გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340210018002541850
საქმე №2/588-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.11.2018 წელი, ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - სი---- თე--------–---–ი
წარმონადგენელი - კო---------–---–ი
მოპასუხე - თა---- ვა-----–---–ი
წარმომადგენელი - მა---------–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილება
წარმომადგენელი - ნა----–-ა მთ---–-–---–ი
დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს მიეცეს უფლება, ნახოს და წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - თე--------ე თე--------–---–ი: 1. ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე; 2. ყოველი კვირის პარასკევს, 16:30 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე; 3. ყოველი წლის 01 იანვრიდან 15 იანვრამდე და 01 აგვისტოდან 15 აგვისტომდე.
მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლიდან შექმნა ოჯახი თა---- ვა-----–---–თან, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინა შვილი - თე--------ე თე--------–---–ი. მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ 2017 წლის დეკემბერში. მოსარჩელე ვერ ახერხებს შვილის ნახვას, ვინაიდან მოპასუხე ამის წინააღმდეგია. მოსარჩელეს სურვილი აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და პერიოდულად წაიყვანოს იგი თავის ოჯახში.
2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე თა---- ვა-----–---–მა შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით, სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მან განმარტა, რომ თანახმაა მამას ჰქონდეს შვილთან ურთიერთბა, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მოსარჩელემ ბავშვი თავის სახლში წაიყვანოს ღამით, რადგან ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მას მიზანშეუწნლად მიაჩნია მისი ამ ასაკში დედის გარეშე დატოვება. მოპასუხის განმარტებით, იგი თანახმაა მცირეწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი დარჩეს ღამით მამასთან 3 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
2.2. მესამე პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების წარმომადგენელმა - ნა----–-ა მთ---–-–---–მა განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს თავის არასრულწლოვან შვილთან. შესაბამისად, მან მხარი დაუჭირა სარჩელს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე სი---- თე--------–---–ი და მოპასუხე თა---- ვა-----–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი.
3.1.2. 2016 წლის 03 სექტემბერს შეეძინათ შვილი - თე--------ე თე--------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14).
3.1.3. მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს დაშორდნენ და ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მცირეწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი მოპასუხე თა---- ვა-----–---–თან ცხოვრობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ1-12);
- შესაგებელი (ს.ფ. 15-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნების თანახმად, ორივე მშობლის ოჯახში დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები და უსაფრთხო გარემოა. ორივე მშობელთან სრულყოფილი ურთიერთობა ხელს შეუწყობს ბავშვის სრუფლასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას, ხოლო მამის ოჯახში ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება ბავშივს სტაბილური ემოციური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.09.2018 წლის დასკვნა №1720;
- 22.10.2018 წლის დასკვნა №22850.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ იკვეთება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაეროს კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. აღნიშნული კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სი---- თე--------–---–ი და მოპასუხე თა---- ვა-----–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლიდან, 2016 წლის 03 სექტემბერს შეეძინათ შვილი - თე--------ე თე--------–---–ი. მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს დაშორდნენ და ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მცირეწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი მოპასუხე თა---- ვა-----–---–თან ცხოვრობს.
საქმის განხილვის დროს მოპასუხემ განმარტა, რომ არ არის წინააღმდეგი, რომ მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს თავის არასრულწლოვან შვილთან, რადგან იგი ბავშვის მამაა და ასეთი ურთიერთობა ბავშვისთვის სასიკეთო იქნება. თუმცა, მოპასუხე ბავშვის მოსარჩელის სახლში წაყვანის და ღამით იქ დატოვების კატეგორიული წინააღმდეგია, სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 3 წელი.
სასამართლოს სხდომაზე, სი---- თე--------–---–მა განმარტა, რომ ბავშვის ღამით თავისთან დატოვების უფლება მიეცეს იმ შემთხვევაში, თუ ამის წინააღმდეგი თავად ბავშვი არ იქნება და თუ იგი დედის გარეშე იგრძნობს დისკოფორტს და გამოხატავს წუხილს, დაუყოვნებლივ დააბრუნებს ბავშვს დედასთან.
სასამართლო დავის გადაწყვეტის მიზნით ხელმძღვანელობს არამარტო სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებით, რომლებიც მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია და ბავშვის უფლებების დაცვაზე და მათი ინტერესების უპირატეს გათვალისწინებაზე მიუთითებს. კერძოდ, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით დადგენილია ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.“ აღნიშნული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას, უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა. შესაბამისად, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დაცულია მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილთან, თუ ეს თითონ ბავშვის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მშობელთა უპირველესი მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომლის მიხედვით, სი---- თე--------–---–ის ოჯახში არის დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები და უსაფრთხო გარემო, მოსარჩელის დედას და დას აქვთ კარგი აღმზრდელობთი და ზრუნვითი უნარ-ჩვევბი. ბავშვის ოჯახში ყოფნისას ბავშვის მამა, ბებია და მამიდა თე--------ეს ხშირად უკითხავდნენ საბაშვო ლიტერატურას, აძლევდნენ მითთებებს სწორ ქცევაზე, უწევენ მხარდაჭერას, გამოხატავენ სითბოს და სიყვარულს ბავშვისადმი.
ყოველივე აღნიშნული მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მზრუნველობას იჩენს შვილის მიმართ. ამავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასკვნის მიხედვით, ბავშვის დედა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის. შესაბამისად, მოსარჩელესა და მცირეწლოვანს შორის ურთიერთობებში რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება სახეზე არ არის, მათ შორის ხშირი ურთიერთობა თავად ბავშვის ინტერესს შეესაბამება და არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ ამგვარი ურთიერთობით რაიმე სახის ზიანი მიადგება თე--------ე თე--------–---–ის ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას, სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მის დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მამისთვის ბავშვის წაყვანის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო რაიმე ჩანაწერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება ამ მხრივ რაიმე შეზღუდვის დაწესების აუცილებლობა. ამდენად, მშობლის უფლების შეზღუდვის რაიმე წინაპირობა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ დადასტურდა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ არასრუწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი დადის საბავშვო ბაღში. შესაბამისად, შვილის მიმართ მშობელთა უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, დედას, ისევე როგორც მამას, თანაბრად უნდა მიეცეს თავისუფალი (უქმე და დასვენების) დღის შვილთან გატარების უფლება, რაც ასევე გათვალიწინებული უნდა იქნეს არდადეგების პერიოდსა და სადღესასწაულო დღეებზე.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის, მოპასუხის პოზიციის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის არგუმენტაციის, ბავშვების ასაკის, მათი ინტერესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - 2016 წლის 03 სექტემბერს დაბადებული თე--------ე თე--------–---–ი ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე და კვირა დღეს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდგომ დედასთან - თა---- ვა-----–---–თან დაბრუნების პირობით, ასევე პარასკევს 16:00 საათიდან შაბათს 20:00 საათამდე დედასთან - თა---- ვა-----–---–თან დაბრუნების პირობით. ამასთან, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი ყოველი ლუწი წლის 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით და 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, და ყოველი კენტი წლის 8 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით და 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს, არაქონებრივ დავაზე 100 ლარს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ამიტომ, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია და იგი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხე თა---- ვა-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 ლარის ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სი---- თე--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს (პ/ნ 1----------), ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - 2016 წლის 03 სექტემბერს დაბადებული თე--------ე თე--------–---–ი (პ/ნ 2----------), ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე და კვირა დღეს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდგომ დედასთან - თა---- ვა-----–---–თან (პ/ნ 1----------) დაბრუნების პირობით;
1.2. არასრულწლოვანი თე--------ე თე--------–---–ის თანხმობის (სურვილის) შემთხვევაში, მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს (პ/ნ 1----------) მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი (პ/ნ 2----------), ყოველი კვირის პარასკევს 16:00 საათიდან შაბათს 20:00 საათამდე, დედასთან - თა---- ვა-----–---–თან (პ/ნ 1----------) დაბრუნების პირობით;
1.3. არასრულწლოვანი თე--------ე თე--------–---–ის თანხმობის (სურვილის) შემთხვევაში, მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს (პ/ნ 1----------) მიეცეს უფლება, წაიყვანოს არასრულწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი (პ/ნ 2----------), ყოველი ლუწი წლის 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით და 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შემდგომ დედასთან - თა---- ვა-----–---–თან (პ/ნ 1----------) დაბრუნების პირობით;
1.4. არასრულწლოვანი თე--------ე თე--------–---–ის თანხმობის (სურვილის) შემთხვევაში, მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს (პ/ნ 1----------) მიეცეს უფლება, წაიყვანოს არასრულწლოვანი თე--------ე თე--------–---–ი (პ/ნ 2----------), ყოველი კენტი წლის 8 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით და 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შემდგომ დედასთან - თა---- ვა-----–---–თან (პ/ნ 1----------) დაბრუნების პირობით.
2. მოპასუხე თა---- ვა-----–---–ს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე სი---- თე--------–---–ს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი - 13.07.2018 წ., საგადახდო დავალება №17138436, სახაზინო კოდი - 300503150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე