გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
200370018002728813
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200370018002728813

N3/109-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე- თა------------ე

სხდომის მდივანი- ფი------------ე

 

მოსარჩელე- სუ-–----------–--------ი ( პ/ნ 2---------- ) ;

 

მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველო

 

წარმომადგენელი - სა-–-----------ე

 

დაინტერესებული პირები -

1. მა-------–--–---ა (პ/ნ ა-------–--–---)

 

2.ია-------–--–---ი (პ/ნ 2----------)

 

ადვოკატი - ირ------------–---–ი

 

თარჯიმანი - გუ-–-------------–---ი

 

დავის საგანი - 2018 წლის 14 ნოემბერს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის და N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოცემული N 0----- შემაკავებელი ორდერი.

 

1.2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოცემული N 0----- შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის განმარტებით,2018 წლის 14 ნოემბერს მის მიმართ გამოცემული N 0----- და N 0----- შემაკავებელი ორდერები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს -ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ოქმში მითითებულ ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

2. მხარეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელი სა-–-----------ე არ დაეთანხმა სუ-–----------–--------ის სასარჩელო მოთხოვნებს, განმარტა, N0----- შემაკავებელი ორდერი და N0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს შემაკავებელი ორდერების გაუქმების საფუძველი.

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია;

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირები - მა-------–--–---ა და ია-------–--–---ი, ასევე, მათი ადვოკატი არ დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვეს შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ია-------–--–---ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის სახელზე წერილობით შედგენილი განცხადების თანახმად, იგი ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ყ--------–-–ი, სადაც ცხოვრობს მისი და - მა-------–--–---ა . მისი ყოფილი მეუღლე სუ-–----------–--------ი როგორც მას , ისე მის დას დაუკავშირდა 2018 წლის 13 ნოემბერს საღამოს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. განცხადებით მან მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა რათა არასოდეს განომეორდეს მსგავსი ფაქტი.

 

საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გი-------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი მა-------–--–---ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, მა-------–--–---ა და სუ-–----------–--------ი, რომლებსაც ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, დაახლოებით ხუთი წელია, არიან განქორწინებულები და ერთმანეთთან აღარ აქვთ არანაირი სახის ურთიერთობა. მიმდინარე წლის 13 ნოემბერს მას დაურეკა მისმა ყოფილმა მეუღლემ მობილური ტელეფონის ნომერზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, განმარტა, რომ მასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გი-------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი ია-------–--–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ია-------–--–---ი ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ყ--------–-–ი , მას ჰყავს და - მა-------–--–---ა, რომელიც 2009 წელს გათხოვდა სუ-–----------–--------ზე, რომელთანაც ის ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მათ ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. მა-------–--–---ა და სუ-–----------–--------ი დაახლოებით ხუთი წელია გაშორებულები არიან . მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ია-------–--–---ს დაურეკა მისმა ყოფილმა სიძემ სუ-–----------–--------მა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ია-------–--–---ის განმარტებით, მასა და მის ყოფილ სიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

 

2018 წლის 14 ნოემბერს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ შედგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად,მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ სუ-–----------–--------ს , რომელსაც განუმარტეს, რომ მის მიმართ შედგენილია შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ეკრძალება იმ სახლთან მიახლოება, სადაც მისი ყოფილი მეუღლე მა-------–--–---ა და ყოფილი ცოლის ძმა ია-------–--–---ი ცხოვრობენ, ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ყოველგვარი კონფლიქტი. ასევე, განემარტა, რომ აღნიშნული ორდერის მოქმედების ვადაა 30 დღე, დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-----, სადაც მიეთითა: ძალადობის სახე: ფსიქოლოგიური ძალადობა- 2018 წლის 13 ნოემბერს მა-------–--–---ას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე სუ-–----------–--------ი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოქმის თანახმად, ინციდენტი განხორციელდა ია-------–--–---ის თანდასწრებით.

 

საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- სუ-–----------–--------ის მიმართ, მსხვერპლი -მა-------–--–---ა. ორდერის შედგენის საფუძველი: სუ-–----------–--------მა ყოფილ მეუღლეს მობილურ ტელეფონზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის ფორმა- ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: 1. მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახოლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. მოზალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე, აეკრძალა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ყოველგვარი კონტაქტი. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-----, სადაც მიეთითა: ძალადობის სახე: ფსიქოლოგიური ძალადობა- 2018 წლის 13 ნოემბერს ია-------–--–---ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა სუ-–----------–--------მა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოქმის თანახმად, ინციდენტი განხორციელდა მაისა ხალილოვას თანდასწრებით. ოქმის თანახმად, ია-------–--–---ი არ წარმოადგენს სავარაუდო მოძალადის ოჯახის წევრს.

 

საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0----- სუ-–----------–--------ის მიმართ, მსხვერპლი -ია-------–--–---ი. ორდერის შედგენის საფუძველი: სუ-–----------–--------ი გუშინ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე ია-------–--–---ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის ფორმა- ფსიქოლოგიური. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები: 1. მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახოლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. მოზალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე, აეკრძალა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ყოველგვარი კონტაქტი. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

2018 წლის 16 ნოემბერს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ შედგენილი სუ-–----------–--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, სუ-–----------–--------ი განქორწინებულია მეუღლესთან მა-------–--–---ასთან, რომელიც არის ია-------–--–---ის და. იმის გამო, რომ სურდა თავის ცოლთან შერიგება, ამ საკითხზე შეხვედრისა და დალაპარაკების მიზნით მობილური ტელეფონიდან მისწერა ია-------–--–---ს. სხვა მეტი არაფერი მიუწერია და არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, განმარტა, რომ არც მისი მეუღლისათვის არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ია-------–--–---ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის სახელზე წერილობით შედგენილი განცხადება.

 

- საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გი-------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი მა-------–--–---ას გამოკითხვის ოქმი.

 

- საქართველოს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გი-------------–---–ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი ია-------–--–---ის გამოკითხვის ოქმი.

 

- 2018 წლის 14 ნოემბერს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ შედგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმი.

 

- საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-----.

 

- საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

- საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმი N0-----.

- 2018 წლის 16 ნოემბერს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ შედგენილი სუ-–----------–--------ის გამოკითხვის ოქმი.

 

3.2. წარმოდგენილი სარჩელისა და სასამართლო სხდომაზე სუ-–----------–--------ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მა-------–--–---ა არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც განქორწინდა რამდენიმე წლის წინ. განქორწინების შემდეგ ისინი შერიგდნენ, ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად კვლავ დაშორებულები არიან. მას სურს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრება, ამიტომ იგი ცდიკობს, კვლავ შეურიგდეს მეუღლეს, თუმცა, მეუღლე არ ურიგდება, მისი ძმის ია-------–--–---ის გამო, რადგან მასა და ია-------–--–---ს რამდენიმე წლის წინ მოუვიდათ კონფლიქტი. ოჯახის აღდგენის და მეუღლეთა შერიგების მიზნით, მან სხვადასხვა დროს მა-------–--–---ას მშობლების ოჯახში, სადაც ცხოვრობს მისი ყოფილი მეუღლე დაშორების შემდეგ, მიაგზავნა ყველა ის ადამიანი, ვინც არის პატივსაცემი, მათი ნათესავი და ახლობელი. მის მეუღლისაგან იცის, რომ ია-------–--–---ი უკრძალავს მა-------–--–---ას მასთან შერიგებას და უყენებს პირობას, რომ თუკი შეურიგდება, იგიც და მშობლებიც დაკარგავენ მაისას. აქედან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ იასინს ტუკი შეურიგდებოდა და დაელაპარაკებოდა, მას შეურიგდებოდა მისი მეუღლე. სწორედ ამ მიზნით მისწერა მობილური ტელეფონის საშუალებით 2018 წლის 13 ნოემბერს.ია-------–--–---ს სმს შეტყობინებები, სადაც სთხოვდა , რომ შეხვედროდნენ სადმე კაფეში ჩაის ან ყავის მაგიდასთან და ესაუბრათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ია-------–--–---ს მის შეტყობინებებზე არ უპასუხია. ასევე, მისთვის ცნობილი გახდა მისი ყოფილი მეუღლის მობილური ტელეფონის ნომერი, და იგი შესარიგებელ სმს შეტყობინებებს სწერდა მის მეუღლეს რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შორის -2018 წლის 13 ნოემბერს. მის მეუღლეს შეტყობინებებზე არ უპასუხია. სიტყვიერი შეურაცხყოფა სუ-–----------–--------ს არც მისი ყოფილი მეუღლისათვის და არც ყოფილი მეუღლის ძმისათვის არ მიუყენებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის სა-–-----------ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, დადგენილია, რომ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერების საფუძველი გახდა ია-------–--–---ის განცხადება მის და მისი დის მიმართ სუ-–----------–--------ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო. შემაკავებელი ორდერები გამოცემული იქნა ია-------–--–---ისა და მა-------–--–---ას გამოკითხვის ოქმების შედეგად. ამასთან, გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სუ-–----------–--------ის მიმართ 2017 წელსაც იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი მა-------–--–---ას ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. მხარის განმარტებით დადგენილია, რომ შემაკავებლი ორდერები გამოცემულ იქნა ისე, რომ მათ გამოცემამდე 2018 წლის 13 ნოემბრის ინციდენტთან დაკავშირებით არ გამოკითხულა სუ-–----------–--------ი, არც სხვა პირი, ასევე, არ მოუძიებიათ და არ მოუპოვებიათ სხვა მასალა, მათ შორის, მობილური ტელეფონების საშუალებით მიყენებული სტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია. ასევე, დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერები სულეიმან სულეიმანვს მან გადასცა 2018 წლის 16 ნოემბერს. 2018 წლის 14 ნოემბერს კი ის და მისი ხელმძღვანელი მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდნენ საუ-–----------–--------ს და აცნობეს, რომ მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები.

 

სასამართლო სხდომაზე დაინტერესებული პირის მა-------–--–---ას განმარტების თანახმად, ის და სუ-–----------–--------ი არიან განქორწინებულები, იგი მცირეწლოვან შვილებთანნ ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში. მოსარჩელეს სურს მასთან შერიგება და მუდმივად სთავაზობს შერიგებას. განმარტების თანახმად, მა-------–--–---ას არ სურს მეუღლესთან შერიგება, მას სურს, რომ მოსარჩელემ თავი დაანებოს და არ ეკონტაქტოს და არ მოსთხოვოს შერიგება და ერთად ყოფნა. 2018 წლის 13 ნოემბერს ყოფილი მეუღლე გამუდმებით სწერდა მობილურ ტელეფონებზე სმს შეტყობინებებს, თუმცა, რა ეწერა ამ შეტყობინებებში, მან არ იცის, რადგან, იგი არ კითხულობდა ამ შეტყობინებებს, შესაბამისად, არ იცის მათი შინაარსი, ხოლო რაც წაიკითხა, იმ შეტყობინებებში შეურაცხმყოფელი სიტყვები არ ყოფილა. მას შეტყობინებებზე არ უპასუხია. სატელეფონო საუბარი მასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არ შემდგარა.

 

სასამართლო სხდომაზე დაინტერესებული პირის ია-------–--–---ის განმარტების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. თბ--–--–ი. თელავის რაიონის სოფელ ყ--------–-–ი ცხოვრობენ მისი მშობლები და ასევე, მისი და მა-------–--–---ა ქმართან დაშორების შემდეგ. სუ-–----------–--------ი არის მისი დის ყოფილი მეუღლე. განმარტებით დადგენილია, რომ მას და მის ოჯახს არ სურს მოსარჩელისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგება, რადგან მოსარჩელე არ არის მათთვის მისაღები პიროვნება. 2018 წლის 13 ნოემბერს სუ-–----------–--------მა მას მობილურ ტელეფონზე მისწერა სმს შეტყობინება და სთხოვდა შეხვედრას და დალაპარაკებას კაფეში ჩაისთან ერთად. მას არ უპასუხია მოსარჩელისათვის. ია-------–--–---ის განმარტებით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოსარჩელეს მისთვის არ მიუმართავს. თუმცა, მას არ სიამოვნებს და მისთვის მიუღებელია ის, რომ ყოფილი სიძე მას ჩაიზე ეპატიჟება და სურს საუბარი მეუღლეების შერიგებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სუ-–----------–--------ის ახსნა-განმარტებაა;(იხ.სხდომის ოქმი).

 

- სა-–-----------ის ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

- ია-------–--–---ის ახსნა-განმარტება ( იხ. სხდომის ოქმი).

 

- მა-------–--–---ას ახსნა-განმარტება ( იხ. სხდომის ოქმი).

 

- წერილობითი ცნობა სატელეფონო ზარებისა და სმს შეტყობინებების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, და წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სუ-–----------–--------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილით ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე ნორმის 38 ნაწილის მიხედვით, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

ამ კანონის 12-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, მსხვერპლი - მა-------–--–---ა.ასევე, ამავე დღეს მოსარჩელის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, მსხვერპლი - ია-------–--–---ი. დადგენილია, რომ აღნიშნული შემაკავებელი ორდერები კანონით გათვალისწინებული 24 საათიანი ვადის დაუცველად, 2018 წლის 16 ნოემბერს ჩაბარდა მოსარჩელეს და ამ პერიოდამდე მისთვის არ ყოფილა გაგზავნილი.

 

6.2. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.

 

შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს.

 

სასამართლო აღნიშნავს: ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს:

 

ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

სასამართლო განმარტავს: ზემოთმითითებული ნორმის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა ისეთ ქმედებებს მოიცავს, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.

 

სიტყვიერი შეურაცხყოფა განიმარტება როგორც პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფის დროს დამნაშავე აკნინებს სხვის პატივსა და ღირსებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვა), რაც შეეხება პირის ზნეობრივ თუ გონებრივ თვისებებს, ფიზიკურ თავისებურებას თუ საქმიანობას, მნიშვნელობა არა აქვს, შეესაბამება თუ არა ნათქვამი სინამდვილეს.

 

ადამიანის ღირსება უკავშირდება ადამიანის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სულიერ იდენტობის პასტივისცემას, პიროვნების შეფასებას გარშემომყოფი ადამიანების მიერ და არა მის ობიექტურად არსებულ პირად თვისებებს ან თვითშეფასებას. პატივი კი- პირის რეპუტაცია, მორალური თვისებები და პრინციპებია, რომელიც საზოგადოების, ნებისმიერ ადამიანის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. პატივი ილახება იმით, რომ გარკვეული გარემოებების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია პირის იმიჯის შელახვა ან დისკრედიტირება, ხელმისაწვდომი, ცნობილი ხდება სხვა პირებისათვის. პატივი და ღირსება ხელშეუხებელი ღირებულებებია. ადამიანის ღირსება ილახება თუნდაც იმითაც, როცა დამცირებით ეპყრობიან პირს. დამცირება კი დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენაა პირისა. მაშასადამე, ფსიქოლოგიური ძალადობა უკავშირდება მსხვერპლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფასა და ისეთი ქმედებების განხორციელებას, რაც იწვევს პატივისა და ღირსების შელახვას და შესაბამისად, ემოციურ ტკივილს.

 

სასამართლოზე ვერ გამოვლინდა ის გარემოებები, რაც გამოკვეთდა მოსარჩელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნების არსებობას. დადგენილია, რასაც დაინტერესებული პირებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მა-------–--–---ას და ია-------–--–---ს არ სურთ რომ მოსარჩელემ მათთან იკონტაქტოს, და ისინი მათი განმარტებით სწორედ იმით წუხდებიან, რომ მოსარჩელე შერიგებას სთავაზობს მეუღლეს, სურს შვილებთან და ცოლთან ერთად ცხოვრება და ამ მიზნით ამყარებს კომუნიკაციას, აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს: მართალია, მხარეთა შორის არის დაძაბული და არასასიამოვნო, ურთიერთობა, თუმცა მათი ურთიერთდამოკიდებულება და მათ შორის არსებული სიტუაცია სასამართლოს მხრიდან ვერანაირად ვერ დაკვალიფიცირდება ფსიქოლოგიურ ძალადობად - ისეთ ქმედებად, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის საპასუხოდ სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ეყრდნობა ურთიერთბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ/დაძაბულ და არასასიამოვნო სიტუაციას, და მომავალში თითოეული პირის მხრიდან ინციდენტის არსებობის შემთხვევასთან სხვა სახის სამართლებრივი რეაგირება შეიძლება იქნას მოთხოვნილი და განხორციელებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერები გამოცემული იქნა მხოლოდ ია-------–--–---ისა და მა-------–--–---ას - მსავხერპლად მითითებული პირების განმარტების საფუძველზე, ისე რომ არ იქნა მოსმენილი სუ-–----------–--------ის ახსნა–განმარტება და არც სხვა მტკიცებულებები იქნა მოძიებული შემაკავებელი ორდერის შემდგენი ორგანოს მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ, ორივე დაინტერესებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, მით უფრო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თავად მსხვერპლად მითითებული პირები არ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სუ-–----------–--------ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული 14.11.2018 წლის N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

სუ-–----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის სა-–-----------ის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი და N0----- შემაკავებელი ორდერი.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე- ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე- ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის ქ. N41) .

 

მოსამართლე თა------------ე