განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002696139
საქმე №1/233-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ბა----- მა--------–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------
ბრალდებული: ბა----- მა--------–--ლი;
მამის სახელი: მე-----;
დაბადებული: 15.06.1---;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ბა----- მა--------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბა----- მა--------–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა დედას - ნი--- მა--------–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბა----- მა--------–--ლი 2018 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე დააკავეს და 2018 წლის 29 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბა----- მა--------–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვე----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, თავის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა დედას - ნი--- მა--------–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ნი--- მა--------–--ლის, მა-- ყა---–--ლის, მე---- მა--------–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნი--- მა--------–--ლის გამოკითხვის ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბა----- მა--------–--ლმა თავის არეში ხელი გაარტყა დედას - ნი--- მა--------–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა----- მა--------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა----- მა--------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბა----- მა--------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ბა----- მა--------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბა----- მა--------–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნის გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ბა----- მა--------–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, გირაოს სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში.
2018 წლის 09 ოქტომბერს ბა----- მა--------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უზრუნველყოფილი იქნა ფულადი თანხით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბა----- მა--------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-521 მუხლების საფუძველზე, ბა----- მა--------–--ლს დამატებითი სასჯელის სახით, აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება და გამოყენება.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
4. ბა----- მა--------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში, მოხდილად, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 სექტემბრის 17:00 საათიდან 2018 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.
5. აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ნი--- მა--------–--ლს (პ/ნ 13001051065) დაუბრუნდეს 2018 წლის 09 ოქტომბრერს ბა----- მა--------–--ლის (პ/ნ1----------) აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე