განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/114-18
№061110618006
30ოქტომბერი, 2018 წელი სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა---------–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ------–-------------------–-–---–---------------–-------–-–----------------–-------------------------------------–------------------------------–----–----------------–------–-----
ადვოკატი - ოთ----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ტ------–------–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ტ------–------–-–--ლი სიტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს - იზ---–----------–-–--ლს, რაც მის ტანჯვას იწვევდა. სისტემატური ძალადობა გამოიხატებოდა ტ------–------–-–--ლის მიერ იზ---–----------–-–--ლის მიმართ არაერთგზის განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კერძოდ, 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით ტ------–------–-–--ლი დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 01 წელის ვადით საიდანაც (06 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით). ტ------–------–-–--ლი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, განსაკუთრებით კი პირობითი მსჯავრის მოხდიდან, 21.05.2018 წლიდან განსაკუთრებით აგრესიული გახდა მეუღლის მიმართ და თითქმის ყოველდღე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ფსიქოლოგიურად ძალადობდა იზ---–----------–-–--ლის მიმართ. 2018 წლის 11 ივნისსაც, დაახლოებით 17 საათზე ტ------–------–-–--ლი თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელ ხ---–---ში, კვლავ დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი და ისევ მიაყენა იზ---–----------–-–--ლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის - და------- დვ--–-–---–ის თანდასწრებით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
ტ------–------–-–--ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სასამრთლოს სრულად და დადასტურებულად მიაჩნია სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპით, თანაბარი პირობებით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ იზ---–----------–-–--ლის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფელ ხ---–---ში მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომელიც დაავადებულია ეპილეფსიით და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, 2018 წლის ივნისის თვეში მისი მეუღლე ტ------–------–-–--ლი სახლში მივიდა ნასვამი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, ვინაიდან წარსულში იგი ნასამართლევი იყო მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მას, ასევე მის არასრულწლოვან შვილს შეეშინდათ არ გაგრძელებულიყო კონფლიქტი და დარეკა პოლიციაში, დღეის მდგომარეობით იგი შერიგებულია მეუღლესთან და სურს თანაცხოვრების პირობებში გააგრძელონ შვილის აღზრდა, რომელიც დამოუკიდებლად უჭირს, ვინაიდან ტ------–------–-–--ლი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ტ------–------–-–--ლმა ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულში თავი მთლიანად ცნო დამანაშავედ და აჩვენა, რომ 2018 წლის 11 ივნისს იგი იყო ნასვამი, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს იზ---–----------–-–--ლს, რასაც დღეს ძალიან განიცდის და პირობა დადო, რომ მსგავსი ქმედება მისი მხრიდან აღარ განმეორდება.
სასამართლო სხდომაზე ვლ--------------–-–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის ივნისის თვეში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ის და ტ------–------–-–--ლი მუშაობდნენ ერთად ბალახის ცელვაზე, სამუშაოს დასრულების შემდგომ იგი ტ------–------–-–--ლის ეზოში წამოწვა დასასვენებლად და ჩაეძინა, ტ------–------–-–--ლმა, რომელიც იყო ნასვამი, გააგრძელა სამუშაო, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მას გაეღვიძა ჩხუბის ხმაზე, კერძოდ, ტ------–------–-–--ლი იგინებოდა მეუღლის მისამართით და ორივენი ყვიროდნენ, იქვე იყო მათი არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხმაური გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, იგი ცდილობდა მათ დამშვიდებას, მაგრამ იზ---–----------–-–--ლმა მაინც დარეკა პოლიციაში, რომლებიც მოვიდნენ დაახლოებით 15 წუთში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა კო--------------------ამ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისად, კერძოდ აჩვენა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 11 ივნისს იგი იმყოფებოდა შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, იყო პასუხისმგებელი მორიგე, რა დროსაც შესულ იქნა შეტყობინება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ, მეუღლესთან კონფლიქტის გამო მოქალაქე იზ---–----------–-–--ლი ითხოვდა პოლიციის დახმარებას. მის მიერ გამოკითხული იქნა იზ---–----------–-–--ლი, ასევე მისი მეუღლე ტ------–------–-–--ლი, გამოთხოვილ იქნა ტ------–------–-–--ლის პიროვნული მახასიათებლების დამადასტურებელი ცნობები, ვინაიდან მოწმე მიუთითებდა, რომ იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას მის მიერ დანიშნული იქნა სასამართლო-ამბულატორიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, საიდანაც მიღებული დასკვნის შემდგომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მის მიერ დაკავებულ იქნა ტ------–------–-–--ლი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N004416318 დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ამბულატორიული სასამართლო- ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით ტ------–------–-–--ლის ქმედებით იზ---–----------–-–--ლი განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ზემოაღნიშნული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ--------ე არ-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
3. სამართლებრივი შეფასება:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შედეგად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ტ------–------–-–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაული -ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ტ------–------–-–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ტ------–------–-–--ლს უნდა დაენიშნოს სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ------–------–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 )(ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებულ ტ------–------–-–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ტ------–------–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
მსჯავრდებულ ტ------–------–-–--ლს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე