გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №0202101180023080-2 (2/273-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
მოსარჩელეები: მზ---------, თი-------ია, რე----------ია
წარმომადგენლები: რე----------ია, ვა----------------ა
მოპასუხე - და-----------ია
წარმომადგენელი - ნი-------უა
დავის საგანი - უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა
1.1.ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი მდებარე, №43.0-.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ მზ---------ს, თი-------იას, რე----------იას და და-----------იას ცნობა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე არის მათი ძმა. მხარეთა მშობლებს გააჩნდათ უძრავი ქონება მდებარე ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი. მოპასუხე და-----------ია და მოსარჩელეები გასული იყვნენ კომლის შემადგენლობიდან. მშობლების გარდაცვალების შემდგომ მშობლების დანაშთი ქონება თანაბარ წილად ერგებოდათ მხარეებს. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამისა, და-----------იამ ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლების ხელშეწყობით მოახდინა 2---------–-–---- საკომლო წიგნში უკა---ნოდ გადასწორება ფდა მიწერა, რადგან ამ პერიოდისათვის ვერ მოხდებოდა კომლად მიღებაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და კომლად მიღება გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ პერიოდში არ არსებობდა კომლის მეურნეობა.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მშობლების გარდაცვალების შემდგომ, ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი მდებარე დანაშთ ქონებას დაეუფლნენ ფაქტობრივად, ისინი სარგებლობდნენ ქონებით, აწარმოებდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს (-------------------–---------–-----------------–-–--------------–---------------------
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მზ---------, თი-------ია, რე----------ია და და-----------ია არიან დე------–---–-ბი, მათი მშობლები იყვნენ ბ----–ა ვე---------უა (გარდაცვალების თარიღი - 26.0-.1----–--–-) და ვან-------ია (გარდაცვალების თარიღი - 05.0-.2----–--–ი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-დაბადების მოწმობები (ს.ფ. 58-60);
-გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 65-66);
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 43);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (---------------–-–--------------–--------------------
3.1.2.სამეგრელოს რეგიონული არქივის მიერ 31.10.2--- წელს გაცემული №AA2--------0-04 საარქივო ცნობის საფუძველზე ვა-----–--------------იას კომლის შესახებ მოპოვებულია შემდეგი ინფორმაცია:
- სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული ზუ-----------------ს სო----–----------------–-------------------- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ვა-----–--------------ია. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შემდეგი წევრები: ბ----–ა პო------------–-------ა - მეუღლე; რე---------------------ა - შვილი; დაზ--------------------ია - შვილი; მზ---------------–------ია - შვილი; თინ--------------–-------ა - შვილი.
- ზუ-----------------ს სოფ--–----------------–---------------------–-–--ის საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ვა-----–--------------ია. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ----–ა პრ------ის ასული გო--ა - მეუღლე; რე---------------------ა - შვილი; დაზ--------------------ია - შვილი (ამოწერილია); მზ---------------–------ია - შვილი (ამოწერილია); თინ--------------–-------ა - შვილი (ხაზგადასმულია, გათხოვდა).
- ზუ-----------------ს სო----–----------------–---------------------–-–---- საკომლო წიგნში (ცვლილებები ნაწარმოებია 1979 წლის ჩათვლით) კომლის უფროსად ფიქსირდება ვა-----–--------------ია. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ----–ა პრ------ის ასული გო--ა - მეუღლე; რე---------------------ა - შვილი (ხაზგადასმულია, ამოწერილია); დაზ--------------------ია - შვილი (ამოწერილია); მზ---------------–------ია - შვილი (ხაზგადასმულია, გათხოვდა); ნა----–-----------------–------ია - რძალი (ხაზგადასმულია, ამოწერილია); მა------------------–------ია - შვილიშვილი (ხაზგადასმულია).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-დაბადების მოწმობები (ს.ფ. 58-60);
-გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 65-66);
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 43);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (---------------–-–--------------–--------------------
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ზუგდიდის არქივის მიერ 23.08.2--- წელს გაცემული №AA2--------5-04 საარქივო ცნობის თანახმად, დადგენილია შემდეგი:
- ზუ-----------------ს ს------–------------------–--------------–-–---- საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვა-----–--------------ია.
კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1.ვა-----–--------------ია - ოჯახის უფროსი;
2.ბ----–ა პრ------ის ასული გო--ა - მეუღლე (ხაზგადასმულია, გარდაიცვალ-------–--–ს).
- ზუ-----------------ს სოფელ რ---ს საკრებულოს 2---------–-–---- საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვა-----–--------------ია და მიწერილია დაზ--------------------ია (გო----ი ვა---ს ძე).
კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1.ვან-------ია - ოჯახის უფროსი (ხაზგადასმულია, გარდაიცვალა 2----–--–ს);
2.გო----ი-დაზ--------------------ია - ოჯახის უფროსი.
კომლს 1996-2000, 2001-2005 წლებში პირად საკუთრებაში ერიცხება 1 ჰა მიწის ფართობი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 38);
-მოპასუხის მეზობლების მიერ 12.11.2----–--–--–----ენილი აქტი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (---------------–-–--------------–--------------------
3.2.2.დადგენილია, რომ დე------–---–-ბიდან ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი მდებარე მშობლებისეულ ქონებას - სახლ-კარს მშობლების სიცოცხლეში ფლობდა და მის შემდგომაც დღემდე ფლობს მხოლოდ და-----------ია. ასევე, იგი უვლიდა მშობლებს სიცოცხლის ბოლოს და მანვე დაკრძალა ისინი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი;
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 38);
-ფოტოილუსტრაცია;
-მოპასუხის მეზობლების მიერ 12.11.2----–--–--–----ენილი აქტი;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (---------------–-–--------------–--------------------
3.2.3.ზუგდიდის არქივის მიერ 23.08.2--- წელს გაცემული №AA2--------5-04 საარქივო ცნობის საფუძველზე 1--------- წელს ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობა №43.0-.4-.0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა და-----------იას საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 38);
-ფოტოილუსტრაცია;
-მოპასუხის მეზობლების მიერ 12.11.2----–--–--–----ენილი აქტი;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (---------------–-–--------------–--------------------
3.2.4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 38);
-ფოტოილუსტრაცია;
-მოპასუხის მეზობლების მიერ 12.11.2----–--–--–----ენილი აქტი;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (---------------–-–--------------–--------------------
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კა---ნები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კა---ნი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 4--ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კა---ნით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა კა---ნმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კა---ნმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზია---დ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე შესაფასებელია ერთი მხრივ, არსებობს თუ არა მოსარჩელეებთან მიმართებაში სადავო ქონებაზე მათი საკუთრების უფლების საფუძვლები და მეორე მხრივ, რამდენად არის მოპასუხის სახელზე აღრიცხული საკუთრების უფლება მართლზომიერი. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მოხმობილ იქნეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი შემდეგი ნორმები:
დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვან-------იას კომლში ჩაწერილები იყვნენ მხარეები და შემდგომ 1970-იან წლებში მოხდა მათი ამოწერა კომლიდან. მოსარჩელე მხარე კომლიდან ამოწერის მიუხედავად მიიჩნევს, რომ მას სადავო ქონებაზე გააჩნია საკუთრების უფლება, რადგან მოსარჩელეები მშობლების გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად ფლობდნენ ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი მდებარე მშობლებისეულ სამკვიდრო ქონებას - სახლ-კარს, თუმცა ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა, რადგან აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მემკვიდრის (მოსარჩელის) მიერ სამკვიდრო ქონების კა---ნით დადგენილი წესით მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 14-1-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას სა---ტარო ორგა---ში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. იმავე კოდექსის 14-4-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მსგავსი წესები მოქმედებდა სამკვიდროს გახსნის პერიოდშიც.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სა---ტარო ორგა---სათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ანუ აღნიშნული ნორმები იმპერატიული დანაწესის სახით ადგენენ დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სა---ტარო ორგა---ში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსის მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრეს უფლება აქვს სამკვიდრო მიღების ორი ალტერნატიული გზით: განცხადებით მიმართოს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სა---ტარო ორგა---ს ანდა დაეუფლოს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ან მართოს იგი.
დადგენილი ვადის (6 თვის) გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, მას წარმოშობს სამკვიდროს მიღება, როგორც ცალმხრივი გარიგება. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. მემკვიდრეობის უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება ზემოაღნიშნული ორი წესით. მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით, მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში აყენებს. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არ ნიშნავს ნივთთან მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას, სამკვიდროს ე.წ. ფორმალურ დაუფლებას, არამედ იგი მოიაზრებს მემკვიდრის მიერ ქონების როგორც მისი საკუთარის, მემკვიდრეობით მიღებული ქონების დაუფლებას, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელე ეკისრება (---------------–--------------------------–---------–-------–-----------------------------–--------–--–---
ასევე, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი, რომლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმის და 14-1-ე მუხლის ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დღიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი 14-1-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღებს მემკვიდრეობას. შესაბამისად, მხოლოდ ამ პირობებში, სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მემკვიდრეს (მოსარჩელეს) აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისაგან სადავოა სწორედ მოსარჩელეთა მიერ მამის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღების საკითხი, კერძოდ, მოპასუხის პოზიციაა, რომ სადავო ქონებას წლებია სწორედ ის ფლობს, რასაც ადასტურებს სამკვიდრო ქონების მეზობლად მცხოვრები პირები (მოპასუხის მეზობლები), მათ მიერ 12.11.2----–--–--–----ენილი აქტით ირკვევა, რომ დაზმრი გო--ა და მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ და ფლობენ ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი მდებარე ქონებას - სახლ-კარს როგორც და-----------იას მშობლების სიცოცხლეში, ასევე დღესაც. საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო დანიოშნულების მიწაზე (მიწის საკადასტრო კოდი №43.0-.41.0--) აშენებულია და-----------იას და მისი მეუღლის მიერ.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მზ--------------–-ა, რომლის ჩვენება შესაბამისობაშია მეზობლების აქტის შინაარსთან. მოწმემ განმარტა, რომ იგი იცნობს მხარეებს, მოპასუხე მისი სიძეა (დის ქმარი), ასევე იგი იცნობდა მხარეთა მშობლებს და იმყოფებოდა მათ დაკრძალვაზე ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი.
მოწმემ დაადასტურა, რომ მშობლებს უვლიდა მხოლოდ მოპასუხე და----რი გო--ა, ასევე, მისი მეუღლე და მათ დაკრძალეს ისინი. მშობლების გარდაცვალების შემდგომ დარჩა სამკვიდრო ქონება - სახლ-კარი ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი, რომელსაც მშობლების გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ განკარგავდა მოპასუხე, მან განაახლა საცხოვრებელი სახლი (გააკეთა რეკონსტრუქცია) მშობლების გარდაცვალებამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა აპელირება მასზედ, რომ მათ მიიღეს მემკვიდრეობა მშობლების დანაშთ ქონებაზე, მოკლებულია დასაბუთებას.
6.2.რაც შეეხება მოსარჩელეები მიერ სარჩელში მითითებას მასზედ, რომ კომლიდან ამორიცხვის მიუხედავად, და-----------იამ ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლების ხელშეწყობით მოახდინა 2---------–-–---- საკომლო წიგნში უკა---ნოდ გადასწორება და მიწერა, რადგან ამ პერიოდისათვის ვერ მოხდებოდა კომლად მიღებაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და კომლად მიღება გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ პერიოდში არ არსებობდა კომლის მეურნეობა. ამ საკითხზე სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საკოლმეურნეო კომლმა, როგორც სამართლის სუბიექტმა, არსებობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებების საფუძველზე, თუმცა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კა---ნით დამკვიდრდა საკომლო მეურნეობის სტატუსი, რაც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავდება, კერძოდ, აღნიშნული კა---ნის მე-4 მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა, საქმეზე არსებული მტკიცებულებების თანახმად, მიუხედავად საკოლმეურნეო კომლიდან ამოწერისა, და-----------იამ მოსარჩელეებისაგან განსხვავებით, ფაქტობრივად გააგრძელა ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი საოჯახო მეურნეობა, სწორედ ამიტომ, იგი კვლავ აისახა ამჯერად, საკომლო მეურნეობის წევრის სტატუსით 23.08.2--- წლის საარქივო ცნობაში კომლის (ოჯახის) წევრად.
6.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლია---ბის შემოწმებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8.გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა
8.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კა---ნით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველსაყოფად 2----–-–---------------–-- განჩინებით მოპასუხე და-----------იას საკუთრებაში არსებულ, ზუ-----------------ს სოფელ რი--–ი მდებარე ქონებას დაედო ყადაღა, რაც უნდა გაუქმდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მზ---------ს, თი-------იას და რე----------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–------------------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხე და-----------იას საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (მისამართი - ზუ-----------------, სოფელი რი--, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №43.0-.4-.0--) ყადაღა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კა---ნმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა