განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
330100118002524582
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი----------------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ--------------------------, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------–------------------------------------–--

ადვოკატი ------------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

შპს „---------------------- რეგისტრირებულია 2----–-–-------------------- შპს „------ 2----–-–----------------- რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. საზოგადოების იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია ქ------–-----------–--–---------------ის მიმდებარე ტერიტორია. შპს-ს დირექტორი და დამფუძნებელი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არის დ-------------- შპს „-------ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შერეული საქონლის საბითუმო-საცალო შეძენა და რეალიზაცია.

დ-------------- ევალებოდა შპს „-------ს საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „------ დირექტორმა - დ-------------- არ შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახა საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი და სრულყოფილად არ წარაადგინა საგადასახადო ორგანოებში დეკლარაციები.

შ--------–-----------------------------------------------–----–----------------------------–-------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარდა შპს „-------ს (-------------- ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სრული გასვლითი შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტით, 2----–-–------------------------------–-–------------------- საანგარიშო პერიოდში, დამატებით სულ დაერიცხა 205 421 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 135 747 ლარი, ჯარიმა 69 674 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე, 2----–-–---------------- გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის N----- ბრძანება, ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე 2----–-–---------------- გამოიცა N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც შპს „-------ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ: 272 237.91 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 135 747 ლარი, ჯარიმა 69 674 ლარი და საურავი 66 816.91 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2----–-–------------------

დ-------------- მიერ 2----–-–---------------- N------- საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრებულ იქნა 2----–-–----------------- შ--------–------------------------------------------–--

2----–-–---------------–-- შ--------–-------------------------------------------------- ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ს საჩივრის მოთხოვნა და 2----–-–---------–--- გამოცემულ იქნა შპს „-------ს საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნა, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა, მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურების წარუდგენლობისათვის დარიცხული ჯარიმა 1800 ლარის ოდენობით, რაზეც თავის მხრივ გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტმანტის 2----–-–---------–----------- ბრძანება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2----–-–---------–----------–---------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც შპს „-------ს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ: 270 437.9 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 135 747 ლარი, ჯარიმა 67 874 ლარი და საურავი 66 816.91 ლარი. ხსენებული საგადასახადო მოთხოვნა 2----–-–------------------- გავრცელდა საჯაროდ და ჩაბარებულად ჩაითვალა 2----–-–-----------------

2----–-–------------------ შპს „-------ს დირექტორს დ-------------- ხელზე ჩაბარდა 2----–-–---------–------------- საგადასახადო მოთხოვნა.

დ-------------- მიერ საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის შემდგომი გასაჩივრება არ მომხდარა.

დ-------------- კანონით გათალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადის 135 747 ლარის გადახდას.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ-------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

დ-------------- მიერ დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტით, 2----–-–---------------- N------- საგადასახადო მოთოვნით, 2----–-–---------–------------- საგადასახადო მოთხოვნით, შ--------–---------------------------------------------- ბრძანებებით, წერილებით ს----–--------–-------------------------------------------, ფ----------------------------------------–----------ს, შ--------–----------------------------------------------------, შ--------–---------------------------------------------, შ--------–----------------------–--------------------------, თბილისის საქალაქო სასამართლოს და მიღებული პასუხებით, მოწმეების: ჯ--------------------------------------, დ-------------- გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------------- ჩაიდინა:

დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე 1-ლი ნაწილით.

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

დ-------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის როგორც ქონებრივ, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------თან მიმართებით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ჯარიმის დაკისრების პირობებში.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დ-------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ დ-------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი