განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
240100118002644190
დავის ტიპი
126 2 ბ , 126
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002644190 (№1/92 )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29.10.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ვ----–-----–-----

დაბადებული: 12.01.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 2----------

ნასამართლეობა: არ მქონე

საცხოვრებელი ადგილი: მარტვილი, მ–--------ს ქ.N93

 

ადვოკატი - ი--–----------–--–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2018 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 15:00 საათზე, მარტვილში, მ–--------ს ქ.N93-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვ----–-----–-----მ მეუღლეს თ-------------–--ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგინა და ზურგის არეში დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც თ-------------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

2. ბრალდებულ ვ----–-----–-----ს არ ჩაუდენია არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები ადასტურებენ ბრალდებულ ვ----–-----–-----ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოსთვის არ მომხდარა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ვ----–-----–-----ს ბრალეულობას.

 

4. ბრალდებულმა ვ----–-----–-----მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

5. მოწმემ, გ------------–--ემ განმარტა, რომ დასასვენებლად ჩასული იყო მარტვილში. 2018 წლის 26 აგვისტოს გავიდა მისი საცხოვრებელი სახლის აივანზე, საიდანაც ვ----–-----–-----ს სახლთან შენიშნა საპატრულო პოლიციის მანქანა. ვინაიდან იყო შორტებით, შევიდა სახლში, მოწესრიგდა და რომ გადავიდა, ხაჟომიას სახლსა და მის სახლს შორის არის ლაბარტყავების სახლი, სადაც გაიარა და უთხრეს რომ ვ----–-----–----- პოლიციის განყოფილებაში იყო გადაყვანილი, ოჯახური კონფლიქტის გამო. ამის შემდეგ გამობრუნდა და თავისი კუთვნილი მანქანით წავიდა განყოფილებაში, სადაც ელოდებოდა ვ----–-----–-----ს გამოსვლას.

6. მოწმემ, ე---------------ემ განმარტა, რომ მას მის მეგობარ თ-------------–--სთან ჰქონდა მოკლე სატელეფონო საუბარი, თამუნა იყო აღელვებული და უთხრა რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, მაგრამ რაში გამოიხატა ეს კონფლიქტი არ უთქვამს. საუბრის დროს მას ესმოდა კამათის ხმები, იმდენად აღელვებული ესაუბრებოდა თამუნა მას მოესმა, რომ თითქოს თამუნამ უთხრა რომ პოლიციაში დაერეკა, მან დარეკა პოლიციაში და უთხრა რომ მოეკითხათ ეგ ოჯახი.

 

7. მოწმემ, ვ-–----------–-----------მ განმარტა, რომ იმყოფებოდა სახლში, მარტვილში. ამ საქმესთან დაკავშირებით იცის, რომ ვ----–-----–----- იყო ცუდად და ორჯერ შევიდა მასთან სახლში, ნაბეღლავი უყიდეს. მისი ოჯახიდან რაიმე ხმაური არ გაუგია, დედამისისგან დალისგან გაიგო როდესაც დალიმ დაუძახა და უთხრა რომ წალაპარაკება მოუვიდათ ცოლ ქმარსო და თვითონ მოისმინა, რომ ოპერატორს ელაპარაკებოდა კონფლიქტი გვაქვს ოჯახშიო და მერე აღარ ჩარეულა. თამუნას ფიზიკურად დაზიანება არ ეტყობოდა. გამობრუნდა სახლში და მის მეუღლეს უთხრა რომ პრობლემა აქვთ და გადადიო. შემდეგ არ უკითხავს არაფერი.

 

8. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, დაზარალებულმა თ-------------–--მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღლის, ბრალდებულ ვ----–-----–-----ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

9. მოწმის სახით დასაკითხმა არასრულწლოვანმა პირმა, ს--–-------–-----მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მამის, ბრალდებულ ვ----–-----–-----სს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

10. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, დ--–----–-----მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის, ბრალდებულ ვ----–-----–-----ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

11.მოწმეებმა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------------------მ, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ-----------–-----მ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ---------–---–---მ და დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–--–--------მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.

სამართლებრივი შეფასება:

12. სასამართლოს მიჩნია, რომ იმ მოწმეების ჩვენებებით რომლებმაც მხოლოდ სხვა პირთაგან გადმოცემით გაიგეს თ-------------–--ს მიმართ ვ----–-----–-----ს მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის და ძალადობის შესახებ, ვ----–-----–-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება შეუძლებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტი.

 

13. ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ----–-----–-----ს მიერ თ-------------–--ს მიმართ ძალადობის ფაქტი უტყუარად დადასტურებული არ არის. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა. საქმეში არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ვ----–-----–-----ს მიერ მისი მეუღლის, თ-------------–--ს მიმართ თითქოსდა განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ვ----–-----–-----ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების თანახმად ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

16. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში ვ----–-----–-----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

17.მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებითი სტანდარტი არასაკმარისია გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. ამასთან სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და ბრალდების ფორმულირება არ უნდა შეიცავდეს გაურკვეველ და ბუნდოვან ელემენტებს, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას იქონიებს თავად ამ ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით, ზუსტად უნდა ერგებოდეს კონკრეტული ქმედების აღწერილობას, რომლის ჩადენასაც ედავებიან პირს და არ უნდა იწვევდეს ეჭვს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის ქმედებებს ამ ფორმულირების ფარგლებში.

 

18.საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ----–-----–-----ს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დადასტურება და იგი უნდა გამართლდეს.

 

20. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებით მხარეებისთვის უზრუნველყოფილია შეჯიბრებითობის პროცესი. აღნიშნული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებების მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა ანალიზის მხრივ. ბრალდებულსა და მის დამცველს ენიჭებათ უფლებამოსილება პარალელურად და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად გამოავლინონ და შეაგროვონ ის მონაცემები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს ბრალდების გამაქარწყლებელ მტკიცებულებათა სახით. საქმის განხილვისას სასამართლომ განაჩენს საფუძვლად უნდა დაუდოს მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ვ----–-----–----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე -277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ვ----–-----–----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გაუქმდეს ვ----–-----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

3. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გირაოს თანხის 8000 ლარის სანაცვლოდ ვ----–-----–-----ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ ქ.მარტვილში, მ–--------ს ქუჩა №93-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით №4-.09.3-.0--) 8 000 (რვა ათასი) ლარის ფარგლებში, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. განემარტოს გამართლებულ ვ----–-----–-----ს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება მხარეების მიერ გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.სენაკი რუსთაველის ქ.N247).

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე