გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2018
საქმის ნომერი
160310018002743754
კატეგორია
დავის ტიპი
საარჩევნო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002743754

N 3/149-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი: ელენე თაგაური

 

მოსარჩელე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

წარმომადგენელი - გვ--–---------–-–---–ი;

 

მოპასუხე - N22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისია;

 

წარმომადგენელი - ია-----------ე (თავმჯდომარე), ბე-------–--–ი, გი-----ი

სა--------ანი;

 

მესამე პირები - სალ--------------–--ლი, გრ-----–---–-ძე (პრეზიდენტობის კანდიდატები) - (მონაწილეობის გარეშე);

 

გუ--------------ი, აზ---------------ვა, ჯე---------------ვა, მაგ---–--–------–--ლი, ასლ-----------------ვა (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები) - (მონაწილეობის გარეშე);

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა: (იხ. დაზუსტებული მოთხოვნები)

 

1.1. მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N62/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;

1.2. მა-------–ის N22 საარჩევნო ოლქის N15 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგების ბათილად ცნობა და ბიულეტენების ხელახლა გადათვლის დავალება;

1.3. მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო ოლქისათვის N15 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გუ--------------ის, მოადგილე აზ---------------ვასა და კომისიის წევრების ჯე---------------ვასა და მაგ---–--–------–--ლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების დავალება;

1.4. მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N59/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;

1.5. მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო ოლქისათვის N49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამრასტან ნურადმომაედვისა და კომისიის წევრ (რეგისტრატორის) ასლ-----------------ვას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების დავალება;

1.6. მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N58/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;

1.7. მა-------–ის N22 საარჩევნო ოლქის N49 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგების ბათილად ცნობა;

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დამკვირვებლის მიერ მა-------–ის N22 საარჩევნო ოლქის N15 და N49 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა დარღვევები. დარღვევებთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლის მიერ დაწერილი იქნა საჩივრები. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ N15 საარჩევნო უბანზე არ დარეგისტრირდა მისი საჩივრები, ხოლო N49-ე უბანზე, მიუხედავად საჩივრის რეგისტრაციისა, არ მოახდინეს რეაგირება საჩივრებთან დაკავშირებით. მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა საიას საჩივრები, თუმცა არ მოახდინა მტკიცებულებების სრული გამოკვლევა და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. N22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიამ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საოლქო კომისიის მიერ განხილულ იქნა სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი, საჩივრის განხილვისას არ გამოიკვეთა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, არ დადასტურდა საჩივარში აღწერილი გარემოებები. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი საჩივრის განხილვის სხდომაზე მოწვეული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული იქნა ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება და ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №351/2018 განკარგულების თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 105-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №351/2018 განკარგულება;

 

3.1.2. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ნოემბრის არჩევნებისათვის №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის N15 და N49 საუბნო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება;

 

3.1.3. 2018 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გვ--–---------–-–---–მა საჩივრით მიმართა №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა №15 უბნის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, შედეგების გადათვლა და დამრღვევ პირების მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ №22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის №15 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, უბნის დახურვის შემდეგ არ ჩაატარა წილისყრა, ფუნქციათა გადასანაწილებლად და არ გამოავლინა მეთვალყურეები. ასევე მთვლელები არ ახდენდნენ ბიულეტენების დათვლას კანონის შესაბამისად ჩუმად იდგნენ და ისე ითვლიდნენ ბიულეტენებს არ აცხადებდნენ ვისთვის იყო ხმა მიცემული;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის გვ--–---------–-–---–ის 2018 წლის 28 ნოემბრის საჩივარი (ს.ფ. 52);

 

3.1.4. №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №62/2018 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (წარმომადგენელი - გვ--–---------–-–---–ი) საჩივარი უსაფუძვლობის გამო.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ როგორც №15 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, უბნის დახურვის შემდგომ წილისყრით გამოვლინდა მთვლელები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას ასევე გამოვლენილი იყვნენ მთვლელების მეთვალყურეები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №62/2018 განკარგულება (ს.ფ. 53-54).

 

3.1.5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მიხედვით, N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N15 საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს წარმოადგენდნენ კომისიის თავმჯდომარე - გუ-------------ი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - აზ---------------ვა, კომისის მდივანი - ხახ--------------რი, კომისიის წევრები - გა-------–აძე, კუ-–-------------ვა, ნა-------------ვი, მაგ---–--–------–--ლი, ჯე---------------ვა, ან--------------ვი, ის-------–---ი ტუ------------ვი და დამკვირვებლები.

 

ხმების დათვლის პროცედურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის წილისყრით ფუნქცია გადანაწილდა სამ მთვლელზე - მაგ---–--–------–--ლზე, ნა-------------ვზე და ტუ------------ვზე, ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილე იყო 2 წარმომადგენელი - ან--------------ვი და გა-------–აძე, ასევე 2 მეთვალყურე, რომელიც აკვირდებოდა დათვლის მთელ პროცედურას წარმოადგენდნენ - ჯე---------------ვი და კუ-–-------------ვა.

 

N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N15 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი;

 

3.1.6. 2018 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გვ--–---------–-–---–მა საჩივრით მიმართა №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა №49 უბანზე შეწყდეს კენჭისყრის პროცესი და ბათილად გამოცხადდეს უბნის არჩევნების შედეგები.

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი N49 საარჩევნო უბანზე დღის განმავლობაში დაფიქსირდა სხვადასხვა დარღვევები. კერძოდ, უბანზე დილით ფუნქციათა გადანაწილება მოხდა კანონის დარღვევით, ერთი და იგივე ამომრჩეველმა ხმის მიცემა განახორციელა ორჯერ, ასევე მთელი დღის განმავლობაში უბანზე შესვლას ცდილობდნენ მარკირებიანი ამომრჩევლები და 16:00 საათზე ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე შეუშვა მარკირებიანი ამომრჩეველი, რომელსაც ჰქონდა სხვისი პირადობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის გვ--–---------–-–---–ის 2018 წლის 28 ნოემბრის საჩივარი;

 

3.1.7. №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №58/2018 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის - გვ--–---------–-–---–ის საჩივარი უსაფუძვლობის გამო.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ როგორც №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასრ--------------------ის, კომისის მდივნის - მაი------–--ის, კომისიის წევრების - ჯა-----------–---ის და ამავე უბანზე არასამთავრობო- სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,მწვ------------–ის“ დამკვირვებლის - ორ------------ის ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ N49-ე უბანზე კენჭისყრა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით, უბანზე არ დაფიქსირებულა ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ რამოდენიმეჯერ ხმის მიცემის ფაქტი, ნაკადი მარეგულირებელი ამოწმებდა საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, ხოლო ნაკადი მარეგულირებლის მუშაობის პროცესს აკვირდებოდა არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,მწვ------------–ის“ - დამკვირვებელი, რომელიც აღნიშნავს, რომ ნაკადის მარეგულირებლის საქმიანობას პირადად აკვირდებოდა და მსგავს დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №58/2018 განკარგულება (ს.ფ. 64-65).

 

3.1.8. 2018 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გვ--–---------–-–---–მა საჩივრით მიმართა №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა №49-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს და რეგისტრატორს - ასლ----------------ბს დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ N22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი N49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი შევიდა და ხმის მიცემა განახორციელა ისე, რომ არ იყო უბანი გახსნილი. მას შემდეგ რაც დარღვევა დაფიქსირდა კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს რეგისტრატორმა გამოართვა შევსებული ბიულეტინი, რომელიც ნახა უშუალოდ მან და კომისიის თავმჯდომარემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის გვ--–---------–-–---–ის 2018 წლის 28 ნოემბრის საჩივარი;

 

3.1.9. №22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №59/2018 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის - გვ--–---------–-–---–ის საჩივარი უსაფუძვლობის გამო.

 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ როგორც №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასრ--------------------ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ საჩივარში დაფიქსირებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, საარჩევნო პროცესი უბანზე მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით და უბნის გახსნამდე ამომრჩევლის შეშვება უბანზე არ მომხდარა, იქამდე ვიდრე არ დასრულდა ხმის მიცემის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №59/2018 განკარგულება (ს.ფ. 64-65).

 

3.1.10. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მიხედვით, N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N49 საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს წარმოადგენდნენ - კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისის მდივანი, კომისიის წევრები და დამკვირვებლები.

 

ხმების დათვლის პროცედურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის წილისყრით ფუნქცია გადანაწილდა ოთხ მთვლელზე - სამირ ბაირამოვზე, ფი-----–ი მურ------–---ზე, ჯა-----------–---ზე და ელ--------------ზე.

 

ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილე იყო 2 წარმომადგენელი - სუ------------------------------------------ი, ასევე 2 მეთვალყურე, რომელიც აკვირდებოდა დათვლის მთელ პროცედურას წარმოადგენდნენ - სა-–--------–-–---–-------------–-–---–ი;

 

N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N49 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები დაფიქსირდა ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ;

 

დადგენილია, რომ ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ დამკვირვებლის - ნი------------–---–ის და გვ--–---------–-–---–ის განცხადება/საჩივარი დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელემ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად სასამართლოს წარმოუდგინა შექმნილი ვითარების ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ N49 უბანზე არ განახორციელეს უბნის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები, კერძოდ, არ გამოვლინდა უბნის კომისიის წევრების ფუნქციები, რაც კომისიის თავმჯდომარის მიერ მოხდა რეაგირება და დროული აღმოფხვრა, რაც შეეხება ერთი პირის მიერ ორჯერ ხმის მიცემას და მარკირება გავლილი პირის მიერ ხმის მიცემას ასეთი ფაქტი წარმოდგენილი აუდიო, ვიდეო და ფოტომასალაზე არ არის ასახული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”.

 

6. სასამართლოს შეფასება:

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების თანხმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამდენად, სადაო - N22 მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის N58/2018 , N59/2018, N62/2018 განკარგულებები და N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N15-ე და N49-ე საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმები წარმოადგენენ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი. შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, სადაო აქტების გამოცემისას რამდენად ჰქონდა ადგილი კანონის ისეთ არსებით დარღვევას, რაც მათ ბათილად ცნობას გამოიწვევს.

 

6.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის N62/2018 განკარგულებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის საჩივარი, რომლითაც მისი ავტორი მოითხოვდა N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N15 უბნის ბათილად ცნობას და ხელახლა გადათვლას, არ დაკმაყოფილდა.

 

საჩივრის ავტორმა საჩივარში და შემდეგ - სარჩელში პრეზიდენტის არჩევნებისას მა-------–ის N22 საარჩევნო ოლქის N15 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მუშაობის წესის დარღვევაზე მიუთითა. მისი განმარტებით, ადგილი ჰქონდა N22 საარჩევნო ოლქის N15 უბნის დახურვის შემდგომ, ყუთის გახსნამდე ჩასატარებელ და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევას. მან აღნიშნა, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ არ გამოავლინა მთვლელები და მათი მეთვალყურეები, რომლებიც თავის მხრივ, ხმების დათვლისას ხმამაღლა არ აცხადებდნენ თუ ვისთვის იყო მიცემული ხმა და ასევე არ მიუთითებდნენ ბათილი ბიულეტენების შესახებ. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელე მოითხოვდა N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N15 უბნის ხელახლა გადათვლას.

 

არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას აწესრიგებს საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

 

მითითებული კანონის VIII თავი განსაზღვრავს კენჭისყრის წესსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, კერძოდ, 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამ კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

 

ხმის დათვლის წესი მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

 

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ პირველ მთვლელს ევალება საარჩევნო ბიულეტენის კონვერტიდან ამოღება და გამოცხადება, ვისთვისაა ხმა მიცემული, რის შემდეგაც იგი ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს.

 

N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N15 უბნის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნით დადგენილია, რომ შერჩეული იქნა 3 მთვლელი და 2 მეთვალყურე და რაიმე სახის საჩივარი ან პრეტენზია კონკრეტულად ხმების დათვლის პროცესის, მისი უზუსტობის შესახებ წარდგენილი არ ყოფილა. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის თანახმად, ასევე შენიშვნა, საჩივარი ან პრეტენზია საარჩევნო ბიულეტენის კონვერტიდან ამოღების, ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენის მეორე მთვლელისათვის გადაცემის, ხოლო მეორე სახის ბიულეტენის - მესამე მთვლელისათვის გადაცემის წესის დარღვევის შესახებ არავის წარუდგენია.

 

ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ისეთი წონადი არგუმენტები, რომელიც საბოლოოდ ეჭვს წარმოშობდა ხმების დათვლის უზუსტობაზე და გახდებოდა N15 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობისა და შედეგების ხელახლა გადათვლის საფუძველი, ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

6.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო N58/2018 განკარგულება, რომლითაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის საჩივარი N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N49 უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო N59/2018 განკარგულებით, ასევე უარი ეთქვა N49 უბნის კომისიის თავმჯდომარისა და წევრის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.

 

საჩივრის ავტორი N49 უბნის შედეგების ბათილად ცნობისა და კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად მიუთითებდა, იმ გარემოებებს, რომ კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარის მიერ არ იქნა განსაზღვრული კომისიის წევრთა ფუნქციები. უბანზე შესვლას ცდილობდა მარკირების მქონე ამომრჩეველი, რომელსაც ჰქონდა სხვისი პირადობის მოწმობა და ერთმა პირმა განახორციელა ორჯერ ხმის მიცემა.

 

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელე მოითხოვს N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N49 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, ხოლო მე-2 ნაწილის ,,ა-ზ“ ქვეპუნქტების შინაარსის თანახმად, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის შემდეგ, წილისყრით გამოავლენს კომისიის წევრთა ფუნქციებს, რომლის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დრის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.

 

დადგენილია, რომ N22 მა-------–ის საარჩევნო ოლქის N49 უბნის გახსნამდე კომისიის თავმჯდომარის მიერ არ იქნა წილისყრით გამოვლენილი კომისიის წევრთა ფუნქციები, თუმცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე დროულად აღმოიფხვრა დარღვევა და გადანაწილდა ფუნქციები, რაც შეტანილი იქნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული დარღვევა გონივრულ ვადაში იქნა მოწესრიგებული, რასაც არსებითი მნიშვნელობის მქონე ზიანი, რომელიც გამოიწვევდა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას, არ დამდგარა. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ უბანზე შესვლას ცდილობდა მარკირების მქონე ამომრჩეველი, რომელსაც ჰქონდა სხვისი პირადობის მოწმობა და ერთმა პირმა განახორციელა ორჯერ ხმის მიცემა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომელსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვებამ შემოწმება, შეფასება და ა.შ.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებენით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშული მითითებულია როგორც ადმინისტრაციულ ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. იქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტების ნამდვილობის დადგენაზე, გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლიც მიუთითებდა სადავო აქტების შედგენისას კანონის ისეთ არსებით დარღვევაზე, რაც გამოიწვევს მათ ბათილად ცნობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არსებითი შეუსაბამობა კანონთან და ამდენად, არ არსებობს სადავო აქტების - მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N62/2018 განკარგულების, მა-------–ის N22 საარჩევნო ოლქის N15 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგების, მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N59/2018 განკარგულების, მა-------–ის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის N58/2018 განკარგულების, მა-------–ის N22 საარჩევნო ოლქის N49 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე უსაფუძვლოა სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების დავალების შესახებ. ამდენად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, 23-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე