განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლი სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,პროკურორ _ გ---------------------
ბრალდებულ _ გ-----------------------
ადვოკატის _ თ-------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ----------------------------------- (დაბადებული---------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------------–-----------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–-------------, დღის საათებში, გ---------------------- საკუთარ ავტომანქანაში ყოფნისას, თავის ყოფილ მეუღლეს, თ------------- ურთიერთშელაპარაკებისას ყელში წაუჭირა ხელები, ასევე ძლიერად მოუჭირა მაჯაზე ხელი და ამ გზით მიაყენა სხეულის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ თ------------- ჩვენებით, 2----–-–--------------------–-–---------–----- იმყოფებოდა გ------------------------ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი საერთო შვილი. 2----–-–-------------, დილის საათებში, ჩავიდა ეზოში გ.-----–-–---–თან სასაუბროდ და ჩაჯდა მის ა/მანქანაში. თავდაპირველად მშვიდად საუბრობდნენ, ხოლო შემდეგ მისი ყოფილი მეუღლე გახდა აგრესიული, დაიწყო ჩხუბი, დაძრა ა/მანქანა და წავიდნენ------------------ ქუჩის მიმართულებით. გზაში გ.-----–-–---–ი უყენებდა გარკვეულ მოთხოვნებს, ხოლო უარის მიღების შემდეგ სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა მობილური ტელეფონი. მის თხოვნაზე, რომ ა/მანქანა გაეჩერებინა და წასვლის საშუალება მიეცა, გ.-----–-–---–ი არ თანხმდებოდა, ხოლო როდესაც---------–---–-- ქუჩის კვეთაზე, შუქნიშანთან, გაჩერდა ა/მანქანა, დაინახა, რომ იქვე იდგა პატრული და სცადა ა/მანქანიდან გადასვლა. გ.-----–-–---–მა არ მისცა გადასვლის საშუალება და კაპიშონით მოქაჩა, ხოლო შემდეგ ყელში მოუჭირა ხელი, თავი ჩააყოფინა და რამდენჯერმე დაარტყა ზურგის არეში, ამავდროულად დაემუქრა, რომ პატრულისთვის მიმართვის გამო პასუხს აგებინებდა. აღნიშნულის შემდეგ მივიდნენ მისი მეგობრის, ნ------------------- სახლთან და ისიც ჩაისვევს ა/მანქანაში, ხოლო გ.-----–-–---–მა მოუთხრო მათ შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომ ყველაფერი მოხდა აღელვების გამო. ნ.-----------ის თხოვნის მიუხედავად, რომ დარჩენილიყო მასთან, უარი უთხრა და გაყვა გ.-----–-–---–ს, რომელმაც სახლამდე მიიყვანა. აღნიშნულის შემდეგ მას აღარ ხვდებოდა, რის გამოც გ.-----–-–---–მა მის სახლთან მოაწყო სკანდალი და პატრული გამოიძახა. პატრულის წასვლის შემდეგ მისმა ყოფილმა მეუღლემ წაიყვანა ბავშვები, დაურეკა და უთხრა, რომ მათ აღარ დააბრუნებდა. იყო შემთხვევა, როდესაც გ.-----–-–---–ს წაყვანილი ჰყავდა ბავშვი, რომელსაც ჰქონდა სიცხე და სახლში არ აბრუნებდა, რის გამოც მოუწია პირადად მისვლა და ბავშვის წაყვანა. ვინაიდან პატრულის გამოძახებას შედეგი არ ჰქონდა, განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გ.-----–-–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ა------------------ ჩვენებით, გ--------------------- არის მისი ქალიშვილის, თ------------- ყოფილი მეუღლე.------–-–----------- თვეში გ--------------------- მივიდა მათ სახლთან და სთხოვდა მის შვილს ქვემოთ ჩასვლას, რაზეც თ.-----ე უარს ეუბნებოდა. აღნიშნულის გამო გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, ხოლო მათი წასვლის შემდეგ გ--------------------- რეკავდა ტელეფონზე და იმუქრებოდა. აღნიშნულის გამო მისი შვილი იძულებული გახდა, რომ განცხადებით მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო, რომ გ.-----–-–---–ს მანამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია თ.-----ისთვის. იყო შემთხვევა, როდესაც გ.-----–-–---–ს წაყვანილი ჰყავდა ბავშვი, რომელსაც ჰქონდა სიცხე და უკან არ აბრუნებდა, მოითხოვდა, რომ მისი შვილი მისულიყო მოსავლელად, რის გამოც იძულებული გახდა, რომ ბავშვი მისგან პოლიციის საშუალებით წამოეყვანა.
მოწმე ნ------------------- ჩვენებით, გ--------------------- იყო მისი მეგობრის, თ------------- მეუღლე. 2----–-–------------- იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გ.-----–-–---–ის ტელეფონიდან დაურეკა თ.-----ემ და უთხრა, რომ ეზოში გასულიყო. შვილთან ერთად გავიდა და ჩაჯდა გ.-----–-–---–ის ა/მანქანაში. თ.-----ე იყო ანერვიულებული, ნამტირალევი და აჩვენა ყელზე შეწითლებული ადგილი. აღნიშნულზე გ.-----–-–---–მა თქვა, რომ თ------------ ცდილობდა ა/მანქანიდან გადახტომას და იმ დროს, როდესაც მას აჩერებდა, მიიღო აღნიშნული დაზიანება. ა/მანქანაში ყოფნისას მათ შორის კიდევ გაგრძელდა სიტყვიერი კამათი და თ.-----ეს შესთავაზა, რომ მასთან დარჩენილიყო, თუმცა მან უარი უთხრა და გაყვა გ.-----–-–---–ს.
ექსპერტ------------------------ ჩვენებით, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თ------------- ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შემოწმება დაიწყო 2----–-–------------- და გასცა შემდეგი დასკვნა: თ------------- გულმკერდის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2----–-–-------------.
ბრალდებულ გ---------------------ს ჩვენებით, 2----–--–- დაქორწინდა თ--------------- და 2----–-–----- ცხოვრობდნენ ერთად. მათი დაშორების მიზეზი იყო მისი ყოფილი სიმამრი, რომელიც მუდმივად ერეოდა მათ ურთიერთობაში. დაშორების შემდეგ ყოფილ მეუღლესთან არ ჰქონია არანაირი კონფლიქტი, ხოლო 2----–-–-------------, როდესაც თ.-----ეს მისსავე ა/მანქანაში საუბრობოდა, სურდა ერთადერთი საკითხის გარკვევა, თუ სად იცხოვრებდნენ მისი შვილები, რადგანაც თ.-----ე აპირებდა დაქორწინებას. თ------------- მონაყოლი, რომ შუქნიშანზე გადადიოდა ა/მანქანიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, მან მიმავალი ა/მანქანიდან სცადა გადასვლა, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ მამამისს ეტყოდა იმის შესახებ, რომ აპირებდა დაქორწინებას, ასევე არ დაუშვებდა, რომ მის შვილებს იმ პირთან ერთად ეცხოვრათ. სწორედ ამიტომ მოჰკიდა კაპიშონზე ხელი და სცადა მისი შეჩერება. ასევე დაიჭირა ხელით, რის გამოც საჭის მუხლებით დაჭერა მოუხდა. აღნიშნულის შემდეგ ა/მანქანით რამდენჯერმე გაჩერდნენ, მათ შორის ნ------------------------–- რომელმაც სთხოვა თ.-----ეს დარჩენა, თუმცა ის არ დარჩა და გაჰყვა ისევ მას. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც თავისთან ჰყავდა შვილი, დაურეკა ყოფილმა სიმამრმა და უთხრა, რომ სასწრაფოდ მიეყვანა ბავშვი. უთხრა, რომ მათთან მიდიოდა დედამისი, ბავშვს უნდოდა მამასთან ყოფნა და დარჩებოდა, რის შემდეგაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვის წასაყვანად მის სახლში მივიდა პოლიცია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მოქ. თ------------- სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გულმკერდის მიდამოში აღინიშნებოდა დაზიანებანი - სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2----–-–-------------.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მტკიცებულებად მიღებული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: ბრალდებულის დაკავების ოქმი, მოწმე მ---------------- დაკითხვის ოქმი, გ------------------------------------------------------------------------------------ ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ---------------------ს მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ბრალის შესახებ დადგენილების თანახმად, გ.-----–-–---–ს ბრალად ედება ყოფილი მეუღლის, თ------------- მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, რაც გამოიხატა ყელში ხელების წაჭერაში და ასევე მაჯაზე ხელის ძლიერად მოჭერაში.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, თ------------- სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები გულმკერდის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2----–-–-------------. პირადი დათვალიერების დროს, ექსპერტიზის მიერ თ.-----ის სხეულზე სხვა დაზიანება ვერ იქნა ნანახი.
თავად დაზარალებულ თ------------- ჩვენებით, გ---------------------- სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა მობილური ტელეფონი, ხოლო როდესაც სცადა ა/მანქანიდან გადასვლა, ყოფილმა მეუღლემ არ მისცა აღნიშნულის საშუალება და კაპიშონით მოქაჩა, რის შემდეგაც ყელში მოუჭირა ხელი, თავი ჩააყოფინა და რამდენჯერმე დაარტყა ზურგის არეში. მისივე ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც მივიდნენ მის მეგობარ ნ-----------------------, გ.-----–-–---–ის თანდასწრებით აჩვენა დაზიანებები და მოუყვა მომხდარის შესახებ. ნ------------------- ჩვენებით კი დადგინდა, რომ ავტომანქანაში ყოფნისას თ.-----ემ მას უჩვენა ყელის არეში არსებული დაზიანება, რაზეც გ.-----–-–---–მა უთხრა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მისი მცდელობით - არ მიეცა თ.-----ისთვის ა/მანქანიდან გადახტომის საშუალება. აღნიშნული დაადასტურა გ.-----–-–---–მაც და განმარტა, რომ თ------------ ცდილობდა მიმავალი ავტომანქანიდან გადახტომას, რის გამოც მოჰკიდა კაპიშონზე და მკლავზე ხელი და ამ გზით შეაჩერა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობა არის განზრახი დანაშაული, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავის მიზანი უნდა იყოს ისეთი ძალადობრივი ქმედების განხორციელება, რაც გამოიწვევს კონკრეტული პირის ფიზიკურ ტკივილს. შეიძლება გარკვეული ქმედების განხორციელებამ გამოიწვიოს ფიზიკურ ტკივილი, მაგრამ აღნიშნულს არ მოიცავდეს პირის გაზრახვა, რაც ბუნებრივია ბრალად ვერ შეერაცხება ასეთი ქმედების განმახორციელებელს.
მოცემულ შემთხვევაში თავად დაზარალებულ თ-------------, მის მეგობარ ნ---------------------- და ბრალდებულ გ---------------------ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ფაქტი, რომ კამათისას დაზარალებულმა სცადა ა/მანქანიდან გადახტომა, ხოლო გ.-----–-–---–მა არ მისცა აღნიშნულის საშუალება და „კაპიშონით“ მოქაჩა, ასევე ხელით დაიჭირა. აღსანიშნავია, რომ ყელისა და ხელის არეში მიყენებული დაზიანებები ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ვერ იქნა, შესაბამისად, არც ის დადგენილა, რითი იყო მიყენებული აღნიშნული დაზიანება და როგორ კვალს ტოვებს ხელის მოჭერა და ე.წ. კაპიშონით მოქაჩვა ისეთ ადგილზე, როგორიცაა მაგ: ყელი. რაც შეეხება სხვა ძალადობრივ ქმედებებს და დაზიანებებს, რომლებზეც დაზარალებულმა ისაუბრა, აღნიშნული არ დაუდასტურებია არც ბრალდებულ გ--------------------- და არც ნ--------------------------- გამხდარა ცნობილი ა/მანქანაში საუბრის დროს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დაზიანებას, რაც თ.-----ეს აღენიშნებოდა გულმკერდის არეში, აღნიშნულის მიყენებას გ.-----–-–---–ს ბრალის შესახებ დადგენილებით ბრალდების მხარე არ ედავება.
ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოების არსებობა და ა/მანქანაში კამათის ფაქტი არცერთი მხარის მიერ გამხდარა სადაო. თუმცა თ------------- განმარტება, რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი ყოფილი მეუღლის მხრიდან და ამიტომ სურდა ა/მანქანიდან გადასვლა, აღნიშნულს ეჭვქვეშ აყენებს გარემოება, რომ მან ნ---------------------- უარი უთხრა მასთან დარჩენაზე და არც სხვა გზით უცდია ე.წ. „მოძალადისგან“ თავის დაღწევა (მაგ. ნ------------------------ საზოგადოებრივი ან კერძო ტრანსპორტით სახლში დაბრუნება). ამასთან, აღსანიშნავია გარემოება, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა არა იმ მომენტში, როცა მისივე განმარტებით მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არამედ მოგვიანებით, როცა გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით პირადად ვერ მიაღწია შეთანხმება ყოფილ მეუღლესთან და დაიწყო საკითხის სამართლებრივი წესით მოგვარების გზების ძიება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით (გარდა თ.-----ის ჩვენებისა) არ დადასტურდა, რომ ე.წ. კაპიშონით მოქაჩვამდე და ხელის მოჭერამდე გ.-----–-–---–ის მიერ თ.-----ეზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ხოლო სასამართლომ ბრალდებულის ქმედებაში ვერ დაინახა ოჯახური ძალადობის, როგორც განზრახი დანაშაულის ნიშნები, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------------- უნდა გამართლდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ გ--------------------- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი გასაჩივრდება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი