განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/-----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - სა-–----------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----------------------–-------- (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #62---------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: სოხუმი, მ--------ის ქუჩა N-------------------------–--------------------------------–---------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - და-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2018 წლის 1------ს, 15:26 საათიდან 19:44 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დ-----------–-----–ის ხეივანი, მ---- კილომეტრზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქ.თბილისში, ა-------ის ქუჩა N----ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით მოძრაობისას ნ----- პ----- მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დაემუქრა თ----- თ-------–--ლს მისი მცირეწლოვანი შვილის -ე-–------- თ-------–--ლისა და დედის - ხ------- თ-------–--ლის სიცოცხლის მოსპობით. თ----- თ-------–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ნ----- პ-----ს დანაშაულებრივი ქმედებით თ----- თ-------–--ლს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 1------ს, 15:26 საათიდან 19:44 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დ-----------–-----–ის ხეივანი, მ---- კილომეტრზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქ.თბილისში, ა-------ის ქუჩა N----ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით მოძრაობისას ნ----- პ----- მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დაემუქრა თ----- თ-------–--ლს მისი მცირეწლოვანი შვილის -ე-–------- თ-------–--ლისა და დედის - ხ------- თ-------–--ლის სიცოცხლის მოსპობით, რითაც თ----- თ-------–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ნ----- პ-----ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით თ----- თ-------–--ლს მიადგა მორალური სახის ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ თ----- თ-------–--ლის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ნ----- პ-----ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ნ----- პ-----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. დაზარალებულმა თ----- თ-------–--ლმა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვეში მან თავისი შვილი - ე-–------- თ-------–--ლი მიიყვანა მოსამზადებლად ნ----- პ-----სთან, როგორც კარგ მასწავლებელთან. 2017 წლის 2-------------ს, მან დაწერა საჩივარი პოლიციაში ნ----- პ-----ს მეუღლის - გ-----------–------–---–ის მიმართ, 2018 წლის 1------ს გ-----------–------–---–ის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც, განაჩენის დადგენიდან რამდენიმე საათში, ნ----- პ-----მ დაიწყო მასთან დარეკვა, თუმცა, იგი ზარებს არ პასუხობდა. ამის შემდეგ, თ----- თ-------–--ლთან მან დაიწყო მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, რომ შვილს დაუხრჩობდა, მოკლავდა მასაც, მის დედასაც და მის შვილსაც, ასევე, დააჭერინებდა პოლიციას, თუმცა, დაჭერამდე აყურებინებდა როგორ აუპატიურებდნენ მის შვილს, ასევე, დაემუქრა, რომ მას დედასთან ერთად სახლში ამოწვავდა და დაიფიცა დაღუპული შვილი, რომ არ გაახარებდა მათ. მუქარა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მიმდინარეობდა გ.ბ--–------–---–ის საქმის სასამართლოში განხილვა და გრძელდებოდა მანამ, ვიდრე პოლიციაში არ განაცხადა აღნიშნული მუქარის შესახებ, რის შემდეგაც პოლიციამ ნ----- პ-----ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა, მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მან კვლავ დაიწყო დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელება. მოწმე აღნიშნავს, რომ მას პ----- ემუქრებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ გ-----------–------–---–ის დაჭერაში მას მიუძღვოდა ბრალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, თ----- თ-------–--ლი იყო შეშინებული და მუქარას აღიქვამდა რეალურად. იგი ფიქრობდა, რომ ნ----- პ----- მართლაც განახორციელებდა იმას, რასაც ჰპირდებოდა.
4.2. ნ----- პ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა დაზარალებულ თ----- თ-------–--ლის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ხ------- თ-------–--ლისა დ----–- კა–--–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 1------ის ამოღების ოქმს, 2018 წლის 0-------ის ამოღების ოქმს, 2018 წლის 1------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 4------ის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 1------ის დათვალიერების ოქმს, მობილური ტელეფონში არსებულ მოკლე ტექსტური შეტყობინებებთან დაკავშირებით არსებულ წერილობით ინფორმაციებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ თ----- თ-------–--ლის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ნ----- პ-----ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლებაა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.5. მაშასადამე, ზემოაღნიშნული განმარტება ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის საჭიროა პირს (დაზარალებულს) ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, რეალური შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.7. სასამართლო ბრალდებულ ნ----- პ-----ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტური პირისათვის საკმარისობის კუთხით იძლევა იმ მაღალ სტანდარტს, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ნ----- პ-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნ----- პ-----ს მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი/გარემოება.
5.8. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 1------ს, 15:26 საათიდან 19:44 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დ-----------–-----–ის ხეივანი, მ---- კილომეტრზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქ.თბილისში, ა-------ის ქუჩა N----ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით მოძრაობისას ნ----- პ----- მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დაემუქრა თ----- თ-------–--ლს მისი მცირეწლოვანი შვილის - ე-–------- თ-------–--ლისა და დედის - ხ------- თ-------–--ლის სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ----- თ-------–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.9. ნ----- პ-----ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დადასტურებულია დაზარალებულ თ----- თ-------–--ლის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით, სადაც იგი ხაზგასმით აღნიშნავს და აკონკრეტებს, თუ რა შინაარსით, რა დროსა და რა ინტენსივობით ახორციელებდა ბრალდებული მუქარას მისი მისამართით და თუ რას განიცდიდა ამ დროს. აღნიშნული დადასტურებულია, ასევე მოწმეების - ხ------- თ-------–--ლისა დ----–- კა–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თ----- თ-------–--ლსა და ნ----- პ-----ს შორის განხორციელებული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციით, დათვალიერებისა და ამოღებით ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულმა მუქარამ კი დაზარალებულში გამოიწვია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტ ი სახეზეა.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ----- პ-----მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. ნ----- პ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.
7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად გამოაჩენს.
7.7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები, კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 წ. საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის თუ რამდენად არის განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული არის სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს და მისი სიმკაცრე (იხ. ასევე, Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, §151; §142; M. v. Germany, no. 19359/04 §120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
7.8. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და დაზარალებულის პოზიცია გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
7.9. ზემოაღნიშნულის შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნ----- პ-----ს ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ვინაიდან მისი მეუღლე ამჟამად მსჯავრდებულია შვილის მოვლა-მზრუნველობა თავად მას აკისრია, ასევე, ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და თავად უძღვება საოჯახო სააქმეებს. გასათვალისწინებელია, ასევე, დაზარალებულის პოზიციაც, რომელიც ითხოვს ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას. ამასთან, არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
7.10. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატურ და არაპროპორციულ სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ ნ----- პ-----ს მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანის სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ ნ----- პ-----ს პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნ----- პ-----ს პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----- პ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ ნ----- პ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ ნ----- პ-----ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- თ----- თ-------–--ლის კუთვნილი „ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება დ--------------------ის სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
- ნ----- პ-----სგან ამოღებული „ე-–----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება დ--------------------ის სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე