განაჩენი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
180100118002700838
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/264-18 16 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მუ----ნ ნი----–--–---–ი;

 

ბრალდებული - ვე-----ა სი-----ს ძე ამ----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 12 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, ს-–----–-- განათლების მქონე, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოვებით 11:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში, ვე-----ა ამ----–---–ს და მის მეუღლეს ნ---ა ხა-–---–-----ს მოუხდათ შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხზე. კამათის დროს ვე-----ა ამ----–---–მა სახეში ორჯერ დაარტყა ხელი ნ---ა ხა-–---–-----ს მისი არასრულწლოვანი შვილების - 14 წლის მა----- გე-–---ს და 4 წლის ლ---- ამ----–---–ის თანდასწრებით. ნ---ა ხა-–---–-----ი გაერიდა მეუღლეს და შევიდა სახლში, სადაც შეჰყვა ვე-----ა ამ----–---–ი და მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ---ა ხა-–---–-----ის მისაშველებლად ოთახში შევიდა მისი არასრულწლოვანი შვილი მა----- გ--–-ძე, რომლის თანდასწრებით ვე-----ა ამ----–---–მა ორჯერ მუშტი დაარტყა ბეჭის მიდამოში, სახეში და თავში დაარტყა ხელი. ძალადობის დროს ნ---ა ხა-–---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი .

 

2. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.1. ბრალდებულმა ვე-----ა ამ----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება.

 

2.2. დაზარალებულ ნ---ა ხა-–---–-----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში ოჯახთან ერთად. 2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოვებით 11:00 საათზე, სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან ვე-----ა ამ----–---–თან და არასრულწლოვან შვილებთან 14 წლის მა----- გ--–-ძესთან და 4 წლის ლ---- ამ----–---–თან ერთად. ვინაიდან ოჯახში აქვთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ნ---ა ხა-–---–-----სა და ვე-----ა ამ----–---–ს მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ვე-----ა ამ----–---–მა ხელი გაარტყა სახის არეში ორჯერ, რის შემდეგაც იგი გაეცალა და შევიდა ოთახში, თან შეყვა ბრალდებული, რომელიც განაგრძობდა კამათს და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მან ასევე მუშტი დაარტყა ბეჭის მიდამოში ორჯერ, ყვირილზე შემოვიდა ნ---ა ხა-–---–-----ის შვილი მა-----ი, იგი ეუბნებოდა, რომ გაჩერებულიყო, ხოლო ვე-----ამ ხელი კრა და გააგდო ოთახიდან. ცემის შედეგად ნ---ა ხა-–---–-----ს დაუზიანდა ზედა ტუჩი, აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. დაზარალებულ მა----- გე-–---ს გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს მა----- გ--–-ძე შეესწრო ნ---ა ხა-–---–-----ის და ვე-----ა ამ----–---–ის კონფლიქტს, კერძოდ, სახლის ეზოში ვე-----ა ამ----–---–მა ხელი გაარტყა დედას ნ---ა ხა-–---–-----ს, შემდეგ ოთხაში მუშტი დაარტყა ბეჭის არეში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნულს ასევე ესწრებოდა მისი 4 წლის და ლ---- ამ----–---–იც.

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (შეტყობინება, ნ---ა ხა-–---–-----ის, მა----- გე-–---ს, მოწმე ლ-- ი----–---–ის გამოკითხვის ოქმი; ლ---- ამ----–---–ის, თავად ბრალდებულის ვე-----ა ამ----–---–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემაკავებელი ორდერი, მა----- გე-–---ს და ლ---- ამ----–---–ის დაბადების მოწმობის ასლი; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნ---ა ხა-–---–-----ის განცხადება პრეტენზიის არქონის შესახებ, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დახასიათება, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან და საქმის სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალ----ს საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვე-----ა ამ----–---–მა 2018 წლის 13 სექტემბერს, მის მეუღლეს, ნ---ა ხა-–---–-----ს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც დაუზიანდა ზედა ტუჩი, ასევე მუშტი დაარტყა ბეჭის არეში, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3.2. შესაბამისად, ვე-----ა ამ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ვე-----ა ამ----–---–ის შემამსუბუქებელ-- ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გააცნობიერა მომხდარი ძალადობის სიმძიმე, ინანიებს, ითხოვს პატიებას და პირობას დებს, რომ მსგავს ქმედებას მისი მხრიდან ადგილი აღარ ექნება, მას სურს, რომ შეინარჩუნოს ოჯახი, რომლის ერთადერთი მარჩენელ--, შერიგებულ-- დაზარალებულთან და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილ-- ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვე-----ა ამ----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვე-----ა ამ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

2. ვე-----ა ამ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

3. ვე-----ა ამ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

4. ვე-----ა ამ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი კან---იერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი