გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
330210118002381786
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330210118002381786 (2/9928-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი 2--- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

მოსარჩელე ლ-----------–---–ი,წარმომადგენლები: თ------–---------------------–-–---–---–------–--–--–---–--

მოპასუხე ა-–----------------–---–ი,მოპასუხე შპს "ს------------–-------",წარმომადგენელი მ-------------–---–-

დავის საგანი: მოძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 ივლისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით დაყადაღებული ნივთების: მაცივარი, ტელევიზორი, მაგიდა, სარეცხი მანქანა, დივანი - ყადაღისგან გათავისუფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს "ს------------–-------ს" წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.

 

2.2. მოპასუხე ა-–----------------–---–ს შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 ივლისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით დაყადაღებული ნივთები: მაცივარი, ტელევიზორი, მაგიდა, სარეცხი მანქანა, დივანი - არის მოსარჩელე ლ-----------–---–ის საკუთრება.

 

მოცემულ საქმეში მოპასუხეთაგან კრედიტორმა, შპს "ს------------–-------ს" წარმომადგენელმა ცნო სარჩელი. მოპასუხე ა-–----------------–---–ს არც შესაგებელი შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რაც სასამართლოს აზრით იმას ნიშნავს, რომ ის სადავოდ არ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ-----------–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 ივლისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით დაყადაღებული ნივთები: მაცივარი, ტელევიზორი, მაგიდა, სარეცხი მანქანა, დივანი - არის მოსარჩელე ლ-----------–---–ის საკუთრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელის ფასია 3999.98 ლარი. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.

ვინაიდან სარჩელის ფასის გათვალისწინებით საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ამდენად, მოპასუხეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 70 ლარის ოდენიბით, ხოლო 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე არ ემსჯელა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–-- განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სადავო ნივთების რეალიზაცია.

 

ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, სახეზე არ გვაქვს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ლ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 ივლისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #1----- აქტით დაყადაღებული ნივთები: მაცივარი, ტელევიზორი, მაგიდა, სარეცხი მანქანა, დივანი.

 

3. მოსარჩელე ლ-----------–---–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტდიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 70 ლარი (სს "ს----------–---------", 0-.0-.2--- წელი, საგადახდო დავალება #--- სახაზინო კოდი 3--------, გადამხდელი ლ-----------–---–ი).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე