განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/765-18 (N057130718001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04.10.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ლ---------ე
მამის სახელი: მ----------
დაბადების თარიღი: 05.06.1972 წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ბაღდათი, თ------ის ქ. #5
ფაქტიურად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, უ-----ის ქ. #25
ადვოკატი - მიხეილ ნემსაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების თანახმად:
გ------- ლ---------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ როხში მდებარე სახლში ყოფნის დროს, მ--------- ლ---------ეს მობილური ტელეფონის გამოყენებით დაურეკა შვილმა გ------- ლ---------ემ. საუბრისას გ------- ლ---------ე მამას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით. მ--------- ლ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან გ------- ლ---------ე მკვლელობისთვის ნასამართლევი პირია.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ------- ლ---------ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულ მ--------- ლ---------ის, ასევე მოწმეების ი--- რ------–---–ისა და გ---–---- დ--------ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა გ---–---- დ--------ემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ლ---------ე არის მისი გერი. 2018 წლის 13 ივლისს, ღამის საათაებში გააღვიძა ტელეფონის ზარმა, რომელსაც უპასუხა მისმა მეუღლემ და გავიდა გარეთ ტელეფონზე სასაუბროდ. მიუთითებს, რომ საუბრის შინაარსი, ასევე, თუ ვის ესაუბრებოდა ეს უკანასკნელი მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ მეუღლეს გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში სადაც, მისცა ჩვენება. მიუთითებს, რომ ეთანხმება მის მიერ საქმის გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, სადაც მიუთითა ის გარემოებებზე, რაც, მეუღლისგან გადმოცემით გაიგო, რადგანაც მეუღლის სატელეფონო საუბრისას თვითონ იმყოფებოდა ოთხში, ხოლო მისი მეუღლე გარეთ გავიდა და მისი საუბარი არ ესმოდა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულის მამამ დაზარალებულმა მ--------- ლ---------ემ და ბრალდებულის მეუღლემ მოწმე ი--- რ------–---–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ------- ლ---------ემ განმარტა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქნია. განმარტა, რომ იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ლ---------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ამ მუხლის დისპოზიციაში, სადაც მითითებულია, რომ ამ დანაშაულად მიჩნეულია სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, რა დროსაც, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მ--------- ლ---------ისათვის მუქარის განხორციელების ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ გ------- ლ---------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმე გ---–---- დ--------ის ირიბი ჩვენებისა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში გააღვიძა ტელეფონის ზარმა, რომელსაც უპასუხა მისმა მეუღლემ და გავიდა გარეთ ტელეფონზე სასაუბროდ. მიუთითებს, რომ საუბრის შინაარსი, ასევე ის ფაქტი, თუ ვის ესაუბრებოდა მეუღლე, მისთვის უცნობია. თავად მისი მეუღლის მიმართ განხორციელებულ რაიმე სახის მუქარის ფაქტს არ შესწრებია. დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, ასევე, ვერ დგინდება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებითაც, ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ მ--------- ლ---------ეს, მისი მხრიდან გამოყენებულ იქნა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის მუქარას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, გ------- ლ---------ის ბრალეულობა მის მიერ მ--------- ლ---------ის მიმართ, რაიმე სახის მუქარის განხორციელებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ როხში მდებარე სახლში ყოფნის დროს, მ--------- ლ---------ეს მობილური ტელეფონის გამოყენებით დაურეკა შვილმა გ------- ლ---------ემ. რა დროსაც, ტელეფონზე საუბრისას გ------- ლ---------ე დაემუქრა მამას სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით, რის შედეგადაც დაზარალებულს მ--------- ლ---------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან გ------- ლ---------ე მკვლელობისთვის ნასამართლევი პირია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ლ---------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ლ---------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ გ------- ლ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ------- ლ---------ის ბრალეულობაში, რის გამოც, გ------- ლ---------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ლ---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ------- ლ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ------- ლ---------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ გ------- ლ---------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებებიდან: ,,Opel astra“-ს მოდელის ავტომანქანა, ,,Mercedes-benc“-ის მოდელის ავტომანქანა (იმყოფება ბაღდათის რაიონული სამმართველოს ავტოსადგომზე), ასევე, მ--------- ლ---------ის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს. ხოლო CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე