განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002708695
1/235-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
30.11.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძემ
სხდომის მდივნის - ნინო ნადაშვილის
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ -მა------ კუ-------ვის
ადვოკატ - მი----- მუ------–--ლის
თარჯიმან -რა----- მე-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მა------ კუ-------ვი;
მამის სახელი: ის----–;
დაბადებული: 25.10.1----
პირადი ნომერი: 2-----------
მოქალაქეობა: საქართველო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კა---–-.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2018 წლის მაისის თვიდან, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---––- მცხოვრები მა------ კუ-------ვი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასამელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მა------ კუ-------ვი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს შა--–---- ამ------–----ვას, რაც იწვევდა მის ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---––-, საკუთარ საცხოვრებელი სახლის ეზოში მა------ კუ-------ვმა სცემა მეუღლეს, შა--–---- ამ------–----ვას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მა------ კუ-------ვი 2018 წლის 28 სექტემბერს 18:55 საათზე დააკავეს და 2018 წლის 30 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 01 ოქტომბერს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ განთავისუფლდა პატიმრობიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის მაისის თვიდან, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---––- მცხოვრები მა------ კუ-------ვი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასამელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მა------ კუ-------ვი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს შა--–---- ამ------–----ვას, რაც იწვევდა მის ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---––-, საკუთარ საცხოვრებელი სახლის ეზოში მა------ კუ-------ვმა სცემა მეუღლეს, შა--–---- ამ------–----ვას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, - შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ილ-- მუ--–-ძის, აზ----- კუ-------ვისა და ნუ---- კა-----ვას გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ შა--–---- ამ------–----ვას გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა------ კუ-------ვმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს შა--–---- ამ------–----ვას რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა------ კუ-------ვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა------ კუ-------ვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
მა------ კუ-------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა------ კუ-------ვის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნის გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მა------ კუ-------ვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, გირაოს სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში.
2018 წლის 01 ოქტომბერს მა------ კუ-------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უზრუნველყოფილი იქნა ფულადი თანხით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა------ კუ-------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
4. მა------ კუ-------ვს სასჯელის მოხდის ვადაში, მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 სექტემბრის 18:55 საათიდან 2018 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით.
5. აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ვ----– ბა-------ვს (პ/ნ 2----------- დაუბრუნდეს 2018 წლის 01 ოქტომბრერს მა------ კუ-------ვის (პ/ნ 2----------) აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე