განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
140100116002550775
დავის ტიპი
276 7 , 276 3 , 276 1
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100116002550775

№1/408-16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20.11.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - შორენა მგალობლიშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ნ--- ჯ-----–---

 

ბრალდებული - ნ---- ბ------ის ასული კ--–--ე, დაბადებული 1--- წლის 3 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, გ-------–-------–ი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------------------------------------------

 

კვალიფიკაცია

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ---- კ--–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ნ---- კ--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 09:20 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, ,,მ-–----–-ს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით ,,K------“, მართავდა ნ---- კ--–--ე, რომელმაც დააღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით ,--------“, რომელსაც მართავდა ა------ ჩ-----ე. ამის შემდეგ ორივე ავტომობილი მთლიანად გადავიდა გზიდან და ჩავარდა მცირე ზომის დაბლობში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ,,მ-–----–-ს“ მარკის ავტომობილის მგზავრი - გ------ა კ--–--ე და ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილის მგზავრი - ი-----–- ლ------. ,,მ-–----–-ს“ მარკის ავტომობილის მგზავრმა - ბ------ კ--–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მ------ გ-------–---–მა კი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილის მგზავრებმა - მ-----ა კ--–--ემ, ბ------ წ------ამ და გ------- გ---–----–---–მა მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ნ---- კ--–--ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, ნ---- კ--–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უმრავლესობა, დაკითხვისას ნ---- კ--–--ემ მიუთითა, რომ იგი ყველა მათგანს უდავოდ მიიჩნევს და სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულის განმ-----ებით, იგი სრულად ეთანხმება ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპლექსურ-კომისიური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, რადგან მისი გაცნობისა და მისი ავტორების - დ----- გ---–-----ის, ლ---- ფ-------–---–ის და თ------ დ-----იძის ჩვენებების მოსმენის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სწორედ ის არის პასუხისმგებელი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგისათვის.

 

გორის რაიონული სასამართლო განმ-----ავს, რომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიღებულ იქნეს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. თუმცა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმ-----ებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმ-----ოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ნ---- კ--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ფოტოცხრილი, მოწმეების - ა------ ჩ-----ის, გ------- ჩ-----–ის, თ--------------–---–------------–----ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეების - ბ------ კ--–--ის, ნ--- ლ------ის, დაზარალებულების - მ-----ა კ--–--ის, მ------ გ-------–---–ის, გ------- გ---–----–---–ის, ბ-----ს წ------ას დაკითხვის ოქმები (ჩვენებები), გ------ა კ--–--ის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N1---------- დასკვნა, ირაკლი ლ-----ის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N----------- დასკვნა, ბ------ კ--–--ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N----------- დასკვნა, მ-----ა კ--–--ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N----------- დასკვნა, მ------ გ-------–---–ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N----------- დასკვნა, გ------- გ---–----–---–ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N1---------- დასკვნა, ბ------ წ------ას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N1---------- დასკვნა, ა------ ჩ-----ის და ნ---- კ--–--ის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, სასაქონლო ექსპერტიზის N1---- დასკვნა, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის N4---- დასკვნა, კომპლექსური, ქიმიური, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N2---- და N1----- დასკვნები, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპლექსურ-კომისიური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის - გია დ---------–---–ის მიერ გაცემულ კომპლექსურ ქიმიურ, ავტოტრასოლოგიურ და ავტოტექნიკურ ექსპერტიზის 2018 წლის 19 სექტემბრის N0---------- დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მოცემულ შემთხვევაში, ნ---- კ--–--ეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, რამდენადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-16 პუნქტის და 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები უგულვებელყოფილ იქნა მძღოლ ა------ ჩ-----ის ქმედებაში. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ობიექტური ანალიზიდან და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მოწმეთა უდავო ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპლექსურ-კომისიური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ნ---- კ--–--ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმ-----ებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ---- კ--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ნ---- კ--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---- კ--–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ---- კ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.

 

რაც შეეხება ნ---- კ--–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

ნ---- კ--–--ის მიერ ჩადენილი სატრანსპორტო დანაშაული განეკუთვნება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ, მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებელ დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელშეუვალ უფლებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ---- კ--–--ემ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ნ---- კ--–--ემ თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სანოტაროდ დამოწმებული განცხადებებით დაზარალებულმა - ბ------ კ--–--ემ, დაზარალებულ (გარდაცვლილ) ი-----–- ლ-----ის უფლებამონაცვლემ - ნ--- ლ------ემ, ასევე, დაზიანებული „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა - ა------ ჩ-----ემ დაადასტურეს ნ---- კ--–--ესთან შერიგების ფაქტი და აღნიშნეს, რომ მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. მათ გამოთქვეს თანხმობა ნ---- კ--–--ეს გაეწიოს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი და მის მიმართ გამოყენებულ იქნეს მსუბუქი სასჯელი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. ამასთან, დაზარალებულებმა - ბ------ წ------ამ და მ-----ა კ--–--ემ, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, მიუთითეს, რომ ნ---- კ--–--ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. გასათვალისწინებელია, ასევე, ნ---- კ--–--ის მისწრაფება შერიგებოდა დაზარალებულ გ------- გ---–----–---–ს, თუმცა, მასთან შეთანხმება ვერ შედგა.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ნ---- კ--–--ე 28 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, არის მ-----ოხელა დედა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული, ავადმყოფი მამა, რომელთა ერთადერთი მარჩენალია. ყურადსაღებია ასევე ის გარემოებაც, რომ ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი მსხვრეპლი თავად ბრალდებულის დედაა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ნ---- კ--–--ის მორალურ და სულიერ მდგომარეობას.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს ნ---- კ--–--ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულებისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- კ--–--ეს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ექვსი წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზემოაღნიშნული სახე და ზომა შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული სასჯელის მოხდის ამგვარი წესი დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 43-ე, 63-ე-65-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. ნ---- კ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 6 (ექვსი) წელი;

 

ნ---- კ--–--ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქმიანობის უფლების - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

2. საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლების და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

3. მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ეს დაევალოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

4. მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

5. მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ბ------ კ--–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. რ----------------------------------------------------------------------. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.

 

6. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ავტომანქანა „ჰონდა“, სახელმწიფო ნომრით „A------“, რომელიც განთავსებულია გორის საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა------ ჩ-----ეს;

 

· ავტომანქანა „მ-–----–-“, სახელმწიფო ნომრით „K------“, რომელიც განთავსებულია გორის საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ბ------ კ--–--ეს;

 

· ერთი ცალი „დვდ“ დისკი და ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

· საღებავის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე