განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
330100117002154142
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4------

(№0----------9)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ან-----–---ძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა------- ე-–--------ს ძე ლ--–---–--ლი (დაბადებული - 19---–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #5---------9 ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხაშურის რაიონი სოფელი ალი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, წ---–-------------–--------------------------------–-). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ.

 

ადვოკატი - ალე-------------------–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით;

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის ი-----ის თვეში, ა------- ლ--–---–--ლმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ--–- მ------–-–--ლს და მეუღლის დედას, ლ---- მ------–-–--ლს, რის გამოც 2017 წლის 0---------ს გამოტანილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე. 2017 წლის 1-------------ს, დაახლოებით 06:40 საათზე, ქ. თბილისში, წ---–-----ის მ--- შესახვევი, კორ-------------------–ი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა------- ლ--–---–--ლმა ჯერ მეუღლეს ლ--–- მ------–-–--ლს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - აგინებდა მას, თმით ასწია მაღლა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი შვილის დაცვის გამო, თმებში ხელის მოკიდებით იძულებით გაიყვანა ოთახიდან ლ---- მ------–-–--ლი, რომელსაც უყვიროდა უწმაწური სიტყვებით და ურტყამდა ხელს სხეულის სხვადასხვა არეში. ა------- ლ--–---–--ლის ქმედებით ლ---- და ლ--–- მ------–-–--ლებმა განიცადეს ტკივილი, ასევე მიიღეს ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. დაზარალებულად ცნობილმა ლ--–- მ------–-–--ლმა სასამართლოზე არ მისცა ჩვენება თავისი ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია სადაოდ არ გაუხდიათ. დაზარალებულმა ასევე, განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია დღეის მდგომარეობით არა გააჩნია და მისი სურვილია, სასამართლომ სასჯელის სახით ა------- ლ--–---–--ლის მიმართ გამოიყენოს ყველაზე მსუბუქი სასჯელის ღონისძიება.

 

2.2. დაზარალებულად ცნობილმა ლ---- მ------–-–--ლმა დაადასტურა მის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია და ასევე, განმარტა, რომ ბრალდებულთან დღეის მდგომარეობით შერიგებულია და მასაც ასევე, არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ პრეტენზია.

 

2.3. ა------- ლ--–---–--ლის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ----------------–-–---–ის, ნ-------------–---–ის, ლ---–------–---–ის და ს-----------–----ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 0- ი-----ის გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N------------------------ დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა------- ლ--–---–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს, გარდა დაზარალებულების ლ---- და ლ--–- მ------–-–--ლების ჩვენებებისა, სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მ--- მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/0 -, 0-/10/2010, პუნქტი 32).

 

2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ამასათან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ორივე ეს პირი უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები (ამასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება).

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - გ----------------–-–---–ის, ნ-------------–---–ის, ლ---–------–---–ის და ს-----------–----ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულების ლ--–- მ------–-–--ლის და ლ---- მ------–-–--ლის მიერ სასამართლოზე დაფიქსირებული პოზიციით, ბრალდებულის აღიარებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 0- ი-----ის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის N------------------------ დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 1-------------ს, დაახლოებით 06:40 საათზე, ქ. თბილისში, წ---–-----ის მ--- შესახვევი, კორ-------------------–ი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა------- ლ--–---–--ლმა ჯერ მეუღლეს, ლ--–- მ------–-–--ლს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - აგინებდა მას, თმით ასწია მაღლა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი შვილის დაცვის გამო, თმებში ხელის მოკიდებით იძულებით გაიყვანა ოთახიდან ლ---- მ------–-–--ლი, რომელსაც უყვიროდა უწმაწური სიტყვებით და ურტყამდა ხელს სხეულის სხვადასხვა არეში. ა------- ლი-–---–---–ის ქმედებით ლ---- და ლ--–- მ------–-–--ლებმა განიცადეს ტკივილი, ასევე მიიღეს ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

3.5. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა------- ლ--–---–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ა------- ლ--–---–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნაწილი მტკიცებულებებისა გახადა უდავოდ, დაზარალებულებს მის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალის მიხედვით არ მოიპოვება.

4.6. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულმა მიუთითა, რომ იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, დასაქმებულია კერძო სექტორში და ხშირად უწევს დილიდან დაღამებამდე მუშაობა, შესაბამისად, მისთვის სასჯელის სახედ - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა არ იქნება მიზანშეწონილი.

 

4.7. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა------- ლ--–---–--ლს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

4.8. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4.9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მსჯავრდებულ ა------- ლ--–---–--ლის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულებს მის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია, ა------- ლ--–---–--ლს დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

4.10. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ ა------- ლ--–---–--ლის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

4.11. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის დროს, თუკი მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს მოვალეობა გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------- ლ--–---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

2. ა------- ლ--–---–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

3. მსჯავრდებულ ა------- ლ--–---–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 1---------------ან - 2017 წლის 2------------ის ჩათვლით პერიოდი.

4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა------- ლ--–---–--ლის დაეკისროს მოვალეობა გაიაროს სავალდებულო სწავლების კურსი, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე