განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002650413
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- ი--------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------ ი------- ძე ტ------–---–ი დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არ მქონე, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–-------------------------–-------------------------------------,ადვოკატი - გ------- ჭ--–---,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დაახლოებით 8 წელია ზ------ ტ------–---–ი და მ---- ჩ--–----–---–ი ქორწინებაში იმყოფებიან, მათ ჰყავთ სამი საერთო შვილი 6 წლის ს----- ტ------–---–ი, 5 წლის ლ---- ტ------–---–ი და 2 წლის მ---- ტ------–---–ი. 2018 წლის 21 აგვისტოს საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ზ------ ტ------–---–ის მფლობელობაში არსებული ,,ნისან მარჩის’’ ავტომობილით მგზავრობის დროს, ზ------ ტ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ---- ჩ--–----–---–ს. კერძოდ, რ------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან გამეტებით ურტყამდა მ---- ჩ--–----–---–- ხელებს სახის არეში, ასევე ძლიერად ქაჩავდა თმაში, რომელსაც შეესწრნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი მათი სამი არასრულწლოვანი შვილი, მიმავალი ავტმობილიდან მ---- ჩ--–----–---–მა გადმოხტომა სცადა და დახმარებას ითხოვდა, რა დროსაც ქ. თბილისში წ----------------2-ის მიმდებარე ტრიტორიაზე ზ-----ა ტ------–---–მა გააჩერა ავტომობილი და ცდილობდა მ---- ჩ--–----–---–ი ძალის გამოყენებით დაებრუნებინა ავტომობილში. მ---- ჩ--–----–---–ის ყვირილზე გაჩერდა მიმავალი ავტომობილი, ხოლო ზ------ ტ------–---–ი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ზ------ ტ------–---–ის ქმედების შედეგად მ---- ჩ--–----–---–- ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, ასევე დაუზიანდა ტუჩი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

ზ------ ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად შეესაბამება სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, დაზარალებულ მ---- ჩ--–----–---–ის, მოწმეთა, რ------ ხ---------–---–ის, ნ-----–---- გ--–---–---–ის და ნ-----–---- ნ--------ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და თანდართულ ფოტოსურათებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათს და თვლის, რომ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ------ ტ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზ------ ტ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავეთების გამოყენებას. ბრალდებული არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და სამივეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ზ------ ტ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ ტ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

ზ------ ტ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 22 აგვისტოდან - 2018 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული ზ------ ტ------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისულდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: მ---- ჩ--–----–---–ის მაისური დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, მ---- ჩ--–----–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი მოწითალო ფერის ანაწმენდი, დაზიანებული სათვალე და მუქი ფერის თმის ღერები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ორი ცალი ლაზერული დისკი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/