განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100118002622233
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1------------------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ გ-------------–--ის,ადვოკატ დ--------–---ის,ბრალდებულ დ-------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ-------------------–---------ის (პ/№6----------) - დაბადებულის 1----–-–---------------ს, თბილისში, რეგისტრირებულის: ქ-------–--–---------------------–----------------------–----------------------------------–-----------------------, - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

დ-------------ეს ბრალად ედება თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–-----–--------------–----------–---–ის ქუჩაზე მდებარე სლოტ-კლუბ ,,ა----------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------------ე თითქოსდა ყალბი ID ბარათის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ე-------------გან მოტყუებით დაეუფლა 735 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (თ--------------–--–---–-------------------------------------ს გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიების მასალები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა დ-------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მან დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ბრალდებული არის ოთხი შვილის მარტოხელა დედა, რომელთაგან სამი არასრულწლოვანია და მისი ოჯახური მდგომარეობა მატერიალურად არის მძიმე. ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მასალებიდან არ იკვეთება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი 4 ლაზერული დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი