გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2018
საქმის ნომერი
330210118002297404
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/3982-18 25 ოქტომბერი 2018 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე წარმომადგენლები მოპასუხე წარმომადგენლები შ.პ.ს. ,,გ-------------’’ გ--------–---–---- ა-----–----------- ო------------- ჯ--------------–---–ი თ-----------–---–- ლ-–--------------

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შ.პ.ს. ,,გ-------------’’ ითხოვს დაეკისროს შ.პ.ს. ,,პლ-------------ი’’-ს დირექტორს ჯ--------------–---–ს ზიანის ანაზღაურება 591043 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 23 მაისს შ.პ.ს. ,,გ------------მა’’ დააფუძნა შ.პ.ს. ,,პლ-------------ი’’ და მის კაპიტალში შეიტანა ქ. ბ------ში, ი. ჭ--------ს გ---------–- მდებარე ცხრა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით: #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0----- და #0-----------.0-----. ახლადდაფუძნებული კომპანიის დირექტორად დაინიშნა ჯ--------------–---–ი. 2012 წლის 22 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,პლ-------------მა’’ შ.პ.ს. ,,ბ------ი პ-–----სგან’’ დამატებით შეიძინა 6 უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბ------ში, ი. ჭ--------ს გ---------–-, საკადასტრო კოდებით: #0-----------.0-----, #0-----------.0-----, # 0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0----- და #0-----------.0-----, რომლის სანაცვლოდ შ.პ.ს. ,,გ------------მა“, შ.პ.ს. ,,ბ------ი პ-–----“-ს გადასცა 37.59 % წილი შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს კაპიტალში. შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში იყო 15 უძრავი ქონება, რომელთა საერთო კომერციული ფართი იყო 9,913.62 კვ.მ და ჯამური ღირებულება აღემატებოდა 10 მილიონ ლარს. შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს დირექტორმა _ ჯ--------------–---–მა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, კომპანიის საკუთრებაში არსებული 15 ქონებიდან 13 ქონება მის მიერ კონტროლირებად კომპანიებს გადასცა საკუთრებაში (რასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრულია ორი სარჩელი), შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“ ხელოვნურად გახადა გადახდისუუნარო, რამაც გამოიწვია დარჩენილი 2 ქონების რეალიზაცია იძულებით აუქციონზე და კომპანიისთვის ზიანის მიყენება. ჯ--------------–---–ი შ.პ.ს. ,,გ-------------"-ს მიერ დაფუძნებული კომპანია შ.პ.ს. ,,პლ-------------ი"-ს ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის შეუზღუდავი უფლებით კომპანიის დაფუძნების მომენტიდანვე სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, მან მისთვის გამოცხადებული ნდობა მხოლოდ კომპანიის საზიანოდ გამოიყენა. მის მიერ დადებული გარიგებები და განხორციელებული ყოველი ქმედება მხოლოდ შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-სთვის ზიანის მიყენებასა და პირადი სარგებლის მიღების მიზანს ემსახურებოდა. შ.პ.ს. ,,გ-------------’’ ითხოვს დაეკისროს ჯ--------------–---–ს შ.პ.ს. ,,გ-------------’’-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატება შ.პ.ს. ,,პლ-------------ი"-ს საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონების დაკარგვის შედეგად მიყენებულ ზიანში.

2. მოპასუხის პოზიცია ჯ--------------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ.პ.ს. „გ-------------“-ს სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს პარტნიორები იყვნენ ს.ს. „გ-----------“ და შ.პ.ს. ,,გ-------------“. აღნიშნული კომპანიების დირექტორებმა შეთანხმებულად მიიღეს გადაწყვეტილება შ.პ.ს. ,,პლ---------–-----ი“-ს დაფუძნების და შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს ქონების შ.პ.ს. ,,პლ---------–-----ში“ შეტანის შესახებ. მხარის აპელირება, რომ თითქოს შ.პ.ს. „გ-------------“ არ იყო ინფორმირებული აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უსაფუძვლოა. რაც შეეხება კრების ოქმზე მხოლოდ ს.ს. ,,გ-----------“-ს დირექტორის ხელმოწერას, პარტნიორთა სხვა კრების ოქმებიც ადასტურებს შ.პ.ს. „პლ-------------ში“ დამკვიდრებულ მიდგომას, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები ხელმოწერილია მხოლოდ კრებაზე არჩეული თავმჯდომარის მიერ. ბ-----------–-–--ლს ასევე მინდობილობა ჰქონდა მიღებული შ.პ.ს. „გ-------------“-ს დირექტორის მხრიდან უვადოდ 2012 წლის 01 ოქტომბერს. მოცემული მინდობილობით ბ-----------–-–--ლს უფლება ჰქონდა წარმოედგინა შ.პ.ს. „გ-------------“ შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს პარტნიორთა კრებებზე, მხარი დაეჭირა განსახილველი საკითხებისათვის. შ.პ.ს. „გ-------------“-სთვის ცნობილი იყო უძრავი ნივთების განკარგვის გეგმების შესახებ და აღნიშნული განხორციელდა პარტნიორებთან შეთანხმებით. 2015 წლის ივლისის თვეში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით განკარგული ათი უძრავი ქონებიდან ხუთი უძრავი ქონება შეძენილი აქვს შ.პ.ს. ,,პ-–----“-ს, ხოლო ხუთი უძრავი ქონება შეძენილი აქვს შ.პ.ს. ,,იბ--------ლს“. შ.პ.ს. ,,პ-–----“-ს მაჟორიტარი პარტნიორი არის ს.ს. „სი-----ი“, რომლის დამფუძნებლებთან არანაირი კავშირი ჯ--------------–---–ს არ აქვს. ასევე არ აქვს კავშირი ჯ--------------–---–ს შ.პ.ს. „იბ--------ლთან“. შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს გადახდისუუნარობა არ ყოფილა გამოწვეული ჯ--------------–---–ის მოქმედებებით და ბრალით. იმის გამო, რომ კომპანიას არ შეეძლო მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის შესახებ. შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს უძრავი ქონების გასხვისება განხორციელდა კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით და გაუგებარია როგორ ითვლება აღნიშნული შ.პ.ს. „გ-------------“-ს ზიანად. მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი ორი უძრავი ქონების ღირებულება 591043 ლარის ოდენობით, მოპასუხის მითითებით ქონების შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2009 წლის 31 მარტს, შ.პ.ს. ,,გ------------მა“ (ს/კ: 20-----17 ) შ.პ.ს. ,,ბ------ი პ-–----სგან“ (ს/კ: 2-----96) შეიძინა ქ. ბ------ში, ი. ჭ--------ს გ---------–- მდებარე ცხრა უძრავი ქონება შემდეგი საკადასტრო კოდებით: 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0----- და 0-----------.0-----. უძრავი ქონება შეტანილი იქნა საზოგადოების კაპიტალში, კაპიტალი განისაზღვრა 464 858.75 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 32-36, 49-58). 3.1.2 შ.პ.ს. ,,გ-------------’’-ის პარტნიორის _ შ.პ.ს. ,,ბა------------------ი“-ს (100% წილი) 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით დაფუძნდა შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“ (ს/კ: 40------7) და კაპიტალში შეიტანილი იქნა 2009 წლის 31 მარტს შეძენილი ცხრა უძრავი ქონება, საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ჯ--------------–---–ი. შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა 2011 წლის 23 მაისს. 2012 წლის 21 იანვარს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, საზოგადოების პარტნიორები იყვნენ შ.პ.ს. ,,გ-------------“ (62.41%) და შ.პ.ს. ,,ბ------ი პ-–----“ (37.59%). კომპანიის დირექტორი: ჯ--------------–---–ი. (ტომი 1, ს.ფ. 45-46). 3.1.3 2012 წლის 22 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,პლ-------------მა’’ შ.პ.ს. ,,ბ------ი პ-–----სგან" (ს/კ: 2--------) შეიძინა ქ. ბ------ში, ი. ჭ--------ს გ---------–- მდებარე 6 (ექვსი) უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0-----, 0-----------.0----- და 0-----------.0-----. (ტომი 1 ს..ფ. 39-42; 59-68). 3.1.4 2014 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შ.პ.ს. ,,ბ------ი პ-–----“-მ კუთვნილი 37.59% წილი შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს კაპიტალში 8725000 ლარად მიყიდა ს.ს. ,,გ---------ს“ (ტომი 1 ს.ფ. 43-44; 47-48). ს.ს ,,გ-----------’’ დაფუძნებული იქნა ს.ს. ,,პ-------–---ი"-ს მიერ, რომლის დირექტორი იყო ჯ--------------–---–ი. 2013 წლის 25 სექტემბერს, ს.ს. ,,პ-------–---ი"-ს გადაწყვეტილებით ს.ს. ,,გ-----------’’-ს დირექტორად დაინიშნა ბ-----------–-–--ლი (ტ.1, ს.ფ. 77-86).

3.1.5 შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს პარტნიორთა კრების 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით, დაფუძნდა შ.პ.ს. ,,პლ---------–-----ი“ და საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა 10 უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: 1) 0-----------.0-----; 2) 0-----------.0-----; 3) 0-----------.01.202; 4) 0-----------.0-----; 5) 0-----------.0-----; 6) 0-----------.01.512; 7) 0-----------.0-----; 8) 0-----------.0-----; 9) 0-----------.0-----; 10) 0-----------.0-----. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა შ.პ.ს. ,,გ-----------ი“ წარმოდგენილი დირექტორის ლ-------------- სახით და ს.ს. ,,გ-----------“ წარმოდგენილი ბ-----------–-–--ლის სახით, კრების ოქმი ხელმოწერილია ბ-----------–-–--ლის მიერ. მოსარჩელე სადავოდ ხდის პატრნიორთა აღნიშნულ კრებაზე მისი წარმომადგენლის მონაწილეობას (ტომი 1, ს.ფ. 69-75). 3.1.6 2015 წლის 8 ოქტომბერს, ჯ--------------–---–ის, როგორც ,,პლ-------------ი’’-ს დირექტორის, ნ----------------–--, როგორც ,,პლ---------–-----ი’’-ს დირექტორისა და შ------------–---–--, როგორც შპს "ე-------"-ს დირექტორის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. ,,პლ---------–-----მა“ შ.პ.ს. ,,ე-------’’-სთან ერთად დააფუძნა შ.პ.ს. ,,პ-–----“ (ს/კ: 4--------) და ამ უკანასკნელის კაპიტალში შეიტანა ,,პლ---------–-----ი’’-სთვის ,,პლ-------------ი’’-ს მიერ გადაცემული 9725454 ლარის ღირებულების ქონება. 2015 წლის 15 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,პლ---------–-----მა’’ წილი შ.პ.ს. ,,პ-–----“-ს კაპიტალში 3000000 ლარად მიყიდა ს.ს. "სი-----ი"-ს (ს/კ: 4--------) (ტ.1, ს.ფ. 87-91). 3.1.7 2014 წლის წლის 17 ივლისს შ.პ.ს. ,,პლ-------------ის" დირექტორმა, ჯ--------------–---–მა ს.ს. "ბი---------"-ს მიყიდა შ.პ.ს. ,,პლ-------------ი"-ს საკუთრებაში არსებული 3(სამი) უძრავი ქონება შემდეგი საკადასტრო კოდებით: 0-----------.0----- 2-----------.0-----; 0-----------.0-----. 2014 წლის 10 სექტემბერს ს.ს. „ბი---------"-მ აღნიშნული ქონებები მიჰყიდა ს.ს. „გ---------სს“. 2014 წლის 27 ოქტომბერს ს.ს. „გ---------სმა“ შ.პ.ს. ,,კ-----------------------–ო“-ს მიყიდა აღნიშნული უძრავი ქონებები. 2015 წლის 19 ივნისს ს.ს. ,,გ---------სმა’’ ქონება გამოისყიდა შ.პ.ს. „კე----------------------–---გან“. 2015 წლის 10 სექტემბერს ს.ს. „გ---------სმა“ უძრავი ქონებები მიყიდა ს.ს. ,,სი-----ი’’-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი 2015 წლის 23 სექტემბერს მიყიდა შ.პ.ს. „ეი----------C“-ის, რომელმაც თავის მხრივ უძრავი ქონებები შეიტანა შ.პ.ს. „პ-–----“-ს კაპიტალში (ტომი 1, ს.ფ. 101-103, 104-106, 107-108, 109-110, 111-113, 114-116). 3.1.8 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------------- განჩინებით შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს დირექტორის ჯ--------------–---–ის განცხადება შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში (ტომი 1 ს.ფ. 121-123). მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „პლ-------------ი“-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელდა მოვალის ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 სექტემბრის განკარგულების მიხედვით, შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0-----------.0----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 08 სექტემბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შ.პ.ს. ,,მ------ პ-–----“, შ.პ.ს. ,,მ------ პ-–----“-მ ქონება შეიძინა 13700 ლარად. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0-----------.0----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი 2017 წლის 12 ოქტომბერს დასრულებულ აუქციონზე გახდა შ.პ.ს. ,,იბ--------ლი“, შ.პ.ს. ,,იბ--------ლმა“ ქონება შეიძინა 249750 ლარად. სამეურვეო ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით დაკმაყოფილდა მეოთხე რიგის კრედიტორი, მეექვსე რიგის კრედიტორები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მათ შორის ჯ--------------–---–ის, შ------------–---–-- და შ.პ.ს. ,,ე-------“-ის მოთხოვნები, არ დაკმაყოფილდა მეშვიდე რიგის კრედიტორები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2------------- განჩინებით შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (ტომი 1, ს.ფ. 124-126, 127-135). 3.1.9 2016 წლის 25 ოქტომბერს შ.პ.ს. „პ-–----მ“ შ.პ.ს. „იბ--------ლს“ 3304000 ლარად მიყიდა ქ.ბ------ში, ჭ--------ს #--–- მდებარე ხუთი უძრავი ქონება, რომელიც მას გადაეცა შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს/შ.პ.ს. ,,პლ---------–-----ისგან“ საერთო ფართით 2702.80 კვ.მ. (ტ.1, ს.ფ. 132-135). 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,გ-------------“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-9 პუნქტები, 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6.2 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. დადგენილია, რომ 2011 წლის 23 მაისს შ.პ.ს. ,,გ------------მა’’ დააფუძნა შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“ და საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ჯ--------------–---–ი. 6.3 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად. კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დაირღვა თუ არა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულები შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს დირექტორის ჯ--------------–---–ის მიერ და ამ ვალდებულებათა დარღვევას შედეგად მოყვა თუ არა ზიანი 591043 ლარის ოდენობით, შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს გაკოტრების პროცესში აუქციონზე გასხვისებული #0-----------.0----- და #0-----------.0----- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების ღირებულებით. 6.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღებისას საზოგადოების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების საქმეების გაძღოლისას საზოგადოების დირექტორთა გულმოდგინე ხელმძღვანელობისა და ერთგულების მოვალეობას, ასევე ამ მოვალეობათა დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების წინაშე მათ პასუხისმგებლობას. კორპორაციის დირექტორებს სამართავად გადაცემული აქვთ რა საზოგადოების ქონება, მათი უპირველესი ვალდებულება არის სწორედ ამ ქონების დაცვა და ზიანის თავიდან აცილება. ამ ვალდებულების დარღვევა დირექტორებისათვის წარმოშობს შიდაკორპორაციულ პასუხისმგებლობას, ანუ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას. საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში ბრალი და, რომ ის მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით. მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომაროება არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი ( ს.უ.ს.გ. ას-1144-1076-2015; 29.01.2016). მოსარჩელის მითითებით, შ.პ.ს. ,,პ--–------------ი“-ს დირექტორის ჯ--------------–---–ის მიერ კომპანიის მიმართ ზიანის მიყენების, კომპანიის საკუთრებაში არსებული 15 უძრავი ქონებიდან 13 უძრავი ქონების მის კონტროლირებად კომპანიაში გადაცემასთან და შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს გადახდისუუნარობამდე ხელოვნურად მიყვანასთან დაკავშირებულ დავაზე მიმდინარეობს სხვა სასარჩელო წარმოება. მოსარჩელე ზიანის _ 591043 ლარის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში გასხვისდა შ.პ.ს. ,,პ--–------------ი“-ს დარჩენილი ორი ქონება, კომპანიამ დაკარგა აღნიშნული ქონება და ზიანის თანხა შეადგენს ამ ორი უძრავი ქონების ღირებულებას. სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ცალსახად არ ადასტურებს დირექტორის ბრალეულ მოქმედებას და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას. საწარმოს გადახდისუუნარობა შესაძლებელია გამოიწვეული იქნას დირექტორის მოქმედების ან უმოქმედობისგან დამოუკიდებლად სხვა გარეშე ფაქტორებით. 6.5 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, როდესაც შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“ გახდა გადახდისუუნარო, საზოგადოების დირექტორმა ჯ--------------–---–მა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის განცხადებით, სასამართლომ განცხადება მიიჩნია დასაშვებად, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ დასრულდა გაკოტრების საქმის წარმოება, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა განაწილდა კრედიტორებს შორის, კრედიტორთა მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდა. ის გარემოება, რომ გადახდისუუნარობის დადგომისას შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს დირექტორმა მიმართა სასამართლოს და გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში მოხდა სამეურვეო ქონების, მათ შორის მოსარჩელის მიერ მითითებული ორი უძრავი ქონების რეალიზაცია, დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ შეიძლება გახდეს. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებიდან კომპანიის დირექტორს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვესთან შეთანხმების გარეშე. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების პროცესში დირექტორს შეჩერებული აქვს საწარმოს ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება და, თუ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში გასხვისდა სამეურვეო ქონება, აღნიშნული განხორციელდა კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ზიანის ანაზღაურების საფუძველი შეიძლება იყოს შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს დირექტორის მიერ საწარმოს გადახდისუუნარობამდე ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით განხორციელებული მოქმედებები, რამაც მოვალის მიმართ ვალდებულებების დაგროვება და საწარმოს გაკოტრება გამოიწვია, ამგვარი ფაქტობრივი გარემოება კი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სხვა სასარჩელო წარმოების წესით განსახილველ დავის საგანს. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული 15 უძრავი ქონებიდან 13 უძრავი ქონების ჯ--------------–---–ის მიერ მის კონტროლირებად კომპანიაში გადაცემამ გამოიწვია საწარმოს გადახდისუუნარობა. შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ამავე საზოგადოების მიერ დაფუძნებულ შ.პ.ს. ,,პ-–----“-ს კაპიტალში ქონება შეტანილი იქნა არა ჯ--------------–---–ის, არამედ პარტნიორთა _ შ.პ.ს. ,,გ-------------“-ს და შ.პ.ს. ,,გ-----------“-ს 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით. სხვა საკითხია, რამდენად ესწრებოდა და იცოდა თუ არა შ.პ.ს. ,,გ-------------“-ს წარმომადგენელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, რადგან კრების ოქმი და საწარმოს დაფუძნება რომ სადავოდ გახადოს, არ დასტურდება. წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ქონების ნაწილის გადატანით ან გასხვისებით და მოპასუხე ჯ--------------–---–ის ბრალული მოქმედებით გახდა შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“ გადახდისუუნარო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ #0-----------.0----- და #0-----------.0----- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების ღირებულება შეადგენს 591043 ლარს. 6.6 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,პლ-------------ი“-ს საკუთრებაში არსებული #0-----------.0----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (ტექნიკური სართული) აუქციონზე გასხვისდა 13700 ლარად, ხოლო #0-----------.0----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება აუქციონზე გასხვისდა 249750 ლარად. #0-----------.0----- და #0-----------.0----- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების ღირებულებას 591043 ლარით მოსარჩელე განსაზღვრავს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შ.პ.ს. „პ-–----“-მ შ.პ.ს. „იბ--------ლს“ 2016 წლის 20 დეკემბერს ქ.ბ------ში, ჭ--------ს #--–- მდებარე 2702.80 კვ.მ. ფართი მიყიდა 3304000 ლარად და მიაჩნია, რომ აღნიშნულ მისამართზე 1 კვ.მ. ფართის ღირებულება შეადგენს 1222.43 ლარს (3304000/2702.80=1222.43). რასაც სასამართლო არ იზიარებს, რადგან, შ.პ.ს. „პ-–----“-ს და შ.პ.ს. „იბ--------ლი“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შ.პ.ს. „იბ--------ლს“ 3304000 ლარად საკუთრებაში გადაეცა #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0-----, #0-----------.0----- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონება მათში არსებული საკუთვნებლით და ინვენტარით/ავეჯით. #0-----------.0----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება არის ტექნიკური სართული და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით არ შეიძლება დადასტურდეს #0-----------.0----- და #0-----------.0----- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონების ღირებულება, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. ,,გ-------------“-ს სარჩელი, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ჯ--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე _ „გ------“ (სანომრე ნიშნით - A----4, გამოშვების წელი - 1963, ძრავი - 3-----, ძარა - 3----, შასი - 2-----, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა- A-------- გაცემული 11.05.2007 წ.) ყადაღის დადების შესახებ და ჯ--------------–---–ის საკუთრებაში/სახელზე არსებულ საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო ანგარიშზე ჯამში 591043 ლარის ფარგლებში ყადაღის დადების შესახებ. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. ,,გ-------------’’-ს სარჩელი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესოა კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით, გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. შ.პ.ს. ,,გ-------------“ -ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ჯ--------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე _ „გ------“ (სანომრე ნიშნით - A----4, გამოშვების წელი - 1963, ძრავი - 3-----, ძარა - 3----, შასი - 2-----, ფერი - თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა- A-------- გაცემული 11.05.2007 წ.) ყადაღის დადების შესახებ და ჯ--------------–---–ის საკუთრებაში/სახელზე არსებულ საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო ანგარიშზე ჯამში 591 043 (ხუთას ოთხმოცდათერთმეტი ათას ორმოცდასამი) ლარის ფარგლებში ყადაღის დადების შესახებ. 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. 4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი