განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002599022 №1/75
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.11.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - თ---------------–--------
დაცვის მხარე
ბრალდებული: მ------------
დაბადებული: 10.01.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 2----------
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: მარტვილის რაიონი, სოფელი ნ---------
ადვოკატი - ლ-–-----–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - დახურული
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 23 ივლისს ქ.თბილისში მცხოვრები, 2002 წლის 10 ოქტომბერს დაბადებული, 15 წლის ნ------------ე სტუმრად ჩავიდა მარტვილის რაიონის სოფელ ნ---------ში ბ-–------------ს საცხოვრებელ სახლში. იმავე დღეს დაახლოებით 1600 საათზე ბ-–------------ს სახლში სტუმრად მივიდა მეზობლად მცხოვრები, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------------, რომელმაც საცხოვრებელ სახლში დაინახა სტუმრად მყოფი ნ------------ე, რომელსაც ეცვა მოკლე შორტი და ბრეტელებიანი მაისური. მ------------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ნ------------ე იყო თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი, თავისი სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილებისა და დაზარალებულ ნ------------ისათვის სქესობრივი ლტოლვის გაღვიძების მიზნით, გადაწყვიტა ნ------------ის მიმართ განეხორციელებინა გარყვნილი ქმედება. ამ მიზნით მან ნ------------ე მარტო დაიგულვა საძინებელ ოთახში, სადაც ნ------------ე საწოლზე იყო წამოწოლილი, მ------------მ დაუწყო მას დაჟინებული მზერა სხეულზე, რის შემდეგ ხელით მოეფერა ლოყაზე, აღნიშნულის გამო ნ------------ემ უხერხულად იგრძნო თავი და იძულებული გახდა გასულიყო საძინებლიდან. იმავე დღეს მომხდარიდან დროის მცირე მონაკვეთში, მ------------მ საცხოვრებელ სახლში ისევ მარტო დაიგულვა ნ------------ე, გააგრძელა მისი დაჟინებული მზერა და აკოცა ლოყაზე, რის გამოც დაზარალებული განერიდა მას. მ------------მ იმავე დღეს ბ-–------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ისევ მარტო დაიგულვა ნ------------ე, დაუწყო მას დაჟინებული მზერა სხეულზე, რის შემდეგ ნ------------ის ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოხვია წელის არეში, ჰკითხა მას ასაკი და მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ დაზარალებული იყო თხუთმეტი წლის, თავისი სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილების მიზნით ნ------------ეს საჯდომის მარცხენა დუნდულოზე მოუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი, ნ------------ე გაიქცა საცხოვრებელ სახლში და მომხდარის შესახებ შეატყობინა ბ-–------------ს ოჯახის წევრებს.
2. ბრალდებულმა მ------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
4. 2018 წლის 24 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მ------------.
5. 2018 წლის 24 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მ------------მ მიუთითა ის ადგილები, მარტვილის რაიონის სოფელ ნ---------ში ბ-–------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც მისი განმარტებით, ნ------------ეს მიუალერსა, აკოცა, ხელი მოხვია წელზე, ხელი მოკიდა საჯდომზე. ექსპერიმენტის ადგილი ფოტოილუსტრირებულია.
6. 2018 წლის 24 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ნ------------ისგან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ბრეტელებიანი მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის გახეხილი მოკლე შარვალი.
7. 2018 წლის 24 ივლისის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მ------------სგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.
8. დაზარალებულმა ნ------------ემ განაცხადა, რომ არის მეათე კლასის მოსწავლე, სწავლობს თბილისის 1---ე საჯარო სკოლაში, ამჟამად არის 16 წლის. მისი დეიდაშვილის ლ--–--------–---–ის ქმარი არის ბ-–------------ და მისი სოფელი არის მარტვილის რაიონ სოფელ ნ---------ში. 2018 წლის 23 ივლისს, წამოვიდა დეიდაშვილ ლ--–--------–---–თან, მის მეუღლე ბ-–------------სთან და მათი არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად. ბ-–------------ს დედასთან წამოვიდნენ დასასვენებლად. დაიწყეს ბარგის ამოლაგება, რა დროსაც მოდიოდნენ სტუმრები. იმ დღეს სტუმრად მივიდნენ მ------------ და მისი დედა. მ------------მ თავიდანვე შეაწუხა მზერით, თვითონ სცადა მორიდებოდა, ავიდა მეორე სართულზე, სადაც არის ორი ოთახი, ერთ ოთახში იყვნენ ბ-–------------ს დედა ნათელა და მ------------ს დედა, ამ ოთახს ყოფს ერთი კარი რომელიც ღია იყო, იმ ოთახში საწოლზე წამოწვა და ისვენებდა. მ------------ იყო მთვრალი, ავიდა ზევით და შევიდა მის ოთახში, ჩამოჯდა მის საწოლზე. მან უხერხულად იგრძნო თავი და წამოდგომა დაიწყო და მ------------მ უთხრა იყავი იყავიო, მერე წამოდგა და მ------------მ ლოყაზე მოუსვა ხელი და უთხრა ქვევით ჩადი და თუთუნის შესახვევი ქაღალდი ამომიტანეო, ის ჩავიდა ქვევით, ქაღალდიც ვერ იპოვა, მაგრამ არც ქონდა ზევით ასვლის სურვილი. შემდეგ მ------------ც ჩამოვიდა ცოტა ხანში, თვითონ ბავშვებთან ერთად თამაშობდა პირველ სართულზე, ისევ მივიდა მ------------ მასთან მეგრულად უთხრა რაღაც და ლოყაზე მოუსვა ხელი და ლოყაზე აკოცა, მან ძალიან ცუდად იგრძნო თავი და სცადა ისევ მორიდებოდა. დაახლოებით 15 წუთში ნინო სურმავამ, 6 წლის ბავშვმა სთხოვა მას გაყოლოდა საპირფარეშოში და ამ დროს გამოვიდა უკანა კარიდან მ------------ და მისი ძაღლი. მ------------მ ჰკითხა მას თხილს ხომ არ კრეფთო, რაზედაც პასუხი არ გასცა. საპირფარეშოდან რომ გამოვიდა ნინო შეეშინდა ძაღლის და გაიქცა სახლისკენ. მ------------ მოდიოდა მასთან ერთად სახლისკენ და ჰკითხა რამდენი წლის იყო, მან უთხრა, რომ 15 წლის იყო და იფიქრა თავს დაანებებდა. მაგრამ მ------------მ ხელი მოხვია წელზე და თავისკენ მისწია, ხელი ჩაუცურა ქვევით და უკანალზე მოუჭირა. ამ დროს უკვე სახლთან იყვნენ მისულები და გახედა შეშინებული მზერით და მ------------მ უთხრა არაფერი არ მომხდარა ბოდიშიო. მან დაიწყო ტირილი და მეზობლებს ჩაუარა გვერდი რომლებიც წინა ეზოში იჯდნენ და ავიდა მეორე სართულზე, კიბეზე შეხვდა მისი დეიდაშვილი ლ--–--------–---–ი და ჰკითხა რა მოხდაო და მოუყვა რაც მოხდა და ავიდა მეორე სართულზე. ცოტა ხანში ბ-–------------ ამოვიდა და ჰკითხა რა მოხდაო მასაც მოუყვა. ცოტა ხანში როდესაც მ------------ გავიდა სახლიდან მას ჰკითხეს თუ უნდოდა განაცხადებდნენ პოლიციაში, რაზედაც უპასუხა, რომ სურდა პოლიციაში განეცხადებინა.
9. მოწმე ლ--–--------–---–მა განაცხადა, რომ ნ------------ე არის მისი დეიდაშვილი, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა ამ წელს. მისი მეუღლე არის წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ ნ---------დან. 23 ივლისს ჩამოვიდა სოფელ ნაგვაზოში ოჯახით, წამოიყვანეს ავადმყოფი დედამთილი, ბავშვები და ნ------------ე. სახლში დახვდათ მეზობელი რომელიც ელოდებოდა და სახლი მოაწესრიგა. გაამზადეს საძინებელი ოთახები, წავიდნენ მაღაზიაში და უწყვეტად მოდიოდნენ მეზობლები სანახავად დედამთილის. იმ დღეს მ------------ და დედამისი მივიდნენ, ნათელა იყო და კიდევ ერთი მეზობელი,დედამთილთან ისხდნენ მეორე სართულზე სანახავად იყვნენ მისულები. ნ------------ემ
დაუძახა რომ იმ მოხუც კაცს თუთუნის ქაღალდი უნდაო მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება. მ------------ დადიოდა იქეთ აქეთ, მან უშუალოდ დაინახა, რომ მისმა შვილმა ნ------------ეს სთხოვა საპირფარეშოში გაყოლოდა, მისი მეუღლე თხილის დასათვალიერებლად იყო გასული, ის მეზობლებთან იყო როდესაც დაინახა რომ ნინო მორბოდა ატირებული და მეორე სართულზე არბოდა, შეეშინდა და გაეკიდა ბავშვს და ჰკითხა რა მოხდაო, ნ------------ემ უთხრა რომ ის კაცი დამსდევს და უშნოდ მომხვია ხელი და საჯდომზე მომიჭირაო. ეს ფაქტი მან გააჟღერა მეზობლებთან და მოითხოვდა მ------------ გადასულიყო მისი სახლიდან.
10. მოწმე ბ-–------------მ განაცხადა, რომ ფაქტიურად ცხოვრობს კასპის რაიონში. ნ------------ე არის მეუღლის დეიდაშვილი, მარტვილში აქვს მამისეული სახლი. 2018 წლის 23 ივლის ოჯახით ჩამოვიდა მარტვილში, მოყავდა დედა და ნ------------ე. სახლში დახვდათ ნ-----–---–--–---, რომელსაც აქვს სახლი ჩაბარებული და ასუფთავებდა სახლს. ალაგებდნენ ბარგს და ამ პროცესში თან მეზობლების შედიოდნენ დედამისის სანახავად. შემდეგ გვერდითა მეზობელი მ------------ ნასვამი მივიდა დედამისთან ერთად, მოიკითხეს დედამისი, ცოტა ხანში მ------------მ დაიწყო მეზობლების ლანძღვა და გინება, ერთერთმა მეზობელმა უთხრა გაჩუმებულიყო, სირცხვილია ბავშვები გისმენენო და გაჩერდა. შემდეგ ისევ დაიწყო და თვითონ უკან წავიდა მოერიდა მ------------ს, იფიქრა ან დაწყნარდება და ან გავა სახლიდანო. უკან იყო გასული ისე შემოესმა მეუღლის კივილი, რო მოირბინა მეუღლე უყვიროდა მერაბის ეს რა ჩაიდინეო, ჰკითხა მეუღლეს რა მოხდაო და მან უთხრა რომ მ------------მ ბავშვს ნინუცას საჯდომზე მოუჭირა ხელიო, თავიდან იფიქრა თავის 6 წლის შვილზე და აირბინა ზევით და ჰკითხა ბავშვს რა დაგიშავაო, მე არა მამა ნინოს დაუშავაო, ნინოს რომ შეხედა ტიროდა და ჰკითხა შენ მოგკიდა ხელიო და ნინომ უპასუხა კიო. ამის შემდეგ გავიდა გარეთ და მ------------ს უთხრა ეს როგორ იკადრეო საყელოში მოკიდა ხელი და გადაიყვანა სახლიდან.
11. მოწმე ტ------–-----------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს მარტვილის რაიონის სოფელ ნ---------ში, მ------------სა და ბ-–------------ს მეზობლად. ბეჟანი და ლალი კასპში ცხოვრობენ, ბეჟანის დედა ცხოვრობდა ნ---------ში სანამ ინსულტი მოუვიდოდა, მერე შვილმა წაიყვანა ბინაში. ნათელა გოროზია ჩამოიყვანეს სოფელში და მეზობლები შედიოდნენ სანახულებლად. ის მეუღლის ჩამოსვლას ელოდებოდა და მერე აპირებდა მონახულებას. იმ დღეს სახლში იყო წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა, შუა დღე იქნებოდა მოესმა ჩოჩქოლი, გამოვიდა სახლიდან და დაინახა მის ჭიშკართან იყვნენ მერაბი, დედამისი, ბეჟანი და მისი ცოლი, მეზობლები, ჩხუბობდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს, ლალიმ უთხრა მას რომ მერაბიმ ბავშვს საჯდომზე მოკიდა ხელიო, მერე მერაბის დაეკითა ის იყო თუ არა სიმართლე, მ------------მ უპასუხა არა ბიჭო ამას როგორ ვიზამდიო. მან განმუხტა სიტუაცია, მერაბის მოკიდა ხელი და გაყვანა თავის სახლისკენ. დაიშალნენ და თვითონ კი ქუჩაში დარჩა, დაინახა ბ-–------------ როგორ გადმოვიდა სახლიდან მანქანით და იფიქრა რომ რუსთავში წავიდნენ, თურმე პოლიციაში წასულან. მერაბი იმ დღეს მეზობელს ეხმარებოდა სათოხნად და ცოტა ნასვამი იყო. თვითონ იმ ბავშვს არ იცნობს.
12. მოწმე ნ-----–---–--–---მ განაცხადა, რომ 2018წლის 23 ივლისს მარტვილში ჩამოვიდნენ დასასვენებლად ბეჟანი სურმავა ოჯახით. მოჰყვებოდათ ნინო, რომელსაც ეტყობოდა რომ 13-14 წლის იქნებოდა, ის ნათელას სანახავად მივიდა, გარეთ იჯდნენ ეზოში როდესაც მერაბი მივიდა მთვრალი, მეტყველება უჭირდა და მიესალმა ლალის და ბეჟანის, მერე წავიდა სახლის უკანა მხარეს, თურმე ეს გოგოც იქ ყოფილა, მან ეს ლალის მონაყოლიდან იცის, მერე დაინახა რომ ნინო ტირილით ადიოდა კიბეზე, მაგ დროს მერაბიც მივიდა მათთან და დაჯდა. ლალი აყვა ნინოს კიბეზე და ეძახდა რა გატირებსო, ისინი ლაპარაკობდნენ როდესაც ლალი გამოვიდა სახლიდან და მერაბის უყვიროდა გადადი ამ სახლიდან რა უქენი ბავშვსო, მერე ბეჟანიც მოვიდა ხმაურზე, მერე გადააგდეს სახლიდან წადი წადიო უყვიროდა მერაბი პასუხობდა რა გავუკეთე არაფერი გამიკეთებია ბავშვისთვისო, მაგრამ ბოდიში მაინც მოიხადა და წავიდა.
13. 2018 წლის 31 აგვისტოს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით ,,მოწმე ნ------------ისაგან ამოღებული ლურჯი ფერის ბრეტელებიანი მაისური და მოლურჯო ფერის გახეხილი შორტები’’ მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ამავე პაკეტში მოთავსებულ მოკლე შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ N1) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ობ N2-ის, ხოლო მინორული წილი მ------------ს (ობ N3; პაკეტი წარწერით ,,მ------------სგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში’’) გენეტიკური პროფილების იდენტურია.
14. ექსპერტმა შ-----------–-----ემ განაცხადა, რომ დადგენილებაში მითითებული კითხვების შესაბამისად ჩატარებულ იქნა გენეტიკური გამოკვლევა, მიღებული შედეგები შედარდა შესადარებელი ნიმუშის სახით წარმოდგენილ მ------------ს ნერწყვის გენეტიკურ პროფილს და ჩამოყალიბდა შემდეგი დასკვნა: რომ გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით მოწმე ნ------------ისაგან ამოღებული ლურჯი ფერის ბრეტელებიანი მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის გახეხილი შორტები, მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, ამავე პაკეტში მოთავსებულ მოკლე შარვალზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ობიექტი №2-ის, ხოლო მინორული წილი მ------------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. იდენტურია ნიშნავს რომ ეკუთვნის მხოლოდ ამ პიროვნებას და არ შეიძლება ეკუთვნოდეს სხვა რომელიმე პიროვნებას, ვინაიდან გენეტიკური ექსპერტიზა ეფუძნება ბირთვული უჯრედების კვლევას, ბირთვული დეენემის კვლევა არის უნიკალური და პრაქტიკულად მსოფლიო მასშტაბით არ დაფიქსირებულა ორ სხვადასხვა ადამიანს ჰქონოდეს იდენტური გენეტიკური პროფილი გარდა ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპისცალისა.
15. მოწმეებმა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-------–---–--------------------–---მ, დეტექტივ-გამომძიებლებმა ი-----–--–-------------------------–--მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.
16. ბრალდებულმა მ------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 22 ივლისს ბ-–------------ს ოჯახში მივიდა ბეჟანის დედის ნათელას სანახავად, ის იყო მთვრალ მდგომარეობაში, რომ
შევიდა ნათელასთან ნათელა წამოწოლილი იყო და მის გვერდით დედამისი იჯდა, იქ ბუხართან ამოყვანილი იყო მილი და მაგას იყო მიყრდნობილი ნ------------ე, მას ეს ნინო მომვლელი ეგონა, და ჰკითხა თქვენ ვინ ბრძანდებით, მომვლელი ხომ არ ხართო, და არაო უპასუხა, აბა ვინ ხარო ამ ოჯახისო ჰკითხა და მიესალმა. მერე გავიდა მეორე ოთახში ძველებური სახლია და რომ გააღებ კარს მეორე ოთახში შედიხარ, იმ ოთახში იმიტომ გავიდა რომ წინათ ეხმარებოდა გიფსოკარდონის გაკეთებაში და მანდ გაზეთები ეგულებოდა, თუთუნისთვის უნდოდა. მაგრამ რომ შევიდა ვერ ნახა, მერე ჩავიდა ძირს და მეზობლებთან დაჯდა სასაუბროდ. მერე წავიდა საპირფარეშოში. საპირფარეშოდან რომ მოდიოდა დაინახა პატარა გოგონა და ნ------------ე, ის მას არ შეხებია, ძაღლი იყო მასთან და მაგის შეეშინდათ. მერე გავიდა ისევ იმ ოთახიდან, სადაც ლალი ნახა და მიესალმა ლალი ხომ ხარ ძველებურადო, ეს ლალი ბეჟანის მეუღლეა და 3-4 ჯერ ყავს ნანახი, შემდეგ ამ კიბეზე ადიოდა ეს გოგო ცრემლებიანი და რა მოგივიდა რა მოგივიდაო ეუბნებოდა ლალი, ამას უთქვია მერაბიმ საჯდომზე ხელი მომკიდაო, ლალი მეზობლებს უჩვენებდა მერაბიმ ასე ამოარტყაო საჯდომზეო, მეზობლებს შერცხვათ რას ამბობს ეს ქალიო. უთხრეს გადადი ეზოდანო, ჯოხი აიღო და ერთი სამჯერ დაარტყა მას. შემდეგ ბეჟანმა მოკიდა ხელი მას და გადაიყვანა ჭიშკრიდან, მას არ გაუწევია ბეჟანისთვის წინააღმდეგობა და უთხრა გამარკვიეთ რას მაბრალებთ და თუ დამნაშავე ვარ ბოდიშს მოგიხდითო. მერე მეზობლებიც ჩაერივნენ დაანებე თავი მერაბისო და დაიშალნენ. მერე დაიბარეს პოლიციაში.
სამართლებრივი შეფასება:
17. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
18. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს მ------------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციებს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს.
19. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა დაზარალებულმა ნ------------ემ დაადასტურა, რომ მ------------მ მასთან გაარკვია მისი ასაკი და მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ბრალდებულმა არაერთხელ მოახდინა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც საბოლოოდ დაასრულა გარყვნილი ქმედების ჩადენით. ბრალდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ ნ------------ე ეგონა მომვლელი, არ შეესაბამება მოწმეთა და დაზარალებულის განმარტებებს და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ გამოდგება მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ არგუმენტად.
20. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მ------------ და ნ------------ე ნამდვილად იმყოფებოდნენ ერთად ბჟან სურმავას ეზოში, ნახეს ატირებული ნინო სურმავა, რომელიც გაიქცა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და დეიდაშვილს ლ--–--------–---–ს მოუყვა მომხდარის შესახებ.
21. მიუხედავად იმისა, რომ მ------------ თავს დამნაშავედ არ ცნობს, სასამართლოს მისი ბრალდების დამადასტურებელ მნიშვნლოვან მტკიცებულებად მიაჩნია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის მიხედვითაც მ------------ დეტალურად აღწერს იმ ადგილებს სადაც მას ურთიერთობა ჰქონდა ნ------------ესთან. სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას იმის შესახებ, რომ ეს დოკუმენტი წარმოადგენს ბრალდებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების ანალოგს და არ უნდა იქნეს გამოყენებული მტკიცებულებად. სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეიცავს მ------------ს მიერ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, იმ ადგილების ჩვენებას სადაც მას ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულთან და არ წარმოადგენს მისი ბრალდების შესახებ ჩვენებას. ბრალდებულმა ვითარება აღადგინა იმ ადგილების დემონსტრირებით, სადაც მოხდა დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩადენა. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი ტ-ი ზ. 561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი )
22. ბიოლოგიური ესქპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ნ------------ის მოკლე შარვალზე ნამდვილად აღმოჩნდა მ------------ს შეხების კვალი.
23. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მ------------ს გასამართლებლად არ არის დამაჯერებელი, რადგან ადვოკატის და ბრალდებულის მიერ ადგილი ჰქონდა ვითარების სხვადასხვაგვარ აღწერას. ბრალდებული მიუთითებდა, რომ მას თუთუნის შესახვევად ქაღალდი ნ------------ისთვის არ უთხოვია, ხოლო ადვოკატი ამტკიცებდა რა ბრალდებულის უდანაშაულობას, მიუთითებდა რომ მ------------მ ქაღალდი სთხოვა ნ------------ეს, თუმცა მას დანაშაულებრივი განზრახვა არ ქონია. გარდა ამისა, კატეგორიულად მიუღებელი და კანონის საწინააღმდეგოა დაცვის მხარის მიერ ფარულად მითითება დაზარალებულ არასრულწლოვანზე, როგორც დანაშაულის მაპროვოცირებელ პიროვნებაზე. აღნიშნული არგუმენტი სრულიად გამოირიცხა გამოკვლეული მტკიცებულებითაც.
24. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
მ------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
25. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
26. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
27. ბრალდებულ მ------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
28. მ------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით, სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ მ------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
3. მსჯავრდებულ მ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ივლისიდან.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
4.1 ლურჯი ფერის მაისური და მოლურჯო ფერის ჯინსის მოკლე შარვალი ე.წ ,,შორტი’’ დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
4.2 ნერწყვის ნიმუში განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე