განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
330100118002503745
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2---------------, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---------------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები - დ-----------ე და გ----–--–--ე

 

ბრალდებული - ზ-----------–--–-–---–ი (----------------- დაბადებული 1--- წლის 1------------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თ---–--–-- ს----------–-- ქ-------- ბინა #--–-- ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სსკ-ის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2017 წლის ივლისის თვეში ზ-----------–--–-–---–ი იმყოფებოდა თ---–--–-- ს----------–-- ქ-------- ბ---------–-- რა დროსაც დებს - ე-------–--–-–---–სა და თ-------–--–-–---–ს დაემუქრა, რომ გაანადგურებდა და მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ ზ-----------–--–-–---–ი სისტემატურად ემუქრებოდა დებს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ე-- და თ-------–--–-–---–ებმა განიცადეს მორალური ზიანი.

 

2018 წლის 11 მაისს ზ-----------–--–-–---–ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 2-------- დაახლოებით 14:00 საათზე, თ---–--–-- კ------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-----------–--–-–---–ი გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის‘‘ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 2-------- დაახლოებით 14:00 საათზე, თ---–--–-- კ------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ ზ-----------–--–-–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის‘‘ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, ვერ იქნა დადგენილი ზ-----------–--–-–---–ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების

საფუძვლიანი შიში

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულებმა - ე-- და თ-------–--–-–---–ებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცეს ჩვენება ძმის - ზ-----------–--–-–---–ის წინააღმდეგ. ამავე უფლებით ისარგებლა ბრალდებულის დედამ - მ---------------მა.

საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ იქნა გამომძიებელი მ----------–-ძე, რომლის ჩვენების თანახმადაც, მის მიერ 2018 წლის 2-------- ე-------–--–-–---–ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მუქარის ფაქტზე. ზ-----------–--–-–---–ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი. ოჯახის წევრების სურვილის გათვალისწინებით, ორდერში დაფიქსირდა, რომ მას აეკრძალა იარაღით სარგებლობა. ე-------–--–-–---–ი ძალიან შეშინებული იყო და აცხადებდა, რომ ეს ორდერი ვერ შეაკავებდა მის ძმას, იგი არაერთხელ დამუქრებია მას და მის დას და ფიქრობდა, რომ ამ მუქარას შეასრულებდა.

 

2018 წლის 20 მაისს ზ-----------–--–-–---–ის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი დედის - მ---------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ორდერის მოქმედების ვადაა 30 დღე.

 

2018 წლის 28 მაისს კვლავაა გამოცემული შემაკავებელი ორდერი ზ-----------–--–-–---–ის მიმართ დის - ე-------–--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. აღნიშნული ორდერით მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, მის ტელეფონის ნომერზე ზარის განხორციელება და მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ასევე, აეკრძალა იარაღით სარგებლობის უფლება.

 

ორივე შემთხვევაში ორდერების გამოცემის საფუძველი გახდა მსხვერპლთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები, რომლებმაც სასამართლოში უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - შვილის და ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე გაკეთებული განცხადებები.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი სხვა ყველა მტკიცებულება გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

ამდენად, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა მხოლოდ საქმის გამომძიებელი მ----------–-ძე და გამოკვლეულ იქნა ზ-----------–--–-–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები, თანდართული მასალებით. ზ-----------–--–-–---–ს ბრალად აქვს წარდგენილი ოჯახის წევრების - დების მიმართ მუქარის განხორციელება 2017 წლის ივლისის თვეში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, საქმეზე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არ იძლევა საკმარის საფუძველს ზ-----------–--–-–---–ის მიმართ ოჯახის წევრების - ე-- და თ-------–--–-–---–ების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #1/1/548; 22/01/2015; §41).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი, დადგინდეს, კონკრეტულად რა სახის მუქარა იქნა განხორციელებული ზ-----------–--–-–---–ის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მათში ბრალდებულის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რამდენადაც ოჯახის არცერთმა წევრმა არ მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები კი არ იძლევა აღნიშნული ფაქტის დადგენის საშუალებას.

 

ამასთან, ზ-----------–--–-–---–ის მიერ გამოძიებაში გამოყენებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებული დუმილის უფლება, რაც არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და წარმოადგენს თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა არ არის საკმარისი ზ-----------–--–-–---–ის მხრიდან დების - ე-- და თ-------–--–-–---–ების მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტის დასადგენად, არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მაღალი სამართლებრივი სტანდარტისთვის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც ზ-----------–--–-–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის 2018 წლის 11 მაისს ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ზ-----------–--–-–---–მა კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი‘‘, რაც გამოვლინდა 2018 წლის 2-------- არ გაუხდიათ სადავოდ.

 

აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილშიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

2018 წლის 30 მაისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #------ დასკვნით ზ-----------–--–-–---–ს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ დადგენილებით სახდელდადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის‘‘ (ბენზოილეკგონინის) მოხმარების ფაქტი, რომლის სისწორე და შინაარსიც დადასტურებულია ექსპერტ ნინო ფანჩულიძის გამოკითხვის ოქმით.

 

ზემოხსენებული მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ უდავოდაა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ზ-----------–--–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რომელიც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 30 მაისის ნარკოლოგიური შემოწმების #------ დასკვნით უტყუარადაა დადგენილი ზ-----------–--–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის‘‘ მოხმარების ფაქტი. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ზ-----------–--–-–---–ის მიერ დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ დადგენილებით.

 

ამდენად, სახეზეა დანაშაულის - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ-----------–--–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ზ-----------–--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ ზ-----------–--–-–---–ის აღიარებას და იმ ფაქტს, რომ სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულით ზიანი არ მისდგომია სხვა პირს, ასევე, ნარკოტიკული საშუალების სახეობას და მიაჩნია, რომ, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ ზ-----------–--–-–---–ი 2018 წლის 2- მაისიდან 2018 წლის 2- ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა პატიმრობაში, ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისგან.

 

ამასთან, ზ-----------–--–-–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 2-2-2-3-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზ-----------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ-----------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ-----------–--–-–---–ი მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

 

ზ-----------–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ზ-----------–--–-–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე