გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210018002552138
საქმე # 2/145-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე
მოსარჩელე _ ლი-------–ა ჰა-------------ი
წარმომადგენელი - არ--- ხო--–-----ი
მოპასუხე _ მე-–-- კრ---–---ი
წარმომადგენელი _ მი----– მა------ი
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
დავის საგანი _ განქორწინება, თანასაკუთრების გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ლი-------–ა ჰა-------------სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 198- წლის 2- ივნისს) და მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 196- წლის 1- იანვარს) შორის სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 08 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №1-141000407, სააქტო ჩანაწერი № 1-143000181);
3. მოპასუხე მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ლი-------–ა ჰა-------------ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 198- წლის 2- ივნისს) და მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 196- წლის 1- იანვარს) სასარგებლოდ დაეკისროს 1825 (ათას რვაას ოცდახუთი) ლარის გადახდა.
მოსარჩელე 2014 წელს დაქორწინდა მოპასუხე მე-–-- კრ---–---თან. მეუღლეებს აღნიშნული ქორწინებიდან შეეძინათ ერთი შვილი მი--- კრ---–---ი დაბადებული 2015 წლის 21 აგვისტოს. მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ისინი დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა განქორწინება სსგს სამსახურის მეშვეობით, რაზეც უარი მიიღო. ამასთან, მოპასუხესთან დარჩა მეუღლეების თანასაკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, ზალის კუთხე 1700 ლარის ღირებულების, ტელევიზორი 1000 ლარის ღირებულების, ტელევიზორის დასადგმელი 300 ლარის ღირებულების, მაგიდა 150 ლარის ღირებულების, საწოლი 500 ლარის ღირებულების, ჯამში სულ 3650 ლარის ღირებულების ნივთები. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილს ზრდის მარტო, არ აქვს არანაირი შემოსავალი.
თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე განქორწინებისა და თანასაკუთრების გაყოფის გარდა ითხოვდა ასევე ალიმენტის გადახდის დაკისრებასაც, რომელზეც 2018 წლის 1- ოქტომბრის საოქმო განჩინებით, ვინაიდან არსებობდა სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, საქმის წარმოება შეწყდა ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ განქორწინების ნაწილში სარჩელს ცნობს, ხოლო რაც შეეხება ქონების გაყოფას აღნიშნული ნივთები სხვადასხვა დროს შეძენილია მისი მამის მი--- კრ---–---ის მიერ და იგი არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლი-------–ა ჰა-------------ი და მე-–-- კრ---–---ი 2014 წლის 08 მაისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და აღნიშნული ქორწინებიდან ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი მი--- კრ---–---ი დაბადებული 2015 წლის 21 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 62-6-)
- ქორწინების მოწმობა №1-141000407 (ს.ფ. 14);
- დაბადების მოწმობა № 56156001457 (ს.ფ. 17);
3.1.2. ლი-------–ა ჰა-------------ი და მე-–-- კრ---–---ი დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ლი-------–ა ჰა-------------თან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 62-6-)
3.1.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლი-------–ა ჰა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მე-–-- კრ---–---ს თავისი არასრულწლოვანი შვილის მი--- კრ---–---ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
- მხართა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 62-6-);
- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 201- წლის 02 აგვისტოს # 2/171-1- გადაწყვეტილება. (ს.ფ. ).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მე-–-- კრ---–---თან იმყოფება მეუღლეების თანასაკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, ზალის კუთხე 1700 ლარის ღირებულების, ტელევიზორი 1000 ლარის ღირებულების, ტელევიზორის დასადგმელი 300 ლარის ღირებულების, მაგიდა 150 ლარის ღირებულების, საწოლი 500 ლარის ღირებულების, ჯამში სულ 3650 ლარის ღირებულების ნივთები, რომლის გაყოფასაც ითხოვს მოსარჩელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი 62-6-);
3.2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დი-–--- ბა-----------მა აჩვენა, რომ მისთვის ცნობილია, რომ მისი დისშვილი ლი-------–ა ჰა-------------ი ქმრის ოჯახში მეურნეობას უძღვებოდა, დედამთილ-მამამთილი პენსიონერები არიან. შარშან ზაფხულში ლი-------–ა მეუღლესთან ერთად ახალქალაქში შეხვდა მას. მე-–--ი რუსეთიდან იყო ჩამოსული, რუსული ფულის გადახურდავება და რაიმე ავეჯის ყიდვა უნდოდათ. მან მეორე დღეს შეიტყო, რომ მართლაც უყიდიათ კუთხის ავეჯი, რომელშიც სავარაუდოდ 1750-1800 ლარამდე გადაუხდიათ. მისთვის ასევე ცნობილია რომ მათ ტელევიზორიც შეუძენიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე დი-–--- ბა-----------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 78-96);
3.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვა------- მა-------მა აჩვენა, რომ მე-–-- კრ---–---მა ორი წლის წინ რუსეთიდან ჩამოიტანა ტელევიზორი, ხოლო დასადგმელი იყიდა ახალქალაქში 300 ლარად, ასევე შეიძინა საწოლი 500 ლარად, ხოლო ტელევიზორში 1000 ლარი ჰქონდა გადახდილი. ასევე შეიძინა კუთხის ავეჯიც. აღნიშნული ნივთები მე-–--ის განმარტებით თავად მე-–--მა შეიძინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე ვა------- მა-------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 78-96);
3.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მი--- კრ---–---მა აჩვენა, რომ იგი არის მოსარჩელე ლი-------–ა ჰა-------------ის მამამთილი და მოპასუხე მე-–-- კრ---–---ის მამა. მისი შვილი - მე-–--ი 32 წელი რუსეთში მუშაობდა, დრესაც იქ მუშაობს. სარჩელში მითითებული ნივთები - დივანი, კრესლოები, მაგიდა, ტელევიზორი მისმა შვილმა შეიძინა, თუმცა როდის იყიდა და რამდენი გადაიხადა მას არ ახსოვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე მი--- კრ---–---ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 78-96);
3.2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ერ------ კრ---–---მა აჩვენა, რომ მისთვის არ არის ცნობილი მე-–-- კრ---–---მა და ლი-------–ა ჰა-------------მა რა ნივთები შეიძინეს და რომელ მაღაზიაში. მისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ აღნიშნული ნივთები მამამთილის ფულით შეიძინა რძალმა. ლი-------–ა ჰა-------------ი ოჯახში ნაკვეთეში მუშაობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე ერ------ კრ---–---ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 78-96);
3.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აღ---- გო--------მა აჩვენა, რომ მე-–-- კრ---–---ი წლებია რუსეთში მუშაობს, ავეჯი და ტელევიზორი მამამთილის ფულის შეიძინეს, თუ როდის და სად შეიძინეს ან რა გადაიხადეს მან არ იცის. მე-–--ს რუსეთიდან აქ ფული არ ჩამოჰქონდა, რადგანაც რუსეთში ორი შვილი ჰყავს. ლი-------–ა ოჯახში უძღვებოდა მეურნეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე აღ---- გო--------ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 78-96);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხე მე-–-- კრ---–---მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ განქორწინების ნაწილში მან სარჩელი სცნო, ხოლო რაც შეეხება თანასაკუთრების გაყოფას, ასევე დაადასტურა სადავო ნივთების არსებობის ფაქტიც.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან სასამართლო თვლის რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), და ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, სასარჩელო მოთხოვნა თანასაკუთრების გაყოფის ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 112--ე, 1158-ე, 11-4-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის საფუძველზე ქორწინება წყდება:
ა. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით; ბ. კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; გ. განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112--ე მუხლის თანახმად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 11-4-ე მუხლი ითვალისწინებს მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფას, რომლის თანახმადაც მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონების მიმართ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესება ეფუძნება პრეზუმფციას, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, ადგენს რა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, განმარტავს, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამე არ არის დადგენილი. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია, რომ ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად იქნას მიჩნეული. მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ დანაწესი აწესებს ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრებას, როდესაც ორივე მეუღლის მიერ საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლით, შრომითა და სახსრებით ხდება ქონების შეძენა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის დროს, არ არსებობს კანონის ძალით სადავო ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.
კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა რეგისტრირებული საქორწინო ურთიერთობა 2014 წლიდან. ასევე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული ქორწინებიდან მეუღლეებს შეეძინათ ერთი შვილი მი--- კრ---–---ი დაბადებული 2015 წლის 21 აგვისტოს. მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ისინი დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა განქორწინება სსგს სამსახურის მეშვეობით, რაზეც უარი მიიღო. ამასთან, მოპასუხესთან დარჩა მეუღლეების თანასაკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, ზალის კუთხე 1700 ლარის ღირებულების, ტელევიზორი 1000 ლარის ღირებულების, ტელევიზორის დასადგმელი 300 ლარის ღირებულების, მაგიდა 150 ლარის ღირებულების, საწოლი 500 ლარის ღირებულების, ჯამში სულ 3650 ლარის ღირებულების ნივთები. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ განქორწინების ნაწილში მე-–-- კრ---–---მა სარჩელი სცნო, ხოლო რაც შეეხება თანასაკუთრების გაყოფას, ასევე დაადასტურა სადავო ნივთების არსებობის ფაქტიც. თუმცა მოპასუხის განმარტებით აღნიშნული ნივთები სხვადასხვა დროს შეძენილია მისი მამის მი--- კრ---–---ის მიერ და იგი არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მოძრავი ქონება მისი მამის ფულადი სახსრებითაა შეძენილი, მოცემული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ დაკითხული იქნა როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე მხარის მოწმეები, თუმცა მოწმეთა ჩვენებები არის ბუნდოვანი და შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, მათი ჩვენებებიდან დადასტურებული იქნა მხოლოდ მეუღლეთა ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ხოლო იმ გარემოებას რა დროს და ვისი სახსრებით იქნა შეძენილი სადავო ნივთები, მოწმეებისთვის ცნობილი არაა.
ზემოხსენებული გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ რამდენადაც არ არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, ამასთან სასამართლო თვლის რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), და ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, სასარჩელო მოთხოვნა თანასაკუთრების გაყოფის ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, ლი-------–ა ჰა-------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; შეწყდეს ლი-------–ა ჰა-------------სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 198- წლის 2- ივნისს) და მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 196- წლის 1- იანვარს) შორის სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 08 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №1-141000407, სააქტო ჩანაწერი № 1-143000181); მოპასუხე მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ლი-------–ა ჰა-------------ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 198- წლის 2- ივნისს) და მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 196- წლის 1- იანვარს) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1825 (ათას რვაას ოცდახუთი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რამდენადაც მოპასუხემ სარცელი ცნო ნაწილობრივ მე-–-- კრ---–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლი-------–ა ჰა-------------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ლი-------–ა ჰა-------------სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 198- წლის 2- ივნისს) და მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 196- წლის 1- იანვარს) შორის სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 08 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №1-141000407, სააქტო ჩანაწერი № 1-143000181);
3.მოპასუხე მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ლი-------–ა ჰა-------------ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 198- წლის 2- ივნისს) და მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 196- წლის 1- იანვარს) სასარგებლოდ დაეკისროს 1825 (ათას რვაას ოცდახუთი) ლარის გადახდა;
6. მოპასუხე მე-–-- კრ---–---ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე