განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----–-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ----------------------------- (დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–----------------------------0-ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------------------------------------ა-ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატი - ლ-–------–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალის არსი:
1.1. 2----–-–-------------------–-------------------------------–--–-----------------------------------ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მ---------------სა და ლ------------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, გამოძიებით დაუდგენელი მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით, მ---------------ს თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2----–-–-------------------–-------------------------------–--–-----------------------------------ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მ---------------სა და ლ------------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, გამოძიებით დაუდგენელი მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით, მ---------------ს თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ მ---------------ის და მოწმეების - გ----------------ის, მ------------ის, შ--–---------–---–ის, თ-----------------ის, მ-------------------–-–---–ის, ნ-----------–--ისა და ზ---------------–-–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ლ-----------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ლ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. დაზარალებულმა მ---------------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ------–--–-----------------------------------ა-ში მეორე სართულზე, ხოლო პირველ სართულზე ცხოვრობს ლ------------, რომელთანაც დაახლოებით 20 წლიანი მეზობლური ურთიერთობა აკავშირებს. მოწმე აღნიშნავს, რომ მან ლ------------ს გადასცა სარდაფის ფართის ნაწილი 4000 დოლარის სანაცვლოდ, თუმცა, აღნიშნული თანხიდან 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ნაწილი - 1300 ლარი გადასცა, დანარჩენი კი არა, შესაბამისად, ლ---------ს ჰქონდა მისი ვალი. 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მათ საცხოვრებელ ეზოსთან, კერძოდ ლ-----------ის ავტოფარეხთან, შემთხვევით შეხვდა ამ უკანასკნელს, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. კერძოდ, შეკამათება მოუვიდა ბრალდებულთან დარჩენილი თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც, ლ------------მ ზურგით მდგარ მ---------------ს უკანა მხრიდან, მოულოდნელად, თავის არეში ჩაარტყა მისთვის გაურკვეველი ნივთი, რის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის მიმდინარეობისას, იქვე იყო თუ არა ვინმე, მას არ დაუნახავს, რადგან ყურადღება არავისთვის მიუქცევია. მოგვიანებით, ჩხუბის დასრულების შემდგომ, მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვანა საავადმყოფოში. იქ მას მიაკითხეს პოლიციელებმა და უთხრეს, რომ წასულიყო განყოფილებაში, მაგრამ მან უთხრა, რომ წაიქცა და პოლიციასთან საქმე არ ჰქონდა. დაზარალებულმა აღნიშნული განცხადება პოლიციელებთან გააკეთა, იმიტომ რომ არ უნდოდა მეზობლებს შორის ურთიერთობის გაფუჭება. ამის შემდეგ, მეორე დღეს, პოლიციელის წარმოამადგენლებმა კვლავ მიაკითხეს მას სახლში, სადაც მის შვილს და მ---------ს ჩამოართვეს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არ შეაწუხებდნენ ლ--------ს. დაზარალებულმა ასევე, აღნიშნა, რომ მოგვიანებით, როდესაც სიტუაცია გაანალიზა და მიხვდა, რომ აქეთ სდებდნენ ბრალს, გადაწყვიტა, თავის მხრივ, მასაც მიემართა სამართლებრივი ზომებისთვის და შემთხვევიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, მიმართა პოლიციას, სადაც დეტალურად განაცხადა მომხდარის შესახებ. მან ასევე, განაცხადა ისიც, რომ ვინაიდან მას ლ---------მ აღნიშნული კონფლიქტისას მიაყენა დაზიანება, თავადვე ჩაიტარა შესაბამისი ექსპერტიზა. მ----------მა აგრეთვე, განმარტა, რომ 1 კვირა დაიცადა, რადგან ელოდებოდა ლ---------ს რომ შერიგებოდნენ და მეზობლებს ურთიერთობა ერთმანეთში თავადვე გაერკვიათ, თუმცა, ლ--------- მასთან არ მისულა. მან ასევე, აღნიშნა, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულთან პრეტენზია არ გააჩნია.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე გ----------------ემ განმარტა, რომ დაახლოებით შუადღის პერიოდში, სახლში მიმავალმა მაღაზიასთან დაინახა ლ------------ და მ---------------ი, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. სანამ მათ მიუახლოვდა, ვითარება უფრო დაიძაბა. იგი ხედავდა, რომ ჩხუბობდნენ და ხელებს იქნევდნენ ერთმანეთის მისამართით, რის გამოც ჩათვალა, რომ ისინი უნდა გაეშველებინა. მან დაინახა, რომ ლ------------ს ხელში ეჭირა ბოქლომი და გასაღებების აცმა. იგი აღნიშნავს, რომ ლ---------ს მანქანა ჰყავდა ფარეხიდან გამოყვანილი და შესაძლებელია, სწორედ ამიტომ ეჭირა ხელში აღნიშნული ნივთები. ჩხუბის პერიოდში და გაშველების შემდგომ, მ---------------ისთვის მას დაზიანება არ შეუმჩნევია, თუმცა, როდესაც კ-----ე შემთხვევის ადგილიდან წავიდა, იგი მოტრიალდა, დაინახა, რომ მ------ნი იყო ჩაკეცილი და სახეზე სისხლი სდიოდა. მან მ------ნი თავის სახლში მიიყვანა, რადგან ასეთ მდგომარეობაში მ------ნს სახლში მისვლა არ სურდა. მისვლისას მან დაინახა, რომ მ----------ს ჰქონდა თავზე მცირე ჭრილობა, რის გამოც გამოუძახა სასწრაფო დახმარებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან იგი საქმეზე იყო წასასვლელი და საავადმყოფოში გაყოლის დრო არ ჰქონდა, დაურეკა მ------ნის შვილს - თ-------ეს, რომელიც მამამისს გაჰყვა საავადმყოფოში. მოწმე აღნიშნავს, რომ შემთხვევის დროს, მათ გარდა, ადგილზე ასევე, იმყოფებოდა ლ-----------ის მეუღლე-მ------------ე.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე მ------------ემ განმარტა, რომ ლ------------ არის მისი მეუღლე. მან აღნიშნა, რომ მ------ნებსა და მის მეუღლეს შორის დიდი ხანია რაც დავაა საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით. შემთხვევის დღეს, მისი მეუღლე სახლიდან გავიდა, რა დროსაც მან გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ მ---------------ი მეგობართან ერთად იდგა ქუჩაში, ხოლო მისი მეუღლე გაემართა მანქანისკენ, რა დროსაც მ------ნსა და მის მეუღლეს შორის მოხდა შელაპარაკება. მან დაინახა როგორ აღმართა ხელი მ----------მა მის მეუღლეზე, რა დროსაც კ-----ემ მას ხელი დაუჭირა. აღნიშნულზე მ------------ე გავარდა სახლიდან და შეაჩერა მ------ნი, კერძოდ, „რას შვებითო“ დაუძახა. მის დანახვაზე მ------ნმა, „ქალი, ქალიო“ დაიძახა, ხელი გაუშვა მის მეუღლეს და გაჩერდა. მოწმე აღნიშნავს, რომ მას რაიმე დაზიანება იქ მყოფი პირებისათვის არ შეუნიშნავს, ასევე არ დაუნახავს მოჩხურთაგან ვინმეს რაიმე საგანი ან ნივთი გამოეყენებინოს ჩხუბისას. ამის შემდგომ მ------ნი და მისი მეგობარი ქუჩის მეორე მხარეს წავიდნენ, ხოლო მისმა მეუღლემ იგი სახლში შეიყვანა. მომხდარი ფაქტის შესახებ მან მაშინვე განაცხადა პოლიციაში.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე თ-----------------მა განმარტა, რომ მ---------------ი არის მისი მამა, ხოლო ლ------------ არის მისი მეზობელი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს მას დაურეკა გ----------------ემ და უთხრა, რომ მისულიყო, სადაც მას დახვდა სასწრაფო დახმარების მანქანა, თავად გ----------------ე და მამამისი, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი. როგორც მას გ----------------ემ მოუყვა, მამამისსა და ლ------------ს მოუვიდათ ჩხუბი, რა დროსაც ლ------------მ მ---------------ს ბოქლომი ჩაარტყა თავში და თავი გაუტყდა. გიორგი მ------ნი თან გაჰყვა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელმაც მამამისი საავადმყოფოში გადაიყვანა. იგი აღნიშნავს, რომ ლ------------ს აქვს მისი ოჯახის ვალი, რის გამოც მათ ოჯახებს წლების განმავლობაში აქვთ დაძაბული ურთიერთობა.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე მ-------------------–-–---–მა განმარტა, რომ ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში მ---------------ის მიერ შემოტანილი იქნა განცხადება, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება 120-ე მუხლით. განცხადების შინაარსიდან დგინდებოდა, რომ მ---------------ს მის მეზობლად მცხოვრებმა ლ------------მ 2016 წლის 10 მაისს, ბლაგვი საგნით, თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ექსპერტიზის დასკვნით, მ----------ს მიღებული ჰქონდა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. მის მიერ, ასევე, დაკითხულ იქნა მ------------ე, გ----------------ე და დაზარალებული მ---------------ი. აღნიშნულის შემდეგ, მის მიერ ლ-----------ის მიმართ წარდგენილი იქნა ბრალი 120-ე მუხლით და დაკითხული იქნა ბრალდებულის სახით. ლ-----------ის სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა შეტანილ იქნა ოქმში და ბრალდებულს გადაეცა საქმის მასალის ყველა ასლი. მას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში დაეხმარა თანამშრომელი - გამომძიებელი ნ-----------–--ე, რომელმაც გამოკითხა ბრალდებული ლ------------. რაც შეეხება ლ-----------ის მიერ 2018 წლის 10 მაისს პოლიციაში შეტანილ განცხადებას, მის საფუძველზე გამოძიება არ ყოფილა დაწყებული, რადგან განცხადების შინაარსით დგინდებოდა, რომ მას შელაპარაკება მოუვიდა თავის მეზობელ მ---------------თან, მაგრამ განცხადებაში რაიმე სახის ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჯანმრთელობის დაზიანებაზე აღნიშნული არ ყოფილა, ასევე, არ იყო მითითებული რომ ადგილი ჰქონდა ფულის მოთხოვნას, რის გამოც, შედგა მხოლოდ გასაუბრების ოქმი როგორც ლ------------სთან, ასევე მ---------------თან, სადაც იგი გაფრთხილებულ იქნა, რომ არ მიეყენებინა არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა ლ-----------ისათვის. პირადი გასაუბრებისას მ---------------მა დააფიქსირა, რომ მას მართლაც მოუვიდა შელაპარაკება ლ------------სთან, თუმცა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და განმარტა, რომ არც მომავალშიც ლ------------ს და მის ოჯახის წევრებს არ მიაყენებდა არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმე აღნიშნავს, რომ ვიზუალურად მ---------------ს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, დეტალურად კი მ---------------ი მას არ დაუთვალიერებია.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე ნ-----------–--ემ განმარტა, რომ 2008 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში. 2016 წლის 15 ივნისს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მ---------------ის ცემის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა მისივე განყოფილების გამომძიებელი მ-------------------–-–---–ი, ხოლო 2016 წლის 25 ივნისს მას გამოკითხული ჰყავს ლ------------, სადაც მან აღნიშნა რომ ჩხუბში თავადაც მიიღო დაზიანება, თუმცა მას რაიმე სახის მიმართვა არ გაუკეთებია და ექსპერტიზა არ დაუნიშნავს. სხვა საგამოძიებო მოქმედება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეს არ განუხორციელებია.
4.7. 2----–-–------------ს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (შ.პ.ს „--–-----------–-----–-------------–---ს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასლის) მიხედვით, მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით, მოქალაქე მ---------------ი მოთავსებული იქნა აღნიშნულ კლინიკაში 10.05.16 წ-ს 12:58 სთ-ზე და გაეწერა იმავე დღეს - 13:30 სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის (თხემის მიდამოს) ღია ჭრილობა - დიაგნოზი დაუზუსტებელია. ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. ამავე დოკუმენტში არსებული ჩანაწერების თანახმად: მოქალაქე მ---------------ს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება - გაკერვა. ჭრილობის მიმყენებელი საგნის გასაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული მისი (ჭრილობის) სრული მორფოლოგიური სურათი. მოქალაქე მ---------------ის სხეულზე არსებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
4.8. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის გარშემო. დასმულ შეკითხვაზე ექსპერტმა უპასუხა, რომ დაზიანება შესაძლებელია გამოეწვია საგანზე ან საგნით დარტყმას ან დაცემას, თუმცა, ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.
4.9. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შ.პ.ს. „ვ--------ის“ N0------- დასკვნის მიხედვით: შპს „ე-–-----------–-----–-------------–-ს“ ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოქ. მ---------------ს 1-------წ სტაციონარში ჩატარებული გამოკვლევებით (გადაუდებელი დახმარების ექიმის და ნეიროქირურგის კონსულტაცია) დაუდგინდა დიაგნოზი: „სკალპის (თხემის მიდამოს) ღია ჭრილობა (S01.0)”. ქირურგიული წესით ჭრილობა დამუშავდა და გაიკერა კვანძოვანი ნაკერებით. 1------- მოქ. მ---------------ს ექსპერტიზის ცენტრში პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები თხემის დაჟეჟილი ჭრილობის და ორი სისხლნაჟღენთის სახით განლაგებული ზურგის და მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით დაზიანებები ხანდაზმულობით შეეფარდება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (1--------.
4.10. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე შ--–---------–---–მა განმარტა, რომ იმყოფებოდა მეზობელთან სახლში, რათა ავეჯის გადაადგილებაში დახმარებოდა. ავეჯის გადატანის მომენტში, მათ გაიგეს ხმაური, გადაიხედა მე-2 სართულის აივნიდან და დაინახა, რომ ლ-----------ის მეუღლის მანქანის, H----------P-ის მარკის ავტომობილის კარები იყო ღია, მძღოლის მხარეს იჯდა თუ არა ვინმე არ ჩანდა და ისმოდა ხმამაღალი საუბარი, იქვე იმყოფებოდნენ ბიჭებიც. მანქანის კარებთან იდგა მ---------------ი, რომელმაც მანქანის კარებს ფეხი დაარტყა. შ--–---------–---–ი თავის მეგობართან ერთად ვითარების გასარკვევად ეზოში ჩავიდა, რა დროსაც ავტომობილი უკვე მოტრიალებული იყო, ნიკოლაძის ქუჩისკენ მიდიოდა, ამასთან, მანქანა ისეთი მიმართულებით იდგა, რომ ვერ დაინახა საჭესთან ვინ იჯდა, ხოლო ბიჭები ა------------ს ქუჩისკენ მიდიოდნენ. როდესაც იკითხა, თუ რა მოხდა, უპასუხეს, რომ არაფერი ხდებოდა. მას ადგილზე ლ------------ არ დაუნახავს და არც ვინმესთვის დაზიანება არ შეუმჩნევია.
4.11. ბრალდებულმა ლ------------მ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი და მ------ნების ოჯახი რამდენიმე ათეული წელია რაც ერთად ცხოვრობენ. მოწმე აღნიშნავს, რომ მ---------------ი კ-----ეს სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იტანდა პიროვნულად და ეძახდა „მილიციელსა“ და „ძაღლს“. 2----–-–-------------------–---------------------ე, იგი სახლიდან გამოსული დაჯდა მეუღლის ავტომობილში და როდესაც კარებიც უნდა მოეხურა, გაიგონა ხმა: „შენ, ეი, ბიჭო, მომისმინეო“, რა დროსაც დაინახა მისკენ მომავალი მ---------------ი. მან მ------ნს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა, იგი არ გაჩერდა და მანქანის კარებს წიხლი დაარტყა, რის შემდეგაც იგი გადმოვიდა მანქანიდან და მ------ნმა ხელი მოუქნია. მან კი ხელი კრა მ------ნს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ბოძს მიეჯახა. ხმაურზე, მას ორმა მეზობელმა ბიჭმა ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რის შემდეგაც იგი დაჯდა მანქანაში, დატოვა ტერიტორია და წავიდა პოლიციაში, სადაც განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტურ სიტუაციას. განყოფილებიდან მას წაჰყვა ორი პოლიციელი და მ---------------ს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. ერთი თვის შემდეგ, მას დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და უთხრეს, რომ მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს მხოლოდ ისინი იყვნენ შემთხვევის ადგილზე და სხვა არავინ ყოფილა.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ლ-----------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სუბიექტური მხარე, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებული იქნეს განზრახი ფორმით (იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) პირის მოქმედება ანდა უმოქმედობა; 2) შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (რომელსაც მიეკუთვნება: დაბეჟილობა, ჭრილობა, ცხვირის მოტეხილობა, ყბის გაბზარვა და ა.შ), კერძოდ, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან სართო შრომისუუნარობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა და 3) მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას/უმოქმედობას და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ პირის ქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თუ არ მოცემული მუხლით გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი დასჯადი შედეგი. აღნიშნულ დროს უმნიშვნელოვანეს (აუცილებელ) მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, აბსოლუტური სიზუსტით აღწერდეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხარისხს (ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში რისი საშუალებით და რა დროს იქნა მიყენებული დაზიანებები), რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება-განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
5.4. სასამართლო ბრალდებულ ლ-----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2----–-–-------------------–-------------------------------–--–-----------------------------------ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მ---------------სა და ლ------------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, გამოძიებით დაუდგენელი მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით, მ---------------ს თავის არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
5.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის შემდეგ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე. კერძოდ, თავად დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ დაზარალებულს ლ------------მ თავის არეში მიაყენა დაზიანება. სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს, გარდა თავად დაზრალებულის მ. მ---------------ის ჩვენებისა (იხ. დაზარალებულის ჩვენება განაჩენის აღწერილობით ნაწილში), ნეიტრალური მოწმე გ----------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მოცემული შემთხვევის დროს, ჩხუბისას, ლ------------ს ხელში ეჭირა ბოქლომი და გასაღებების აცმა, ხოლო ჩხუბის დასრულების შემდეგ, ნახა, რომ მ----------ს თავზე ჰქონდა ჭრილობა. მოცემული შემთხვევისას, ასევე, საგულისხმოა 2----–-–------------ს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მ---------------ს დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის (თხემის მიდამოს) ღია ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნულს ადასტურებს, აგრეთვე, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შ.პ.ს. „ვ--------ის“ N0------- დასკვნაც, რომლის მიხედვით: მ---------------ს ექსპერტიზის ცენტრში პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები თხემის დაჟეჟილი ჭრილობის და ორი სისხლნაჟღენთის სახით განლაგებული ზურგის და მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
5.6. ამდენად, ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პირის/ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რა დროსაც ცალსახად დადგენილ იქნა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პიროვნება რომელმაც დაზარალებულს თავის მიდამოში მიაყენა დაზიანება - არის ბრალდებული ლ------------.
5.7. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილებულ იქნეს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებების დასადგენად წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტური სიზუსტით თანმიმდევრულია და შესაბამისი/თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. დაზარალებულის და თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას და თანხვედრაშია საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, რის გამოც სასამართლო მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, ხოლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება და გაანალიზება უტყუარად ცხადყოფს, რომ 2----–-–-------------------–---------------------- ქ.თბილისი, ვერიკო ა------------ს ქუჩაზე ლ------------მ თავის არეში დაზარალებულ მ---------------ს მსუბუქად დაუზიანა ჯანმრთელობა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კანონმდებლის მიერ მოცემული - დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის განსაზღვრული ყველა პირობა/მოთხოვნა.
5.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო უთითებს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა, თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზე უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
5.9. ბრალდებულ ლ-----------ის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მას მოცემული შემთხვევის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია დაზარალებულისთვის სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არგუმენტები/პოზიციები, გარდა ბრალდებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციისა, არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებ(ებ)ით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, რომლებიც პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული პოზიცია არათანმიმდევრულია, არასარწმუნო, დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის თავის არიდებას.
5.10. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხველი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1 ლ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად გამოაჩენს.
7.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები, კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 წ. საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის თუ რამდენად არის განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული არის სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს და მისი სიმკაცრე (იხ. ასევე, Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, §151; §142; M. v. Germany, no. 19359/04 §120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
7.7. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ასევე, დაზარალებულის პოზიცია (საქმის არსებით სხდომაზე მან დააფიქსირა, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ გააჩნია) გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
7.8. ზემოაღნიშნულის შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ლ-----------ის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), წარსულში არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებითად. ამასთან, არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
7.9. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატურ და არაპროპორციულ სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ ლ-----------ის მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანის სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ ლ-----------ის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლ-----------ის პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ ლ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
3. მსჯავრდებულ ლ-----------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე