განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
330100118002642484
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ ნ----- ქ--------–-–---–ის

ბრალდებულ _ პ----- ხ------–-----ის

ადვოკატ _ ს------- გ----–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ პ----- ვ--------ს ძე ხ------–-----ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ------–--–-------–--–-------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- ხ------–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პ----- ხ------–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.-----–--–-------–--–------------------------ში პ----- ხ------–-----მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ--- მ----–----–--ეს თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ--- მ----–----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. პ----- ხ------–-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა პ----- ხ------–-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერებს, პაციენტის სამედიცინო ბარათს, საქართველოს შს სამინისტროს სსიპ - „112“-დან გამოთხოვილ აუდიოჩანაწერს (მ--- მ----–----–--ის მიერ გაკეთებული შეტყობინებები) და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ პ----- ხ------–-----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც პ----- ხ------–-----მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი (არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან უკვე 20 წელია) და წარსულში მომხდარი კონფლიქტები სიტყვიერი შელაპარაკებით შემოიფარგლებოდა, რისთვისაც პ----- ხ------–-----ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი (საფუძველი - ფსიქოლოგიური ძალადობა), ამასთან, ძალადობას არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათი, რაც აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, სასამართლოს პ----- ხ------–-----ის მიმართ საჭიროდ არ მიაჩნია საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ პ----- ხ------–-----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღარ ითვლება ნასამართლევად (გაქარწყლებული აქვს), პირველად არის მხილებული სისხლისსამართლებრივი წესით ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში, ამასთან, შეურიგდა დაზარალებულს და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას (რაც დადასტურებულია როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ასევე უშუალოდ დაზარალებულისა და ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით), გარდა ამისა დაზარალებულის განმარტებით, თავად დასაქმებულია (დღე-ღამის ცვლაში) და სამი არასრულწლოვანი შვილის მარჩენალი არის ბრალდებული, ასეთ პირობებში მის მიმართ საპატიმრო სასჯელის შეფარდების შემთხვევაში, იგი ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას და მისი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან), დარჩება შემოსავლის გარეშე და აღმოჩნდება უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პ----- ხ------–-----ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრებას, სასამართლოს აღნიშნული სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულის თქმით, იგი არის ჯანმრთელობაშერყეული პირი და ვერ შეძლებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პ----- ხ------–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ხ------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ პ----- ხ------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 16 აგვისტოდან - 2018 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ პ----- ხ------–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. პ----- ხ------–-----ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. 4 (ოთხი) ცალი დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი