განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002671533
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/403-18 08 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორების: ბ-------- ჩ----ის, ს--–---- ჩ------ის,ბრალდებულ - გ------- გ--------ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011070818001 საქმე გ------- დ-------------ნტურის (დაბადებული 1--- წლის 29 მარტს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ მ-----------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- გ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ------- გ--------ი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა გორის რაიონის სოფელ მ-----------–- მდებარე ნ--- ა--–------ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ნ--- ა--–------ის ბინის ხელშეუხლობა.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა გ------- გ--------მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ზ------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გ------- გ--------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------- გ--------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და შესაბამისად სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. გ------- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ტანსაცმელი, საწოლის გადასაფარებელი და ტელევიზორის პულტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე