვენა წინა მხარეს ჰქონდა მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლჩაქცევები. განმარტავს, რომ მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. განმარტავს, რომ შესამოწმებელმა პირმა ა-–--- კ-----–--–---–მა უთხრა მას, რომ ეს დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ ნ---- მ---მა. განმარტავს, როგორც ა-–--- კ-----–--–---–მა განაცხადა მასთან, რომ იყო ორი თვის ფეხმძიმედ.
საქმეში არსებული, N003117218 სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით,“სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ა-–--- კ-----–--–---–ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ კ---- მ----ს მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირების და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ა-–--- კ-----–--–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------- ფ---–---–--ამ, დაადასტურა მის მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე მოხდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ა-–--- კ-----–--–---–ის მიმართ, დადგენილებაში დასმული კითხვებით უნდა დაედგინა განიცდიდა თუ არა ა-–--- კ-----–--–---–ი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დაშინებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას. დადგინდა, რომ ნ---- მ----ს ქმედება მართლა იწვევდა ამ პიროვნების დამცირებას, თუმცა ეს არ ყოფილა ისეთი ხარისხით, რომ მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოეწვია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა შ------ ქ-–----ემ განმარტა, რომ მასთან სკოლაში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ა-–--- კ-----–--–---–ი აძლევდა ჩვენება. შემდეგ ეს ჩვენება მის მიერ გადათარგმნილი იქნა ა-–--- კ-----–--–---–ზე რუსულ ენაზე. ამის შემდეგ, პოლიციის განყოფილებიდან წავიდნენ საცხოვრებელ ბინაში და იქ ა-–--- კ-----–--–---–მა მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ა-–--- კ-----–--–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ნ---- მ---მა განმარტა, რომ არ სცნობს თავს დამნაშავედ და მიაჩნია, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად არ ეთანხმება საქმეში არსებულ ბრალდების არცერთ მტკიცებულებას. განმარტავს, რომ მას მხოლოდ ჩვეულებრივი წყნარი საუბარი ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მის მეუღლეს წასვლა სურდა რუსეთში მასთან ერთად, მაგრამ აუხსნა, რომ სამსახურში დაწინაურების გამო ეს ჯერ ვერ მოხერხდებოდა, მას ამასთან დაკავშირებით დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული. ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ნ---- მ----ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002587818 დასკვნაში მართალია მითითებულია, რომ ა-–--- კ-----–--–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით, რომლთა ხანდაზმულობაც არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ნ---- მ----ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმე მ------- ხ-----–---–ის ირიბი ჩვენებისა, რომლის თანახმადაც, როდესაც სახლში შევიდა ნახა, რომ ა-–--- კ-----–--–---–ი იჯდა საწოლზე და ეკამათებოდა მის მეუღლეს ნ---- მ---ს. ამ დროს მათი ბავშვი იმყოფებოდა ამავე ოთახში და ტიროდა. ,,ა-–---მ უთხრა მას, რომ იყო აღელვებული და სთხოვა ბავშვი წაეყვანა საბავშვო ბაღში“. მოწმის განმარტებით, მან არასწორად გაიგო დაზარალებულ ა-–--- კ-----–--–---–ის პირველი მონათხრობიდან ,,სახეზე დაზიანება კამათის დროს მივიღეო“, არადა შემდგომ ა-–---მ აუხსნა მას, რომ დაზიანება მიიღო იმ დროს, როდესაც აღებდა აბაზანის კარებს და კარები შემთხვევით მოხვდა სახის არეში. განმარტავს, რომ ა-–--- კ-----–--–---–ისა და ნ---- მ----ს შვილი დილის საათებში ყოველთვის ტირის, რადგანაც ბავშვს არ უნდა ბაღში წასვლა, ამასთან საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა ი-–-- კ--------ემ, პ----- გ-------–---–მა და ი----- დ------–---–მა დაადასტურეს, რომ მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც დაიწყო პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ ისინი უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ არის თვითმხილველი და არ შესწრები ბრალდებულ ნ---- მ----ს მხრიდან მისი მეუღლის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ ა-–--- კ-----–--–---–ს, მისი მხრიდან გამოყენებულ იქნა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებული მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“(საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ნ---- მ----ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 16 აპრილს, 2018 წლის 8 მარტს და 2017 წლის დეკემბრის თვეში, ნ---- მ---მა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ა-–--- კ-----–--–---–ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ---- მ----ს მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ---- მ----ს მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ნ---- მ----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ნ---- მ----ს ბრალეულობაში, რის გამოც, ნ---- მ---- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- მ---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2. ნ---- მ----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნ---- მ---- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ ნ---- მ---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე