განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2018
საქმის ნომერი
080100118002706191
დავის ტიპი
276 1
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/988-18 (№076300518002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- მე----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მა-–---- გრ-----–ის ძე ფა-–---- - დაბადებული 19-- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.წყალტუბო, ნ-----------ს ქუჩა N-;

 

ადვოკატ - ირ---–- შე----–-ას

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 30 მაისს დაახლოებით 13:51 საათზე ქალაქ ქუთასიში ფა-–--–---–-ს ქუჩასა და წ--------ს ქუჩის კვეთასთან გამავალ საავტომობილო გაზაზე „ბმვ“-ს მოდელის სახ. ნომრით M-------- ავტომაქანით მოძრაობისას მა---- ფა-–----მ დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი (მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით, შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება) და მეორე პუნქტების (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები, ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა, რათა საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს) მოთხოვნები, გადავიდა ფა-–--–---–-ს ქუჩის უკიდურეს მარცხენა მხარეს არსებულ ტროტუარზე და დაეჯახა ტროტუარზე მდგარ ლიტვის მოქალაქე გ---- სტ----––----------------------ს. შედეგად გ---- სტ----––----------------------მ მიიღო ჯამრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ გ---- სტ----––----------------------ს გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ა-------------ს, გ---------–------ს, ვა------------------სა და მა-–---- ფა-–----ს გამოკითხვის ოქმები, შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0--------, ტრასოლოგიურ-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N1--------------, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N4----- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0--------, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0-------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა მა-–---- ფა-–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა-–---- ფა-–----მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მა-–---- ფა-–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ მა-–---- ფა-–---- დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ მა-–---- ფა-–---- აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, საქმის მასალების მიხედვით რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ამასთან, ბრალდებული გამოთქვამს მზაობას აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მა-–---- ფა-–----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობითად. ამასთან, მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის მართვის უფლების დროებით ჩამორთმევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მა-–---- ფა-–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

 

მა-–---- ფა-–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ მა-–---- ფა-–----ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ერთი ცალი CD-R დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

,,BMW’’-ს მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით M------, რომელიც შესანახად გადაცემული აქვს მესაკუთრეს მ----- ფა-–----ს - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური