განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- მ------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------–-- ძე ჭ-–-----–---–ი დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ს-----------------–----–------------–------------------–----------–---–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თ---–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ------ ბ---------–---–ს (გ-------–- რ----------ს) მისმა ნაცნობმა გ----------------) ჭ-–-----–---–მა მეტალის სპრეიანი კონტეინერიდან სახისა და თავის არეში შეასხა წიწაკის ალკალოიდიანი სითხე და მუცელში ერთხელ ჩაარტყა ფეხი. გ----------------) ჭ-–-----–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ზ------ ბ---------–---–მა (გ-------–- რ----------მ) განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
გ----------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
გ----------–-----–---–ის აღიარება დასტურდება დაზარალებულ ზ------ ბ---------–---–ის (გ-------–- რ----------ს), პ---–- ტ-------ის, ლ--------–---ის გამოკითხვის ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ამოღების ოქმს, რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ----------–-----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
გ----------–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული და შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ----------–-----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს - ჯარიმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: - საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ცრემლსადენი გაზის ბალონი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ხოლო 2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/