განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
340100118002658643
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002658643

N1/212-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

30.11.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ვუ---- ალ--ვის

ადვოკატ - გუ---- მა-----ძის

თარჯიმან -რა----- მე-----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ვუ---- ალ--ვი;

მამის სახელი: ვა-–--------–-;

დაბადებული: 26.06.1----–--–-;

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაონის სოფელი გ------–-;

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი გ------–-.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ვუ---- ალ--ვმა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 23 აგვისტოს დილის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გ------–-ში, საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული დავის გამო, ვუ---- ალ--ვს კამათი მოუხდა მამასთან ვა---– ალ--ვთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

ვუ---- ალ--ვი 2018 წლის 23 აგვისტოს 13:45 საათზე დაკავებული იქნა. 2018 წლის 25 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ:დაზარალებულ ვა-–-- ალ--ვის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ნი--- ბალ--ვის გამოკითხვის ოქმით, ვა-–-- ალ--ვის ტომოგრაფიული კვლევის ასლით, ბრალდებულ ვუ---- ალ--ვის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ: 2018 წლის 23 აგვისტოს დილის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გ------–-ში, საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული დავის გამო, ვუ---- ალ--ვს კამათი მოუხდა მამასთან ვა---– ალ--ვთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დადასტურებულია, რომ ვუ---- ალ--ვმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან თავისი ოჯახის წევრის, მამის, ვა-–-- ალ--ვის მიმართ.

სამართლებრივი შეფასება

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვუ---- ალ--ვმა ჩაიდინა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვუ---- ალ--ვის მიმართ პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მისი ნასამართლობა.

ვუ---- ალ--ვის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არის ის რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩადენილს გულრწფელად ინანიებს.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ვუ---- ალ--ვის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ ვუ---- ალ--ვის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არის ნასამართლევი, გამოძიების დროს ითანამშრომლა გამოძიებასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვუ---- ალ--ვთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

ვუ---- ალ--ვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დაადგინა:

1. ვუ---- ალ--ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

2. ვუ---- ალ--ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 აგვისტოს 13:45 საათიდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ამოღებული პისტოლეტი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

5. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე