განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/152-18 წ.
გამოძიების ნომერი N041200118001
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ო-------------ე
ბრალდებული - კ---- ფ----–------ე
მამის სახელი: მ--------
პირადი ნომერი: 60001086971
დაბადების თარიღი: 16.04.1972 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქუთაისი, ტ------–-ს ქ. 1 ჩ. #2
საცხოვრებელი ადგილი: ქ. ქუთაისი, რ---------–ის მე-5 შეს. #6
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
კ---- ფ----–------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, კ---- ფ----–------ემ თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, რ---------–ის მე-5 შესახვევი #6-ში თავის მეუღლეს, ლ--–---------ეს მათი არასრულწლოვანი შვილის - გ-------– ფ----–------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და შუბლის არეში, ასევე წაქცეულს ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც ლ--–---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული კ---- ფ----–------ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს---------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 19 იანვარს, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, ინსპექტორ-გამომძიებელ დ--------------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც, დახვდათ ლ--–---------ე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირეწლოვანი შვილი და განუმარტა მათ, რომ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ. განმარტავს, რომ ლ--–---------ემ აჩვენა პოლიციის თანამშრომლებს მის სახეზე არსებული სიწითლეები, აღნიშნული დაზიანებები ეტყობოდა ლოყაზე, თვალის არეში. განმარტავს, რომ ამის შემდგ დაზარალებულმა მიუთითა ეზოში მყოფ პიროვნებაზე, რომელიც იყო მისი ქმარი, რომელმაც მიაყენა აღნიშნული დაზიანებები. მოწმე ს---------------ემ მიუთითა, რომ აღნიშნულ პიროვნებას განემარტა თავისი უფლება-მოვალეობები, მოხდა მისი ადგილზე დაკავება და გადაყვანა პოლიციის პირველ განყოფილებაში. ასევე განმარტა, რომ ადგილზე ყოფნის დროს რამოდენიმეჯერ შეაგინა ბრალდებულმა კ---- ფ----–------ემ მის მეუღლეს, ფიზიკური ძალადობის შემსწრე კი თავად არ ყოფილა.
ანალოგიურად დაადასტურა, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--------------ემ და მიუთითა, რომ 2018 წლის 19 იანვარს, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ინსპექტორ-გამომძიებელ ს---------------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ქალბატონი ლ--–---------ე, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მისმა მეუღლემ კ---- ფ----–------ემ, მათი არასრულწლოვანი შვილის გ-------– ფ----–------ის თანდასწრებით მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, ლ--–---------ემ აჩვენა მათ მის სახეზე არსებული სიწითლეები, აღნიშნული დაზიანებები ეტყობა ლოყაზე, თვალის არეში. განმარტავს, რომ ამ დროს სახლის ეზოში შემოვიდა მამაკაცი, რომელზედაც ლ--–---------ემ მიუთითა მათ, რომ აღნიშნული პირი იყო მისი მეუღლე კ---- ფ----–------ე, რომელმაც მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმემ მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, მისი თანდასწრებით კ---- ფ----–------ემ მიაყენა მეუღლეს - ლ--–---------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც, დაკავებული იქნა ადგილზევე და გადაყვანილი იქნა პოლიციის პირველ განყოფილებაში შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. განმარტავს, რომ თავად შეესწრო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ხოლო ფიზიკური ძალადობის შემსწრე არ ყოფილა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა და--------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 20 იანვარს დაიწყო გამოძიება ლ--–---------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირადად ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული ლ--–---------ე, ასევე, გააცნო კ---- ფ----–------ეს დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, გამოკითხა მოწმის სახით ბრალდებული კ---- ფ----–------ე. განმარტავს, რომ პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, ლ--–---------ე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. მიუთითებს, როდესაც მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ლ--–---------ე მას დაზიანებები ეტყობა სახის არეში. მისივე განმარტებით, აღნიშნული შეურაცხყოფების ფაქტს თავად არ შესწრებია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში პოლიციის პირველ განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, აღნიშნული შეტყობინების ავტორი იყო ლ--–---------ე. განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები კერძოდ: გამოკითხა პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლები და დანიშნული იქნა ექსპერტიზები. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
საქმეში არსებული, N000430318 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,20.01.2018წ. 14:05-14-13 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--–---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხ. პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს”.
საქმის სასამრთლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ-------------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 20 იანვარს, დადგენილების თანახმად, ჩაატარა ექსპერტიზა სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით ლ--–---------ის მიმართ. შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 18 იანვარს დაახლოებით 23:30 სთ-ზე ქ. ქუთაისში თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, მისმა მეუღლემ - კ---- ფ----–------ემ მიაყენა მას სხეულის დაზიანება ფეხისა და ხელის დარტყმით. ექსპერტ მ-------------–--ის განმარტებით, ლ--–---------ე უჩიოდა თავის ტკივილს, მუცლის მიდამოში ცენტრალურად აღენიშნებოდა მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, სხეულზე სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო აღნიშნული დაზიანება მიყენებული არის რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ხარისხს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მ----------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 20 იანვარს პოლიციის პირველი განყოფილებიდან მიღებულის მიმართვისა და დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილი იქნა მოქალაქე კ---- ფ----–------ე. ექსპერტიზაზე დასმული იყო შემდეგი კითხვები ,,მოხმარებული ჰქონდა თუ არა კ---- ფ----–------ეს ალკოჰოლური სასმელი. ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში განესაზღვრათ თრობის ხარისხი“. განმარტავს, რომ პიროვნება შემოწმებული იქნა როგორც კლინიკურად, ასევე, ლაბორატორიულად. კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების შედეგად გამოტანილი იქნა დასკვნა ,,საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა“. განმარტავს, რომ როგორც კ---- ფ----–------ემ განაცხადა მას მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი ,,ღვინო“.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ლ--–---------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა კ---- ფ----–------ემ განმარტა, რომ არ სცნობს თავს დამნაშავედ და მიაჩნია, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ კ---- ფ----–------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N000430318 დასკვნაში მართალია მითითებულია, რომ ლ--–---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ კ---- ფ----–------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა გ-----------------–---–მა, და--------------ემ, ს---------------ემ და დ--------------ემ დაადასტურეს, რომ მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც დაიწყო პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ ისინი უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ არის თვითმხილველი და არ შესწრები ბრალდებულ კ---- ფ----–------ის მხრიდან მისი მეუღლის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ ლ--–---------ეს, მისი მხრიდან გამოყენებულ იქნა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებული მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, კ---- ფ----–------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, კ---- ფ----–------ემ თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, რ---------–ის მე-5 შესახვევი #6-ში თავის მეუღლეს, ლ--–---------ეს მათი არასრულწლოვანი შვილის - გ-------– ფ----–------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და შუბლის არეში, ასევე წაქცეულს ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც ლ--–---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ---- ფ----–------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ---- ფ----–------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ კ---- ფ----–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ კ---- ფ----–------ის ბრალეულობაში, რის გამოც, კ---- ფ----–------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ---- ფ----–------ე, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. კ---- ფ----–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ი----- ა---–------ს (პირადი N6----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. გამართლებულ კ---- ფ----–------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე