გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/20998-18
06 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე - შპს ,,სა------------------------------ი“
წარმომადგენლები: გი---------–--ე, გო--------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,რე------–--ა“
წარმომადგენელი - რე-----–-------ე
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა
აღწერილობითი ნაწილი
1. შპს ,,სა------------------------------ი" 2014 წლიდან ,,ს------ს" ბრენდის ქვეშ აწარმოებს ყველს სიტყვიერი აღნიშვნით - ,,ა-–------". მოსარჩელე კომპანია არის სასაქონლო ნიშნის მფლობელი და აღნიშნული უფლება ნიშნების გამოსახულებითი ელემენტების საერთაშორისო ვენის კლასიფიკაციის 29-ე პოზიციაზე (რძე და რძის პროდუქტები) რეგისტრირებული აქვს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ,,საქპატენტში" (იხ. ტომი 1, ს.ფ. 58-59).
2. შპს ,,რე------–--ა" აწარმოებს ყველს დასახელებით ,,ყველი ა-–------“ და ეწევა ბაზარზე მის რეალიზაციას.
3. 2018 წლის 22 მაისს, შპს ,,სა------------------------------მა" წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა სიტყვიერი აღნიშვნა - ,,ა-–------ს" განთავსების აღკვეთა ყველის და ასევე ნებისმიერი ისეთი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც განეკუთვნება რძის და რძის პროდუქტების საერთაშორისო კლასს. შპს ,,რე------–--ამ" საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ მისი ქმედებით არ არის დარღვეული კანონმდებლობის მოთხოვნები.
4. სასარჩელო მოთხოვნა
4.1. შპს ,,სა------------------------------მა“ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს ,,რე------–--ასთვის" საქართველოს ტერიტორიაზე, სამოქალაქო ბრუნვაში, რძისა და რძის პროდუქციის ეტიკეტებზე სიტყვიერი გამოსახულება - ,,ა-–------ს" გამოყენების აკრძალვა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხე შპს ,,რე------–--ა“ სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ შპს ,,სა------------------------------ი" განსაკუთრებული უფლების მფლობელს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანზე - ,,ს------" და არა ,,ა-–------". სიტყვიერი აღნიშვნა ,,ა-–------" გამოიყენება საქონლის მახასიათებლის აღსანიშნავად და მიუთითებს ყველის თვისებაზე, მის კავშირზე ალპურ მდელოებთან. მთელ რიგ ცნებებში გამოიყენება ალპებისგან წარმოებული სიტყვები. ტერმინი ა-–------ მდელოები გამოიყენება ისეთი მდელოების აღსანიშნავად, რომელიც განთავსებულია ტყის მასივში - ალპების მთების სიმაღლის გათვალისწინებით. ასე მაგალითად, კომპანია ,,ფეფე" აწარმოებს თაფლს, სიტყვიერი აღნიშვნით - ,,ა-–------ ზონის თაფლი ფეფე". აღნიშნულ შემთხვევაში, სიტყვა ,,ა-–------" გამოიყენება როგორც საქონლის მახასიათებელი, რაც მიუთითებს საქონლის კავშირზე ალპურ მდელოებთან/ზონასთან და არ გამოიყენება, როგორც სასაქონლო ნიშანი. შპს ,,სა------------------------------ი" მართალია აწარმოებს ყველს სიტყვიერი აღნიშვნით ,,ს------ ა-–------", თუმცა მოსარჩელის სასაქონლო ნიშანში დომინანტ ელემენტს, რომელიც გამოიყენება სასაქონლო ნიშნის დანიშნულებით, წარმოადგენს სიტყვიერი აღნიშვნა ,,ს------", ხოლო აღნიშვნა ,,ა-–------" გამოიყენება როგორც ყველის მახასიათებელი. იგივე შემთხვევაა მოსარჩელის პროდუქტზე ,,ს------ სულგუნი", სადაც ,,ს------" მოსარჩელის სასაქონლო ნიშანია, ხოლო ,,სულგუნი" მიუთითებს ყველის სახეობაზე.
შპს ,,რე------–--ა" არ ეწევა იდენტური სიტყვიერი აღნიშვნის მქონე ყველის წარმოებას და რეალიზებას, ვინაიდან მოპასუხე აწარმოებს ყველს ,,ყველი ა-–------" და არა ,,ს------ ა-–------".
სამოტივაციო ნაწილი
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე ,,სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას.
7. აღწერილობით ნაწილში მითითებული უდაო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,სა------------------------------ი“ წარმოადგენს სასაქონლო ნიშანზე - ,,ს------ ა-–------“ განსაკუთრებული უფლების მფლობელს. აღნიშნული ნიშანი მოსარჩელეს რეგისტრირებული აქვს რძესა და რძის ნაწარმზე.
8. შპს ,,რე------–--ა“ აწარმოებს ყველს დასახელებით - ,,ყველი ა-–------“ და ეწევა ბაზარზე მის რეალიზაციას.
9. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.
10. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის 10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3.1.) ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ.
11. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.
12. ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014).
13. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური.
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისთვის უნდა გაირკვეს მოპასუხის მიერ გამოყენებული ეტიკეტი რამდენად არის მიმსგავსებული მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან, ამასთან, აქვს თუ არა მოპასუხეს წარმოებული პროდუქციის მახასიათებლად სიტყვა ,,ა-–------ს“ გამოყენების მართლზომიერი უფლება და ამგვარი გამოყენება ხომ არ ლახავს კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპებს.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს სადაოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ გამოყენებული ეტიკეტის მსგავსება საკუთარ სასაქონლო ნიშანთან (მაგალითად, ეტიკეტზე არსებული წარწერის ან გამოყენებულ ფერთა მსგავსება). მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს მხოლოდ სიტყვა ,,ა-–------ს“ გამოყენების ფაქტზე. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ეტიკეტი არ არის მოსარჩელის ეტიკეტის იდენტური ან მასთან მიმსგავსებული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი აღრევა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიერ პროდუქციის მახასიათებლად სიტყვა ,,ა-–------ს" გამოყენების მართლზომიერების ფაქტიც არ გაუხდია სადაოდ (მაგალითად, შპს ,,რე------–--ა" პროდუქციას არ აწარმოებს ა-–------ ზონიდან მიღებული რძისგან).
16. რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაცულ ნაწილს. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ ,,ს------ ა-–------“ მთლიანად უნდა ჩაითვალოს პროდუქციის დასახელებად. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნიდან და გამოყენებული ეტიკეტიდან ნათლად იკვეთება, რომ პროდუქციის დასახელებაა ,,ს------“, ხოლო ,,ა-–------“ წარმოებული პროდუქციის მახასიათებელია და მიუთითებს იმ გარემო პირობებზე, რაც აღნიშნული პროდუქციის თვისებებს შეიძლება განაპირობებდეს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის ეტიკეტზე სიტყვა ,,ა-–------ს“ გამოყენება მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან გაიგივებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მომხმარებლისთვის პროდუქციის თვისებებზე ინფორმაციის მიწოდებას, რაც ბუნებრივია მისი პოპულარიზაციის მიზნით ხდება, მაგრამ აღნიშნული თავისთავად, არაკეთილსინდისიერ კონკურენციის გაწევად ვერ ჩაითვლება. ამდენად, მოსარჩელეს არ აქვს უფლება აუკრძალოს მოპასუხეს პროდუქციის მახასიათებლად სიტყვა ,,ა-–------ს" გამოყენება.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,სა------------------------------ის" სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,სა------------------------------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია