განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ--------------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ვ-------ის ძე მ-----–---ი, დაბადებული 19---–-–------------ს, პირადი N3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: მ–--------------–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------------------------–------–-----------------------ში,ადვოკატები: კ---- კ-------ე, ი-----------, გ------- გ----–---,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ------- ს--------–--ე და გ------- მ-----–---ი იმყოფებოდნენ ქორწინებაში. 2018 წლის 03 სექტემბერს ქ. თბილისი, ქ-----------–---–-------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- მ-----–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ------- ს--------–--ეს, კერძოდ ორივე ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც შემოახია მაისური. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ------- ს--------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
გ------- მ-----–---მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, 04.09.2018წ. მოქ. თ------- ს--------–--ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მხრის ქვემო მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თ------- ს--------–--ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანება გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
გარდა სასამართლო - სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებისა, გ------- მ-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება დაზარალებულ თ------- ს--------–--ის, მოწმეების, გ---–- ხ------–---ის, მ------ ბ-------ის, ა------- პ------–-–---–ის, ვ----– ხ-----ის, გ------- რ---------ის, რ----- ს----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.
სასამართლო თვლის, რომ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- მ-----–---მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- მ-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხასიათდება დადებითად. გ------- მ-----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- მ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
გ------- მ-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 03 სექტემბრიდან - 2018 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები: შავი ფერის დანა, ერთი ცალი ას ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, ერთი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ორი ცალი ათ თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა, მეხსიერების ბარათი, მოვერცხლისფრო გრეხილი ბეჭედი, გასაღების ჩამოსაკიდებელი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათი, ჰუავეის ფირმის მობილური ტელეფონი, გ------- მ-----–---ზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ხელშეკრულება ა/მანქანის ქირავნობის შესახებ, ემბლემა და თ------- ს--------–--ის მაისური დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/