გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310018002743716
№ 3/61-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი და---- მე-–----ე
მოსარჩელე: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წარმომადგენლები: ქე------ ბე---–---–ი, ნო-- ას---–-–---–ი
მოპასუხეები: № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია, № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისია - წარმომადგენლები ჰა---- მა------------ი, სი---- პა------–---–ი, კა------ ნა-----–-–---–ი
მესამე პირები: 1) პრეზიდენტობის კანდიდატი „ერთიანი ნაციო--ლური მოძრაობიდან“ – გრ-----– ვა–--ე; წარმომადგენელი არ------ მკ-----ი, რუ--- ნა---------ი (არ გამოცხადდნენ)
2) პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი - სა-–---- ზუ-----–---–ი; წარმომადგენელი არ------ ნა---------ი, მნ-–---- კუ--------ი (არ გამოცხადდნენ)
თარჯიმანი: გა-–-------- გა-----–-–---–ი
დავის საგანი: № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულების ბათილად ცნობა, #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგებისა და ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 ნოემბრის #2050 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის № 36/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2. № 49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
1.3. № 49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიის № 2050 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, როგორც უბნებზე, ასევე ოლქებში, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც. #49 კუმურდოს საარჩევნო უბანზე დაკვირვებას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი ლე-–- მე--------–ი. გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის დროს, მის მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ გადასატან საარჩევნო ყუთში არ ეგდო საკონტროლო ფურცელი, რის შემდგომაც ლე-–- მე--------–ის მიერ მითითებული იქნა, რომ კომისიას არ ჰქონდა გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების დათვლის უფლება, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მიერ. მათ შეურიეს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბიულეტენები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს და გააგრძელეს პროცედურები. ამის შემდგომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მიერ შედგენილი იქნა საჩივარი, რაც არ იქნა დარეგისტრირებული და კომისიის მდივნის კი--- ხპ------ს მიერ მოხდა მისი დახევა. ლე-–- მე--------–მა აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისათვის მოითხოვა ჩანაწერთა წიგნი, რაზეც ასევე უარი ეთქვა და ხელი შეეშალა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის განხორციელებაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის ოლქში, ნო-- ას---–-–---–ის მიერ აღნიშნულ ფაქტზე იმავე დღეს შედგენილი იქნა საჩივარი, სადაც მითითებული იქნა აღნიშნული ფაქტი და იგი ითხოვდა #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას. #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულების თანახმად, ნო-- ას---–-–---–ის საჩივარი განუხილვე-–-დ იქნა დატოვებული. #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის 336/2018 განკარგულება მიღებული იქნა კანონის სრული დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო: განკარგულებაში მითითებულია, რომ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებულ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შემოწმდა საუბნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი, აგრეთვე გახსნილი იქნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, რის შემდგომაც დადგინდა, რომ საჩივარი აღნიშნულ დარღვევაზე საუბნო კომისიაში არ ყოფილა წარდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ როდესაც საიას დამკვირვებლის, ნო-- ას---–-–---–ის მიერ მოხდა საჩივრის შედგენა ოლქში, საჩივარში მითითებული იქნა, რომ საიას დამკვირვებელს უბანზე არ დაურეგისტრირეს საჩივარი და კომისიის მდივნის კი--- ხპნოიანის მიერ მოხდა მისი დახევა. ბუნებრივია, ვერც ჩანაწერთა წიგნში და ვერც სარეგისტრაციო ჟურნალში ვერ მოიძებნებოდა საჩივრის რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან ერთად, ადმინისტრაციული წარმოების დროს, სხდომაზე წარდგენილი იქნა ვიდეო და ფოტო მასალა, რაც ადასტურებდა საჩივრის დახევის ფაქტს. თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ეცნობათ, რომ არ იცნობდა აღნიშნულ ვიდეოში დაფიქსირებულ მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ოლქში შედგენილ საჩივარში მითითებული იყო, რომ უბანზე საჩივრის დარეგისტრირება ვერ მოხდა იმ ფაქტის გამო, რომ კომისიის მდივნის მიერ მოხდა საჩივრის დახევა, იმის მაგივრად, რომ კომისიას გამოეკვლია ადგილი ჰქონდა თუ არა ნამდვილად აღნიშნულ ფაქტს, განუხილვე-–-დ დატოვა საიას საჩივარი, რითიც დაარღვია როგორც საარჩევნო კოდექსის, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით #49 კუმურდოს საუბნო საარჩევო კომისიის გადასატან საარჩევნო ყუთში არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი და იგი შემდგომ გამოტანილი იქნა თავმჯდომარის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ ჰქონდა შენახული. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყვე-–- სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდგომ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული კოდექსის იმპერატიული ნორმები, რაც იწვევს უბნის შედეგების ბათილობას.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა #49კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიის, 2018 წლის 28 ნოემბრის #2050 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაც.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეების № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიისა და № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36 განკარგულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნას ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელს ნო-- ას---–-–---–ს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვიდრებელს არ მიუმართავს, არ წარუდგენია საჩივარი #40 ახალქალაქის საარჩევნო ოქლის #49 საუბნო საარჩევნო კომისიაში საჩივარში მითითებულ დარღვევასთან (ფაქტთან) დაკავშირებით. საჩივრის ავტორის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 72-ე და 73-ე მუხლებითა და 74-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურები. შესაბამისად #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმათა მოთხოვნათა დაცვით იქნა დატოვებული განუხილვე-–-დ საიას დამკვირვებელის ნო-- ას---–-–---–ის საჩივარი. #49 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ საჩივრის დახევის ფაქტი არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის საჩივარი რეგისტრირებული/გატარებული არ არის #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #49 საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და სარეგისტრაციო ჟურნალში. ამასთან ერთად, მოსარჩელეს შესაბამის ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში და სასამართლოში არ წარუდგენია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ცნობა საჩივრის წარდგენის თაობაზე. საჩივრის ავტორი და მისი წარმდგენი ორგანიზაციის დამკვირვებელი უფლებამოსილი იყო თუ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა არ ჩაიბარა საჩივარი, მას საჩივრის ჩაბარების მიზნით მიემართა ამავე კომისიის თავმჯდომარისათვის ან მოადგილისათვის, აღნიშნული მცდელობის დამადასტურებელი მტკიცებულება კი საჩირის ავტორს/მოსარჩელეს არ წარუდგენია. საჩივრის ავტორის/მოსარჩელის პოზიციის სასამართლოს გაზიარების შემთხვევაში აზრი დაეკარგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 72-ე, 74-ე მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებას შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში საჩივარი წარადგინოს საუბნო საარჩევნო კომისიაში. თუნდაც საჩივრის ავტორს/მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდეს საჩივარი #49 საუბნო საარჩევნო კომისიაში, აღნიშნული მაინც არ წარმოადგენს #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #49 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან აღნიშნული საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები გავლენას არ ახდენს #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #49 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგებზე, მითუმეტეს გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნების შედეგებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, როგორც უბნებზე, ასევე ოლქებში, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 85-98);
- ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობები #1023, #544 და #8143 (ს.ფ. 15-17);
4.1.2. #49 კუმურდოს საარჩევნო უბანზე დაკვირვებას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი ლე-–- მე--------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 85-98 );
- ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა #8143 (ს.ფ. 16);
4.1.3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის ოლქში, ნო-- ას---–-–---–ის მიერ აღნიშნულ ფაქტზე იმავე დღეს შედგენილი იქნა საჩივარი, სადაც მითითებული იქნა დამკვირვებლის ლე-–- მე--------–ის მიერ საჩივრის დახევის ფაქტი და იგი ითხოვდა #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- - მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 85-98);
- 2018 წლის 28 ნოემბრის # 235 საჩივრის ასლი (ს.ფ. 20).
4.1.4. #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულების თანახმად, ნო-- ას---–-–---–ის საჩივარი განუხილვე-–-დ იქნა დატოვებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12; სხდომის ოქმი ს.ფ. 85-98);
- #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულება (ს.ფ. 21-22).
5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1. გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის დროს, საიას დამკვირვებლის ლე-–- მე--------–ის მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ გადასატან საარჩევნო ყუთში არ ეგდო საკონტროლო ფურცელი, რის შემდგომაც ლე-–- მე--------–ის მიერ მითითებული იქნა, რომ კომისიას არ ჰქონდა გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების დათვლის უფლება, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მიერ. მათ შეურიეს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბიულეტენები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს და გააგრძელეს პროცედურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12, სხდომის ოქმი ს.ფ. 85-98);
- საკონტროლო ფურცლების ასლები (ს.ფ. 59-61).
5.2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მიერ შედგენილი იქნა საჩივარი, რაც არ იქნა დარეგისტრირებული და კომისიის მდივნის კი--- ხპ------ს მიერ მოხდა მისი დახევა. ლე-–- მე--------–მა აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისათვის მოითხოვა ჩანაწერთა წიგნი, რაზეც ასევე უარი ეთქვა და ხელი შეეშალა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის განხორციელებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-12, სხდომის ოქმი ს.ფ. 85-98);
- 2018 წლის 28 ნოემბრის საჩივრის ასლი (ს.ფ. 18-19);
- ფოტო და ვიდეო მასალა (ს.ფ. 19, 53);
- #49 საარჩევნო უბნის შემოსული და გასული საბუთების აღრიცხვის ჟურნალი (ს.ფ. 62-65);
- კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი (ს.ფ. 66-72).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54, 58-ე, მე-601-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი, 30-ე, 39-ე, 41-ე, 61-ე, 68-ე, 72-74-ე, 77-ე მუხლებით
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
8.1.1. № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;
8.1.2. #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა;
8.1.3. #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიის # 2050 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყვე-–- სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყვე-–- ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - # 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულება და #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები- # 2018 წლის 28 ნოემბრის # 2050 შემაჯამებელი ოქმი, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყვე-–- ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 54-ე მუხლის თანახმად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყვე-–- გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ??????? მუხლის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მო--წილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
საქართველოს ორგანული კანონი ს,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30.1. მუხლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები: ამავე ნორმის მე-4 პუნქტის შესაბამისად საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლით განსაზღვრულია დამკვირვებლის უფლებები, რომლის თანახმადაც 1. დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყვე-–- ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მო--წილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლე-–-დ; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები. 2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება: ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყვე-–- დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად ავსებენ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყვე-–- საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყვე-–- პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 68-ე მუხლი ითვალისწინებს საარჩევნო ყუთის გახსნის პროცედურას, რომლის თანახმადაც საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირვე-–-დ ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყვე-–- სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.
კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი რეგლამენტირებულია საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება: ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი; დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო; ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მო--ცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
ამავე ორგანული კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები - # 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულება და #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგებისა და ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული აქტები არ ეწინააღმდეგებიან კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების/გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, როგორც უბნებზე, ასევე ოლქებში, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც. # 49 კუმურდოს საარჩევნო უბანზე დაკვირვებას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი ლე-–- მე--------–ი.
გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის დროს, საიას დამკვირვებლის ლე-–- მე--------–ის მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ გადასატან საარჩევნო ყუთში არ ეგდო საკონტროლო ფურცელი, რის შემდგომაც ლე-–- მე--------–ის მიერ მითითებული იქნა, რომ კომისიას არ ჰქონდა გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების დათვლის უფლება, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მიერ. მათ შეურიეს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბიულეტენები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს და გააგრძელეს პროცედურები. მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მიერ შედგენილი იქნა საჩივარი, რაც არ იქნა დარეგისტრირებული და კომისიის მდივნის კი--- ხპ------ს მიერ მოხდა მისი დახევა. ლე-–- მე--------–მა აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისათვის მოითხოვა ჩანაწერთა წიგნი, რაზეც ასევე უარი ეთქვა და ხელი შეეშალა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის განხორციელებაში. სასამართლოს მიერ სხდომაზე გამოკვლეული იქნა ფოტო და ვიდეო მასალა სადაც ჩანს, პიროვნება, რომელიც ხევს ფურცელს, თუმცა ეს ფურცელი იყო თუ არა ნამდვილად დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. არ დასტურდება ასევე მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას არ მისცეს საჩივრის ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების საშუალებაც, რადგანაც წარმოდგენილ ვიდეო მასალაში არ ჩანს დამკვირვებლის მიერ ჩანაწერთა წიგნის მოთხოვნისა და კომისიის წევრების მხრიდან მისთვის ხელის შეშლის ფაქტი. რაც შეეხება ამ ფაქტის მოწმეს, დამკვირვებელ ლე-–- მე--------–ს, სათანადო წესით შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
ოლქში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის ნო-- ას---–-–---–ის მიერ აღნიშნულ ფაქტზე იმავე დღეს შედგენილი იქნა საჩივარი, სადაც მითითებული იქნა საჩივრის დახევის ფაქტი და იგი ითხოვდა #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას. #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულების თანახმად, ნო-- ას---–-–---–ის საჩივარი განუხილვე-–-დ იქნა დატოვებული იმ გარემოებაზე მითითებით, რომ „საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შემოწმდა საუბნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი, აგრეთვე გახსნილი იქნა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ საჩივარი აღნიშნულ დარღვევაზე საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 74-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლების და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადება/საჩივრის განუხილვე-–-დ დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-101 პუნქტის თანახმად „განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.“ სასამართლო სრულიად იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას საჩივრის #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიაში წარუდგენლობის შესახებ, რამდენადაც წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალის გამოკვლევის შედეგად ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება დამკვირვებელ ლე-–- მე--------–ის მიერ საჩივრის წარდგენისა და #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ საჩივრის დახევის ფაქტი. შესაბამისად საფუძვლიანია მოპასუხის მხრიდან საარჩევნო კოდექსის“ 72-74-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევაზე მითითება, რამდენადაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73.1. მუხლის თანახმად, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო მე-3 ნაწილით, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია ამ განცხადებას/საჩივარს გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განმცხადებელმა/მომჩივანმა იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში შეიძლება უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. ამავე კოდექსის" 74.1. მუხლის შესაბამისად, ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემული ნორმის შესაბამისად, განცხადება/საჩივრის განუხილვე-–-დ დატოვების საფუძველს წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დარღვევით საჩივრის წარდგენა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ორგანული კანონის 72-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნაზე. კერძოდ, მოწმის არსებობის შემთხვევაში საჩივარში მისი ვინაობის მითითებას, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადვო არ არის ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს აღნიშნულ უბანზე იმყოფებოდნენ და საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებიც, თუმცა მათ მიერ მთელი დღის განმავლობაში არანაირი დარღვევა, მათ შორის გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით და საჩივარი აღნიშნულ უბანზე არ დაფიქსირებულა. ასევე, მოსარჩელის წარმომადგენელი ვერ ადასტურებს და ვერ იხსენებს იმ ფაქტსაც იყო თუ არა საკონტროლო ფურცელი უბნის გახსნისთანავე მოთავსებული გადასატან ყუთში, თუ მხოლოდ დღის ბოლოს არ აღმოჩნდა მასში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საკონტროლო ფურცელს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყვე-–- დამსწრე წევრი. მათზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა პირველი ამომრჩევლის მო--ცემებისა) სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს - გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომიის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება საკონტროლო ფურცლებთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული წესის დარღვევასთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა ან საჩივარი უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა და სხვა დამკვირვებელთა მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა. ამ პროცესისათვის თვალის მიდევნების საშუალება და უფლება ქონდა დამკვირვებელ ლე-–- მე--------–საც. სასამართლოში დედნის სახით იქნა წარმოდგენილი საკონტროლო ფურცელი ორ ქსეროასლთან ერთად. მისი გამოკვლევით დადგინდა, რომ იგი შევსებულია საარჩევნო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მასში რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული ვერ იქნა. ასევე სასამართლო პროცესზე გამოთხოვილი იქნა მტკიცებულების სახით და გამოკვლეული იქნა #49 კუმურდოს საარჩევნო უბნის ჩანაწერთა წიგნი და სარეგისტრაციო ჟურნალი. მათი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არანაირი საჩივარი დამკვირვებლის მიერ მასში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საოლქო კომისიას ჰქონდა დასკვნის გაკეთების სრული საფუძველი, რომ მომჩივანმა საჩივრით მიმართა პროცედურის დარღვევით და საარჩევნო კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 77-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით არ განიხილა წარდგენილი საჩივარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტული მოცემულობით რაც დადგენილი იქნა სასამართლო განხილვის შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიას აღნიშნული საჩივრის არსებითად განხილვის ვალდებულება არ წარმოეშობოდა და სახეზეა მისი განუხილვე-–-დ დატოვების აბსოლუტური საფუძვლები.
ზემოაღნიშნული სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, ორივე შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები - № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულება, # 49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები და ამავე საარჩევნო უბნის 2018 წლის 28 ნოემბრის #2050 შემაჯამებელი ოქმი, რომელთა ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მის კანონიერ ინტერესებს, რამდენადაც ისინი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყვე-–- გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადაწყვეტილებები ეფუძნება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, კერძოდ არ დარღვეულა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 52-54-ე, მე-601-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების ქე------ ბე---–---–ისა და ნო-- ას---–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანე-–- რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-54, 58-ე, მე-601-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი, 30-ე, 39-ე, 41-ე, 61-ე, 68-ე, 72-74-ე, 77-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების ქე------ ბე---–---–ისა და ნო-- ას---–-–---–ის სარჩელი, მოპასუხეების № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიისა და № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის #49 კუმურდოს საუბნო საარჩევნო კომისიის მიმართ, № 40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ნოემბრის #36/2018 განკარგულების ბათილად ცნობისა და # 49 კუმურდოს საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგებისა და ამავე საარჩევნო უბნის 2018 წლის 28 ნოემბრის #2050 შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 01 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, გრ-----– რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე მისამართზე - ქ. ახალქალაქი, მაშტოციქ ქუჩა #110).
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე