განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს--------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ა-----------–---–ის,ბრალდებულ - ნ-----------------ის,ადვოკატ - ო-----------–--ის,თარჯიმან - ე-------------------ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
ნ----------------------------ის (დაბადებული 1----–-–---------------------------–----------–------------------------------------ , ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------------------–-------------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2018 წლის 01 მაისს დაახლოებით 21:00 საათზე, გ----------------------------–-----------–-, ნ-----------------ის საცხოვრებელ სახლში, არასრუწლოვანმა ჯ-----------------მა პირუტყვი ვერ დააბა დედინაცვლის - რ-----------------ას მითითების შესაბამისად, რაზეც რ-----------------ას და არასრუწლოვან ჯ-----------------ს ჰქონდათ კამათი. აღნიშნული კამათი გაიგო ჯ-----------------ას მამამ - ნ-----------------მა და დასჯის მიზნით, 11 (თერთმეტი) წლის შვილს - ჯ-----------------ს ორჯერ დაარტყა ჯოხი ზურგისა და ფეხის არეში, რის შედეგადაც ჯ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთანავე, ნ-----------------ი არასრუწლოვან შვილს - ჯ-----------------ს, რომელიც ცხოვრობს მასთან, თითქმის ყოველდღიურად, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, რამაც გამოიწვია არასრუწლოვნის ტანჯვა.
აღნიშნული ქმედებისთვის ნ-----------------ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ-----------------ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 08 მაისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ ი-----–------------ის მიერ. ბარათის მიხედვით, 21.09.2--- წელს დაბადებულ ჯ-----------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამამისმა 02.01.1----–ელს დაბადებულმა ნ-----------------მა. (ტ.1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- შეტყობინების თანახმად: 2018 წლის 08 მაისს, შსს გ---------- რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ადვოკატი მ-----–-----------, რომელმაც განაცხადა, რომ გ----------------------------–-----------–- მცხოვრებ 11 წლის ჯ-----------------ს სისტემატურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მამა - ნ-----------------ი (ტ.1. ს.ფ. 2)
სასამართლო სხდომაზე ინტერესების დამცველი ადვოკატის, საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით მოწმის სახით დაიკითხა არასრულწლოვანი დაზარალებული ჯ-----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ მისი მშობლები მამა- ნ-----------------ი და დედა ი-–---------------ა არიან განქორწინებულები და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მამას-ნ-----------------ს ჰყავს მეორე მეუღლე -რ-----------------ა. მშობლების განქორწინების შემდეგ ძმასთან ა--–-------------თან და დასთან ა--------------------ან ერთად მუდმივად ცხოვრობს მამასთან-ნ----------------თან და დედინაცვალ - რ-----------------ასთან ერთად, თუმცა ხშირად სტუმრობს დედას - ი-–---------------ას.
მოწმის განმარტებით, 2018 წლის 01 მაისს, მამის- ნ----------------ის ნებართვით, 1 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად, წასული იყო ს------–--------------- მდებარე ტყის პირას, სადაც იქეიფა მეგობრებთან ერთად. იმავე დღეს, ჯ-----------------მა მშობლებთან შეუთანხმებლად, სხვა ბავშვებთან ერთად იბანავა სოფელში არსებულ წყლის არხში. არხში ბანაობის შემდეგ, ჯ-----------------ი მივიდა სახლში და მამას - ნ-----------------ს მოუყვა, რომ სხვა ბავშვებთან ერთად იბანავა წყლის არხში, რაზედაც ნ-----------------ი გაბრაზდა და უსაყვედურა, ვინაიდან, არხი არის ღრმა, მოდის ჭუჭყიანი წყალი, შეიძლება დამხრჩვალიყო და თან ამინდიც ცივი იყო და შეიძლება გაციებულიყო... აღნიშნულის მიუხედავად, ჯ-----------------მა მამამისს სხვა დღესაც სთხოვა მეგობრებთან ერთად არხზე გაშვება, რაზეც მამამ- ნ-----------------მა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო უარი უთხრა და მიუთითა, რომ თუ ბანაობა უნდოდა სახლში ქონდათ გასაბერი აუზი და შეეძლო იქ ბანაობა. მამის აღნიშნული ქმედებით განაწყენებული ჯ-----------------ი მივიდა ცალკე მცხოვრებ დედასთან - ი-–---------------ასთან და მოატყუა, რომ მამამ- ნ-----------------მა სცემა, რის გამოც დედამ-ი-–---------------ამ ის მიიყვანა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, შსს გ---------- რაიონულ სამმართველოში მისვლისას და გამოკითხვისას იცრუა და განაცხადა, რომ მამამ-ნ-----------------მა სცემა, კერძოდ, დარტყა ფეხისა და ზურგის არეში.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მამა - ნ----------------ი მას კარგად ექცევა, მისთვის არასდროს არანაირი ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ნ-----------------ის მეორე მეუღლესთან რ-----------------ასთან აქვს კარგი ურთიერთობა, 2018 წლის 01 მაისს მას რაგსანასთან არანაირი კამათი არ მოსვლია. რაც შეეხება საქონელის მოვლას, არც ის და არც მისი და-ძმები არ უვლიან საქონელს, ვინაიდან, საქონელს უვლის მათი მეზობელი, რომელსაც ნ----------------ი უხდის ფულს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გამოძიებას მისცა მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან, მეგობრებთან არ გაუშვეს არხში საბანაოდ და მამაზე იყო ნაწყენი და გაბრაზებული. სასამართლო სხდომაზე კი იძლევა სწორ ჩვენებას.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ მისი ტყუილი ჩვენების გამო მამამისი-ნ-----------------ი ერთ თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა პატიმრობაში, მამის ციხეში ყოფნის პერიოდში ის ცხოვრობდა დედასთან - ი-–---------------ასთან და ნ-----------------ის დაკავებიდან რამდენიმე ხანში დედას უთხრა სიმართლე, რომ მამას (ნ-----------------ს) არ უძალადია მასზე, რომ მან პოლიციას არასწორი ინფორმაცია მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დაფიქრდა მის საქციელზე. ნ-----------------ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის შეხვდა მას, რომელმაც უთხრა, რომ მისულიყო მის სახლში საცხოვრებლად. ამჟამად ჯ-----------------ი მამასთან (ნ-----------------თან) ცხოვრობს. მოწმის განმარტებით, მამას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მისთვის არანაირი შენიშვნა ან საყვედური არ მიუცია. (ტ.2. ს.ფ. 194 - 198)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი-–---------------ა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებული ნ----------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, ხოლო დაზარალებული ჯ-----------------ი მათი საერთო შვილი, რომელიც განქორწინების შემდეგ ცხოვრობს მამასთან- ნ-----------------თან.
მოწმის განმარტებით, 2018 წლის 08 მაისს, მასთან სახლში მივიდა ატირებული ჯ-----------------ი, რომელმაც უთხრა, რომ მამამისი - ნ-----------------ი დედასთან მისვლის ნებას არ რთავდა, რის გამოც ჯ-----------------ი მიიყვანა პოლიციაში. პოლიციაში მისვლისას ჯ-----------------მა პოლიციაში განაცხადა ტყუილი, თითქოს მამამისმა - ნ-----------------მა მას წელისა და ფეხის არეში დაარტყა და სცემა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან, ნ-----------------ის მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემდეგ ჯ-----------------მა პირადად მას უთხრა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას გამომძიებლებს უთხრა ტყუილი, ვინაიდან, ნ-----------------მა არ აძლევდა უფლებას მეგობრებთან ერთად ჩასულიყო საბანაოდ წყლის არხში. (ტ.2. ს.ფ. 134 - 140)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ-----–-----------, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 08 მაისის, შუადღის საათებში სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა გ---------- რაიონულ შს სამმართველოში გამომძიებელ ი-----–-----------ესთან, რა დროსაც მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფი და ბრალდებულ ნ-----------------ის ყოფილი მეუღლე - ი-–---------------ა, რომელმაც აღელვებული ხმით ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა და როდესაც უპასუხა, რომ იყო შსს გ---------- რაიონული პოლიციის სამორიგეოსთან, ი-–---------------ამ უთხრა, რომ ისიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. მოწმის განმარტებით, ის გავიდა ი-–---------------ას სანახავად, სადაც ნახა ი-–---------------ა თავის არასრულწლოვან შვილთან-ჯ-----------------თან ერთად, რომელიც ესაუბრებოდა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, მან ჰკითხა ი-–---------------ას, თუ რასთან დაკავშირებით იყო მისული პოლიციის განყოფილებაში, რაზეც ი-–---------------ამ უპასუხა, რომ უნდოდა პოლიციის უფროსთან შეხვედრა, ასევე განუმარტა, რომ მისი შვილი ჯ-----------------ი გამოიქცა მამამისის - ნ-----------------ის სახლიდან. მოწმის განმარტებით, საუბრისას მათთან მივიდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი იყო გ---------- პოლიციის სამმართველოს უფროსი ხ-------------ე. მოწმის განმატებით, მან პოლიციელებთან ერთად გაიგო, რომ ჯ-----------------ი გამოიქცა სახლიდან, ვინაიდან ეშინოდა, რომ მამის მხრიდან მის მიმართ, რაიმე უარყოფითი რეაქცია არ ყოფილიყო.
მოწმის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში ი-–---------------ასთან შეხვედრის დროს ი-–---------------ა აღელვებული იყო.
მოწმემ მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ ის ბავშვს - ჯ-----------------ს პირადად არ გასაუბრებია, რაც შეეხება ი-–---------------ას, ესაუბრებოდა რუსულად და ქართულად. (ტ.2. ს.ფ. 149 - 151)
სასამართლო სახდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ზ---------–----ვი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 08 მაისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა შსს გ---------- რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც სამმართველოში შემოვიდა ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი - ჯ-----------------ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჯ-----------------ს მამამ-ნ-----------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი-ნ-----------------ი აპირებდა მიმალვას. მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების მიზნით, ნ----------------ის პიროვნების იდენტიფიცირება მოხდა შსს შესაბამის ბაზაში და 2018 წლის 09 მაისს დაახლოებით 00:30 საათზე გ---------- რაიონის სოფელ ქ----–--–- მოხდა მისი (ნ-----------------ის) დაკავება. ნ-----------------ის დაკავების საფუძველი იყო მისი შესაძლო მიმალვის საფრთხის თავიდან აცილება. დაკავება მოხდა გამომძიებელ ი-----–------------ის მიერ, რასაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანული ენის მცოდნე თარჯიმანი.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან უშუალოდ ნახა დაზარალებული ჯ-----------------ი, რომელსაც წელის არეში ემჩნეოდა სიწითლე, აღნიშნული სიწითლე ჯ-----------------ის გადმოცემით მიიღო მამის-ნ-----------------ის მიერ ჯოხის დარტყმის შედეგად და დარტყმის დროს მან განიცადა ტკივილი.(ტ.2. ს.ფ. 151- 153)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ე-–----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 08 მაისს, შსს გ---------- რაიონულ სამმართველოში იყო მორიგე, რა დროსაც სამმართველოში მივიდა ჯ-----------------ი დედასთან ერთად და განცხადა, რომ მამამისმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს გ---------- რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება. ამავე საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ-----------------ი იყო გ---------- რაიონის სოფელ ქ----–--–- და აპირებდა მიმალვას, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში მან ჯ-----------------ი ნახა დედასთან- ი-–---------------ასთან ერთად. თუმცა, არ ახსოვს მათ ახლდათ თუ არა მესამე პირი. მოწმის განმარტებით, ჯ-----------------ი და დედამისი პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ სამორიგეოში, სადაც ჯ-----------------მა განაცხადა, რომ მამამ სცემა, სხვა სახის კონტაქტი ან კომუნიკაცია ჯ-----------------თან და ი-–---------------ასთან არ ჰქონია. (ტ.2. ს.ფ. 169- 173)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ-----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 16 მაისს დღის მეორე ნახევარში. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო შსს გ---------- რაიონული სამმართველოდან და გაგრძელდა ს------–-----------ში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მის გარდა მონაწილეობდნენ: გამომძიებელი ი-----–------------ე, ექსპერტი ი-----–--–------ა, არასრულწლოვანი ჯ-----------------ი, არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი (ვინაობა არ ახსოვს), არასრულწლოვნის ადვოკატი (ვინაობა არ ახსოვს), ბინის მესაკუთრე და თარჯიმანი (ვინაობა არ ახსოვს). მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არასრულწლოვანმა ჯ-----------------მა შემთხვევის ადგილად მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ - ნ-----------------მა 2018 წლის აპრილის და მაისის თვეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოყენებული იქნა ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი. მოწმის განმარტებით, ის გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ხელის მოწერით დაადასტურა მისი სისწორე.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ არასრულწლოვან ჯ-----------------ის მითითებით შსს გ---------- რაიონული სამმართველოდან გავიდნენ გ----------------------------–-----------–-, რა დროსაც ჯ-----------------მა აჩვენა ის ადგილები, სადაც მამამისმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ.2. ს.ფ. 202- 205)
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა თარჯიმანი ა----------------ა, რომელმაც განმარტა, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმანს. ა----------------ამ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მასთან ერთად მონაწილეობდნენ: დაზარალებული ჯ-----------------ი, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----------------, საპროცესო წარმომადგენელი ნ-----------ე, გამომძიებელი ი-----–------------ე და ექსპერტები (სახელს ვერ იხსენებს). მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო შსს გ---------- რაიონული სამმართველოდან და დაზარალებულ ჯ-----------------ის მითითებით გაგრძელდა გ----------------------------–-----------–- ნ-----------------ის სახლში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჯ-----------------ს ესმოდა ქართული, მაგრამ მაინც საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას. შესაბამისად, მისი მხრიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს განხორციელებული ყველა მოქმედება დეტალურად იქნა გადათარგმნილი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულმა ჯ-----------------მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აჩვენა ის ადგილები, სადაც მამამისმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მან წაუკითხა დაზარალებულს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მისთვის გასაგებ ენაზე და მოაწერა ხელი. ოქმთან დაკავშირებით პრეტენზიები არავის გამოუთქვამს.
(ტ.2. ს.ფ.219-223)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლიც შედგენილია შსს გ---------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–------------ის მიერ. ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ადგილია გ---------- რაიონი, სოფელი ვახტანგისი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყების დროა 2018 წლის 16 მაისის 16:50 საათი და დამთავრების დროა 2018 წლის 16 მაისის 17:30 საათი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველია მოწმე ჯ-----------------ისგან მიღებული ინფორმაციის შემოწმება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა აქვს მიღებული: ექსპერტებს ი-----–--–------ას და დ-----------------–---–ს, ადვოკატ ი-----------------ს, არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელს ნ-----------ეს, თარჯიმანს ა----------------ას, სახლის მესაკუთრე რ-----------------ას და გარეშე პირს ქ--------------–--ეს. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულია ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ გარემოში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი, ოქმის მიხედვით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე არც ერთ პირს შენიშვნა არ გაუკეთებია (ტ.1. ს.ფ.86-94).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ----------------–---–ი რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 14 მაისს გაცემული N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ჯ-----------------ს (09.05.2018წ) პირადი გასინჯვის მონაცემებით სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1. ს.ფ.41-43)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემოწმების დროს ჯ-----------------ს არანაირი დაზიანება არ ჰქონია, პაციენტი მათთან კომუნიკაციას ქართულ ენაზე ამყარებდა. შემოწმების დროს პაციენტს ტკივილების შესახებ არ განუცხადებია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჯ-----------------ს სისხლჩაქცევა რომ ჰქონოდა, ხანდაზმულობის გათვალისწინებით მის ალაგებას, გაქრობას დასჭირდებოდა 5-6 დღიდან ერთ თვემდე პერიოდი, გამოკვლევისას ჯ-----------------ს სისხლჩაქცევა არ ჰქონია (ტ.2. ს.ფ.205-207).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დისტანციურად დაიკითხა ექსპერტი მ-------------ე, რომელმაც სრულად დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გაცემული N--------- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ჯ-----------------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ჯ-----------------მა მამამისის ნ-----------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
დასკვნის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური კვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ კლინიკური საუბრისას ჯ-----------------მა მის გარშემო არსებული უსიამოვნო სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: ,,... იმ დღეს, ამხანაგებთან ერთად ვიყავი საბანაოდ. იქ რაღაც ვჭამეთ და სახლში , რომ მივედი ჭამა აღარ მინდოდა მამაჩემი ამ მიზეზით მეჩხუბა და მცემა. მაგინებდა და ჯოხით გამეტებით მირტყამდა... ბოლო დროს სრულიად უმიზეზოდ მეჩხუბება, მაგინებს უშვერი სიტყვებით და მცემს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ არაფერი ვაწყენინო. ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მექცევა, ვერ მიტანს და სულ საცემრად იწევს, ჩემგან რას მოითხოვს და რატომ მეჩხუბება მიზეზს ვერ ვხვდები...“.
ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში და ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. ჯ-----------------ის მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია შეიცავს მის ირგვლივ არსებული უსიამოვნო სიტუაციის არათანმიმდევრულ, ფრაგმენტულ, მაგრამ პროდუქტიულ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე ჯ-----------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯ-----------------ის მიმართ, მამამისის ნ----------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები მიაღწევდა ფსიქოლოგიური(მორალური) ტანჯვის ხარისხს. (ტ.2. ს.ფ.72-80)
სასამართლო პროცესზე დისტანციურად დაკითხვისას ექსპერტმა დაადასტურა, რომ აღნიშნული დასკვნა მიიღო საქმის მასალების და დაზარალებულ ჯ-----------------თან კლინიკური გასაუბრების შედეგად. მისივე განმარტებით, ჯ-----------------ი კლინიკური საუბრის დროს იყო ჩაკეტილი, იყო შეშინებული მისი მხრიდან ფაქტების გაზვიადებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ის მალავდა ფაქტებს. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯ-----------------თან გასაუბრების და საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ არასრულწლოვანს განცდილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა, ვისი ქმედებით განიცადა, ეს უნდა დაედგინა გამოძიებას.
მოწმემ მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე განმარტა, რომ ჯ-----------------თან კლინიკური საუბრიდან გამომდინარე, მას შეუძლია კატეგორიულად დაადასტუროს, რომ ჯ-----------------ი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ, თუმცა ვისი ქმედების შედეგად განიცადა არასრულწლოვანმა ფსიქოლოგიურ ტანჯვა, კერძოდ, მამის, დედინაცვლის, თუ სხვა პირის ქმედების შედეგად, ამას ექსპერტი ვერ განსაზღვრავს და ეს უნდა მოახდინოს გამოძიებამ. (ტ.2. ს.ფ.229-232)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულ ნ-----------------ის დაკავების ოქმით: 2018 წლის 09 მაისს 00:50 საათზე, შსს გ---------- რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ი-----–------------ის მიერ გ---------- რაიონის, სოფელ ქ----–--–-, ე.წ. სოფელ ქესალოს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა - ნ-----------------ი, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ ამავე განყოფილების გამომძიებლები ზ---------–----ვი და ქართულ-აზერბაიჯანული ენების მცოდნე თარჯიმანი კ----------------ი. ნ-----------------ის დაკავების ოქმი შედგენილია ფაქტობრივი დაკავების ადგილზე და გადაყვანილია შსს გ---------- რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. (ტ.1. ს.ფ. 30-35)
სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდებული ნ-----------------ი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მისი მხრიდან მის არასრულწლოვან შვილზე - ჯ-----------------ზე, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ბრალის დადგენილებაში აღწერილ გარემოებასთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ 2018 წლის 01 მაისს, ჯ-----------------ი სახლში გვიან დაბრუნდა, როდესაც ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა ჯ-----------------მა უპასუხა, რომ 1 მაისის აღსანიშნად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მათი სახლის გვერდით მდებარე არხში იბანავა. აღნიშნულზე ნ-----------------ი გაუბრაზდა და უთხრა ,,შვილო სადაც შენ იბანავე ეგ არხი არის ღრმა და საშიში და თუ ბანაობა გინდა ამისთვის სახლში გვაქვს ნაყიდი რეზინის გასაბერი ბასეინი და იქ იბანავე“. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ჯ-----------------მა კიდევ მოსთხოვა მეგობრებთან ერთად არხზე საბანაოდ გაშვება, რაზეც ისევ ჯ-----------------ის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არ დათანხმდა და არ გაუშვა. 2018 წლის 08 მაისის ფაქტთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ ის იმ დღეს სახლში იყო და ემზადებოდა სამუშაოზე გასასვლელად (საქონლის ხორცის დისტრიბუციას ახორციელებს და ხშირად საღამოს საათებში უწევს მუშაობა). როგორც წესი, ჯ-----------------ი ყველაზე გვიან სკოლიდან 15:30 ბრუნდება, 16:00 საათამდე რომ არ დაბრუნდა, მან ნერვიულობა დაიწყო და მის უფროს ვაჟს სთხოვა დედამისთან (ი-–---------------ასთან) დაერეკა და მოეკითხა, მასთან ხომ არ იყო ჯასური მისული (თავად ყოფილ მეუღლეს ი-–---------------ას არ ელაპარაკება). მართლაც, მისმა შვილმა გადარეკა ი-–---------------ასთან და გაირკვა, რომ ჯ-----------------ი მასთან იყო. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს დაახლოებით საღამოს 23:30 საათზე, სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას ტელეფონზე დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და ჰკითხა ადგილსამყოფელი, რაზედაც უპასუხა, რომ იმყოფებოდა გ---------- რაიონის სოფელ ქ----–--–-. პოლიციის თანამშრომელმა მოსთხოვა დალოდებოდა სოფელში და მიაკითხავდა. მოწმის განმარტებით, პოლიციელთან სატელეფონო საუბრიდან მალევე მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს და გადაიყვანეს გ---------- რაიონულ სამმართველოში, ამასთან განუმარტეს, რომ მისი დაკავება მოხდა მისი მხრიდან ჯ-----------------იზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე.
ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ მათ სახლში ჰყავთ საქონელი, რომლსაც უვლის მის მიერ დაქირავებული კარის მეზობელი და მისი შვილები საქონელს არ უვლიან. მის მეორე ცოლს - რ-----------------ას, არასრულწლოვან ჯ-----------------თან და მის სხვა შვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. მას რ-----------------ასთან ორი საერთო შვილი ჰყავს, რომელთაგან უმცროსი გულის მანკით არის დაავადებული. თავადაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (აქვს სიმსივნე), მისი ოჯახი ფინანსურად არის მასზე დამოკიდებული. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მისი შვილებისათვის, რათა მათ ყველაფერი ჰქონდეთ და შესაბამისი განათლება მიიღონ.
ბრალდებულმა პროკურორის კითხვაზე განმარტა, რომ მისი დაკავების პერიოდში ჯ-----------------ი ი-–---------------ასთან (ყოფილი მეუღლე) ცხოვრობდა, ჯ-----------------ი მასთან საცხოვრებლად თავად გადავიდა, როდესაც მას აღნიშნულ საქმეზე შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი. წინასასამართლო სხდომაზე მას ბრალი არ უღიარებია. ბრალის აღიარებაში ის მაშინაც და ეხლაც გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მან ხმამაღლ ტონში უსაყვედურა ჯ-----------------ს წყლის არხში ბანაობისთვის, რასაც ეხლაც ნანობს.
ბრალდებულმა მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე განმარტა, რომ არც მას და არც მის მეუღლეს - რ-----------------ას არასრულწლოვან - ჯ-----------------ზე არანაირი ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობა არ მოუხდენია. (ტ.3. ს.ფ.4-6)
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეების: ი-–---------------ას, მ-----–-----------ს, ე-–----------------ის, ზ---------–----ვის დ-----------------–---–ის, ა----------------ას, გ----------------–---–ის და მ-------------ის ჩვენებები ნ-----------------ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ჯ-----------------ისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო პროცესზე საპროცესო წარმომადგენლის, ადვოკატის და ფსიქოლოგის მონაწილეობით დაკითხვისას უარყო მამის-ნ----------------ის მხრიდან მის მიმართ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ასევე საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ჯ-----------------ს (09.05.2018წ) პირადი გასინჯვის მონაცემებით სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. საქმეში ასევე წარმოდგენილია N--------- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასახავს საქმეზე გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულ პირების (ი-–---------------ას და მ-----–-----------ს) და დაზარალებულ ჯ-----------------ის განმარტებებს. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ჯ-----------------მა მამის - ნ-----------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში გამოყენებული განმარტებების მიმცემი მოწმეების (ი-–---------------ა , მ-----–-----------ს და დაზარალებულ ჯ-----------------ი) სასამართლო პროცესზე დაკითხვის შედეგად არ დადასტურებულა ნ----------------ის მხრიდან ჯ-----------------ზე როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაკითხვისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ დასკვნის გაცემისას დაეყრდნო საქმის მასალებს, ასევე დაზარალებულ ჯ-----------------თან განხორციელებულ კლინიკურ გასაუბრებას, მას დასკვნა გაცემული აქვს კვლევის მათთან დამკვიდრებულ მეთოდებზე დაყრდნობით, რაშიც ცდომილება ძალიან დაბალია. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ კლინიკური საუბრის დროს ჯ-----------------ი არ ცრუობდა, ის სიმართლეს ამბობდა, ჯ-----------------ის მხრიდან ფაქტების გაზვიადებას ადგილი არ ჰქონია. გამომდინარე აქედან, ექსპერტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ჯ-----------------ი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. თუმცა, მოძალადის იდენტიფიცირება მოახდინა საგამოძიებო საქმის მასალების მიხედვით. ექსპერტის დასკვნასთან და მის განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია სწორედ იმ პიროვნებების (ი-–---------------ა , მ-----–-----------ს და დაზარალებულ ჯ-----------------ი) მიერ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმების საფუძველზე და სახეზე გვაქვს გამოძიების და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების შეუსაბამობა, ამ შემთხვეაში სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე (მოწმის ჩვენება არის – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ) დაეყრდნობა მოწმეების სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. შესაბამისად, მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების მიხედვით, უშუალოდ ნ-----------------ის მხრიდან ჯ-----------------ზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თავად ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაკითხვისას განმარტა, რომ ჯ-----------------ი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ვისგან განიცადა მან ფსიქოლოგიური ტანჯვა (მამა, დედინაცვალი თუ სხვა პიროვნება), ამას ვერ ასახელებს. მას კონკრეტული სუბიექტის დასახელება არ შეუძლია.
სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.
ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )
ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ნ-----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა ნ-----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----------------ის ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულებად საქმეში არ მოიპოვება, ყველა მტკიცებულება, რომლიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც ნ-----------------ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. განემარტოს ნ-----------------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე