გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.09.2018
საქმის ნომერი
841210017002124466
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

8412100--002124466

საქმე N2/141-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი 20-8 წელი ქ. ტყიბული

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ტყიბულის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე.

სხდომის მდივანი - ფატმან მინდიაშვილი.

მოსარჩელე - ი-- ი--კ------

მოპასუხე - ხ----ა ნ---მ-----

წარმომადგენელი - ნ---- კ-----–ხ------

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ხ----ა ნ---მ----ს არასრულწლოვანი შვილის გა------– ნ---მ----ს (დაბადების თარიღი 1- მარტი, 20-- წელი) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით

სარჩელში აღნიშულია, რომ მოსარჩელე ი-- ი--კ----- და მოპასუხე ხ----ა ნ---მ---- განქორწინდნენ 20-- წლის 0- აპრილს. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძი--თ ერთი შვილი გა------– ნ---მ---- - დაბადებული 20-- წლის 1- მარტს. განქორწინების მომენტიდან, არასრულწლოვან გა------– ნ---მ----ს ზრდის დედა - ი-- ი--კ----- და ბავშვის აღზრდაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს მამა - ხ----ა ნ---მ-----

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ხ----ა ნ---მ----ს წარმომადგენელმა ნ---- კ-----–ხ--–--მ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა ალიმენტის სახით 70 ლარის გადახდაზე. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ხ----ა ნ---მ----ს მეტის გადახდა არ შეუძლია, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, სახლი დაეწვათ და თავად ხ----ა ნ---მ---- არსად არ მუშაობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ გა------– ნ---მ---- დაბადებულია 20-- წლის 1- მარტს, მისი მშობლები არიან დედა ი-- ი--კ----- და მამა ხ----ა ნ---მ-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა;

 

3.1.2. დადგენილია, რომ ი-- ი--კ----- და ხ----ა ნ---მ---- ამჟამად არიან განქორწინებულნი და ცხოვრობენ ცალ-ცალკე, გა------– ნ---მ---- ცხოვრობს დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განქორწინების მოწმობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ხ----ა ნ---მ---- არ მუშაობს, არის ავად, რის გამოც არ შეუძლია მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება, ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, დაეწვათ სახლი, აქვთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

თავის მხრივ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ხ----ა ნ---მ----ს სამუშაოს და ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მათ მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ავადმყოფობის და დასაქმების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს - 100 ლარის მოცულობით.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 11-8-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-8-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გა------– ნ---მ----ს მშობლები არიან - ი-- ი--კ----- და ხ----ა ნ---მ----- ამასთან, დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ გა------– ნ---მ---- ცხოვრობს დედასთან და სჭირდება მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ შეთანხმდნენ, მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, მოპასუხემ კი სარჩელი ცნო 70 ლარის ნაწილში. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. ამასთან, ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს სამართლებრივი დახმარების გარეშე.

 

გა------– ნ---მ---- არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. თუმცა, მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - გა------– ნ---მ----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის, თვეში 100 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20-- წლის 9 ოქტომბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ხსენებული კოდექსის 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%. ხოლო, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ სტადიაზე 70 ლარის ნაწილში, აღნიშნულის გათვალისწინებით ხ----ა ნ---მ----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს - 10.80 ლარი, სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-- ი--კ------ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ხ----ა ნ---მ----ს არასრულწლოვანი შვილის გა------– ნ---მ----ს (დაბადების თარიღი 1- მარტი, 20-- წელი) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან - 20-- წლის 09 ოქტომბრიდან, გა------– ნ---მ----ს სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

3. მოპასუხე ხ----ა ნ---მ----ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 10.80 ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს -სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში №200122900, სახაზინო კოდი 3 00 27 31 50 .

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქტყიბული, თაბუკაშვილის ქ. №4) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის №4) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. /კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით/.

 

მოსამართლე : ციცინო კიკვაძე