განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100118002449659
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2-18 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

სტაჟიორ-პროკურორის – ი-----–- ყ-----ის

ბრალდებულების _ ტ------– კ-----ის, გ------- ხ----–---–ის და ლ-–- მ------–----–---–ის

ადვოკატის – ჯ------- მ---–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ლ-–- ო-----ის ძე მ------–----–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებული), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: თ--–----------------------–--------------–-----------------------–--–-------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

_ ტ------– ვ--–------ის ძე კ-----ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებული), საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: თე-–--–----–------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

_ გ------- ზ------ს ძე ხ----–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: თ--–----------------------–--------------–------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

ლ-–- მ------–----–---–მა ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ტ------– კ-----ემ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ------- ხ----–---–მა ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ლ-–- მ------–----–---–ის, ტ------– კ-----ის და გ------- ხ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2-18 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ჯ----------–-------------ზე, მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტ------– კ-----ემ, გ------- ხ----–---–მა და ლ-–- მ------–----–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადეს მ-----– გ-------ზე. აგრეთვე, იმავე დღეს, ქ.თბილისში, ფ---------------ს ასახვევთან ლ-–- მ------–----–---–მა სახის არეში დაარტყა მ-----– გ-------ს, რითაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ლ-–- მ------–----–---–ის, ტ------– კ-----ისა და გ------- ხ----–---–ის ქმედების შედეგად მ-----– გ-------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ე.ი. ლ-–- მ------–----–---–მა, ტ------– კ-----ემ და გ------- ხ----–---–მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა ლ-–- მ------–----–---–ის, ტ------– კ-----ისა და გ------- ხ----–---–ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას (რომლითაც მ-----– გ-------ს დაუდგინდა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ამოცნობის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ლ-–- მ------–----–---–ი, ტ------– კ-----ე და გ------- ხ----–---–ი აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ ითვლებიან ნასამართლევად, ბრალდებულებმა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურეს სამედიცინო მომსახურების ხარჯები, შეურიგდნენ მას და დღეის მდგომარეობით, ამ უკანასკნელს პრეტენზია ბრალდებულების მიმართ არ გააჩნია, რაც დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით. საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით რაიმე დამამძიმებელი გარემოება მათ არ გააჩნიათ, რის გამოც მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის გამოყენება, რადგან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება ან პირობითი მსჯავრის გამოყენება ხელს შეუშლით ძირითადი სამუშაოს შესრულებასა (გ------- ხ----–---–ს) და საზღვარგარეთ დასაქმებასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებაში (ტ------– კ-----ეს და ლ-–- მ------–----–---–ს), ხოლო საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია ჩადენილი დანაშაულის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და მის მიმართ ბრალდებულების დამოკიდებულების გათვალისწინებით.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2-18 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2-18 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლებს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულებმა პასუხი უნდა აგონ 2-18 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-–- მ------–----–---–ს, ტ------– კ-----ეს და გ------- ხ----–---–ს უნდა განესაზღვროთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს ასეთ ეფექტურ სასჯელად მიაჩნია არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რომლის გადახდის შესაძლებლობა ბრალდებულებს გააჩნიათ, მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- მ------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2-18 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ტ------– კ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2-18 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. გ------- ხ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2-18 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–-ს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით - ლ-–- მ------–----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 1.000 (ათასი) ლარის, ტ------– კ-----ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 1.000 (ათასი) ლარის და გ------- ხ----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 1.000 (ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ვ--–------ კ-----ის (---------------- საკუთრებაში არსებულ ქ------–--–--------------–-----------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 5------------------, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის------–-–------------–-- განჩინებებით დადებული ყადაღა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი